მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adios Ronald!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Adios Ronald!

ისტორიული მატჩი გამოდგა! 

წავაგეთ, მაგრამ გვიხარია. 

უკვე მეორედ ვწერ სათაურს – Adios Ronald! ამჯერად მართლა წავიდა. ამჯერად მართლა გაუშვეს. დარჩა კუმანი “ბარსას” ლეგენდარულ ფეხბურთელად და უმაქნის მწვრთნელად. ბევრი იმუშავა, ბევრი იჯუჯღუნა, მძიმე შეცდომებიც დაუშვა, ერთი თასი დაგვიტოვა, (მადლობა ამისთვის) და წავიდა. 

ასეთი სიხარული, როგორც წესი დიდხანს არ გრძელდება, ერთგვარი ამოსუნთქვაა, სხვა არაფერი. ცვლილება იყო საჭირო და როგორც იქნა, ნაბიჯი გადადგეს. ახლა მეორე ამოსუნთქვის ჯერი მოდის, ანუ, ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი? ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ჩავი უნდა იყოს. მხოლოდ ლაპორტა აყოვნებდა ამ გადაწყვეტილებას და კუმანმა იმდენი ქნა, რომ ჟოანმაც თავი დააქნია. თუმცა, ვნახოთ, ბევრი დრო არც არის დარჩენილი. 

რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ მთავარი მწვრთნელი უფრო ფანებს მოჰყავთ, ვიდრე პრეზიდენტს. ჩავის ფანები უფრო ითხოვენ, ბარსელონაში, საქართველოში, კამბოჯაში, ყველგან. თუ ჩავიმ ვერ გაამართლა, პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს დააკისრებენ, მაგრამ გულის სიღრმეში რაღაც უშნოდ გაგვკრავს, თუ ჩავი დაინიშნა ფანებსა და “ბარსას” შორის დიდი ემოციური კავშირი დაბრუნდება, რადგან, ახლა ყველა ისე გრძნობს თავს, თითქოს პრეზიდენტი თავად იყოს, გავუშვით კუმანი, მოგვყავს ჩავი. 

კუმანის დარჩენას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ, ცვლილებისთვის ძალიან სახიფათო დრო შეირჩა, ამიტომ ვაჩქარებდით ლაპორტას, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასკვნით ეტაპს უახლოვდება, გასვლა გვაქვს კიევში, სადაც ფეხის დაცდენა და ჯგუფში ჩარჩენა ერთი იქნება. 

პირველი რიკი პუჩი გამახსენდა. ამოისუნთქა ბიჭმა, ალბათ შეჰყვირა კიდეც სიხარულით, ახლა მომდევნო მწვრთნელმაც თუ დაიწუნა, დაიხუროს ქუდი და წავიდეს სადმე სხვაგან. ისე ჯიუტად რჩებოდა კლუბში, განათხოვრებას უარობდა, ალბათ იმიტომ, რომ კუმანის ბედზე გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა, იცოდა, რომ ის უფრო სწრაფად წავიდოდა, ვიდრე თავად. მუშაობა კი ბევრი მოუწევს, მაგალითად, ჩავისთვის 4-3-3 დე-ენ-ემის ნაწილია, ორი პოზიციისთვის კი კონკურენცია ძალიან მაღალია. დე იონგი, პედრი, გავი, რომელსაც ჩავი ძალიან აქებს. ნიკო, რომელიც “რაიოსთან” ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და.. ვიღას ახსოვს პუჩი?! თუმცა, კონკურენცია კარგია. აი, კოუტინიოსგან არაფერი აღარ გამოვა, გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მაქსიმუმი 30 მილიონი ევრო იქნება, თუ ეს თანხა ავიღეთ, ესე იგი, მაგრად გვივაჭრია. მაგასაც ვინმე შეშლილი არაბი თუ გადაიხდის. 

წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, შეფერხებას გამოიწვევს, მაგალითად, ჩავის კი არა, ვინც არ უნდა მოვიდეს, ლუკ დე იონგი არავის სჭირდება, ეს მხოლოდ კუმანის წარმოსახვაში დალაგდა ასე, დე იონგი “ბარსას” ფორვარდად! თან, საჯარიმოში ნეიმარზე უკეთესიაო. კარგია, რომ ბრეითუეიტის მსგავსად ხუთწლიანი კონტრაქტი არ გაუფორმეს. 

