საიდან დავიწყოთ? სადაც სისხლი იყინება ჯობია იქიდან დავიწყოთ. დამატებითი დროის ბოლო წუთები მიდის, “ბარსა” შეტევაშია, კეთდება ჩაწოდება და ანსუ ფატი ე.წ მაკრატელათი ცდილობს გატანას, მაგრამ დარტყმა არ გამოდის, არადა, ისე ახლოს ხდებოდა ეს ყველაფერი, რომ გოლი თითქოს გარდაუვალი უნდა ყოფილიყო, მეკარეებიც ვერ ახერხებენ მაკრატელაზე რეაგირებას, იმიტომ, რომ ასეთი დარტყმის დროს შემტევმაც კი არ იცის ბურთი საით წავა, არათუ მეკარემ.
არ გამოვიდა. ნეტა გამოსულიყო. გამოსულიყო და მერე წაგვეგო პენალტებში, მაგას უფრო ავიტანდი, “ბარსა” არ იმსახურებდა წაგებას. ლოგიკურად ყველაფერი თერთმეტმეტრიანებს უნდა გადაეწყვიტა, რიადში გამართული თრილერის საუკეთესო დასასრული ასეთი იქნებოდა.
შემადგენლობა
ყველამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ “ბარსა” ოპტიმალური შემადგენლობით ყოფილიყო მოედანზე. დააბრუნეს ტრავმირებულები, განიკურნენ ვირუსიანები, დაარეგისტრირეს ახალი შენაძენი და გუნდი რაღაცას დაემსგავსა. აქვე გამოჩნდა, რომ ჩავის თუ ყველა ჯანმრთელი ჰყავს 4-3-3-ზე უარს არ ამბობს, ეს არის მისი ტაქტიკა, ასე ყველაზე კარგად გრძნობს თავს, უბრალოდ, როცა ექსტრემალური სიტუაციაა, ბევრ რამეს ცვლის ხოლმე და თამაშის მიმდინარეობისას მოუწია კიდეც ტაქტიკური ცვლილებების გაკეთება.
იყო კითხვა – ლუკ დე იონგი, თუ დეპაი? ჩავიმ დე იონგი გადაწყვიტა, ბოლო მატჩიდან გამომდინარე ლოგიკური იყო, ლუკს საუკეთესო პერიოდი აქვს და გოლების გატანა დაიწყო, დეპაი კი ტრავმის მერე არაფერს არ ჰგავს. ამიტომ, გადაწყვეტილება სწორი იყო და დადასტურდა კიდეც, ლუკმა კლასიკოში გაიტანა. კლასიკოში გატანილი გოლი ნიშნავს იმას, რომ ის უკვე “ბარსას” სრულფასოვანი წევრია. აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუმანის მოთრეული რაღაც გაუგებრობაა, რომელიც ტურისტის ფუნქციებს ასრულებს, კლასიკოში გატანილი გოლი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ჩავიმ გადაწყვიტა ფერან ტორესის თამაშიც, რომელიც გარდა იმისა, რომ ტრავმის გამო დიდი ხნის მანძილზე უთამაშებელი იყო, კორონაც თავზე დაემატა და პლუს ამას, სადებიუტო მატჩი ახალ კლუბში პირდაპირ კლასიკოთი დაიწყო. არ არის მარტივი ამბავი, არ არის გასაკვირი, რომ ბევრი არაფერი გამოუვიდა, მისი ძირითადში დაყენება კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული. დემბელესაც შეეძლო მარჯვნივ თამაში და მარცხენა გარემარბი მოიძებნებოდა, მაგრამ ჩავიმ გადაწყვიტა, რომ “დამბოს” მარცხენა ფლანგზე უფრო მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე მარჯვნივ, თავისივე თანამემამულესთან ბრძოლაში. მართალიც გამოდგა. დემბელე ვერ გააჩერეს, მაგრამ გოლი ვერ შეაგდო. ვინისიუსის პროგრესი მეტწილად იმაზე დგას, რომ ბოლო დარტყმა წარმოუდგენლად გააუმჯობესა, დემბელე კი ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობს, არადა, მაგარი დამრტყმელია, ყოველთვის ასე ჩანდა, უბრალოდ, საკუთარ თავზე მუშაობის კულტურა არ აქვს.
ჩავის არც შემადგენლობის მხრივ, არც ტაქტიკის მხრივ შეცდომა არ დაუშვია. ცვლილებებიც დროულად გააკეთა. უბრალოდ ეს გუნდი, ამ სახით, პირველად შეიკრიბა. ეს არის პრობლემა, სხვა არაფერი.
