მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ქულა დერბიში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ქულა დერბიში

ერთკვირიანი აღტაცების შემდეგ ისევ ჩემპიონთა ლიგის ზონის ზღვარზე აღმოვჩნდით. “ბარსა” კვლავ კარგავს ოქროს ქულებს, ამასობაში, სულ უფრო ცოტა მატჩი რჩება ჩასატარებელი და ნერვიული ფონიც მატულობს. სასწორზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური არ დევს, მთელი პროექტია ამაზე დამოკიდებული, გავალთ თუ არა ლიგაზე, ეკონომიკურიდან დაწყებული, ჰოლანდის გადმოყვანით დამთავრებული. ხანდახან მგონია, რომ ყველა ფეხბურთელს არ აქვს გააზრებული, თუ რამდენს ნიშნავს თითოეული ქულა, ამას ვწერ იმიტომ, რომ ჯერ ვერ მივხვდი როგორ ვერ მოიგო “ბარსამ” ეს თამაში. წესით და რიგით, პირველივე ტაიმში უნდა მოემთავრებინა ყველაფერი, მაგრამ, ჯერ კიდევ რჩება დაუდევრობის პრობლემა. 

სულ არაფრის გამო, ალვესმა წინა ტურში წითელი ბარათი მიიღო. სულ არაფრის გამო ჟერარ პიკე “ესპანიოლთან” გააგდეს. მომდევნო ტურში ძირითადი შემადგენლობის სამი კაცი (სავარაუდოდ არაუხოც) დაგვაკლდება დაცვის ხაზში. დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს და ახლა ამათი დუბლების ყურება მოგვიწევს. ერიკ გარსია და ლანგლე დუეტში, – “როგორ უნდა ათრიონ ჩვენი მცველები“, – ავტორი ჩავი ერნანდესი. მაქსიმუმი რაც ჩავის შეუძლია, დესტის მაგივრად მინგესას დაყენებაა, კომბინაცია – ვაის გავეყარე, უის შევეყარე! 

ვერ წარმოვიდგენდი, რომ დესტის სახით ასეთი საფრთხობელა შეგვრჩებოდა ხელში. ვაღიარებ, რომ მისი გადმოსვლა ძალიან გამიხარდა. ბავარიისკენ ყველაზე მაღალი თითიც გავიშვირე გამარჯვების ნიშნად, მოგეხსენებათ, რომ გერმანელები ცდილობდნენ დესტის შეძენას, სავარაუდოდ პერსპექტიული “აუტჩიკი” დაინახეს მასში, ჩვენ კი დავსტაცეთ ხელი და წამოვიღეთ, ცუდი მატჩების მერეც კი არ ვკარგავდი იმედს, მეგონა ნელ-ნელა გაიხსნებოდა, ახლა კი ვხედავთ ფეხბურთელს, რომელიც არანაერი სარგებლის მომტანი არ არის, არც დაცვაში და არც შეტევაში. 

მართალია ჩავი. მოსვლის დღიდან თქვა გასაყიდიაო. მოსვლის დღიდან თქვა, ბებერი ალვესი ათი თავით მირჩევნიაო. 

მარცხენა ფლანგზე კი ალბა გვეყოლება, ბებერი ალბა, რომელიც სისწრაფესაც კარგავს, გამძლეობასაც, მაგრამ რასაც შეუძლია აკეთებს. აგერ, საგოლე პასიც ჩაიწერა პირველივე წითებზე, დაატრიალა დევიდ ბექემივით! აღსანიშნავი და დასაფასებელი ამბავია, რომ მესის წასვლის მერე, მაინც მოახერხა გარდაქმნა და პასიც ისეთი აქვს, როგორიც ამ ფორმაციის გუნდს სჭირდება. კარგი მატჩი ჰქონდა, არ იყო ცუდი. 

