workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
ბარსელონამ დორტმუნდის მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია

ბარსელონამ დორტმუნდის მრავალწლიანი ტრადიცია დაარღვია

bolt მოკლედ
გერმანული კლუბი, რომელიც ტალანტების განვითარებითა და გაყიდვით უზარმაზარ მოგებას ნახულობს, ამ შემთხვევაში სოლიდური ფინანსური სარგებლის გარეშე დარჩა.

სახელი “დორტმუნდის ბორუსია” დიდი ხანია ვარსკვლავების გაყიდვით მიღებულ უზარმაზარ მოგებასთან ასოცირდება. გერმანული კლუბი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი გახდა ტალანტების აღმოჩენის, განვითარებისა და შემდეგ კოლოსალურ თანხებად გაყიდვის კუთხით. უსმან დემბელედან დაწყებული, ჯუდ ბელინგემით, ჯეიდონ სანჩოთი, ერლინგ ჰოლანდითა და პიერ-ემერიკ ობამეიანგით გაგრძელებული, დორტმუნდელები მიეჩვივნენ თავიანთი ინვესტიციების გამრავლებასა და ფეხბურთელების ტრანსფერების ისტორიულ გარიგებებად ქცევას.

კარიმ ადეიემის “ბარსელონაში” ტრანსფერი კი განსხვავებული აღმოჩნდა. ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს თანახმად, გერმანულმა კლუბმა, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მცირე სარგებელი მიიღო და დაარღვია ის წესი, რომელმაც სატრანსფერო ბაზარზე მისი რეპუტაცია შექმნა.

გასულ ხუთშაბათს კატალონიურმა კლუბმა 24 წლის გერმანელის, კარიმ ადეიემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. “ბარსელონამ” ფიქსირებული თანხის სახით 22 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსების სახით 7 მილიონი ემატება – ჯამში გარიგების ღირებულება 29 მილიონ ევროს შეადგენს.

“დორტმუნდის ბორუსიამ” ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვას მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდვა არჩია. მიუხედავად ამისა, გარიგებამ კლუბს ის მოგება არ მოუტანა, რითაც იგი ასე ცნობილია. 2022 წლის ზაფხულში “დორტმუნდის ბორუსიამ” ადეიემის სანაცვლოდ “რედ ბულ ზალცბურგს” 30 მილიონი ევრო გადაუხადა. შესაბამისად, ახლა კლუბს წმინდა მოგება საერთოდ არ მიუღია და მხოლოდ ფინანსური ზარალი შეიმცირა.

ტრანსფერები, რომლებმაც “დორტმუნდს” უზარმაზარი მოგება მოუტანა

  • უსმან დემბელე: ფრანგის გაყიდვა “დორტმუნდის ბორუსიას” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარიგებად რჩება. 2016 წელს კლუბმა ის “რენიდან” მხოლოდ 15 მილიონ ევროდ დაიმატა, 2017 წლის ზაფხულში კი “ბარსელონას” 135 მილიონ ევროდ (ბონუსების ჩათვლით) მიჰყიდა. ამან კლუბს ერთ წელიწადში 120 მილიონი ევროს მოგება მოუტანა.
  • ჯუდ ბელინგემი: 2020 წლის ზაფხულში დორტმუნდელებმა “ბირმინგემ სიტიდან” ბელინგემის დასამატებლად 30 მილიონი ევრო გადაიხადეს. სამი სეზონის შემდეგ, ინგლისელი ნახევარმცველი “რეალ მადრიდში” 127 მილიონად გადავიდა, რითაც გერმანულმა კლუბმა 97 მილიონი ევრო მოგება ნახა.
  • ჯეიდონ სანჩო: მან დორტმუნდელთა ფილოსოფია საუკეთესოდ განასახიერა. კლუბმა ის “მანჩესტერ სიტიდან” დაახლოებით 10 მილიონ ევროდ შეიძინა, სულ რაღაც ორ წელიწადში კი “მანჩესტერ იუნაიტედს” რვაჯერ ძვირად მიჰყიდა.
  • კრისტიან პულიშიჩი: “დორტმუნდის ბორუსიამ” ამერიკელი 16 წლის ასაკში აღმოაჩინა და 2015 წელს აკადემიაში ჩარიცხა. რამდენიმე წლის შემდეგ ის “ჩელსიში” 64 მილიონ ევროდ გადავიდა.
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი: 2013 წელს ის “სენტ-ეტიენიდან” 13 მილიონ ევროდ გადმოვიდა. ოთხი წლის შემდეგ თავდამსხმელი “არსენალში” 63 მილიონად გაიყიდა (50 მილიონი ევროს წმინდა მოგება).
  • ერლინგ ჰოლანდი: 2019 წელს დორტმუნდელებმა ნორვეგიელი ფორვარდი “რედ ბულ ზალცბურგიდან” 22 მილიონ ევროდ დაიმატეს. 2023 წელს გამოსასყიდი პუნქტის გამო “მანჩესტერ სიტიმ” ის მხოლოდ 60 მილიონ ევროდ წაიყვანა, თუმცა გერმანულმა კლუბმა 38-მილიონიანი მოგება მაინც მიიღო.
  • ჯეიმი გიტენსი: ეს ინგლისელი გარემარბი ტალანტებში ინვესტირების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. კლუბი მან “მანჩესტერ სიტიდან” 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეავსო, 2025 წელს კი “ჩელსიში” 56 მილიონ ევროდ გადავიდა.
  • ჰენრიხ მხითარიანი: სომეხი ფლეიმეიკერი 2013 წელს “შახტარიდან” 25 მილიონ ევროდ გადმოვიდა, სამი სეზონის შემდეგ კი “მანჩესტერ იუნაიტედს” 42 მილიონად მიჰყიდეს (17 მილიონი ევროს მოგება).
  • მარიო გიოტცე: 2013 წელს მიუნხენის “ბაიერნმა” მარიო გიოტცეს კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტი გაააქტიურა და 37 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც “დორტმუნდის ბორუსიასთვის” სრულად წმინდა მოგება აღმოჩნდა.

