ბარსა VS რეალი (ვიდეოანალიზი)

ბარსა VS რეალი (ვიდეოანალიზი)

სუპერ თასის ნახევარფინალში “ბარსას” ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, მაგრამ, როგორც კი განმეორებით ვნახე შეხვედრა, დავრწმუნდი, რომ “რეალმა” დამსახურებულად იმარჯვა. ჩავის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, ისევე, როგორც ლაპორტას. ანჩელოტის ზედმეტი ფიქრიც არ სჭირდებოდა, ძალიან მარტივი ამოცანა ჰქონდა წინ, როცა ახალგაზრდა შემტევები გყავს ფლანგებზე და პლუს საუკეთესო ფორმაში მყოფი ბენზემა, შეგიძლია მოედნის ცენტრი დათმო და მშვიდად იყო, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ “ბარსას” დაცვაში მოხუცთა თავშესაფარი აქვს გახსნილი, მომვლელის როლში კი რონალდ არაუხოა. 

ტაქტიკური შეცდომებიც სახეზეა, ზონური დაცვის პრინციპები დარღვეულია, მცველები ერთმანეთს დიაგონალზე არ აზღვევენ, შესაბამისად, ვინისიუსის განეიტრალება შეუძლებელი ხდება. გარდა ამისა, ჩანს, რომ მეტოქის სწრაფ ფეხბურთელებს ჩვენი ფეხბურთელები ინდივიდუალურადაც ვერ უმკლავდებიან. 

ამიტომ, პირველი ვიდეო კონტრშეტევებისა იყოს. ამ შეტევების უმეტესობა გოლამდე განხორციელდა, გოლი მომწიფდა და შევარდა კიდეც.

გოლებს რაც შეეხება, ასევე კონტრშეტევებზე გავიდა, მეორე გაშვებულ გოლზე კიდე შეიძლება დავა, ყველაზე მეტად სტატიკური სიტუაცია ამ გოლის დროს იყო, მაგრამ ვერც ალვესი გაუმკლავდა შეტევაში ჩართულ მენდის და ბენზემაც ორჯერ დაკარგეს საჯარიმოში. პირველ გოლზე ყველაფერი ნათელია. ის, რაც მიმოხილვაში დავწერეთ, აქ ძალიან კარგად ჩანს, ვინისიუსს ისეთი სისწრაფე აქვს აკრეფილი, პასის მომენტში არაუხოს მასთან შანსი არ ჰქონდა, მაქსიმუმ წაექცია და წითელი ბარათი აეღო, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელი იქნებოდა. 

მესამე გოლზე კი სრული კოლაფსია, რაც ბუნებრივი ამბავია. ისედაც ხანშიშესულ დაცვას დამატებითი დროის თამაში მოუხდა, პირველივე წუთებიდან ჩამოვრჩით ტემპში და დამატებით დროში რომ ვერ ავყვებოდით, ამას ზედმეტი დავა არ სჭირდება.

ბარსას” ჰქონდა პრიმიტიული და საინტერესო შეტევები. მოდი, მარტივი შეტევებით დავიწყოთ, რომელიც “ბარსასთვის” უჩვეულოა, მაგრამ შედეგი სწორედ ამან მოიტანა. ჩაწოდებები და დარტყმა. დიდი ანალიზიც არ სჭირდება. უმარტივესი ამბავია, თუ თავი გაქვს, აჯობე მცველს და გაიტანე, ჰოდა, აჯობეს ჩვენებმა.

ერთადერთი, პირველი გოლის დროს ფრენკი დე იონგის შერბენაა აღსანიშნავი, ერთადერთი მოძრაობაა, რომელიც მთელი სამი სეზონია, გამოსდის, ამაში შეუდარებელია. ყველაფერს ასე რომ აკეთებდეს, ალბათ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტი იქნებოდა.

ბოლოს გააზრებული შეტევებიც ვნახოთ, პედრის გამოსვლის მერე თითქოს ტვინი მოემატა გუნდს. პრობლემა ის არის, რომ კარგი დამრტყმელი არ აღმოჩნდა გუნდში, რომ შეტევები ზუსტი დარტყმით დაესრულებინა. ძირითადად დემბელე ურტყამდა, მეტწილად არაზუსტად.

გუნდს მრავალფეროვნება აკლია, რასაც მხოლოდ ტაქტიკური განსწავლულობა ვერ მოიტანს, “ბარსას” ძლიერი ინდივიდები სჭირდება შეტევაში და ახალი სისხლი სჭირდება დაცვაში. ყველაფერი ნათელია, პრობლემები ხელის გულზე დევს, უბრალოდ მოგვარებაა რთული.

შემდეგი დიდი გამოცდა “ნაპოლისთან” იქნება. იმ დროისთვის ფერან ტორესი რაღაცას დაემსგავსება, დემბელე კი, შესაძლოა საერთოდ აღარ გვყავდეს. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • nika 54
    17 იან 2022, 17:02

    საინტერესო მიმოხილვაა, პასუხი კი ყველამ ვიცით და ავტორიც წერს, უბრალოდ რეალი ახლა საუკეთესო ფორმაშია ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვსწავლობთ ახალგაზრდების დასაქმებას.

  • Albicelecte
    17 იან 2022, 14:04

    "ბარსას" დაცვაში მოხუცთა თავშესაფარი აქვს გახსნილი, მომვლელის როლში კი რონალდ არაუხოა
    არაუხოს მაგის გარდა "ბეიბი სითინგიც" უწევს, როდესაც მეოდანზე დესტი და გარსია არიან smiley smiley smiley

  • EL MAESTRO 6
    17 იან 2022, 14:01

    ახლა ისეთი პერიოდია რომ ჩავის ბევრ არაფერში ადანაშაულებენ და ისიც თავის შეცდომებზე სწავლობს და უმჯობესდება, მონდომება და შემართება კი აქვს, ტორესი, ფატი, პედრი ფორმაში უნდა შევიდნენ და იმედია ან ფორვარდს ან გარემარბს იჯარით 6 თვის მოიყვანენ, მაგალითად ფირმინოს არც ათამაშებენ არადა არაა ცუდ ფორმაში

  • La Pulga10
    17 იან 2022, 13:41

    ეს დემბელე ყველაფერს აცილებს და ცოლი რანაირად მოიყვანა