საშინელი მატჩი იყო. ისეთი ცუდი იყო, რომ დეპაიმ პენალტიც ვერ გაიტანა. თითქოს ზუსტად ის დღე იყო, როცა კუმანი უნდა წასულიყო. ბევრი ეცადა რამე გამოსვლოდა, ვაფასებ ამის გამო, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და თავიდანვე განწირული იყო, კუმანის კანდიდატურა ბართომეუს გარდა არავის მოსწონდა. ჰოლანდიელის გაწეულ სამუშაოს მომდევნო დღეებში შევაფასებთ, აქედანვე ნათელია, რომ გაცილებით მეტი მინუსი ჰქონდა, ვიდრე პლუსი. 

ჰოდა ასე, რაღაც ახალი იწყება. ეს ახალი ვეტერანების შეცდომებს ვერაფერს უშველის. ბუსკეტსი სტაბილურობას ვეღარ დაიბრუნებს და პიკე სისწრაფეს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, კლუბი თავის იდენტობას უნდა დაუბრუნდეს. ეს კი უმთავრესი ამბავია. “კამპ ნოუზე” ფეხბურთი უნდა დაბრუნდეს. მერე კი გულშემატკივარიც დაბრუნდება. 

საინტერესო დღეები გველის წინ. მოლოდინი დიდია, “ბარსას” აღორძინების დასაწყისს ველით. თუნდაც, ამ წყალწაღებული გუნდით. ეჭვი არ მეპარება, ახლა მესისაც ძალიან უნდა აქ ყოფნა. პარიზი არ გამოდგა მისი ქალაქი და არც პსჟ ჩანს მისი გუნდი. გადის მოედანზე და ცხენივით არბენინებენ, სიამოვნებასაც ვერ იღებს თამაშით. მაგრამ.. ეგ უკვე წარსულია. აღარ ეშველება. 

წესით და რიგით, სეზონის პირველი ნახევრის გადამწყვეტი მატჩისთვის ახალი მწვრთნელი უკვე უნდა გვყავდეს. “ბენფიკას” სახლში დავუხვდებით, “კამპ ნოუ” გაიტენება. ვინც არ უნდა იყოს თავკაცი, მხარდაჭერა ძალიან დიდი ექნება და.. მერე ვნახოთ! 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (31)

  • DE PE FA
    28 ოქტ 2021, 10:00

    1თვის უკან დვწერე ოქტიმბერს ვერ გაუძლევს თქო და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი🙃ნა.უი კუმან🙋‍♂️

  • ტერ შტეგენი
    28 ოქტ 2021, 09:56

    გილოცავთ ყველა გულშემატკივარს, მე პირადად აღარ მქონდა ბოლო თამაშების ყურების სურვილი ამის ხელში,შედეგი ვიცოდი ისედაც ან წაგება ან ფრე და უკეთეს შემთხვევაში მინიმალური ანგარიშით მოგება, უსახური, უღიმღამო და ჩამკვდარი თამაში, მოედანზე მოვალეობის მიზნით გამოსვლა, თითქოს ბარსელონა კი არა რომელიმე ქუჩის გუნდი თამაშობდა,იმედია ახალი მწრთვნელი ყველაფერს დაალაგებს და ეს ახალი მწვრთნელი ხავი იქნება.

  • barsaba
    28 ოქტ 2021, 09:55

    ერთხელ ბათუმში ნათქვამის პერეფრაზირება – რონალდი გაიქცა, ბარსელონა თავისუფალია

  • Kaka
    28 ოქტ 2021, 09:30

    ციტატა: CuleTillIDie
    ისე დემბელეს ყოველი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელი ხვდება. გამოშტერდა კაცი :დდდ


    ცუდადვარრრრრ არვიცი დიდი ალბათობით ჭორია მარა სადღაც წავიკითხე რო ხავის დემბელე მოწონსო და რონმოხოდოს ახლა დდდდდდდ

  • CuleTillIDie
    28 ოქტ 2021, 09:18

    ისე დემბელეს ყოველი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალი მწვრთნელი ხვდება. გამოშტერდა კაცი :დდდ

