გუშინ გამართულ ამხანაგურ სანაკრებო შეხვედრებში “ბარსელონას” არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა ეროვნული გუნდების რიგებში წარმატებით იასპარეზეს და გამარჯვება ყველამ იზეიმა.
ესპანეთი 3-1 პერუ: “ბარსელონას” მოთამაშეების ბენეფისი
ესპანეთის ნაკრებმა პერუს დამაჯერებლად მოუგო. ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი სწორედ “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა შეიტანეს:
- პედრი: სასტარტო შემადგენლობაში იყო, ითამაშა 61 წუთი და გოლის გატანა მოახერხა.
- ფერან ტორესი: მატჩი ძირითადიდან დაიწყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. პედრის გოლის ეპიზოდში საგოლე გადაცემა სწორედ მის ანგარიშზეა.
- პაუ კუბარსი: ახალგაზრდა მცველმაც სასტარტოში დაიწყო შეხვედრა, ითამაშა 61 წუთი და აქტივში ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
- დანი ოლმო და ერიკ გარსია: ორივე მათგანი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდან (46-ე წუთზე) ჩაერთო და მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა.
- გავი: მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა და დარჩენილი დრო სრულად ითამაშა.
- ჟოან გარსია: ის მთელი თამაში სათადარიგო იყო.
საფრანგეთი 3-1 ჩრდილოეთ ირლანდია
წარმატებული საღამო ჰქონდა ჟიულ კუნდეს. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას 3-1 სძლია. “ბარსელონას” მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე პირველი ტაიმი (45 წუთი) გაატარა.
ნიდერლანდები 2-1 უზბეკეთი
გამარჯვება იზეიმა ფრენკი დე იონგმაც. ნიდერლანდების ნაკრებმა უზბეკეთის დამარცხება მინიმალური სხვაობით შეძლო. კატალონიელთა ნახევარმცველი სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე 72 წუთი დაჰყო.
კომენტარები (0)