მატჩისშემდგომი მიმოხილვა: არა ომს – ფეხბურთის დროა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: არა ომს – ფეხბურთის დროა

ისე მოხდა რომ ჩანაწერის ყურება მომიწია, ამიტომ, არ მქონია მატჩთან ის ემოციური ბმა, როგორიც ბევრ თქვენთაგანს, ჯერ ანგარიშს მოვკარი თვალი და მერე დავიწყე თავიდან მატჩის ყურება. დამავიწყდა “ბარსას” თამაში, ხანდახან ასეც ხდება, გავიწყდება ისეთი რაღაცები, რასაც არასდროს დაივიწყებდი, ასეთი ამბები გავიწყდება მაშინ, როცა ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. 

დღე ომით დაიწყო. 

უსაშველოდ აუტანელია ეს უძლურების შეგრძნება, როცა გულით გინდა ვინმეს დაეხმარო და გაზიარებული პოსტის მეტს ვერაფერს აკეთებ, თუმცა, მჯერა, რომ ჩვენი უმცირესი მხარდაჭერაც კი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთო საქმისთვის. ამიტომ, რაც შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ და ერთი წამითაც არ უნდა შეგვიპყროს ეჭვმა, რომ ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. 

ისევ და ისევ, მომესმა სიტყვა – “ფეხბურთი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს“, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ისმის ხოლმე, არათუ მიუღებელი, ტრაგიკულიც კია, რომ პოლიტიკოსებისგან გვესმის ეს ყველაფერი, თან, ყოფილი ფეხბურთელებისგან. სამარცხვინოა. 

ვიცი, რომ აქ ამის განმარტება არ არის საჭირო, შეგნებული და მცოდნე ხალხი იყრის თავს, მაგრამ, პატარა ასაკის მომხმარებლებიც შემოდიან და მათთვის ცოტა უფრო დაწვრილებით დავწერ, – არასდროს ფეხბურთის ისტორიაში, პოლიტიკა ფეხბურთის მიღმა არ ყოფილა. ფეხბურთი დაიწყო პოლიტიკით, პოლიტიკამ შთაბერა სული, ჩვენი საყვარელი გრანდები პოლიტიკოსების დაარსებულია, ყველაზე მძაფრი დაპირისპირების ისტორიები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, მათ შორის, “ბარსა”-“რეალის”, გრანდების ნწილი მუშათა კლასის დაარსებულია, რომელთაც ასევე პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდათ, დიდი ჩემპიონატები პოლიტიკური მიზნით ტარდებოდა, შემდგომ პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მუსოლინი, ფრანკო, ჰიტლერი და სხვა ლიდერები, სპორტი ყოველთვის იყო პოლიტიკური იარაღი, პროპაგანდის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ფეხბურთი განსაკუთრებით, იმიტომ, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თამაშია, შესაბამისად, ყველაზე აქტიურად იყენებენ. 

რომ არა პოლიტიკა, ფეხბურთი ქუჩის საზღვრებს ვერ გასცდებოდა. ფეხბურთი და პოლიტიკა განუყოფელია. 

ჩვენთვის ყოველთვის ნათელი იყო ეს კავშირი, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა ჩემპიონატში გვიწევდა თამაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცებს მაგრად დაუბნელდათ და არაფერი ახსოვთ. იუგოსლავიის ომი მოედანზე, ბობანის მოქნეული წიხლით დაიწყო, ვიღაცამ შეიძლება ისიც მითხრას ეგ წარსულიაო, ჰოდა, დღვანდელზე დაფიქრდეს, ის რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი სპონსორი “გაზპრომია”, ეს შემთხვევითი სულაც არ არის, ის რომ ამდენი წლის განმავლობაში რუსეთი “შალკეს” აფინანსებდა ესეც პოლიტიკური პროექტია, რეგიონი მათი ინტერესის სფეროშია, რადგან, “ჩრდილოეთის ნაკადი” ამ რეგიონში გადის, “შალკე” კი პროპაგანდისტული იარაღია იმისათვის, რომ პოზიტიურად იყოს შეფუთული, ჰოდა, ამდენი მცდელობის მიუხედავად, ისე დალპა ეს ყველაფერი, რომ “გასპრომი” გააპანღურეს, “ჩრდილოეთის ნაკადი 2” ჯერჯერობით დაიბლოკა და იმედია არასდროს განხორციელდება. 

