მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დეპაის ქულა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დეპაის ქულა!

მემფის დეპაი! – “ბარსას” ახალი ლიდერი. ჯერჯერობით ნამდვილად ასეა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გოლი შეაგდო და ერთი ქულა წამოვიღეთ, საერთოდ, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც რაღაც არაორდინალურის მოფიქრება შეუძლია, კრეატიულობაში გრიზმანს ბევრად აღემატება, ხოლო ბრეითუეიტი და კრეატიულობა ამქვეყნად ყველაზე შეუთავსებელი სიტყვებია. გოლი კარგი იყო და ქულაც კარგია, თამაშიდან გამომდინარე საერთოდ უქულოდ უნდა დავრჩენილიყავით, მაგრამ იმაზე მეტი მოვახერხეთ, ვიდრე ვიმსახურებდით. 

გოლის გარდა იყო კიდევ მომენტები, უფრო მეტი “ბარსას” კართან, მაგრამ იქითაც იყო, იგივე დეპაის ჰქონდა მაგარი მომენტი, ძლივს მითრეული ბურთი კარგად შეიგდო და კარში ვეღარ დაარტყა, არადა, ეგეც რომ შეეგდო ისეთ მუხტს მიიღებდა, რომ მომდევნო მატჩებშიც აუცილებლად დახატავდა! ყველაფერი არ გავა, მესი აღარ არის, ამიტომ რეალიზების პროცენტი ბევრად ნაკლები იქნება. არც ლიდერი ჩამოყალიბებულა ბოლომდე, ჯერ მარტო კონტურები გამოიკვეთა, რომ დეპაისა და დე იონგს თამაშის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ, სხვა ფეხბურთელებს მგონი პრეტენზიაც არ აქვთ, პედრი ლიდერი ნამდვილად არ არის, არც მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე და მე მგონი, რომ არც ხასიათი აქვს ლიდერისათვის დამახასიათებელი, გრიზმანი კი ისევ ის არის რაც იყო, როგორც ვივარაუდეთ, მესის წასვლა ბევრს არაფერს შეცვლის, გრიზმანი ისევ გრიზმანია. 

თუმცა, ორი ძალიან კარგი პასი გააკეთა შეტევის განვითარებისთვის, ერთს გოლიც მოჰყვა, მეორე ეპიზოდში კი ბრეითუეიტს უნდა დაესრულებინა დარტყმით, მაგრამ სანამ ბურთამდე მივიდა მთელმა “ბილბაომ” დაასრწო. მის გაცუდებულ მომენტს რაც შეეხება.. ხდება ხოლმე ასე, ყველას გაუფუჭებია ხელსაყრელი მომენტი, ამ დროს რივალდოს მომენტს ვიხსენებ ხოლმე კიევის “დინამოსთან”, ნახევარი მეტრიდან, ცარიელ კარს გადააცილა, მაგრამ, სხვა ეპიზოდებს რაც შეეხება, ჩანს და ყოველთვის ჩანდა, რომ ბრეითვეიტს სათანადო კლასი არ გააჩნია, ეს კიდე იმდენჯერ გაგვახსენდება რამდენ მატჩსაც ჩაატარებს. 

კარგი შანსი ჰქონდა ფრენკი დე იონგს, წამებში იგრძნო სათამაშო მომენტი და ძალიან ჭკვიანურად დაარტყა, მაგრამ არ გაუმართლა. სხვა დროს გაუმართლებს, ჰოლანდიელები კარგ გოლებს არ მოგვაკლებენ, ჯერჯერობით ასე ჩანს. 

ბარემ, ის ერთი მომენტიც განვიხილოთ, ტაბლოზე ცვლილების მოხსდენა რომ შეეძლო და ვერ მოახდინა. დაიწერა კიდეც ესპანურ გამოცემებში, არაუხოს გოლი უნდა ჩათვლილიყოო, მაგრამ არ მოხდა ასე, რას ვიზამთ, არადა, გოლი ძალიან მაგარი იყო, აქაც შეიძლება რივალდოს გახსენება. არაუხო არც დაცვაში იყო ცუდი, ერიკ გარსიაზე კარგად ნამდვილად გამოიყურებოდა, ინიაკი ვილიამსთან თავის დაცვა ყოველთვის გვიჭირდა, მაგრამ ერიკ გარსია ყველაფერში დაჩაგრა, სისწრაფე გასაგებია, მაგრამ ვერც ფიზიკურად აჯობა, ვერც პოზიციურად და ერთადერთხელ ითამაშა ჭკვიანურად, როცა ბოლო წამებზე უმცროსი უილიამსი წააქცია, გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ეგეც თავისივე შეცდომას მოჰყვა, ამიტომ, დიდად შესაქები ამბავი ვერ არის. 