დაბრუნებულები
დაბრუნდა პედრი. დაბრუნდა ფატი, დაბრუნდა გოლით! საოცარი ბიჭია, რამდენი დროც არ უნდა იყოს გასული იძულებითი პაუზისგან, ყოველთვის გოლით ბრუნდება. ამ ფორმაციის “ბარსაში” ყველაზე გამტანი ფეხბურთელია და ყოველი დაბრუნების მერე ჩანს, რამდენს კარგავს გუნდი მისი არყოფნით. ისღა დაგვრჩენია ჯანმრთელობა ვუსურვოთ, ფიზიკურად მოძლიერება და ათიანის ღირსეულად ტარება. ბედნიერებაა ამ ბიჭის თამაშის ყურება. გოლიც მშვენიერი შეაგდო.
პედრის რაც შეეხება, კარგი მატჩი ჩაატარა, ამხელა პაუხის მერე, ეს ალბათ მისი მაქსიმუმი იყო. ცოტა ცუდი სათქმელია, მაგრამ ტრავმიდან დაბრუნებულმა პედრიმ უფრო კარგად ითამაშა, ვიდრე, ფრენკი დე იონგმა. ეს კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ ფრენკი ან საყრდენზე გადაინაცვლებს, ან, საერთოდ წავა გუნდიდან, მაგრამ, მოდი გულახდილად ვთქვათ, – ნუთუ, ფრენკი დე იონგსა და ნიკოს შორის იმხელა სხვაობაა, რომ ბუსკეტსის შემცვლელად ულაპარაკოდ ფრენკი დავასახელოთ? რაღაც არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება. მით უმეტეს, გუნდური თვალსაზრისით, პედრი-გავი-ნიკო, ერთი ორგანიზმივით მოქმედი ტრიოა, ფრენკიმ კი ვერ გაუგო “ბარსას”, როცა საუკეთესოა მოედანზე, მაშინაც არ იგრძნობა, რომ გუნდის ორგანული ნაწილია. რავიცი.. ვნახოთ რა იქნება.
ბუსკეტსს კი მოუვიდა ის, რაც ვეტერანებს მოსდით ხოლმე ხშირად. ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა, მაგრამ, ერთი-ორი ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ დავიღუპეთ. ასაკს რა ვუთხარი.. სხეული გონებას ვეღარ მიჰყვება. ეგონა, რომ ყველაფერს სათანადო სისწრაფეზე აკეთებდა, მაგრამ, ისე ნელა გააკეთა, რომ ბენზემამ ბურთზე დაასწრო და სწრაფი კონტრშეტევა მივიღეთ, ამის ჩაშლა შეუძლებელი იყო, ვინისიუსს მაქსიმალური სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი, როცა არაუხოს ხაზზე გაუსწორდა, ურუგვაელს კი მხოლოდ ერთი-ორი ნაბიჯი ჰქონდა უკან გადადგმული, ამის გაჩერება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ბუსკეტსის ბრალია.
დაცვა
შტეგენით დავიწყოთ, – რაც შეეძლო გააკეთა. მორჩა.
მთავარი პრობლემა ასაკია. დაცვის ხაზში ყველა არაუხოს ასაკში, რომ იყოს მსოფლიოს საუკეთესო დაცვა გვეყოლებოდა, მაგრამ, ოთხიდან სამი ისეთ ასაკშია, რომ მომავალ სეზონში თითოეულის შეცვლა მოგვიწევს. მარტივი სათქმელია, ალვესის შეცვლას მისი წასვლიდან მოყოლებული ცდილობდნენ და ვერაფრით შეცვალეს. აი, ასეთი რთული ამოცანაა.
სისწრაფეებში “ბარსა” დაიჩაგრა, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რაც უკვე ვახსენე. ლოგიკურიც არის. ალვესმა ვინი ვერ გააჩერა. ვინის ახლა ერთი-ერთზე ვერავინ გააჩერებს. ხელმოტეხილი არაუხო კი კვლავინდებურად რჩება მთავარ იმედად. არ იყო ცუდი მატჩი, ნამდვილად არ იყო ცუდი.
წინ..
კალენდარი გადატვირთულია, “ბარსა” ოთხეულისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ორი ტურნირის მოგების შანსს შეინარჩუნებს. ესპანეთის თასი და ევროპა ლიგა წინ არის. არც ერთის მოგებაა შეუძლებელი და არც მეორის. ზუსტად ვიცით, რომ ფერან ტორესი მოუმატებს, ზუსტად ვიცით, რომ ფატი გოლებს მოიტანს.
