მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დანი აინთო, დანი ჩაქრა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დანი აინთო, დანი ჩაქრა

იყო თუ არა ეს „ბარსა“? იყო!

სილამაზევ, ბარსელონა უნდა გერქვას შენ! 

თავიდანვე ჩანდა რომ კარგის მოლოდინი იყო, იმდენი ხალხი მიაწყდა „კამპ ნოუს“ ბოლოს მესის დროს რომ ვნახეთ. თან ნამდვილი ფანები, ბარსელონელები, აბა, ტურისტები ადამას სანახავად არ მივიდოდნენ, ტურისტები ადამას პირველივე შეხებაზე ოვაციებს არ ატეხდნენ, დიდი ხნის უნახავი და მუტაცია გამოვლილი ბავშვი დაგვიბრუნდაო, იმ მუხტსაც ვერ მისცემდნენ, რაც პირველივე წუთებზე ჰქონდა, რამდენჯერაც ბურთი მიიღო, იმდენჯერ საფრთხე შექმნა, რამდენიც ვიღაცას დაეტაკა, იმდენი კაცი მოსპო ფიზიკურად, და სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურადაც.

ადამა რომ გამხდარი და მაღალი იყოს, არაუხო იქნებოდა.

სანამ ბებია-ბაბუის უხერხულ ძირძველ თქმულებაზე გადავსულვარ, აქ გავჩერდები, სხვათა შორის ვარცხნილობა იდენტური აქვთ. 

ჩავის შეეძლო სამი შემტევით ეთამაშა, მაგრამ მოედნის ცენტრზე გააკეთა აქცენტი და მართალიც გამოდგა. „ბარსამ“ ცენტრი მოიგო, ბურთი დაიჭირა და ამჯერად შეტევაშიც ჰყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც საფრთხის შექმნა შეეძლოთ. ობამეიანგიც სკამზე, დემბელეც სკამზე, ლუკ დე იონგიც სკამზე, ასეთი გადაწყვეტილება იყო და არ გაემტყუვნება.

გამოჩნდა რა აკლდა „ბარსას“ მთელი ამ დროის განმავლობაში, კარგი შეტევა, ენერგიითა და ძალით სავსე, ახალგაზრდა თავდამსხმელები. ასეთი ცოცხალი „ბარსა“ ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ რაღაც პრობლემები მოუგვარებელი დარჩა, დაცვას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, თუმცა, გათვლები აქაც სწორია, ტალიაფიკოზე და ასპილიკუეტაზეა საუბარი, არა ვიღაც გაუგებარ ხალხზე, არამედ იმ ფეხბურთელებზე, რომლებზეც ვიცით, რომ კლუბს გამოადგებიან. მოკლედ, შენების პროცესში კაი მყარი აგურები ჩაიდო.

მანამდე კი ბებრებიც შოუს დგამენ. აბა სხვა რა დავარქვათ ამ ყველაფერს? ალვესის შოუ ვიხილეთ, უბერებელი დანი ალვესის, ამდენი წელი რამდენი მილიონი მიათხლიშეს მისი შემცვლელის ძებნაში გახსენებაც მიჭირს, ეს კიდე დაბრუნდა და ისევ ისე თამაშობს. 

მარჯვენა მცველმა ჩააწოდა და მარცხენამ შაგდო, თან რა შეაგდო! უდავოდ, ეს ჟორდის კარიერაში საუკეთესო გოლია, არა ყველაზე მნიშვნელვანი, მაგრამ უდავოდ საუკეთესო! ლუის სუარესის სტილში გააქანა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე უშანსოდ დატოვა.

მცველების მონაწილეობით კიდევ ერთი გოლი ვნახეთ, პიკეს დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი არაუხომ შეაგდო. დაცვაში ჩამოეძინათ რამდენჯერმე, თორე, შეტევაში დაგლიჯეს!

შესაძლოა, მცირედით წინაც იყო პიკეს დარტყმის მომენტში, მაგრამ, ასხლეტილ ბურთს ფერან ტორესი შეეხო, შესაბამისად, მასზე უკან მყოფი არაუხო თამაშგარეში ვერანაერად ვეღარ იქნებოდა.

სანამ ეს გოლი გავიდოდა, მანამდე ადამამ გააკეთა ის, რასაც მთელი 60 წუთი აკეთებდა, დაღალა და დაყარა ხალხი გაზონზე, გემრიელად ჩააწოდა და გავიმ მორიგი გოლი გაიტანა. 17 წლის არის, სულ რაღაც 17-ის. გავი, პედრი, ნიკო.. რაღა მოგვაწყენს?! ფატი ცოტა გვანერვიულებს, მაგრამ ეგ საქმეც მოგვარდება, ამ თაობამ თავის სიტყვა აუცილებლად უნდა თქვას.