გუნდს მეტი კრეატივი სჭირდება, მარტო ჰოლანდიური კომბინაციებით ფონს ვერ გავალთ, კრეატივის მოცემა იდეაში სამ ფეხბურთელს შეუძლია, ერთი ანსუ ფატია, რომელიც რა კონდიციაში დაბრუნდება არ ვიცით, წინასწარ რამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა, წინა სეზონებიდან გამომდინარე ვიცით, რომ მომენტების შექმნაც შეუძლია და გოლების გატანაც. მეორე ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის გაძლიერება შეუძლია კუნ აგუეროა, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს კაციშვილმა არ იცის, დასაწყისისთვის გონზე მოსვლა, რომ შეძლოს ეგეც კარგი იქნება, რაღაც მხრივ ხამეს როდრიგესის სიტუაციას ჰგავს, რომელმაც ისიც კი არ იცის მისი გუნდი ვის ეთამაშება, ანჩელოტის გამო მივიდა ევერტონში და კარლიტო უკვე მადრიდშია, ცოტა მაშინებს აგუეროც ასეთ განწყობაზე არ იყოს მთელი სეზონი, თუმცა, აგუერომდე უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. 

მესამე ვისაც “ბარსას” გაძლიერება იდეაში შეუძლია, ფილიპე კოუტინიოა, მესის შემდეგ ცენტრიდან შეტევა ძალიან გაგვიჭირდება, კოუტინიოს კი ამის მოცემა შეუძლია, თუმცა, ტაქტიკურად რამდენად შესაძლებელია ეს არის საქმე, პედრი რვიანია, ისევე როგორც დე იონგი, კოუტინიო კი კლასიკური ათიანია, რას და როგორ მოიფიქრებს კუმანი ვნახავთ, ან იქნებ, საერთოდ აღარ იყოს “ბარსას” წევრი?! 

არის კიდევ დემბელე, მაგრამ.. დროა ყველამ გაიაზროს, რომ ფრანგები იმაზე მეტს ვეღარ გააკეთებენ, რაც უკვე გააკეთეს. ეს არის მათი ზედა ზღვარი. 

რონალდ კუმაზე რა უნდა ითქვას, თამაში დიდად ვერ შეცვალა, მისი ვიზავი ბევრად უკეთესი იყო, მაგრამ სერჟი რობერტოს გამოყვანა კარგად მოარტყა, საგოლე პასი მისი იყო. ასე რომ, ექნება რაღაც თავის გასამართლებლად. 

ასეთი ჯახი გველის ყველა ტურში. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მაგარი აზარტულია. 

შემდეგი მატჩი ხეტაფესთან – იქნებ იქამდე კიდევ შემოგვემატოს ვინმე. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (19)

  • azulgerana
    24 აგვ 2021, 03:38

    რა მიმოხილვა ამას უნდა

  • gio-rakitich
    23 აგვ 2021, 11:28

    ტიპმა მინიმალურიდან მაქსიმალური დადო,მომენტი შეექმნა შეაგდო და იდეაში ასისტიც ჩაიწერა,თურმე არაა აუცილებელი 150 მიოლონები გადაყარო შავტრაკა დემბელეში,უღიმღამო გრიზმან კოუტინიოში მარა ჰა მოდი და მაინც აგინე ლაპორტას მესის წასვლის გამო,გააკეთა პირველი ხმაურიანი ტრანსფერი სრულიად უფასოდ და სუ გადაწონა ამ ერთმა კაცმა ბართომეუს ნამოღვაწარი ტრანსფერების თვალსაზრისით.
    აქ ვიღაცამ დაწერა კიდე მესის ეს რო პასებით მოემარაგებინა რა შეტევა გვეყოლებოდაო და ბაზარიარაა მართლაც მაგარი იქნებოდა,ის კაცი მეტს კიარაფერს ითხოვდა,დაღეჭილს უდებდა და მიართმევდა ლანგრით და მერე დემბელე და ბრაიტვეიტი უმშვენებდა მუღამში,ერთი კრეატიული გარე მარბი ვერ მოუყვანეს ნორმალური,სუ მარტო იყო ტიპი.ამ ბრეიტვეიტს არააქვს ვიშე კლასი და თუ გინდა შეე…
    სევილიას დონეც არაა და ვერა რა ვერა ეს კარგძაღლი რამდენიც არუნდა გაიხეს შუაზე როგორც ჩემი ყ… სალამური არ გამოვა ისე მაგისგან დავიდ ვილა არ დაიბადება,ერთი მომენტი რო გაქვს 100%იანი მთლიან თამაშში და იმასაც ანიავებ უნდა ხეხო სკამი. ამ კუმანმაც ხო შეილება ვინმე სხვა მოსინჯოს და დასვას ასნავნოიზე იყვეს თუნდაც ვინმე ახალგაზრდა ცადოს ვინმე ლამასიელი.