რომან აბრამოვიჩმა “ჩელსი” გასართობად იყიდა? არა. ახლო აღმოსავლეთიდან ფეხბურთის დაპყრობა გართობის მიზნით ხდება? არა, ამის მიღმა პოლიტიკა დგას. საფეხბურთო ფინანსების ძალიან დიდი ნაწილის მიღმა ბუნებრივი რესურსების კომპანიები დგანან, ამ კომპანიებს მიღმა კი კონკრეტული სახელმწიფოები. 

ამის მერე, ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, ან იდიოტია, ან კიდევ რაღაც უარესი, რაც აქ არ დაიწერება. თუ არ ესმის, რომ ეს სფეროები ვერ გაიმიჯნება, მაშინ იდიოტია, თუ ესმის, მაგრამ, მაინც იმას ამბობს, რასაც ამბობს, მაშინ, თქვენ დაარქვით სახელი. 

ახლა კი მატჩს მივუბრუნდეთ. 

STOP WAR! – ასე დაიწყო თამაში. 

ჩავიმ არჩევანი გააკეთა, როგორც აღმოჩნდა აბსოლუტურად სწორი, რაღაც ზუსტად ვივარაუდეთ, რაღაც ვერა. მაგალითად, ვივარაუდეთ, რომ ტრაორე “ნაპოლისთვის” დაასვენა და დააწყებინებდა, მაგრამ, დემბელეს ბოლოდროინდელი ფორმიდან და ფერანის უღიმღამო თამაშიდან გამომდინარე, თითქოს ესპანელი უნდა დაეტოვებინა სკამზე, მაგრამ, აქ სულ სხვა საკითხი შემოდის, სადაც ჩანს, რომ ჩავი წინ იყურება. ფერანს ბოლომდე ენდობა, არ უნდა, რომ თვითრწმენა დაუკარგოს, აძლევს შეცდომების დაშვების საშუალებას და წნეხში არ აქცევს, თქვა კიდეც, – მერე რა, სუარესმაც ცუდად დაიწყო “ბარსაში” თამაშიო, გამხნევებაც ასეთი უნდა! იცის, რომ ფერანი კლუბის მომავალია, დემბელე კი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით წავა, ამიტომ, მცირე უპირატესობას ყურადღებას არ აქცევს, ერთი ნაბიჯი უკან, სამი ნაბიჯი წინ, – ასეთია ჩავის გათვლა და იმედია გაამართლებს. 

გავი თუ პედრი? ეს იყო მეორე კითხვა და ჩავიმ პედრი არჩია. შეცდომაც არ დაუშვია. ძალიან მაგარი ამბავია, რომ არჩევანის საშუალება აქვს, ის რომ ნახევარდაცვაში კონკურენციაა გუნდზე ძალიან დადებითად აისახება, ფაქტობრივად, ყველამ მოუმატა თამაშს. შეცვლებიც ისეთი იყო, რომ დასკვნის გამოტანის საშუალებას მოგვცემს, ყველაზე ადრე გავი შემოიყვანა, ყველაზე გვიან ფერანი გაიყვანა. ყველაფერი გათვლილია, გუნდი დალაგებულია, “ბარსა” პროგრესირებს. 

როგორ მოხდა, რომ ასე მარტივად გადავტეხეთ “ნაპოლი” წელში? აღმოჩნდა, რომ კონტრშეტევებზე ბევრად მეტი მომენტის შექმნა შეგვიძლია, სეზონის პირველ ნახევარში ამის შანსი არ გვქონდა, რადგან, საამისოდ ფეხბურთელები არ გვყავდა, მხოლოდ დემბელეს შეეძლო გაქცევა, მაგრამ კონტრშეტევისთვის მხოლოდ გაქცევა არ კმარა, სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ფერანი-ობამეიანგი-ტრაორე, ეს ფეხბურთელები ამის საშუალებას იძლევიან და რა ლამაზად გამოდის ეს ყველაფერი! 