პირველი ტაიმი იყო ზღაპარი! სავსე „კამპ ნოუს“ წინაშე, ლამაზი ფეხბურთი, ლამაზი გოლები, თითქოს ძველი დრო დაბრუნდა, თითქოს, „ბარსა“ თავის თავს დაუბრუნდა. მოგვნატრებია. არა მხოლოდ პირველი, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ალვესის გაგდებამდე ზღაპარში ვიყავით, აი, მერე სულ სხვა ფეხბურთი დაიწყო. თუმცა, სანამ გააგდებდნენ მაგრად გაისროლა! ეგეც მეოთხე! ეკუთვნოდა, საუკეთესო იყო, სად გინახავთ მეორე ასეთი მცველი, რომელიც ასე მაგრად გრძნობს მომენტს?! კარლოსი საოცარი იყო შეტევაში, მაგრამ მომენტის ასეთი გრძნობა ნამდვილად არ ჰქონია, დანიმ ყოველთვის იცის სად უნდა იყოს, აზროვნებით და თამაშის წაკითხვით ყოველთვის გამოირჩეოდა, ახლა კი ამ ყველაფერს კოლოსალური გამოცდილებაც დაემატა, ერთი ეგ არის, რომ თავის ბრაზილიურ ბუნებას ვერსად წაუვიდა, ჰოდა, ის უშნოდ მოქნეული ფეხიც მისი ბუნების ნაწილია.

რამდენიმე რამეზე დაგაფიქრებდა ადამიანს, ეს უბერებელი კაცი, ევროპა ლიგაზე არ გვეყოლება, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო მისაღები, მაგრამ, სამი თავდამსხმელის არჩევა და ერთადერთი მცველის დატოვება არ მგონია გონივრული. დემბელე, რომ პრობლემებს არ ქმნიდეს და ფატი, რომ ჯანმრთელი იყოს, სავარაუდოდ რომელიმე თავდამსხმელს დატოვებდნენ, მარამ ჩავი შეტევაში ვერავის ვერ დაეყრდნო და მოხდა ის, რაც მოხდა.

დანი ალვესი დღევანდელ „ბარსაში“ არის ფეხბურთელი, რომელიც სათამაშო სურათს რადიკალურად ცვლის. ნუთუ, ყველაზე დიდი შეცდომა უკვე დავუშვით? სულ ცოტაც და ვნახავთ. გამოჩნდება. 

მატჩის შემდეგ სიმეონე რაღაცას ბოდავდა, ალბათ იმიტომ, რომ სატურნირო ცხრილში ჩამოვიტოვეთ. “ბარსას” ერთი მატჩით ნაკლები აქვს “ბეტისთან” შედარებით, გამოტოვებულის მოგების შემთხვევაში მესამეზე აინაცვლებს, მერე კი მდევრის როლში გავეკიდებით “სევილიასა” და “რეალს”, სადამდეც მივწვდებით მივწვდებით, მდევრის უპირატესობაც ეს არის, არაფერი აქვს დასაკარგი. 

შემდეგი მატჩი დერბია, “ესპანიოლთან” და ობამეიანგი გვყავს საქმეში სანახავი. ისეთ დროს გამოვიდა მთელი გუნდი თავდაცვაზე იყო გადასული, მაგრამ ჩანს, რომ გამქცევია და გოლების შეგდება ხომ იცის და იცის. წესით და რიგით, ეს მატჩი, რაღაც ახალის დასაწყისი უნდა გახდეს. 

ერთი ტურნირის მოგების შანსი კიდევ არსებობს, მეორეს კი გავეკიდოთ, სადამდეც შევძლებთ! 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    07 თებ 2022, 16:31

    "ადამა რომ გამხდარი და მაღალი იყოს, არაუხო იქნებოდა".
    ხოლო თუ დებილიც იქნება მაშინ დემბელე გამოდის.