ამდენად, ადეიემის გარიგება აჩვენებს, რომ “დორტმუნდის ბორუსია” ამჯერად იძულებული გახდა ფეხბურთელს ისეთი პირობებით შელეოდა, რაც სატრანსფერო ბაზარზე მათ ჩვეულ ფილოსოფიას არ ასახავს. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშის კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდვა ეკონომიკურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა, კლუბმა ის უზარმაზარი მოგება ვერ ნახა, რასაც მიჩვეულია. ეს ფაქტი კარიმ ადეიემის “ბარსელონაში” გადასვლას ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გამონაკლისად აქცევს კლუბის უახლეს ისტორიაში, რომელიც კოლოსალური მოგებით გაყიდული ფეხბურთელებით არის სავსე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 ივლ 2026, 10:00
    #14

    არა უშავს, არ გაღატაკდება დორტმუნდი. მაგისთანები გადაგვიტანია? მაგრამ ჯერ კიდევ ვარსებობთ.

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 26 ივლ 2026, 01:04
    #12

    დიომანდე არაა ცუდი ტრანსფერი. სახელები უსერიოზულესი ჰყავს,კაი ნახმცველი თუ დაიმატეს. მარტო როდრი ვერ დაულაგებთ ცენტრს მარა სერიოზულად ძლიერდებიან. დაცვაში ცოტას მოიკოჭლებენ. ნუ აუღებელი ციხე არ იქნება მარა კონტრებზე პზდც გუნდი ეყოლებათ. პროსტა მთავარ პრობლემას ვერ მოაგვარებენ,ეგოების პრობლემას. ეგ თუ დაალაგეს საშიშია. მარა კაი სისტემური გუნდი,მაგალითად პსჟ გახევთ. ბაიერნი იქნება მგონი წელს ძაან საშიში…იმედია რამოდენიმე ტრანსფერს ჩვენც გავაკეთებთ,ფლიკიც რაღაცებს გადაწონის და ძაან საშიში გუნდი ვიქნებით ჩვენც…

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 26 ივლ 2026, 15:44
      #15

      არსენალიც ძალიან საშიში გუნდი დგება თუ ვინი და გიმარაეში წაიყვანეს. ნუ ისედაც საშიშები იყვნენ დაცვის გამო მარა შეტევა არ უვარგოდათ, ახლა კიდე ვინი-საკა ფლანგებზე უკვე სერიოზულია. ასევე ალვარესიც ხო უნდათ.. ჰავერცი და გიოკერეშიც არ არიან ცუდები.
      სიტიც მარესკასთან ერთად საკმაოდ საშიშ ტრანსფერებს აკეთებს და ლივერიც ირაოლასთან ერთად ალბათ მოიხოდება.
      ჩელსიმ რაღაცა ნახირის გაყრა დაიწყო და ალონსო მიიყვანეს, თუ ენდობიან, კარგ პროექტს დააყენებს.
      ეს ტოტენჰემი საერთოდ რა ტრანაფერებს აკეთებს..
      პსჟ კიდევ უფრო ძლიერდება..
      ბაიერნიც..
      მოკლედ ისევ ჩვენ ვჩანვართ ყველაზე მეტად ჩაკუკულები😂

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 25 ივლ 2026, 23:32
    #9

    ისე, რა უჭირს რომეროს? ძაან ჟილკიანი იგროკია და გამისწორდება მაგის მოსვლა ბარსაში მე.