რა არის მთავარი პრობლემა უმოკლეს ვადაში, – ჰოლანდიელები და უსმან დემბელე.
ჩავის ხელში არც დესტს, არც ფრენკის და არც მემფისს, საქმე კარგად არ მისდით. ძალიან დიდია შანსია, რომ “ბარსა” ჰოლანდიელებისგან გათავისუფლდეს. ამ სამეულს ლუკიც მიჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემა დაიმსახურა.
დემბელეს კონტრაქტი კი ისევ პრობლემაა. თუ არ გაახანგრძლივებს, კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ზარალის მომტანი იქნება, ოფიციალურად! რადგან, ზაფხულში უფასოდ წავა და რაც “ბარსას” მასზე ავანსი, იმედი და მკურნალობის ხარჯები გაუღია, ყველაფერს თან წაიღებს.
ჰოდა, ვნახოთ როგორ გაუმკლავდებიან პრობლემებს. მარტივი ნაღდად არ იქნება.
მე როგორც მახსოვს გვარდიოლას ძალიან უნდა ფრენკის დამატება და მასში ლაპორტს იძლევა. ვინ ამატებს არვიცი. უფრო ის მაინტერსებს ლაპორტი არის ბარსას დონის მცველი?
აფსიურდია ბუსკეცის ძირითადში დატოვება
ფრენკიმ არსად არუნდა ოთამაშოს, იმედია გაყიდიან ზაფხულში, ბუსკეცის ნახევარსაც ვერასოდეს იზავს ბარსაში, ნიკოსაც ვერაფრით ჯობს ამიტო სწორედ ეს უკანასკნელი უნდა იყოს სასტავში და ბუსი სკამზე, დეიონგი დანარჩენ ჰოლანდიელებთან ერთად ტრანსფერზე
გაასხმევინეთ ბუსკეცს და დე იონგი საყრდენად რეგულარულად პაუ ტორესი დაცვის ცენტრში მოსაყვანია აუცილებლად ბალდესაც დრო უნდა მიეცეს ეტაპობრივად მარჯვენა ფლანგზეც ვინმე ნორმალურია მოსაყვანი ვინმე სწრაფი რო იყოს ეგეთი და პოზიციურად და ართმევაზე სულელურ შეცდომებს არ უშვებდეს არანაირი მაზრაუი და ვიღაც უფასო ს.რები ბლიად ბართოს აჩკებს მიაფსა სემედომ სემედო რო გაყიდა და დესტი მოათრია დაცვითი ფუნქციებით არც ის ბრდღვნიდა მარჯვენა ფლანგზე მაგრამ შეტევებში მაინც ერთვებოდა სახიფათოდ ალვეში მერე ვინც ითამაშე მაგ პოზიციაზე ყველას მაინც სემედუ ჯობდა ხოდა ახლაც ვინმე ისეთი გვინდა მინიმუმ სემედუს დონეს მაინც რო დადებს
წინა წაგებებზე გული არ დამწყვეტია ისე, არც არაფერი გამოგვდიოდა და წინასწარვე ვიყავი შეგუებული
ეს წაგება ძალიან მეწყინა რაღაცნაირად, ცოტა მეტი გამართლება ჩვენსკენ რო ყოფილიყო მოვიგებდით ისეთი გრძნობა მაქვს
პირველ რიგში გადასარევი კომენტარია,მეორე არ მინდა ხშირად დავარღვიო აქაურობის და აქაურების მყუდროება ხშირად,მაგრამ მაინც მინდა ვთქვა:მე კულე ვარ და პირველ რიგში ჩემი გუნდის კრიტიკოსი,რეალი არ იყო იმ დონის მობილიზირებული,რომ (მოდი სიმართლეს გულში ჩავხედოთ)მთელი ძალით გვეთამაშა,რეალმა დაგვითმო პირველ ნომრად თამაში და რაც უნდოდა ის გამოუვიდა,ნუ მერე სანერვიულო გაუხდა მარა მაინც;ხავი არსებული რესურსით აკეთებს მაქსიმუმს,აქ კომენტარებს ვკუთხულობ ხავის მისამართით,ნუ არ ვიცი რა დავარვქვა,ტიპებს ეგონათ მოვიდა და ლიგას დავდებთო(მე თუ მკითხავ,ბევრი მესიზე რო ამბობს უნდა წასულიყოო,არ არის მართალი,ალვეშმა დაანახა ბევრს,მათ სორის მესისაც რას ნიშნავს გუნდის ერთგულება…),ტიპი თამაშიდან თამაშს ხვეწავს,ჩემის აზრით ნამდვილი სტრატეგია,დააკვირდით მისი და სხვა მწვრთნელების თმაშებს და მიხვდებით,მაგალითისთვის წინა მწვრთნელები ერთად აღებული,ან სულაც შორს ნუ წავალთ მანჩესტერის მაგალითი აიღეთ,ტიპებმა ალექსის მერე ვერ გაარკვიეს რა უნდათ…..კულეებო საჭიროა დრო და ყველაფერი კარგათ იქნება,მახსოვს გუარდიოლა,რომ მოვიდა,თუ არ ვცდები ჰერკულესთან წავაგეთ,წამოვიდა კრიტკა ახალგაზრდა გამოუცდელი არისო….და რა თქქვა კრუიფმა: ,,მე არ ვიცი ვის თამაშს უყურეთ თქვენ,მაგრამ ჩემის აზრით ბოლო წლების ყველაზე კარგი თამაში აჩვენა ბარსამო"(ზუსტი ციტიტება არ იყო:)))…….