  • M10 S9 D11
    28 ოქტ 2021, 09:15

    ადიოს კი არა გაასხი კუმანს

  • Moriba
    28 ოქტ 2021, 09:12

    მადლობა კუმან მაგრამ უნდა წასულიყავი ესე ჯობდა ვერ განავითარე კლუბი ცოტათი მაინც და ვერც ახალგაზრდები მოხოდე ესე ჯობდა ლაპირტას გუშინ იმდენი ვაგინე აქ მემგონი გაიგონა ჩემი სიტყვები ასე რომ გილოცავთ ყველას რეალური კანდიდატი ჩავია ჩაბარების და ახალი ერა დაიწყება დიდი ალბათობით 2 წელი უნდა მივცეთ უეჭველი დრო ხავის❤💙

  • გ҉ო҉ნ҉ს҉ა҉ლ҉ე҉ს҉ი҉
    28 ოქტ 2021, 08:58

    იმედია ხალხის რჩევას გაითვალისწინებს და ექიმთან ჩაეწერება სამკურნალოდ😑

  • Muxber
    28 ოქტ 2021, 08:55

    დლდღეს აღნიშვნის დგეს😂😂 ურააააა ურააა😂😂😂😂არ გასხააა

    მეტით მინდოდა წაეგო რო პანჩურით გაეგდოთ მაგრამ ესეც კაია😂😂😂

  • Barca1980
    28 ოქტ 2021, 08:53

    მე ასე გავაცილებ – წადიი შენიიი, შე დებილოო შენაა !!!😁😁

  • Davita
    28 ოქტ 2021, 08:49

    ციტატა: cezo45
    საინტერესოა იმ 12 მილიონს თუ მოითხოვს რაც კონტრაქტში ეწერა ვადაზე ადრე გათავისუფლე ის შემთხვევაში.. თუ არ მოითხოვა აღარ შევაგინებ :))


    12 მლ თუ მოითხოვს ეგ არაა პრობლემა, კონტრაქტი კონტრაქტია და უნდა შესრულდეს

  • La Pulga10
    28 ოქტ 2021, 08:43

    ამ მომენტზე ვოცნებობდი,რამდენი ხანია უკვე.

  • C.PC5
    28 ოქტ 2021, 08:42

    აუ ასეთი კარგი ამბით დილა არ დამიწყია რა დრო და ჟამია❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ ადიოს როლანდ ადიოს!!! ძაან მინდოდა გამოგსვლოდა რამე, ძაან დიდ იმედებს ვამყარებდი გუნდი უყვარს თავს დადებს რამეს მოახერხებსთქო, ახალგაზრდებს გამოზრდის მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გამიქრე ყველა იმედი.

  • Diana
    28 ოქტ 2021, 08:42

    ჩავის წარმატებები ვუსურვოთ , იმედია კუმანივით ლეგენდა თავს არ შეგვაზარებს და კარგი მწვრთნელი იქნება ❤💙

  • cezo45
    28 ოქტ 2021, 08:16

    საინტერესოა იმ 12 მილიონს თუ მოითხოვს რაც კონტრაქტში ეწერა ვადაზე ადრე გათავისუფლე ის შემთხვევაში.. თუ არ მოითხოვა აღარ შევაგინებ :))

  • neo222
    28 ოქტ 2021, 07:57

    ყველაზე ცუდი მწვრთნელი ყველაზე ცუდი.ფააქ

  • gaucho-gaucho
    28 ოქტ 2021, 07:06

    ბარსა ბ-ს მწვრთნელი გახდა ახლა მთავარიო… ვიღაც ბურჟუანი მგონი 😁

  • ნოდო ბარდაველიძე
    28 ოქტ 2021, 06:50

    VanillaDream,
    ჰო ჰააგი ზაფხულში თუ მოვა მარტო

  • Pirat❤️💙
    28 ოქტ 2021, 05:14

    ჰააგის გამოსასყიდი რამდენია ნეტა? და კონტრაქთი რომელ წელს ეწურება?

  • riva
    28 ოქტ 2021, 05:11

    ვფიქრობ კიევამდე შრიოდერი ჯობია იყოს. ძალიან სარისკოა ნებისმიერი ახალი მწვრთნელი. შრიოდერი რო კუმანს ჯობს იმ მატჩშიც დაამტკიცა როლანდა რო ტრიბუნაზე იჯდა…

    კუმანს რაც შეეხება… გული მწყდება როგორც კულეს რომ ლეგენდამ ესე დაამთავრა… ცუდ დროსაც მოვიდა და უამრავი შეცდომაც დაუშვა…

    მაინც მადლობა გავისთვის ნიკოსთვის და პედრისთვის თუნდაც