მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ მეორე რაუნდი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ მეორე რაუნდი

 მოულოდნელი 0:0. ჩემთვის და ალბათ არა მხოლოდ ჩემთვის მოულოდნელი. ფეხის დაცდენასაც აქვს თავის პლუსები, მით უმეტეს, თუ ეს ფეხის დაცდენა ტურნირიდან გავარდნას, ან, დიდ დანაკარგს არ იწვევს. პლუსია ის, რომ ერთთვიანი აღმაფრენის შემდეგ „ბარსა“ მიწაზე დაეშვა. განვლილ ერთ თვეში ჩვენ ვნახეთ საით და რა გზით მიდის გუნდი, მაგრამ, საბოლოო პროდუქტამდე ჯერ შორია. 

საგანგაშოც არაფერია. ვნახეთ, რომ უკან ჩამჯდარ „ნაპოლისთან“ მოგება არ გამოვიდა. „გალათასარაიმ” კიდევ უფრო უკნიდან ითამაშა, კიდევ უფრო იშვიათად უტევდა და ვერც ეს მატჩი მოვიგეთ. განსხვავება კი აუცილებლად იქნება გასვლით შეხვედრაში, „ნაპოლიმ“ სივრცე მოგვცა, თურქები კი სახლშიც დაცვიდან ითამაშებენ, ამიტომ, რთული მატჩი იქნება.

პირველი ტაიმი

ცუდი ტაიმი იყო. ყველაფრით. ტემპი ძალიან დაბალი, ხარისხი დაბალი, კარშიც იშვიათად ვურტყამდით და გააზრებული კომბინაცია საერთოდ არ ყოფილა. შედეგიც ლოგიკური, – 0:0.

პირველი რაც თვალში მოხვდებოდა ადამიანს დაულაგებელი მოედნის ცენტრი იყო. უკვე მივეჩვიეთ, რომ თუ ბუსკეტსი არ არის მოედანზე, ეს პრობლემა მუდმივად იქმნება. ბუსკეტსმა შეიძლება კარგი მატჩი ჩაატაროს, შეიძლება პირიქით, – ცუდი, მაგრამ, როცა მოედანზეა, ყველა და ყველაფერი თავის ადგილზეა.

ამის გარდა, შესამჩნევი იყო ორი პრობლემა, მცველების ძალიან ცუდი პირველი პასი და აბსოლუტურად არაეფექტიანი შემტევი ტრიო. ჩავიმ პიკე დაასვენა და გარდა იმისა, რომ „ბარსამ“ გამოცდილი მცველი და ერთ-ერთი ლიდერი მოისაკლისა, კარგი პირველი პასის მქონე მცველიც გამოგვაკლდა. არაუხო ამ კომპონენტში ძალიან ცუდი იყო, ერიკ გარსია საერთოდ არ რისკავდა, დესტი ამ მხრივ ისედაც არასდროს გამოირჩეოდა და მხოლოდ ჟორდი ალბას კარგი გრძელი პასი ვნახეთ, რომელიც ფერან ტორესმა ვერ შეირგო.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოჩნდა, რომ ჩავიმ ყველაზე შეუთამაშებელი შემტევი ტრიო გამოიყვანა მოედანზე, აღმოჩნდა, რომ დეპაი-ფერანი-ტრაორეს არანაირი საერთო არ აქვთ ერთმანეთთან. სამივე მათგანი ცალ-ცალკე თამაშობდა, ყოველგვარი მთლიანობის გარეშე და შემტევ ნახევარმცველებსაც მაგრად გაურთულეს საქმე.

განსაკუთრებით კარგად ჩანდა ტრაორეს მარტოობა. თავისთვის ითამაშა, მისი ბოლო პასი ხან მცველების იყო, ხან მეკარის. არასდროს იქ არ აწვდიდა სადაც „ბარსას“ ფეხბურთელი იყო და შემტევებიც არასდროს იქ არ იყვნენ, სადაც ტრაორე აკეთებდა პასს.