  • Bobi
    22 აგვ 2021, 22:32

    ბილბაოსთან გასვლაზე რომ კარგავ ქულებს ეს არაა კატასტროფა. ძალიან ნორმალური მოვლენაა, ჩემი აზრით, და ამას მარტივი მიზეზი აქვს_ძალიან რთული დასამარცხებელია. მთავარი თამაშის ხარისხი იყო, რომელიც ნულს ქვემოთ იყო, ალბათ.

  • Zura Gviniashvili
    22 აგვ 2021, 14:13

    დღევანდელი თამაშიდან ასეთი რამ გამოვიტანე.. დავიწყოთ მეკარით: კი ნორმალულია მაგრამ მგონია რომ ტეშტეგერი ერთი თავით მაღლა დგას და ვაბშე სილესენი ჯობდა ამ ნეტუს. საქმე საქმეზე რომ მიდგეს მარტივ გოლსაც გაუშვებს ისე არადამაჯერებლად გამოიყურება თუნდაც პასის უკან მიღებიტ როცა პრესინგია ძაან ცუდი პასებს უბრუნებს თავის ფეხბურთელებს . ეხლა მცველები. არვიცი ალბა მართლაც ძაან მოუკლო და ძაან მომწონს ბალდე მაგრამ მაინც მგონია სერიოზულ თამაშერბში არ ღირს მისი სკამზე დასმა და ბალდეს გამოყვანა.. შეუძლია სუსტ გუნდებთან ან თასებზე გამოიყვანოს ცოტა მოერგება სასტავს თორემ უდავოა რომ მომავალში 2 წელიწადში ალბათ ბალდე იქნება ძირითადში. მეორე კრაიზე კი დესტი თითქოს ცოტა გააუმჯობესა თამაში დაცვაში შეტევაც კარგი აქვს მაგრამ თუ გვინდა კარგი ხარისხის დაცვა მგონია რომ ემერსონი ბევრად ჯობია მაგ საკითხში ჩემი სუბიექტური აზრია . ცენტრი უდავოა არაუხო არ უნდა გადაიყვანოს ზამენაზე უნდა შეიგნოს ამ ლენჩმა რომ ეგ რომ დგას საიმედოა და პარა კი პირველი იასნია პიკე თუ ტრამვა არ აქვს აი თუ ტრამვიანია პიკე მაშნ ძაან ცუდ სიტუაციაში ვიქნებით ეს გარსია ვაბშე სადაა რას აკეთებს არ ვიცი რა იმედია მხოლოდ ეს ერთი თამაში იყო და მერე უკეთ იქნება მაგრამ ბილბაოსთან რეებიც აკეთა არვიცი საშინელი იყო მაგის შეცდომებით ბევრჯერ გადავრჩით სუსტია ძალიან პლიუს არც მაღალია , მასკერანოც დაბალი იყო მაგრამ მასკერანოს ნაირი რომ იყოს რა უჭირს აღარაფერს ვიძახი პუიოლზე. ნახევარმცველი დეიონი შეუცვლელია აი პედრო დასვი შენ ოჯახ აშენებული დავიჯერო მთელი მსოფლიო ხვდება რომ მოსიარულე გვამია და ეს მწვრთნელი ვერ ხვდება თუ რახდება . დაგინებული აქვს რომ სულ ეს იდგეს თუ არ ვიცი ვერ ვპოულობ გამართლებას თუ რატომ ათამაშებს. ტიპი სასტავშია და ფაკტიურად 10 კაცით ვთამაშობთ. ბუსკეციმ მოუკლე მაგრამ ვინ დავაყენოთ თორე კი. თავდასხმა დეფაი შეუცვლელია . გრიზმანი რამდენიც არ გინდა ილაპარაკოთ და ლანძღოთ ამ მომენტისთვის დეიონგი დეფაისთან ერთად ეგ გვყავს პროფესიონალი ბევრს გააფუჭებს მაგრამ ერთს თავის დონით სერიოზულ საქმე გააკეთებს ნუ ამ მომენტისთვის ვერავინ შეცვლის .. ძალიან გვჭირდება ფორმაში მყოფი კოუტინიო ფატი და თუნდაც დემბელეს სპრინტი . აგუეროზე აღარაფერს ვამბობ რომ შეტევები უფრო მრავალფეროვანი გახდეს
    . ფაკტი სახეზეა წელს ექსპერიმენტები იქნება და ამ დროს ლალიგა თუ გამოვკარიტ უკვე დადებითია