ვერ ავცდებით ერიკ გარსიას. თუმცა, იქამდე არაუხოს ტრავმას ვერ ავცდით. ორი უბედურება დაგვატყდა თავს, ჯერ არაუხოს ტრავმა და მერე გარსია. მცველის ასეთი თამაში, გრძელი პასის დროს არასდროს მინახავს, შეამჩნევდით რომ ხაზი დაკარგული ჰქონდა, მაგრამ, ეგ ყველაზე ნაკლები დანაშაულია, ფორვარდზე წინ იყო და გაჩერდა. სადღაც შუა გზაში, როცა ბურთი ჯერ კიდევ დაფრინავდა, იფიქრა თავით ვითამაშებო, მერე მიხვდა, რომ შანსი არ ჰქონდა, თან იმდენად არ ჰქონდა, რომ არც კი ამხტარა, ამ პაუზის დროს მანძილი დაკარგა და იმ ფორვარდის ზურგსუკან აღმოჩნდა, რომელთანაც ერთმეტრიან დისტანციაზე იდგა. ეს მონაკვეთი ამოსაჭრელი და გასავრცელებელია, მთელ “ლა მასიაში”, თაობები უნდა გაიზარდონ ამის შემხედვარე, რომ არასდროს ასეთი სიგიჟე არ გააკეთონ. 

სამართალი რომ არსებობდეს ამ ქვეყნად, ერიკ გარსიას ბუცების ჩაცმა საერთოდ უნდა აუკრძალონ. ვუყურებ და ვერ გამიგია რა პროფესიის შეიძლება რომ იყოს. ალბათ, ალმოდოვარის ფილმებში, რომ დაბნეული ტიპები არიან, იმათ როლს მოირგებდა. ან, მოარგებდნენ. 

უბრალოდ წარმოიდგინეთ, – დესტი, გარსია, ლანგლე. უჰ! ნამდვილი ბასტიონია! 

ბუსკეტსს ბევრი შეცდომა ჰქონდა, ისევე როგორც დე იონგს, ფრენკიმ თავის კვალობაზე ბევრი ბურთი დაკარგა. რაც ყველაზე უჩვეულო და ცუდია, უმრავლესობა პასის დროს დაიკარგა, არადა, სიზუსტით არის ეს კაცი ცნობილი. 

აქვე, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული. ალვესის ევროპა ლიგის განაცხადში არ შეყვანა ძალიან ძალიან დიდი შეცდომაა, ამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია. დანის ყოფნით სამი მიმართულებით ვიღებთ უპირატესობას: 

1. საიმედო მარჯვენა მცველი გვყავს. 

2. ტაქტიკური მანევრირების საშუალებას იძლევა, (რაც “ატლეტიკოსთან” ვნახეთ)

3. ლიდერია. ეს “ბარსას” ძალიან აკლია. 

თუ ჩავი გავის უპირებდა გარემარბად თამაშს და დემბელესაც აბრუნებდნენ განაცხადში, მაშინ, სამი შემტევის შეყვანას, ნამდვილად სჯობდა ალვესი შეეყვანათ. “ნაპოლისთან” მასზე მეტად არავინ გამოგვადგებოდა. ახლა კიდე გვიანია. არ ვიცი საბოლოო გადაწყვეტილება ვინ მიიღო, მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ მაგრად შეცდა. 

ფერან ტორესი ჯერ კიდევ არაფერს არ ჰგავს. გავი ბევრად შესამჩნევი იყო ფლანგზე, ვიდრე ფერანი მთელი თამაში. ობამეიანგი ისევ ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას, გასაგებია, რომ ჯერ მცირე დრო ჰქონდა, მაგრამ აქამდე რაღაც მაინც უნდა გვენახა. მხოლოდ მაღალი ნახტომი ვნახეთ. 

სამაგიეროდ, ადამამ ისევ დაგლიჯა! გადაწყვეტილი აქვს, რომ “ბარსაში” დარჩეს. შანსის ხელიდან გაშვებას არ აპირებს, ცოტა მეტი კლასი არ აწყენდა, პირველ ტაიმში ჰქონდა მომენტი, დიეგო ლოპესი დაჭრა მხარში! ნეტავ, აეწია თავი, მანდ დამთავრდებოდა ყველაფერი. 

დაიმსახურა გამორჩევა, საგოლე პასიც დაიმსახურა, დაუფასდა მთელი თამაში აქტიურობა, მშვენივრად ჩააწოდა და ჩვენმა ლეგენდამ, ლუკ დე იონგმა ქულა მოგვიტანა! ოქროს ცვლილებად ყალიბდება ლუკი, “ბარსელონას” ოლე გუნარ სულშერი! აქ ჩვენ ვღრიალებდით, სადღაც შორს ალბათ რონალდ კუმანი, ვინღა გააჩუმებს, ალბათ მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ლუკი მისი მოყვანილია. გავიგეთ ბატონო, გავიგეთ. 

რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! 