დარტყმით კი დეპაი ურტყამდა, მაგრამ, ჩვენივე განათხოვრებულმა მეკარემ მშვენივრად ითამაშა, ჯერ კარგი ჯარიმა მოიგერია და შემდეგ შორი მანძილიდან დარტყმულიც აიღო. ეს იყო დეპაი-ტრაორეს ცალ-ცალკე ნაცოდვილარი. აი, ფერანს ეგეც არ გამოუვიდა, არც დრიბლინგი და არც დარტყმები. საერთოდ, ცენტრალური ფორვარდისთვის ფერანი მეტისმეტია. ფლანგზე აშკარად უკეთესია, ცენტრში მარტივად ჩაგრავენ.

საქმე დაცვაშიც იყო, აქტუღლუმ მაღალ დონეზე ჩაატარა პირველი ტაიმი, დესტი ერთი-ორ მომენტში ძალიან მარტივად დაჩაგრა, თუმცა, ეგ აღარც გვიკვირს. მოკლედ, თამაშს ეტყობოდა, რომ „ბარსა“ სათანადოდ ვერ განეწყო და ბოლო თვის განმავლობაში ყველაზე უღიმღამო ტაიმი ჩაატარეს.

მეორე ტაიმი

გავიდა არაუხო, გამოვიდა პიკე, შეტევის დაწყების ხარიხი გაიზარდა. ზოგადად, არც არაუხოს უჭირს პირველი პასი, მაგრამ, კონკრეტულად ამ მატჩში ძალიან ცუდი იყო.

გავიდა ნიკო, გამოვიდა ბუსკეტსი, „ბარსას“ თამაში ბევრად ორგანიზებული და გააზრებული გახდა.

გავიდა ფერანი, გამოვიდა დემბელე, შესაბამისად, ისევ ვიხილეთ ორივე ფლანგიდან გააქტიურებული გუნდი.

ხარისხი გაიზარდა, ტემპმა მოიმატა, მაგრამ გოლი ვერ გავიდა. ხდება ხოლმე. ეგ არაფერი.

შემდეგი სხვლა ობამეიანგის გამოყვანა იყო, მაგრამ, თავად ჩავისაც აქვს ნათქვამი, რომ ობა მაშინ არის საუკეთესო, როცა სივრცე აქვს. გუნდთან, რომელიც მთელი შემადგენლობით უკან დგას, ობამეიანგის მსგავს ფეხბურთელებს, როგორც წესი ძალიან უჭირთ. მიუხედავად ამისა, ერთი რეალური მომენტი მაინც შეიქმნა, ტრაორეს ძალიან კარგი გარღვევის შემდეგ ბურთზე პედრიმ ითამაშა, შემდეგ ობამეიანგი ცდილობდა დარტყმას, მაგრამ პასი გამოვიდა და დე იონგს შეეძლო გატანა, – ერთი მეტრიდან ბურთი ძელს მოარტყა.

თამაშგარე დაფიქსირდა, მაგრამ არ ყოფილა. პედრიზეც აპელირებდნენ თამაშის წესებს არღვევდაო, მაგრამ, არც იქ გამოჩნდა რამე და სავარაუდოდ გოლი ჩაითვლებოდა.

ყველაზე რეალური მომენტი ეგ იყო.

სხვა მხრივ კი შორეული დარტყმები ვნახეთ, – ალბას, ტრაორეს, დემბელეს, დე იონგის, თუმცა, არ გავიდა.

ყველაფერი თურქეთში გადაწყდება. „ბარსას“ კვლავინდებურად ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ სეზონი ტიტულის გარეშე არ დაასრულოს.

შემდეგი მატჩი “ოსასუნასთან” სახლში. მერე “გალათასარაისთან” გავარკვევთ გამსვლელის ვინაობას და სამ დღეში “რეალს” დავეტაკებით, რომელმაც ვარსკვლავური პსჟ დაიფრინა ლიგიდან. 