პირველი გოლი ჩაშლილ კუთხურს მოჰყვა, ორი გოლი გამახსენა, ერთი გენიალური კონტრშეტევა იყო, რომელიც სამეულმა გაითამაშა და გვარდიოლას “ბარსას” ბრწყინვალე გოლით დაგვირგვინდა, ინიესტა-ანრი-ეტო’ო, ეს ამბავი იყო. დახატეს, დაგლიჯეს! 

მეორე ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ესპანეთი-იტალია, ალბას გოლი, ბევრი არაფერია მსგავსი, გარდა ჟორდი ალბას აჩქარებისა, მომენტის ზუსტი გრძნობა და აჩქარება თავისუფალ ზონაში, შესრულებაც წააგავდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფეხით გაიტანა, – დაბალ ახლო კუთხეში! 

ამას მიჰყვა და მიჰყვა! მომენტი ბევრი იყო, ყველა არ გავიდა, თუმცა, რაც გავიდა საკმარისია. ქებათა ქება ფრენკი დე იონგს, უმაღლესდი დონის მატჩი ჩაატარა და საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო გოლი შეაგდო არა მხოლოდ “ბარსაში”, არამედ კარიერაში. რაიმე კითხვა თუ არსებობდა, ახლა მოხსნილია, ძირითადის უპირობო წევრია და გაყიდვაზეც არავინ იფიქრებს. ნელ-ნელა გაუგო ჩავის და როგორც ჩანს, ჩავიმაც გაუგო დე იონგს, შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ბოლომდე დატოვა თამაშში. 

პიკეს გოლიც ძალიან კარგი გამოვიდა. საერთოდ დაცვა არ ყოფილა ცუდი, ერთი ტერ შტეგენი გამოფრინდა უშნოდ, რასაც პენალტი მოჰყვა და მეორე გოლის დროსაც დაუდევარი თამაში ვნახეთ, მაგრამ, საერთო ჯამში, მშვენიერი იყო. 

ობამ კი ლამაზი წერტილი დასვა. აკრეფილი აქვს. წესით არ უნდა გაჩერდეს, გოლის გემო იგრძნო და ახლა მხოლოდ გოლებს ველით მისგან. 

წილისყრაზე დიდად არ ვღელავ, ვინც გინდათ გამოუშვით!

შემდეგი მატჩი “ბილბაოსთან”, “კამპ ნოუზე”, ლამაზ თამაშს და კარგ შედეგს დაველოდებით, მანამდე კი – მშვიდობიანი დღეები გქონოდეთ. 

ღმერთი ფარავდეს უკრაინას! 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • Don_Andresito
    25 თებ 2022, 19:08

    ციტატა: Dat-
    მახსოვს იანვარში ხალხი წერდა ნაპოლი გადაგვივლისო ასეო ისეო სადაა ის ხალხი ახლა გამოდით..


    ის ხალხი სადაა ნამდვილად არ ვიცი. მარა იანვარში რა შემადგენლობაც გვყავდა შელებდა ამ ნაპოლის გაგდებას? აბდე ჟუტგლა დე იონგი გაიტანდა გუშინ 4 გოლს? იმ მოცემულობით რაც იანვრის სატრანსფერო ფანჯრამდე გვქონდა, რის საფუძლველზე ამბობდი ნაპოლის გავაგდებთო მაგრად მაინტერესებს 😀 რაც გუნდმა 3 ტრანსფერი დადო და ზუსტად მაგ 3 კაცით შევუტიეთ გუშინ, რაც ჩავის იდეებმა განხორციელება დაიწყო გუნდის რესურსის გაძლიერების გამო, ნაპოლის კი არა ნებისმიერს შეებრძოლება გუნდი მარა ის ვინც იანვარში ფავორიტად ნაპოლის თვლიდა იმათი აბსოლიტურად მესმის და რო გამოვიდნენ რა უნდა უთხრა?

