ესეც მორიგი მოგება ჩავის ხელში, მორიგი სამი ქულა და მომდევნო ნაბიჯები მაღლა და მაღლა!
რთული მატჩი იყო, რამდენჯერმე შეიძლებოდა, ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ, რაღაცებში ვივარგეთ და რაღაცებში გაგვიმართლა, ამის გარეშე არ გამოვა, გუნდს ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება, დაახლოებით ისე, როგორც კოუტინიოს სჭირდებოდა გატანილი გოლი.
თუმცა, მანამდე საოცარი პირველი ტაიმი იყო, სამი მინი ინფარქტის ტაიმი:
- მატჩის დაწყებისთანავე, დაახლოებით მეორე წუთზე მოხდა შეჯახება და სერხიო ბუსკეტსს კინაღამ კოჭი მოამტვრიეს. ნამდვილად არ მეგონა, რომ წამოდგებოდა, მაგრამ გადარჩა. როგორღაც. არ ვიცი. არადა, ჩავი უკვე შემცვლელს ამზადებდა.
- მატჩის შუაწელს, ჟორდი ალბამ ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო და ვიფიქრე, რომ მორჩა, დამთავრდა, როგორც მინიმუმ გაჭიმული აქვს, როგორც მინიმუმ სამი კვირით დავკარგეთ, მაგრამ ჟორდი მოედანზე დარჩა, კოჭლობდა, პასს არ აძლევდნენ, მერე კი ისევ ათამაშდა. დიდი ალბათობით, ტრავმით ჩაამთავრა ტაიმი.
- შეჯახება “ბარსას” ნახევარზე, რონალდ არაუხოს ფეხი მოიღუნა, თან მოიღუნა წვივის ძვალში, ეს კი მოტეხილობას ნიშნავს, ან მისი სეხნიის, რონალდ უიზლის შელოცვას გატეხილი მაგიური ჯოხით. მე მგონი, ახალ აღმოჩენას მივაგენით მედიცინაში, გვყავს ფეხბურთელი, რომლის წვივის ძვალიც იღუნება. გაიყვანეს არაუხო და ფიქრი აქაც ანალოგიურია. დამთავრდა. მარტო ტაიმი კი არა, სეზონი. მაგრამ გადის ერთი წუთი და რონალდ არაუხო მეტოქის კარს უტევს, მარჯვენა ფლანგიდან, იქ ფინტებს აკეთებს და კარში უტყამს. რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა ამაზე?! ჯერ ერთი, რაღაც ისეთი ვნახე, რაც აქამდე არ მინახავს, რაღაც ანომალიური, მეორე, არაუხო აბსოლუტურად არ არის ნორმალური. თუმცა, ეს ძველი ამბავია.
აი, ეს სამი მინი ინფარქტი გადავიტანეთ პირველ ნახევარში. ამას გარდა, სანერვიულო კიდევ ბევრი იყო, მაგალითად, ოთხ მომენტში:
- გავის ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი, კომბინაციაც კარგი იყო, ბურთიც კარგად შეიგდო, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. ბურთი ძელს გაარტყა და ანგარიში არ გახსნილა.
- მემფის დეპაი გაიჭრა დე იონგის პასის შემდეგ, მარცხენა ფეხზე გაისწორა და თითქოს უნდა გაეტანა, მაგრამ ააცილა. არ გამკვირვებია. უკვე ვთქვით, რომ დეპაი ვერ არის კარგი გამტანი.
- დე იონგის ბრწყინვალე პასი! ისეთი პასი, ჩავი რომ მოაწერდა ხელს, მემფისი ერთი-ერთზეა და… ააცილა. აცილებას თავი დავანებოთ, ვერც დაარტყა. ვერ დაარტყა ისე, როგორც სურდა, თავისივე ჩანაფიქრიც კი ვერ განახორციელა. ცივსისხლიანობა დააკლდა. არადა, 100%-იანი მომენტი იყო.
- მცირე შოკი – ერიკ გარსიას ერთი-ერთზე თამაშის გამო და პოზიციის არასწორად შერჩევის გამო ვაკრიტიკებდით, “ვილიარეალთან” კი აღმოჩნდა, რომ პირველი პასის პრობლემაც აქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასაწისშივე შტეგენს შეატოვა “ყვითლების” ფორვარდი, (სხვათა შორის, პენალტი იყო), არამედ იმიტომ, რომ საერთოდ ვერ ამოჰქონდა ბურთი. არაუხო კი გარდა იმისა, რომ თავის საქმეს აკეთებდა, ხან მას აზღვევდა და ხან ეზალზულის. ერთ-ერთი ასეთი დაზღვევის დროს გამოავლინა ელასტიური წვივის ელემენტი.