სხვა თუ არაფერი, სახალისო მატჩებს მაინც ვუყურებთ. 

შემდეგი მატჩი შუა კვირაში, “ნაპოლისთან”. დაცვაში ლოცვა გააძლიერეთ. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (21)

  • Giorgi99
    15 თებ 2022, 11:01

    გარსია რისთვის მოიყვანეს, გარსიასნაირი მინგესაც გვყავდა

  • Davita
    14 თებ 2022, 20:26

    რობერტო როდის ბრუნდება? მინგესას და დესტს ერთად აღებულს ორივეს ჯობია, დაცვიდან ამოსვლაც იცის, პასიც კარგი აქვს და დრიბლინგიც. გარსიასც და ტორესიც ორივე ნაგავი შემოგვტენეს, რა 60 მლ გვეღადავებიან

  • Zura Gviniashvili
    14 თებ 2022, 16:39

    არაფერი შეცდომა არაა . თუ რამეა დაცვაში ტრაოლეს დავაყენებთ და დემბელეს თავდასხმაში გამოვიყენებთ .

    ეს ტრაოლე კიდე სუფთა მხეცია .. ისეთი მოწინააღდეგეს შიშის ზარს რომ სცემს ტავის ძალით .. ასეთი ფეხბუთელი აკლდა ბარსელონას და ძალიან მიხარია რომ გვყავს . თან ადგილიდან აკრეფაც კარგი აქვს ტექნიკურიც არის და კიდევ პადაჩებიც მშვენიერი აქვს მიუხედავად იმისა რომ ვიღაც ვიღაცეები ამის გადმოსვლამდე იძახდნენ ამან პასიც არ იცისო

  • rivaldo80
    14 თებ 2022, 15:28

    რა ჰოლანდი რის ჰოლანდი წლებია გუნდს დაცვა ღუპავს მოიყვანონ ორი ტოპ მცველი მინიმუმ არაუხო რა დონეზეც მებრძოლია იმდონეზე შეცოდმებს უშვებს და ძალიან ტრავმიანია პიკეს რამე რომ დაემართოს ყველა გაგვიტანს ვისაც მოუნდება.

  • La Pulga10
    14 თებ 2022, 13:13

    იმედია არაუხო ისევ სასწაულებრივად აღდგება და ხვალ უკვე ივარჯიშებს,თუ არადა მაგარი დაგვერხა.ორგანიზატორი აკლია გუნდს.მეთანხმებით არ მეთნხმებით ფატის გამოსდის შეტევის დალაგება და მაგრად გვაკლია.

  • me da barca
    14 თებ 2022, 13:09

    დაცვიდან გარსია, ლენგლე უმტიტი და დესტი ოთხივე ნაგავსაყრელზე. მუქთა იყოს, კუბო იყოს პრინციპით მოათრიეს გარსია და აჰა, როგორც სველი იატაკის ტილო ისე ათრიეს გუშინ. ბოლოს კანტროლკა დააჭედეს და გადირკეს.

  • EL MAESTRO 6
    14 თებ 2022, 12:26

    ასეთი დაცვა არ წაგვადგება, მითუმეტეს თუ პიკე მიდის მაშინ დაგვერხევა, აზპილიკუეტა და კრისტენსენი უეჭველი დასათრევია, გარსია გაუშვან და მარმოლი დააწინაურონ, გაიაც საჭიროა და შტეგენის როტაციაში მეკარეც, ჰოლანდთან ერთად, აი ლუკ დე იონგზე უკვე სერიოზულდა დავფიქრდი რომ შეიძლება დაიტოვონ, ასე ბოლო წუთებზე ასეთი კოზირი კარგია, უკვე 5 გოლი აქვს ბარსაში განატანი რაც დეპაის შემდეგ საუკეთესოა ფატისთან ერთად, არადა საერთოდ არ თამაშობს არც ერთი და არც ნეორე ბევრს

  • azulgerana
    14 თებ 2022, 11:22

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ნაპოლთან ჩემი აზრით პიკე და ლენგრე დადგება ან მე მინდა რომ დადგეს.. რასაც გარსიას ვუყურე ასე მეგონა ჭე კლასის გუნდიდან გადმოიყვანეს ვიღაც ახალი და ნერვიულობისგან ბავშურ შეცდომებ უშვებდა.. არვიცი ეს რა უბედური თამაში იყო . ეგ არ არის სანდო ნებისმიერ დროს შეიძლება ბავშური შეცდომა დაუშვას


    ბაზარი არაა. გარსიას რომ ვუყურებ ბოიან კრიკიჩი მახსენდება. ყველაფერი შეეძლო შიშის და კომპლექსების დაძლევის გარდა.