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 25 ივლ 2026, 23:52
      #11

      რომერო კარგია მარა მაინც მარჯვენა მცველია, ლოპორტი გაასწორებდა 2-3 სეზონი დალაგდებოდა დაცვა

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 25 ივლ 2026, 23:25
    #7

    ეს დიომანდე გაპიარებული იგროკი მგონია, როდრი ტრავმიანია და აგერ ახლაც ოპერაცია უნდა გაიკეთესო, კონატე საკმაოდ ქაჯი მცველია, ასაკოვანი ბერნარდუ სილვა, კაი კუკურელია კი ბატონო.

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 25 ივლ 2026, 22:36
    #3

    ამის დედაც! რეალი რა ფეხბურთელებს ყიდულობს, გაგიჟდენ მოგონი, მაურინიომ თუ გუნდად შეკრა მაგენი არვიცი ვინ გააჩერებს. ლაპორტა კიდე ვადაგასულ და ჩამოწერილებში ყრის მილიონებს

    • cruyff9
      cruyff9 ლეგენდა
      schedule 25 ივლ 2026, 22:58
      #4

      ვის ყიდულობს აბა ძმა?😅😅😅დიომანდეა მაგარი?თუ დუმფრისა და კონატე

      • Moriarti
        Moriarti გულშემატკივარი
        schedule 25 ივლ 2026, 23:04
        #5

        კონატეს კაი მცველობა არ გაიშვას, არაუხოზე იდიოტია ისეთებს იგონებს ხოლმე. დიომანდე 130 როცა გორდონი ადეიმი 95 დაჯდა 😂.

        • Visca barca
          Visca barca გულშემატკივარი
          schedule 25 ივლ 2026, 23:21
          #6

          დიომანდე შესთავაზეს ბარსელონას 100 მილიონად მაგრამ გორდონი აირჩიეს. არამგონია დუომანდემ რეალში გაამართლოს მითუმეტეს 130 მილიონი. ლაიფციგში ყველა კარგად თამაშობს თან არ არის დიომანდე მარჯვენა ვინგერი. ახალი იამალის პოვნა უნდათ მაგრამ არ გამოუვათ.

          • Moriarti
            Moriarti გულშემატკივარი
            schedule 25 ივლ 2026, 23:49
            #10

            ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. დიომანდემ მარცხნივ რაც ითამაშა საერთოდ არ მომეწონა, მარჯვნივ კიდე ლამინი უკონკურენტოა, თან აგერ ადეიმიც მოიყვანეს თან რა ფასში.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 25 ივლ 2026, 23:27
      #8

      ნუ პანიკიორობ თუ ძმა ხარ რაა კათარზისი რეალს აქვს ადრე დაგვცინოდნენ მაგის გამო😅😅 ლაპორტამ მაგრად აჭამა პერეს აშკარაა ვისაც თვალი დაადგეს ყველა პერესმა იყიდა გაცოფებულმა ბარსელონა არ გაძლიერდესო🤣🤣 არადა რითი ძლიერდებოდა კვარას ნათრევი დუმფრიზით თუ იგივე კვარას ნათრევი კონატე🤣🤣🤣 ყაროს ნაგროვები ფულები ჩვენ კიდე დრო გვაქვს ერთია ლაპორტეს თუ დაითრევენ თორე დაცვაზე არც ფიქრობენ აშკარად

      • Sandro b
        Sandro b ახალბედა
        schedule 26 ივლ 2026, 09:08
        #13

        მაგ ლოგიკით ფეხბურთელი ვეღარ გიყიდია კაცს, იმიტო რო ყველა ნათრევი ჰყავს კვარას

  • ggiiorgi
    ggiiorgi ვეტერანი
    schedule 25 ივლ 2026, 20:38
    #2

    მანდ კი შეეშალათ, ბარსა როდის იყო ძვირად ვინმეს ყიდდა, თუ გამოდგა არ გაყიდის და თუ არა გაანათხოვრებს და უფასოდ გაუშვებს🙂

  • TTT
    TTT გულშემატკივარი
    schedule 25 ივლ 2026, 17:36
    #1

    35 % დაიტოვა მომდევნო გაყიდვიდან…