ტაქტიკა კი მეტად საინტერესოა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3-4-3-ია, ოღონდ არათანასწორად გადანაწილებული სივრცეებით. მაგალითად, ჟორდი ალბა მარცხენა ფრთაზე მოქმედებს, გავი კი მარცხენა სანევასივრცეში, (რენე მარიჩის ტერმინი), ხოლო ეზალზული მარჯვენა ფრთაზე მოქმედებს, მაგრამ საერთოდ არ გვყავს ფეხბურთელი მარჯვენა ნახევარსფეროში. არ ვიცი, ამ სქემას რა ჰქვია, მაგრამ საინტერესოდ გამოიყურება, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად ფეხბურთელებზეა მორგებული, ჩავი მათ საშუალებას აძლევს, რომ თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინონ. არ ერიდება არც სიახლეს და არც რისკს.
მეორე ტაიმი გოლით დავიწყეთ! მოედანზე გმირულად დარჩენილმა ალბამ გააკეთა გამჭოლი გადაცემა, დეპაიმ კიდევ ვერ შეაგდო და დე იონგმა დაამატა. 1:0! თითქოს დაცვაშიც კარგად ვიდექით, მაგრამ ალბა გამოგვაკლდა, მეტი ვეღარ გაუძლო მისმა კუნთმა და მინგესა გამოვიდა მოედანზე, რომელიც ვერ აღმოჩნდა ისეთი სწრაფი, როგორიც ალბა. “ესპანიოლთან” მატჩში აღვნიშნეთ, რომ პიკეს დასწრებაზე თამაშის გაუმჯობესება მოუწევდა, ხან ახერხებს, ხან ვერა, ამჯერად გადამწყვეტ მომენტში დაასწრეს, მინგესამ კი სწრაფად ვერ შეძლო მისი დაზღვევა და ტერ შტეგენმა ვეღარ გვიხსნა, არადა, იქამდე რამდენჯერმე გადაგვარჩინა.
ბოლოს კი მოვიდა ანტიგმირის გმირად ქცევის დრო! კოუტინიოს არ ვგულიხმობ. მემფის დეპაიმ 100%-იანი მომენტების განიავების შემდეგ, ბოლო წუთებზე შეძლო გატანა, აქაც მაგრად გაგვიმართლა, მაგრამ გოლი-გოლია, სხვა თუ არაფერი, იღბალი მაინც აქვს ჩვენს ნიდერლანდელს.
მერე კი კოუტინიოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ჯერი მოვიდა. ჯერ პენალტი აიკიდა, მერე თავად გარდასახა გოლად და ბოლოს კიდევ შეეძლო გატანა, თითქოს ხასიათზეც მოვიდა. ვნახოთ, ვნახოთ…
რაც შეეხება დემბელეს.. მოდი დღეს არ გვინდა. სამი ქულით დავტკბეთ.
მომდევნო მატჩი ერთ კვირაში გვიწევს “ბეტისთან”, შემდეგ კი “ბაიერნის” ჯერი მოდის. სადაც გადაწყდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავალთ და ფინანსურ სარგებელს ვნახავთ, თუ დაგვიფრენენ ევროპა ლიგაზე, სადაც, მთავარ ფავორიტად ვიქცევით.
გოლამდე დეპაის ვაგინებდი ამდენი მომენტის გაფუჭების გამო, და საოცრება ისევ ერთი ერთზე გასულმა მეკარის და მცველის მოტყუება კიდევ გაბედა. კარგი იყო ის რო ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა მცველს. და ბოლოს მატჩის "მეფეც" გახდა.