    ციტატა: nikolozi96
    მე პირადად ამ გუნდის იმედი მაქვს და ბევრად წინ წავლენ,ბარსა ჩათვალეთ ახლა იბადება და კუმანმა უნდა აღმოაჩინოს დაალაგოს გუნდი.ყველა ფეხბურთელი უნდა გამოსცადოს,არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ თამაშსზე იმიტორო აშკარად ნახევარდაცვა დაღლილია მაგრამ გამოცდილების ხარჯზე დააყენა მთლად პუჩს ვერ ენდო და უთამაშებელ პიანიჩს,შეტევაში დარწმუნეული ვარ ბევრად ძლიერები იქნებიან თუნდაც დემბელე რო დაემატება ახლა უბრალოდ ვინგერი გვჭირდება წყალივით და დემბელე ძაან დაგვეხმარება სულ რო არაფერი გაიქცევა და რამეს იზავს,რაც შეეღება ბარსას ლიდერს მე დეპაი მგონია და ასე იქნება მთელი სეზონი.გუნდი ათამაშდება აუცილებლად და ლიგაზეც სათქმელს ვიტყვით!წინ ბარსა.და დავამატებ დაცვაში აუცილებლად უნდა იდგეს არაუხო და გარსია.გარსია შეცდომების მიუხედავად მაინც კარგად იდგა პლიუს ფსიქოლოგიურ წნეხში იყო ბაბუის გარდაცვალების გამო..


    ეს მკვდარი გვამი პედრი ჯობია პუჩის ?

  • La Pulga10
    22 აგვ 2021, 12:51

    შტეგენჯ დავრუნდება მალე,არაუხო ცხოველია,მაგრამ ყველას საქმეს ვერ გააკეთებს,ნახ.დაცვაში მარტო დე იონგია,რადგან ბუსკეცი ბებერია და პედრი მკვდარი.შეტევაში დეპაი ძაან კარგია,მაგრად დამევასა,გრიზმანმა უნდა მოუმატოს თორემ მთელი სეზონი გინება არ ასცდება,ფატი მალე დაბრუნდება იმედია და კოუტინიო ათამაშდება,თორემ საერთო თამაშში მხოლოდ ფრენკის და მემფისს შემოაქვთ კრეატივი.შეეშვას კუმანი პიკეს,როცა არაუხო გყავს და ბუსკეციც გამოცვალოს მეორე ტაიმში,დროა ახალგაზრდები ნელ-ნელა შემოუშვა.

  • nikolozi96
    22 აგვ 2021, 12:41

    მე პირადად ამ გუნდის იმედი მაქვს და ბევრად წინ წავლენ,ბარსა ჩათვალეთ ახლა იბადება და კუმანმა უნდა აღმოაჩინოს დაალაგოს გუნდი.ყველა ფეხბურთელი უნდა გამოსცადოს,არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ თამაშსზე იმიტორო აშკარად ნახევარდაცვა დაღლილია მაგრამ გამოცდილების ხარჯზე დააყენა მთლად პუჩს ვერ ენდო და უთამაშებელ პიანიჩს,შეტევაში დარწმუნეული ვარ ბევრად ძლიერები იქნებიან თუნდაც დემბელე რო დაემატება ახლა უბრალოდ ვინგერი გვჭირდება წყალივით და დემბელე ძაან დაგვეხმარება სულ რო არაფერი გაიქცევა და რამეს იზავს,რაც შეეღება ბარსას ლიდერს მე დეპაი მგონია და ასე იქნება მთელი სეზონი.გუნდი ათამაშდება აუცილებლად და ლიგაზეც სათქმელს ვიტყვით!წინ ბარსა.და დავამატებ დაცვაში აუცილებლად უნდა იდგეს არაუხო და გარსია.გარსია შეცდომების მიუხედავად მაინც კარგად იდგა პლიუს ფსიქოლოგიურ წნეხში იყო ბაბუის გარდაცვალების გამო..