  • me da barca
    25 თებ 2022, 18:44

    "დიადი საბჭოთა კავშირი"-ს დროს მოვხვდი მოსკოვში დინამოს სტადიონზე, კიევს ეთამაშებოდნენ და მაშინაც იძახდნენ ტრიბუნებიდან ეს ლოთი რუსები, "дави хахлов"-ს. ამათ მხოლოდ ტერიტორია უნდათ და მუშა ხელი, თორემ ამათ ყველა ერი ეზიზღებათ, ამ ღორის გაგდებულებს.

  • Albicelecte
    25 თებ 2022, 18:19

    ალბათ რუსული ინვესტიცია გაეთრევა ევროპული ლიგებიდან, არც ლენინგრადში ჩატარდება ლიგის ფინალი;
    ალბათ ახალაგზრდა რუსი ფეხბურთელებიც შეიცვლიან მოქალაქეობას, რომ თავი ადამიანებად იგრძნონ

  • Clever liar
    25 თებ 2022, 13:06

    1 თვის უკან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა რომ ნაპოლის ბარიერის დაძლევას მოვახერხებდით, მაგრამ წარმოდგენასაც ხომ გააჩნია და ვინმეს რო ეთქვა იტალიელებს გადავურბენთო, ჩავბჟირდებოდი სიცილით :))
    ჩავის განსწავლულობასა და საქმისადმი დამუკიდებულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია თუმცა ტორესი – ობე – ადამას შეტევითმა პოტენციალმა რო ბარსელონას თამაში ამ უმოკლეს მონაკვეთში 1/100ად გარდაქმნა უცხადესია..
    აბა წარმოისახეთ ეხლა დეპაი – ჟუტგლა – ეზალზულის ტრიოს ამათ ნაცვლად ნაპოლისთან მატჩში და უყურეთ თამაშს რამდენიც გინდათ :))))))

  • Barca…
    25 თებ 2022, 13:00

    როცა რუსეთს ეხება საქმე ყველაფერი პოლიტიკურიაა სპორტიც კულტურაც და აბსოლუტურად ყველა სფეროო და ვინც იძახის რო უნდა გაიმიჯნოს ეგ 2008 ში და 92 ში დაღუპული ბიჭების დედებს და შვილებს უთხარით… რუსეთი არის დამპყრობელი… დიდება საქართველოს დიდება უკრაინას დიდება გმირებს

  • nika 54
    25 თებ 2022, 10:47

    როდცა დარბიან თამაში გამოდის, აი ესაა მთავარი თემა. 2-0-ზე მოგება მოახლოვდა, მაგრამ ტერ შტეგენმა ისევ მიჰქარა. არვიცი რა ემართება ამ კაცს, გუშინ ვინ დათვალა რამდენი გრძელი პასი სცადა და რამდენჯერ ჩააბარა მეტოქეს. ამან ერთ სეზონში ორი საგოლე გააკეთა და დღესაც ახსოვს, დღესაც უნდა ამის გაკეთება, მაგრამ აღარ გამოდის და იქნება უფრო მარტივად ითამაშოს. მეტოქე რო ცდილობს პრესინგს ბურთი დროულად მოიცილოს და ნუ დაგვაწყვიტა ნერვები.
    კიდევ ისაა საინტერესო, რომ ბუსკეტსის გასვლა ცენტრს ძალიან დააკლდა. ან ეს პუჩი საიდან ამოქექა ამ მნიშვნელოვან თამაშში, ამის დრო იყო? ისევ ძველ ავადმყოფობას გავიხსენებ იგებენ და დრო გაყავთ, მაშინაც კი როცა მეტოქე გატეხილია და ცოტაც რო მოეთმინათ კიდევ უფრო დავწინაურდებოდით. მესმის იღლებიან, მაგრამ მეტოქეც ხო იღლება ჩვენ კი იმ სულელური გოლით იმედის ნაპერწკალი გავუჩინეთ და უფრო მეტი სირბილი მოგვიწია. ისწავლეთ რამე გერმანელებისგან, მოწინააღმდეგე რო უკვე წაკუზული გყავთ ნუ აყოვნებთ და მისცხეთ თავში საკონტროლო. ეს ჩემი პირადი ხედვებია და არავის თავს არ ვახვევ. ყველამ თავისი აზრი გამოთქვას.
    ღმერთი ფარავდეს უკრაინას!
    ღმერთი ფარავდეს უკრაინას!