  • serafime
    14 თებ 2022, 11:20

    ნაპოლთან პირველრიგში ხასათი უნდა გამოავლინონ საწყის წუთებზევე აგრესიულად უნდა დაიწყონ დღეს რო გოლის მერე მოდუნდნენ ეგრე სადღა იქნება მასე. მოდუნდები და შემოგიტევს არაა მარტივად ხელწამოსაკრავი გუნდი ნაპოლი.

  • nika 54
    14 თებ 2022, 11:08

    ესპანიოლმა თუ რამით გვაჯობა ალბათ მონდომებით და ამისთვის არაფერს არ ერიდებოდნენ, კიდეც უხეშობდნენ კიდეც სიმულიანტობდნენ(განსაკუთრებით მეორე გოლის შემდეგ) და უფრო ვეზიზღებოდით ვიდრე ჩვენ ისინი. ვეღარ ვიხსენებ რომელმა, მანჩესტერის ლეგენდამ თქვა: რა ხვევნა კოცნა თამაშის შემდეგ მეტოქესთანო, ასე სიყვარულით ვერაფერს მოიგებთ, უნდა გეზიზღებოდეთ მეტოქე და სული არ უნდა მოათქმევინოთო, ნუ რაღაც ამის მსგავსი. ჩვენ რო იმ პირველი სწრაფი გოლის შემდეგ სული აღარ მოგვეთქმევინებინა მეტოქისთვის და კიდევ ერთი გოლი გავეტანა, ნამდვილად გატყდებოდნენ. ჩვენ კი უკან პასაობით და სიდინჯით უფრო გავამწარეთ. სხვათა შორის სწორედ ასე მოიქცა ატლეტიკო ხეტაფესთან 4-3 და ბეტისი ლევანტესთან 4-2. პირველივე სწრაფ გოლს მეორე მესამე მიაყოლეს. ატლეტიკოს კი გაუჭირდა, მაგრამ ჩვენსავით არცერთ მომენტში თამაშში "პერეკური" არ გაუკეთებია. ჩავიმ უნდა აუხსნას(მერამდენედ ვამბობ) რომ თამაში 90 წუთში კი არა მსაჯის სასტვენის შემდეგ მთავრდება და პაუზების აღება "პერედიშკისთვის" არ შეიძლება.
    ნუ ეს ჩემი აზრია და არავის თავს არ ვახვევ, შეიძლება დღევანდელ ბარსელონელებს ბევრი თამაში აქვთ ნანახი როცა ბარსა ბურთს უბრალოდ აგორავებდა ხოლმე ბოლო წუთებზე, მაგრამ იმ დროს მეტოქე კმაყოფილიც კი იყო ხოლმე (ხანდახან რეალიც კი) რო ბარსას 3-4-5 თუ 6 ბურთზე მეტის გატანა აღარ უნდოდა.

  • Zura Gviniashvili
    14 თებ 2022, 10:54

    ნაპოლთან ჩემი აზრით პიკე და ლენგრე დადგება ან მე მინდა რომ დადგეს.. რასაც გარსიას ვუყურე ასე მეგონა ჭე კლასის გუნდიდან გადმოიყვანეს ვიღაც ახალი და ნერვიულობისგან ბავშურ შეცდომებ უშვებდა.. არვიცი ეს რა უბედური თამაში იყო . ეგ არ არის სანდო ნებისმიერ დროს შეიძლება ბავშური შეცდომა დაუშვას