  • RiquiPuig
    22 აგვ 2021, 12:41

    აზრი არ აქვს სანამ კუმანია გუნში რამეზე ფიქრს.
    ამ გუნდს სჭირდება ჭკვიანი,მოტივატორი კაცი,რომელიც ყველაფერთან ერთად ავტორიტეტიც იქნება.კუმანი არის ჩვეულებრივი უტვინო,პრიმიტიული,ხისთავიანი მწვრთნელი.
    ჩავიც რომ მოვიდეს დარწმუნებული ვარ ისევ ბებერ ჩამპალ ალბას და მკვდარზე ვენოკ ბუსკეტსს ათამაშებს.ლაპორტა იმაზე <<ცენზურის დარღვევა>> გამოდგა ვიდრე ვიფიქრებდი

  • Albicelecte
    22 აგვ 2021, 12:40

    ფრე 1:1 სან მამესზე კატასტროფა ნამდვილად არაა;
    მაგრამ მწვრთენლის საქმეა ის, რომ ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში ყავდეს
    პიკე არ იყო ფიზიკურად მზად და პედრი არის გადაღლილი, ეს ხომ იცოდა? ბილბაო სწრაფ ტემპს შესთავაზებდა და ამას უნდა მიხვედრილიყო

  • nika 54
    22 აგვ 2021, 12:08

    მე ძალიან მიკვირს ზოგიერთების აღტაცება, და გრიზმანის ქება, ისიც მოვისმინე სადღაც მესი უშლის ხელსო!!! არვიცი, მე გრიზმანი არ მგონია ბარსას კალიბრის.
    გარსია მიხედავად ბევრი შეცდომებისა მაინც მომავალია, ის რომ გაძევების ფასად გადაარჩინა ქულა ნამდვილად მოსაწონია.
    ყველაზე საწყენია არჩათვლილი გოლი, არავითარი ჯარიმა იქ არ ყოფილა და ძალიან საწყენი იქნება თუ "ვარ"-იც ვერ გვიშველის ესპანელი მსაჯების მადრიდული გამოხტომებისგან.

  • rivaldo80
    22 აგვ 2021, 12:02

    აუ აუ წავიდა გუნდის გაფარჩაკება კომენტარებში…მთავარი პრობლემა კუმანია თორეე მესიან სუარესიანად არ გადაგვაღუნა თავზე ბილბაომ ბურთი თუ აღარ გახსოვთ??😂😂😂 რა უცნაური ხალხი ხართ..მესი გაუშვა გუნდმა და სულ რომ მორღვეული იყოს გუნდი რამე გიკვირთ?? როგორ არ მევაასება ეს ზედმეტი დრამები და დაკნინება გუნდის.

  • M10 S9 D11
    22 აგვ 2021, 11:46

    ბარსას მთავარი პრობლემა როგორც ეს ბოლო წლებია აქვს ისევ და ისევ ნახევარ დაცვაა ცენტრში დაცვა არასდროს ყოლია ძლიერი არასდრო მარა ნახევარ დაცვა ყავდა ზე კალსის და დაცვაშიც ნაკლებად გვქონდა პრობლემები ცენტრში ბურთის დამჭერი არ გვყავს დე იონგი არაა ის ფეხბურთელი ვინც ბურთს დაიჭერს ეგ არი ტიპიური საყრდენი პედრი რაც არუნდა ტალანტი იყოს ადრეა მაგის ძირითადობა ადრე იმიტომ რო ბავშვია კვლავ დაცვიდან შეტევაში ბურთის ამოტანაა პრობლემა და კვლავ ვერ ვუმკლავდებით მეტოქის პრესინგს ისევ და ისევ იმიტომ რო ცენტრში ბურთის დამჭერი არ გვყავს ეგეთი მარტო პიანიჩი გვყავს მარა ისეა დამწნილებული აზრი არ აქვს მაგის თამაშს კოუტინიო უნდა დაბრუნდეს და სასწრაფოდ ჩადგეს ფორმაში თორე შემტევი ნახევარ მცველიც არ გვყავს ფაქტიურად პედრი იმ დონეზეა გამოფიტული რო ზარალია რობერტოს შემოსვლა მაგრად არ მომეწონა მარა უნდა ვაღიაროთ რო ოდნავ გამოსწორდა სიტუაცია ასე თუ ისე დაიჭირა ცენტრში ბურთი კოუტინიო რო დაბრუნდება რობერტო დე იონგი კოუტინიოს ტრიო უნდა ცადოს ცენტრში