კარგი მატჩი უნდა გამოვიდეს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (14)

  • Zura Gviniashvili
    11 მარ 2022, 14:42

    თამაშის დაწყებამდე ვიძახდი რომ არ ღირს როტაციები და ლიდერების დასვენებათქო. ჯობდა ძირითადი სასტავი გამოეყვანა და პირველი თამაში მოეგო კარგად და თურქეთში დაესვენებინა.. მაგრამ მე ვინ მეკითხება ხავიმ თავის საქმე თვითონ იცის.. დამშვიდით და პანიკას ნუ აყვებით სტამბულში გამოიყვანს ძირითად გუნდს და მოუყომარებენ თავისუფლად.. ამ თამშიც იყო კარგში შანსები რამოდენიმე მაგრამ არაუშავს სტამბულში ნამდვილად მოვიგებთ

    მოწინააღდეგენ ბარსელონასთან არის ძლიერი სანამ პირველ გოლს გაუშვებს ბარსასგან რადგან ავტობუსი უყენიათ აი გოლის მერე ძაან იხსნება მოწინააღდეგე და ბარსასთვის ეგ სამოთხეა მერე უკვე საჩვენოდ მიდის საქმე.. ეგრეა ყველა თამაშში თითქმის . სტამბულში სწრაფ გოლს ან თუნდაც პირველ ტაიმში თუ გავიტანთ მოვიგებთ ჰანდიკაპით

  • პავლოვიჩი56
    11 მარ 2022, 13:52

    რაღაც კრიტიკული ტონი შეინიშნება… ეს კარგია.
    აღმაფრენა როდის იყო? ელჩესთან, ესპანიოლთან, გამოფიტულ ნაპოლისთან თუ სიზმარში?
    გახსნილ თამაშს ბაიერი-ლივერპული გვეთამაშებიან და იმედია ანგარიშები გახსოვთ.
    მოკლედ არც გუნდია აზრზე და არც ჩავი.
    არ გამოვრიცხავ ტოტალიზატორს.როგორც ინფორმაციამ გამოჟონა, თითქმის ყველა სუპერ გუნდი 3-4 თამაშს აკეთებს…ზემოთ იციან-თვალს ხუჭავენოოო…
    ეეხ, რა მართალი იყო დიეგო…

  • L10NEL
    11 მარ 2022, 12:55

    მთელი თამაში ჩაწოდებებზე იყო…. მაღალი არაუხიო გაიყვანეს, ლუკი კიდე 81 82 წუთზე შემოვიდა, დემბელემ ხო ვაფშე ვერაფერი ქნა, ჩვეულებრივი დემბელეობის დღე ქონდა. ფერანი საერთოდ დაკარგული იყო მოედანზე. ნახევარდაცვა ბრინჯს გავდა და დაცვაში გარსიამ ითამაშა😐 ოფსაიდ გოლზე არავინ ლაპარაკობს ხო?

  • La Pulga10
    11 მარ 2022, 12:46

    მალე ბუსკეცისნაირი კაცი უნდა მოვნახოთ რა.არაა ფრენკი საყრდენიიიიიი კიდევ ერთხელ ვიმეორებ,თუმცა ისევ დაიწყებთ საპირისისპიროს მტკიცებას.ნუ დაპანიკდებით ამ ერთი შეხვედრით,გუშინ ისევ შემხვდა მსგავსი კომენტარები:"კუმანი ბარსა" და ა.შ.არვიცი ეს ხალხი რით უყურებს ფეხბურთს.

  • serafime
    11 მარ 2022, 12:23

    Giorgi99,
    Დარწმუნებული ვარ შეიქმნება მომენტები., როგორც ნაპოლისთან იყო. Მთავარია მომენტების რეალიზაცია, არავის ეგონა რომ ატლეტიკოს ან ატლეტიკს 4 გოლს გაუტანდნენ არც ნაპოლის, მაგრამ ამ გუნდმა ხასიათი გამოავლინა ყველასთან, შეუძლებელი არაფერია მთავარია გჯეროდეს შენი გუნდის, ერთი თამაში ვითამაშეთცუდად არნიშნავს იმას რომ ცუდი გუნდი ვართ. Თურქეთში დარწმუნებული ვარ უფრო უკეთ ითამაშებენ.