  • gecheche
    14 თებ 2022, 10:53

    რაც არუნდა მწვრთნელი გყავდეს კაი ასეთი დაცვით ვერავინ ვერაფერს იზამს გუარდიოლა გიჟი კიარაა ამდენი ფული რო დახარჯა დაცვაში ჩელსიმ სანამ ტიაგო სილვა არ მიიყვანა მანამდე კალიდორი ქონდა დაცვის მაგივრად ჩვეულებრივი და ჩავიმ რაქნას გარსია და მინგეზა რო ყავს სკამზე ალტერნატივე ორი ერთმანეთზე უნიჭო მცველი იქეთ დესტი ვისთანაა საერთოდ ან ფრენკი დეიონგი 11 კაცი რო დავთვალოთ მაგისთვის როა მოედანზე ან ამ დემბელემ რა ვერ ისწავლა ჩაწოდება მაინც კუთხურის ბუსკეცი სკამზეა დასასმელი მარა პრობლემა ისაა რო მაგის შემცვლელი არაა წესიერი ნიკო ჯერ ადრეა მარა დეიონგს მაინც მირჩევნია ფრენკის ოღონდ ის მეორე გამოდის და რაც იცის იმას მაინც აკეთებს ზოგისგან განსხვავებით თავზე თამაშობს კარგად რავიცი ნაპოლისთან დაცვის მაგივრად ჯობია საერთოდ ნახევარმცველებით და შემტევებით გამოვიდეს გუნდი დიდი განსხვავება მაინც არ იქნება შეიძლება კაიც კი იყოს ისეთი საცოდავი დაცვა გვყავს ზაფხულამდე უნდა გაძლოს ოთხეულში გუნდმა ჩავი უფრო მეცოდება ვიდრე ესენი იმდენად დაბალი დონის ფეხბურთელები არიან რო ჯერ ვერც კი ხვდება ზოგი ჩვენგანი სამწუხაროდ ნახევარი გუნდი გამოსაცვლელია

  • ფეოლა
    14 თებ 2022, 10:35

    gecheche,
    მართალია. ჩავასწორებ.

  • gecheche
    14 თებ 2022, 10:32

    ბურთების სხვაობით მაინც მეოთხეზეა გუნდი რაის მეხუთე ადგილზეა

  • Moriba
    14 თებ 2022, 10:28

    ციტატა: barcaforever
    ამ სეზონიდან გამომდინარე მემგონი ფრენკი უფროა ხე იონგი ვიდრე ლუკი :))


    გეთანხმები დდდ ტიპი ხავის ჯოკერად გადაიქცა😂😂💙💙

  • barcaforever
    14 თებ 2022, 10:23

    ამ სეზონიდან გამომდინარე მემგონი ფრენკი უფროა ხე იონგი ვიდრე ლუკი :))

  • Moriba
    14 თებ 2022, 10:08

    ფაქტია ბუსი სკამზეა გადასასმელო შემდეგ სეზონში გუშინ ძაან ამაზრზენი იყო პიკე კარგი იყო ხავის ხელში მოუმატა ალბაზე რავიცი რა ვთქვა გუშინ კარიდან გამოაგდო ბურთი რასაც ქვია მაგრამ ნიჩევო რაც შეეხება კესი უნდა ვიყიდოთ უეჭველი უფასოდ ლუკი კი ჩვენთვის ოქროს კაცია მართლა 3 თამაშში გადაგვარჩინა მოკლედ ქეთინო დე იონგი გასაყიდია ამ ფულით ჰოლანდი ითრიონ გაია 20 მილიონი დაჯდება მთლად კრისტენა აზპი უფასოდ მოვა დიბალა ხდება კიდე უფასოდ და თუარ გაახანგრძლივა უნდა ითრიონ უეჭველი მესის სტილის ბიჭია უყვარს სიღრმიდან თამაში მოკლედ რა ბევრია გასაშვები და მოსაყვანი გარსიამ გუშონ რაც იკისრა დაჟე მემგონი ლენგლეც არ იზამდა რაც მე მაგას ვაგინე ხავის ჯოკერი კი ლუკია ❤❤💙💙😂😂

  • xavi73
    14 თებ 2022, 10:04

    რავქნა ეს პედრი არ მევასება, აი არაფერი განსაკუთრებული არააქ ნიკო ბევრად მირჩევნია და რატო შესცა ამ პედრის არ მესმის და ალვეშის გარეშე ევროპაზე არ მგონია რამე ვქნათ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო ალვეშის დატოვება .

  • EL MAESTRO 6
    14 თებ 2022, 08:43

    არაუხო თუ ნაპოლისთან არ გვეყოლა დაგვერხევა, გარსიას დაგენებას ლენგლე დააყენონ ჯობია, ნეტა განაცხადის შეცვლა არ შეიძლება? ალვესს დააყენებდა ან ტორესის და ან ობამეიანგის ნაცვლად,მემგონი ობამას ნაცვლად ჯობია, გამქცევები გვყავს ისედაც

  • Temo Devadze
    14 თებ 2022, 06:18

    დავიწყოთ უკვე სანთლების დანთობა ? 😂