  • RiquiPuig
    07 თებ 2022, 11:00

    ბუსკეტსის შეცდომებს რატომ არავინ ამჩნევს?ბურთი დაკარგა, დაკარგვას ჯარიმა მოყვა და გოლი გაგვიტანეს. ალბამ ისეთი პოზიციური შეცდომა დაუშვა, გოლი რომ არ გაეტანა საქებარის ნაცვლად, მარტო სალანძღავი სიტყვებით შევამკობდით. ალვესის შეცდომები გასაგებია, 38 წლისაა და თან ისე კარგად ითამაშა, გადაფარა დაცვაში მიქარვები. ერთ მომენტში საერთოდ ცარიელი დატოვა თავისი ფლანგი, უბრალოდ ფელიქსმა ვერ დაარტყა. რეალურად დაცვის ხარჯზე ისეთი მომენტები ქონდა ატლეტიკოს, ყველა რომ გამოეყენებინა მოგვიგებდნენ, იმის მიუხედავად, რომ ცენტრში შევჭამეთ, ბუსკეტსმა 4 ჯერ ისე სახიფათოდ დაკარგა ბურთი, რომ ვიფიქრე, ასეთ შეცდომებს, მარტო ბარსაში პატიობენ და მარტო ბუსკეტსს თქო. ნიკო ძალიან კარგად შემოვიდა და ვფიქრომ რომ დროა ჩაანაცვლოს ეს ბებერი კაცი. ისეთი სუსტია დაცვა, რომ გამორიცხულია იმაზე მეტი გოლი გავიტანოთ, რამდენსაც ატლეტიკოზე ოდნავ მაღალი დონის გუნდი გაგვიტანს ან თუნდაც კარგ ფორმაში მყოფი ატლეტიკო. რაც შეეხება კარგად თამაშს, ადამა შესანიშნავად გამოიყურებოდა, რამდენჯერაც ბურთი მიიღო, იმდენჯერ იქმნებოდა ილუზია,რომ საგოლე მომენტს შექმნიდა, განსვავებით ტორესისგან, რომელიც 60 მილიონი კი არა 30 მილიონი ღირს. დემბელე რომ დამატებიდა ამ შეტევას, კაცმა არ იცის კიდევ რამდენ გოლს გაიტანდნენ. ალბას, ბუსკეტსს
    და დე იონგის პოზიციური თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კაი ისინი ბებრები არიან , მაგრამ ამას რა დაემართა. გასაშვებია სანამ ფასი აქვს, თორე ჩაგვაკვდება სკამზე ასე ვატყობ და გააფუჭებს ნიკოს.
    პედრი-ნიკო.გავი ასე ვხედავ მომავლის ცენტრს,რაც შეეხება შეტევას, ფატი თუ საბოლოოდ დაგვიბრუბდა, წელს ფერანი, ობა და ფატი უნდა იდგეს. მანამდე კი ფატის ნაცვლად ადამას ჩავსვავდი ამ ტრიოში და ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ვულვზს ტრინკაოში უნდა გავუცვალოთ…

  • xavi73
    07 თებ 2022, 10:44

    ბარსა დაბრუნდა მთავარი ეგაა ,ეს რომ ეხლა 30 წლის იყოს ამაზე მაგარი მაჯვენა მცველი არ არსებობს ,უმაღლესი კლასია იმედია ასწავლის ცოტას დესტს რაღაცას იქნებ ათამაშდეს ეგეც

  • levanoza
    07 თებ 2022, 10:02

    ყოველთვის მსიამოვნებდა ფეოლას სტატიების კითხვა, ახლა ბარსას თამაშის ყურებითაც მაგრად ვისიამოვნე, რაც უკვე კარგა ხანია არ განმიცდია! წინ ბარსა!!!

  • Davita
    07 თებ 2022, 03:05

    სევილიას აუცილებლათ უნდა მოვუგოთ და რეალიც წნეხში უნდა გვყავდეს, დასაკარგი არაფერია

  • me da barca
    07 თებ 2022, 03:00

    ესპანიოლი უნდა გავძუკნოთ, რა ქულებიც უაზროდ ვანიავეთ საკმარისია. აწი დასაკარგი ქულები არ დაგვრჩა. თუ სევილიას ადგილს ავახევთ ძალიან კარგი იქნება.

  • EL MAESTRO 6
    07 თებ 2022, 02:38

    ძაან მომწოს ეს მატჩის შემდგომი მიმოხილვები, რაც არ უნდა დიდი იყოს მით უფრო სიამოვნებით ვკითხულობ და ძირითადად ვერაფერში ვეწინააღმდეგები, ბარსამ კი ნამდვილად იმედი მომცა, ეს არ იყო რეალთან თამაში როცა წაგებულმა დავტოვეთ მოედანი მაგრამ მთლად ,,თავაწეულებმა", აქ მართლა გვაქვს სიამაყის მიზეზი, ახლა გუნდ ისეთი პერიოდი უდგას რომ ყველა ასეთი თამაში სასიამოვნოა და იმედის მომცემი