  • EL MAESTRO 6
    11 მარ 2022, 12:08

    მოკლედ ბუსკეცის გარეშე თამაში იმაზე მეტად გვიჭირს ვიდრე მესის გარეშე, გუნდი დაულაგებელია და ცენტრში სრული ქაოსია, რაც ძალიან ცუდი ამბავია რადგან ბუსკეცი უკვე დაბერდა და აწი სკამზე უნდა გადაჯდეს, ჩვენ კი მის გარეშე ბურთი ვერ გაგვიგორებია, მემგონი უფრო ხშირად უნდა ვცადოთ თამაში ბუსკეცის გარეშე და იქნებ ნელ ნელა შევეგუოთ მის გარეშე თამაშს, მოკლედ უდიდესი ფეხბურთელია ბუსკეცი და ვინც ამას ვერ ხედავს ან ბრმაა და ან დანახვა არ უნდა

  • nika 54
    11 მარ 2022, 12:00

    ყველაფერი სწორია, როგორც ყოველთვის ფეოლა არ ტყუის.
    თავიდანვე როგორც კი ბუსკეტსის გარეშე გამოსული გუნდი ვნახე ვიფიქრე რო ცენტრში დაგვერხეოდა. დემბელე ისევ უბრუნდება თავის კლასიკურ აბდაუბდას რომელსაც თამაშს ვერ დავარქმევ.
    ეს ტრაორე რო ფლანგზე ყველაფერს ანგრევს, აი მერე რა უნდა ქნას არ ეუბნებიან? რომელი ინგლისური კლუბი ჩვენ ვართ ფლანგიდან ჩაწოდებულებით ამოვტენოთ მეტოქე თავურებით. ან თუ ჩაწოდებაა ქე მაინც რამე წერტილი განსაზღვრონ სად ჩააწოდოს და ვინ იქნები იქ დამხვედრი.

  • kobirati
    11 მარ 2022, 11:56

    ძალიან დამწყდა გული, არა შედეგის გამო, არამედ უმოტივაციობის გამო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მართალია ავტორი, ბუსკეტცის გარეშე ნახევარდაცვა დაულაგებელია. ნიკო ჩემი აზრით სუსტია ძირითადისთვის. აუცილებელია მებრძოლი ნახევარმცველი დავიმატოთ ამ ზაფხულს. გავის კი აქვს აგრესიულობა მაგრამ ჯერ ბავშვია და ამ ზედმეტმა აგრესიულობამ შეიძლება ერთ დღეს დააღალატოს გუნდი (წითელი ბარათის მიღებას ვგულისხმობ).
    ტრაორე აუცილებლად გამოსასყიდია. უბრალოდ ან დარტყმა უნდა დაამუღამოს ან პასის სიზუსტე ან საჯარიმოში წაქცევა ისწავლოს ვინისიუსისგან.
    დარწმუნებული ვარ ამ ბარიერს გავივლით და რეალთანაც არ ვიქნებით უშანსოდ.
    შემდეგ ტურში ოსასუნასთან უნდა გამოვიკეთოთ ხასიათი და დავამტკიცოთ, რომ გუნდი პროგრესის გზას ადგას.

  • Giorgi99
    11 მარ 2022, 11:52

    serafime,
    ხო იბრძოლებენ კარგად ითამაშებენ მაგრამ მაინც წააგებენ, რადგან ბევრ შეცდომას უშვებენ, ელჩეს და გალათასარაის კაი 9 ნომერი რომ ყოლოდათ,ბენზემასნაირი უეჭველი გაიტანდნენ. თამაშის მერე იტყვიან რა დამსახურებულად წავაგეთო, პროგესი გვაქო. ვამაყობთ ამ გუნდითო.