    ციტატა: Gia grigalavas ფან-კლუბი
    ჩემი თხოვნა არის კულეებო ყველამ ნახეთ სიტის მცველის ზინჩენკოს სთორი. ამათ ღორი რუსი დედები ვატირე. ბავშვებსაც აღარ ითვალისწინებენ. ზინჩენკოს სთორიში ბომბი ვარდება და ატირებული უკრაინელი ბავშვი რა დღეშია. კადრები რომ ვნახე, ეგრევე 2008 წელი და დაბომბილი გორი გამახსენდა. რა გააკეთეს მაგ უსისხლოებმა. არვიცი რამდენმა ნახეთ ეგ ვიდეო უკრაინელებს ედოთ ტვიტერზე 14 წლის უკრაინელი გოგო თავისთვის სეირნობდა ველოსიპედით და ბომბი აფეთქდა იმ ტერიტორიაზე და 14 წლის ბავშვი ნაწილებად იქცა. უკვე ბავშვებსაც აღარ ინდობენ. ასე უსისხლო ღორები რა ხართ. შე დედამოხნულო რუკას მაინც დახედე. ისედაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ქყვეყანა ხარ და რაღა ტერიტორიები გინდა კიდე. ღმერთმა საბოლოოდ გაწყვიტე ბოლო ვოროტების იმპერია დედამიწაზე რუსეთის სახით. პუტინი, მედვედევი და ლავროვი მიყოლებით წაიყვანე ჯოჯოხეთში. ბოროტების და უტვინო და განუვითარებელი ღორების იმპერია რომელსაც გაქრობა საბოლოოდ სიმშვიდეს მოუტანს მსოფლიოს. 14 წლის გოგო აქციეს ამ უსისხლოებმა ნაკუწებად. წინ ჩემო უკრაინელო ძმებო. დიდი ღმერთი და ბედი თქვენ დაგეხმარებათ მაგ გაუმაძღარ, დედაზე ადრე მოხნულ ღორებთან ბრძოლაში. ყველა რუსის დედას ########ცი ულებლივ ბავშვიან მოხუციან ქალიანად. არ დამიწყოთ ახლა პუტინის გამო ყველას რუსს ნუ აგინებო. ვისაც შეხება გაქვთ დამეთანხმებით ალბათ, ყველა რომ ყველა რუსი რასაც ჰქვია, იმენა ღორი არის. აი საერთოდ ერში არის სიღორეეე. ხალხი არის ზოგადად მასეთი. ეგრე გააჩინა ღმერთმა. ყველა რუსი არყის ხამი და ბოლო დონის აყროლებული ლოთი არის. ევროპას უძახიან გარყვნილებს და ღორ რუსებს ერთმორწმუნე ძმებს და არადა ვინც რუსეთში ხართ ნამყოდი დამეთანხმებით, რომ რუსეთში რა გარყვნილობებიც არის თუნდაც რუს ახალგაზრდებში, აი ეგეთი საზიზღრობები ბევრ ერში არ არის. ყველანაირად საზიზღარი ხალხი არის მოგროვილი. განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში საერთოდ განუკითხაობა არის. ზოგ სლეს ერთმორწმუნე რუსეთად რო გამოყავს რუსი. უკრაინაც ერთმორწმუნე მართმადიდებელი ერის არის ასევე მაგრამ, რასაც უკრაინას უშვებიან კი ვხედავთ და იკიდებენ ერთმორწმუნეობას და ჩვენ რატომ გვგონია ან რა გარანტია გვქავს რომ, თავს შემოგვევლებიან რუსები. გეორგივსკის ტრაქტატი მაინც გაიხსენეთ ბლიადდდდდდ. მოკლედ რუსეთის და ორმაგად და განსაკუთრებით რუსეთის მოყვარე ყველა ქართველის დედებს ვთხარე უკლებლივვვვვვვვ. ბაზარი არ არის. იმენა ზოგადად ერში არის ეგ ღორობა. ეგრე არის. ერი სიტყვა ერი არის ის რო ყველა ერთნაირი. რას ვიზავთ ღმერთმა და განგებამ ასე