Barcaman1988,
სხვა პრობლემებიც არის მაგრამ რასაც გარსია აკეთებს საშინელებაა, მარჯვნიდან გვიტევდნენ სულ და უდიდეს სივრცეებს ტოვებდა, თან რა შეცდომებს უშვებდა, ერთი ერთზეც ვერავის ვერ გაუწია წინააღმდეგობა და გააკრიტიკებენ აბა რა იქნება
გარსიას გაკრიტიკება მოდაშია?😀😀 გეგონება გარსია არის ამ დაცვის პრობლემახოლოდ🤣🤣🤣
ხავი სწორს აკეთებს , როცა დე იონგს წინ თამაშს სთხოვს , მასე არავის არ შეუძლია ბურთის ამოტანა და იმ სივრცის შევსება რაც დე პაისა და ნახევარდაცვას შორის რჩება , მიუხედავად იმისა , რომ გუნდში ამდენი ნახევქცველია , თამაშის გამწვავება ბუსზე და ფრენკიზე მეტად , ამ ეტაპზე არავის შეუძლია , კი გავის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს , თუმცა საგოლე პასები ამ ორი ფეხბურთელის საქმეა და დე პაის ვერ გატანაზე მეტად , ხავის გრენკის პასი მოეწონა და შეაქო კიდევაც . დაუჯეროს მაესტროს და დე ბრუინზე მაგარი გახდება . რაც შეეხება დემბელეს , უფასოდ გაშვებას , ნებისმიერ საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელში გაიცვალოს ზამთარში ჯობია თუნდაც მცველში და არა შემტევში . იმდენს კი ხვდება , რომ კონტრაქტის გაგრძელება ბარსას მის გასაყიდად სჭირდება . ესეთი ზარალი ფეხბრთელის ამ გუნდს არ ჰყოლია არასოდეს .
ძაან მომეწონა წინა თამაშიც აბდესი რაც გვაკლია თავხედობა და ძაან მომწონს ეს თამაშები და კიდე რაც გამოიხატა ფანტაზია არ გააჩნდათ და ეგეც გვიბრუნდებ მარა გავითი მართლა ახთოვანებული ვარ ესეთი მებრძოლი პოიოლის შემდეგ არ გვყოლია იმინა რა
ფეოლა აბდემ რამე გაწყენინა? 😁 დასაწყისში ძალიან კარგი მომენტი ქონდა მერე კუთხურიდან თავური საოცრად რომ აუღო რულიმ. პირველი გოლიც მისი მონაწილეობით გავიდა, ალბას სწორედ მან ჩაუწოდა…
არმესმის ყველა ჩვენ ხელშI რატო უნდა გამოდემბელდეს, 2010ში იბრადან დაწყებული დეპაით დამთავრებული მართლა რაღაც წყევლა გვაქვს? ერთადერთი მწვრთნელი ლუჩო იყო რომელმაც ყველა ახალწვეული უმაღლეს დონეზე აათამაშა, ეხლაც მახსოვს 20 წლის კაცი როგორ ვხტუნავდი სიხარულისგან კოუტინიო რომ მოვიყვანეთ და დღეს იქამდე მივედით რომ მოპოვებული პენალტი და გატანილი გვიხარია მისგან და კმაყოფილები ვართ, მართლა კმაყოფილი ვარ კოუსგან და იმედს არ ვკარგავ რომ ათამააშდება
ბალდე რატო არ იყო ხოარ იცის ვინმემ? ჩავი შენ თუ ისევ გარსია დააყენე ძირითადში შენც კაი ქათამი გვეჩითები
ლიტერატურიდან და ფილმებიდან პარალელები მოგვენატრა ფეოლა
CHEPE,
ამ რეალის ფანებზე ლაპარაკს რო შეეშვათ და ჩვენი გუნდის შედეგით დავტკბეთ არა?? მაგ ბავშვების რაღაც არაადეკვატურ გამონათქვამზე რატომ იშლებით ნერვებზე/? უბრალოდ ვერ ვხვდები მაგ საიტზეც რატომ შედიხართ? ნორმალური ადამიანი და აზროვნება ვისაც ააქვს ეგეთ კომენტარებს არ დაწერს იქ რაც ხდება ამიტომ დაიკიდეთ ვისაუბროთ ბარსაზე!
ეს დეპაი თუ უნდა იყოს ძირითადში ამუშაონ გატანაზე. 100%-იანი მომენტების ასე განიავება არ შეიძლება. კართან რომ დგახარ და კიდე უაზრო მოძრაობებს იწყებ მანდ ხარ მოსაკლავი, 1000-დან ერთი გამოვა კი ბატონო, მაგრამ დანარჩენ მომენტებს ასე რო ანიავებს მაგას ვინ უშველის ნეტა?! ისედაც არაა დეპაი სუპერვარსკვლავი რომ კლუბმა მაგის დასატოვებლად ბევრი იწვალოს და ცოტა თვითონ ხო მაინც უნდა დაატანოს ტვინი რას გააკეთებს🙄