  • serafime
    11 მარ 2022, 11:25

    lukaaa,
    რანაირი დამოკიდებულეებაა, ჯერ კიდევ საშინელ ფორმაში მყოფმა ბარსამ გაუქაჩა თასზე რეალს, იმ პერიოდში კარგ ფორმაში მყოფ რეალს, ამ თამაშში 5-0 ები რომარიქნებოდა თამაშის დაწყებიდანვე გამოჩნდა 11 კაცით უკან იდგნენ, ან ვაფშე რა არ გასვლაზე ლაპარაკობთ ეს ბარსელოონაა, კლასიკოს სხვა მუხტითადა მოტივირებით მიუდგებიან კარგად გამოჩნდა რომ გუნდს ეს შეუძლია.

  • Sergio5
    11 მარ 2022, 11:21

    მგონი კარგი მიქნია ლევერკუზენის ყურება რო გადავწყვიტე რასაც ვკითხულობ, განმეორებითზე უკვე ბარსას ვუყურებ smile

  • Montekristo031
    11 მარ 2022, 11:16

    ციტატა: lukaaa
    თურქეთში ჯოჯოხეთი ელოდება გუნდს,ნაპოლი არ გეგონოთ,იმათ ეკიდათ ევროპა ლიგა,აესენი კი თავს შეაკლავენ
    რაც შეეხება კლასიკოს,ჯობია არ გავიდეს ბარსა,ისეთს გაგვარღვევენ ვითომც არაფერი,თან რა დუხზე არიან ეხა🤦 მინიმუმ სამი ოთხი ბურთით გაგვხევენ


    რა იცით ხოლმე ეს წინასწარ კანკალი და ტირილი? გაგვარღვევენ არა ის… არაფერი გუნდი არაა რეალი…. პსჟ ორივე თამაშში ჯობდა დონარუმას შეცდომამდე… მაგის მერე მოიშალა მთელი გუნდი…თორემ რეალის სიძლიერე გამოჩნდება მეოთხედფინალში, სიტი, ბაიერნი, ლივერპული – არც ერთთან არ აქვს შანსი …. და კიდევ 3-4 ბურთით რეალი მაშინ ვერ გაიგებდა, როცა საუკეთესო ფორმაში იყო და ბარსა კიდევ პირიქით… და ახლა მითუმეტეს ვერ მოგვიგებენ

  • Moriba
    11 მარ 2022, 10:51

    ციტატა: lukaaa
    თურქეთში ჯოჯოხეთი ელოდება გუნდს,ნაპოლი არ გეგონოთ,იმათ ეკიდათ ევროპა ლიგა,აესენი კი თავს შეაკლავენ
    რაც შეეხება კლასიკოს,ჯობია არ გავიდეს ბარსა,ისეთს გაგვარღვევენ ვითომც არაფერი,თან რა დუხზე არიან ეხა🤦 მინიმუმ სამი ოთხი ბურთით გაგვხევენ


    არავის გადაუღუნოს რეალმა პსჟ კიარვართ რო დავჩმორდეთ 1 გოლს რო გაუშვებენ რატო გგონიათ ეს რეალი ეხა სასწაული გუნდი ნებისმიერი შეკრული გუნდი მოუგებს დაჟე პსჟ მოუგებდა დონარუმას როარ წაექინძა

  • lukaaa
    11 მარ 2022, 06:05

    თურქეთში ჯოჯოხეთი ელოდება გუნდს,ნაპოლი არ გეგონოთ,იმათ ეკიდათ ევროპა ლიგა,აესენი კი თავს შეაკლავენ
    რაც შეეხება კლასიკოს,ჯობია არ გავიდეს ბარსა,ისეთს გაგვარღვევენ ვითომც არაფერი,თან რა დუხზე არიან ეხა🤦 მინიმუმ სამი ოთხი ბურთით გაგვხევენ