გააჩინა. რუსები და ზოგადად სლავები ეგეთები არიან მენტალურად და გონებრივად ჩამორჩენილები არიან და მართლა ღორის ინსტიქტი ავთ. ჭამონ, გაძღნენ და დაინატრონ. უბრალოდ მეტი აიქიუ არ აქვთ და მეტს ვერ აზროვნებენ. ეგეთები გააჩინა ბუნებამ დაბალი ინტელექტის და ცხოველის ინსტიქტები. აი მაგალითა მე ბრიტანელებთანაც მქონია შეხება და ბრიტანელები სლავებისგან განსხვავებით ბევრად ჭკვიანები არიან და მათი აზროვნება და მენტალობა ბევრად მეტს ცდება და დახვეწილი კლასიკური ტიპები არიან. ასე არის ზოგს ჭკვიანს აჩენს ღმერთი და განგება და ზოგს დებილს. ბრიტანელები ბევრად ჭკვიანები და მოაზროვნეები და განვითარებული აზროივნების არიან და ბევრად დიდ მაშტაბებზე იხედებიან და აი სლავების ტვინი ვერ არის განვითარებული. დიდ მაშტაბებზე ვერ იხედებიან და დღეს თუ გაძღნენ ხვალ და ზეგ რა იქნება არ იციან და არც აინტერესებთ და არც აქვთ პრეტენზია. ამით შეურწყოფას კი არ ვაყენებ რუსეთის გარდა სხვა სლავებს უბრალოდ ეგრე არის და ეგრე გააჩინა ბუნებამ. სად ბრიტანელი ხალხი და სად სლავი ხალხი. აი ფრანგები და გერმანელები და ასევე იტალიელებიც ვითომ უხეშები და გამტრაკებელი ხალხი არიან არადა სინამდვილეში სამე სააქმეზე თუ მიდგა ძალიან ცუციკები და მშიშრები არიან და საქმე საქმეზე რო მიდგება არაფრის ტრაკი არ აქვთ. აი ბრიტანელები მაგალიტად ნაკლებს ტრიპაჩობენ და ტრაბახობენ ფრანგებივით გერმანელებივით და იტალიელებივით მაგრამ, მათზე ბევრად ტრაკიანი ხალხი არის და ამათზე ბევრად მეტის ერთი ადგილი აქვთ. გამიგრძელდა ძალიან მაგრამ, მქონია ბევრ ერთან შეხება და რამე რო ცუდად გააკეთო გერმანელებიც ფრანგებიც და იტალიელებიც პირადპირ უხესად მიგითითებენ და ზოგადად ძაან ბოღმა ხალხი არიან არ მევასებიან. პირდაპირ შეცდომაზე საშინლად მიგითითებენ და ცოტა რბილად არ დაგანახებენ შეცდომას და აი ბრიტანელები სულ რომ რამე, მართლა საშინლად გააკეთო ძალიან ზრდილობიანდ და დახვეწილად გეტყვის. სულ რო რამე მართლა ძალიან საშინელი იყო ზრდილობის და თავისი ჯენლტმენური არისტოკრატულობის გამო ზრდილობიანად მიგითითებენ და პრობლემას რბილად და მეგობრულად დაგანახებენ. მოკლედ გამიგრძელდა და ამით იმის თქმა მინდა რომ, ყველა ერი ერთამენთისგან განსხვავდება, ის რუსი ყველა ერთნაირი არ არის და რა თქმაუნდა ერთი იმ რუსშიც კარგი გამოეპარება მაგრამ, ძირითადი ნაწილი მაგ რუსი ერის სუფთა ღორი, განუვითარებელი, ლოთი, გოიმი და ბომჟი არის. კიდევ ერთხელ მაგათ დედებს ###########ცი გამოუღებლად და ის ქართველები ვინც მაგათ ამართლებს და მაგათთან მონობა უნდა მაგათ დედებს ორმაგად ######ცი დღე და რამე გაუჩერებლად. angry angry rage rage triumph triumph imp imp