ბრავო გუნდს მე ვამაყობ ამ გუნდით და ბრავო კიდევ 1-თხელ ხავის ახლა დაბრუნდნენ ბიჭები და მაინც რა კარგად ვითამაშეთ ესენი რო 5 თამაშსს ერთად რო გადააბავენ მშვენივრად ვიყომარებთ
ფრენკი საყრდენად უნდა ათამაშონ
აფსიურდია ბუსკეცის ძირითადში დატოვება
პირველი გოლი ბუსკეცის სლეურ შენელებულ მოძრაობას მოჰყვა (ძაან მაღიზიანებს უკვე ეგ პიროვნება რომ არ მიენძრევა დიდ ფეხბურთიდან) და მეორე გოლი რას მოჰყვა აბა თუ გამოიცნობთ?? ფლანგის ჩავარდნას სადაც ალვეში დგას + ბენზემას რომ დაარტყმევინეს მცველებმა და კარვახალი მარტო დარჩენილი ჩარჩა საჯარიმოში მერე მისი შემოგდება შტეგენისკენ და დაბნეული მცველებისგან გაშვებული ბენზემას გოლი…
ფათუშამ გვიხსნა ამჯერად მაგრამ წინ ვერადავერ გავიჭერით ორჯერ გათანაბრებულზე..
დამატებითი დრო: როგორ გავუშვით მესამე გოლი დემბელეს ნაბიჭ.ვარ დედას რომ ტენმა მთელმა მადრიდმა მის ფაფხურს მოჰყვა გოლი მეტოქის საჯარიმოში ისეთ დროს დაკარგა ბურთი მთელი ბარსა ამოწეული იყო და რეალი კონტრაზე 5/2 ზე გამოიქცა ჩამოუსწრო არაუხომაც მაგრამ ვალვეედეს დედას ტენა მთელმა კატალომიამ და მორჩა 2:3
სამწუხარო ანგარიშია ის რომ ერთხელაც ვერ გავედით წინ პროსტა ამ გუნდს აკლია შეთამაშება ეხლახალს დაბრუნებულებმა უფრო მეტი შეძლეს და შექმნეს ვიდრე იმ 10 თამაშ გადაბმულმა სლეებმა.
და პედრიზე რანაირ ფორმაში იქნებაო ფატიცო, დეპაიცო და კი შეხედეთ პედრი ისევ ოქროს ბიჭუნაა ასევე ჩვენი 10 იანი ფატი
იმედია შეთამაშდებიან და კოპას მაინც მოიგებენ წელს ისევ აბა ლალიგის მოგება ნოუ
ესე თუ გავაგრძელეთ კოპა არ უნდა გაგვიჭირდეს,მთავარია ყველა ჯანმრთელად იყოს და გადავმულად შეძლონ ბევრი მატჩის ჩატარება და მოიხოდება ფატიც,პედრიც,ფერანიც და სხებიც.დემბელე და დეპაი ზამთარშივე გასაყრელები არიან ბრაითვაიტი მირჩევნია ორივეს,ბოლომდე მაინც იბრძვის ხოლმე.ბოლო გოლი დემბელეს ბურთის დაკარგვის ბრალი იყო თავიდანბოლომდე.