    მე გუშინ რუსების მიტინგები ვნახე ბანერებით "ბოდიში ძმებოო" და უკრაინის დროშებით. ეტყობა ჯერ სუყველა მთლად არ გამოსლევებულა. საღამოს კი როგორც ყოველთვის რუსულმა პოლიციამ(მილიციამ) მათი დარბევა დაიწყო ასობით რუსი დააპატიმრეს. და იცით რას დააბრალებენ? როგორც ყოველთვის "უცხოელ აგენტებს"

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    მართლაც ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო თამაში, ფეხბურთს და პოლიტიკას რაც შეეხება ფეხბურთი ყველა სხვა სპორტზე მაღლა დგას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთისგან გამიჯვნა სისულელეა, მაგას ხალხი ამბობს ხოლმე როცა რუსეთს სპორტული თვალსაზრისით პოლიტიკის გამო ა@ვავენ, მანდ ოთარ ტატიშვილის სიტყვებია საჭირო😏, აგერ კიდევაც გამოჩნდება სპორტული კუთხუდანაც შეზღყდვებს რამდენად დიდი ზარალის მოტანა შეუძლია


    ყველაზე ხშირად ამას რუსები ამბობენ პოლიტიკა და სპორტი უნდა გაიმიჯნოსო. და ამ დროს სოჩის ოლიმპიადაზე როცა საქართველოს რუკა გამოიტანეს, ამ რუკაზე აფხაზეთს და ცხინვალს თითქოს ღრუბლები ფარავდა, არ ჩანდა. აი გაქნინეს მაგ გველებმა პოლიტიკა სპორტისგან.
    ღმერთი ფარავდეს უკრაინას!
    ღმერთი ფარავდეს უკრაინას!

  • Dat-
    25 თებ 2022, 10:07

    მახსოვს იანვარში ხალხი წერდა ნაპოლი გადაგვივლისო ასეო ისეო სადაა ის ხალხი ახლა გამოდით..

  • Davita
    25 თებ 2022, 10:04

    პირველ რიგში გილოცავთ ლამაზად გამარჯვებას, ყოველთვის მჯეროდა ჩავის, ლაპორტაას ყველაფერს ვაგინებ რომ სეზონის დასაწყისში არ დანიშნა, ალბათ თვითონაც ნანობს, დარწმუნებული ვარ ახლა ლიგაზე ვიქნებოდით, ყველაფერი კარგი იყო წუხელ გარდა ორი რამისა შტეგენი კატასტროფა და ტორესი უმაქნისი, ფორვარდს გოლი უნდა გაქონდეს მორჩა აღარუნდა გაპრავება სივრცეების გახსნით. ყველაზე კარგი იყო რომ გუნდი მთლიან თამაშს აკონტროლებდა და ლამაზად მოვიგეთ

  • Magician
    25 თებ 2022, 09:31

    დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

  • EL MAESTRO 6
    25 თებ 2022, 08:24

    მართლაც ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო თამაში, ფეხბურთს და პოლიტიკას რაც შეეხება ფეხბურთი ყველა სხვა სპორტზე მაღლა დგას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთმანეთისგან გამიჯვნა სისულელეა, მაგას ხალხი ამბობს ხოლმე როცა რუსეთს სპორტული თვალსაზრისით პოლიტიკის გამო ა@ვავენ, მანდ ოთარ ტატიშვილის სიტყვებია საჭირო😏, აგერ კიდევაც გამოჩნდება სპორტული კუთხუდანაც შეზღყდვებს რამდენად დიდი ზარალის მოტანა შეუძლია