    რაც შეეხება თავდასხმას ფატის დაბრუნებამდე უნდა მოვითმინოთ დეპაის გარდა გამამწვავებელი და კაცის მომწყუებელი არავინაა გრიზმანის ძლიერი მხარე კაცის მოტყუება ნახდად არაა ეგ არის ფლეიმეიქერია და ფლანგზე კი არა ფორვარდების უკან უნდა იდგეს თორე დარბის გზა აბნეული ქათამივით მოედანზე უბრალოდ არ იცის რა გააკეთესო ფატი რო დაბრუნდება ეგ და დეპაი უნდა დადგნენ ფორვარდებზე და მაგათ უკან უნდა დადგეს გრიზმანი

    რაც შეეხება დაცვას ალბა მესის ეძებს და სამწუხაროდ მინიმუმ ეს სეზონი ვერც იპოვის გარსია მეორე ლენგლეა ძალიან სუსტია პოზიციურადაც სისწრაფეშიც და ფიზიკურადაც დესტს არ ვიცი რა სჭირს მარა ემერსონის დაყენებას ისევ დესტი იდგეს ჯობია ერთადერთი ნათელი წერტილი გვყავს არაუხო პიკემ ტრამვა მიიღო და არ ვიცით როდის დაბრუნდება ეგება მანამდე მინგესამ მოასწორს დაბრუნება და შეუწყვილონ არაუხოს და ჰო რაც მთავარია შტეგო გვჭირდება ჰაერივით

    მოკლედ ხეტაფესთან თუ არა სევილიასთან ეს კამანდა ხოდზე უნდა იყოს

    შტეგენი
    დესტი არაუხო მინგესა ალბა
    რობერტო დე იონგი კოუტინიო
    გრიზმანი
    ბრაიტვაიტი დეპაი
  • Zura Gviniashvili
    22 აგვ 2021, 11:27

    ციტატა: JustBarcaLover

    ციტატა: Zura Gviniashvili

    ციტატა: totti10
    ამას ქვია ბურთის თავზე დახევა, გუნდს ელემენტარული ლიდერი არ ყავს თავს ტავზე რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ულიდეროს გუნდს, არც დაცვის ლიდერი ყავს გუნდს არც ნახევარდაცვის და არც შეტევის. გრიზმანი ვაფშე სად იყო ან ვისთან იყო თვითონაც არ იცოდა, ბრრაითვეი გამომიყვანეს ნაზარიო რონალდო 2 რაღაც გამვარდნილი ბურთით გოლი რომ გაიტანა, ალბა ჩველ ფორმაშია მესის ეძებს და არ იცის რა ქნას, ბუსკესი რაც შეიძლება სასრაფოდ სკამზე უნდა დაჯდეს, გარსიას რაზე აგინებთ? შეიძლება არ არის ნესტა მაგრამ 2 გამოუცდელი ერტად რომ დგას დაცვაში ცოტა არ იყოს და დაინევოდა, პლიუს ის ტრაგედიაც რომ გადატყდა თავს, რომ არ მოეჩეხა გოლი იქნებოდა, არ გახსოვთ ვალვერდემ ატლეტიკოსთან რა ქნა რომ მიაჩეხა 1-1 ზე რომ გადიოდა საული ?? სიმეონემ რომ თქვა ესეთი რამე დაუშვებელიაო ? :დ მასეტ რამეს ყველა ფეხბურტელიშვება. მთლიანობაში იგრძნობოდა 2-3 კაცის დადებითი მუხტი დანარჩენი აი რა ვთქვა, ბილბაოსთან ასე თუ უჭირთ ესენი ატლეტიკოსთან და გრანდებთან ალბათ ჩაიჯვამენ


    რაღაცეებში გეთანხმები მაგრამ ბრაითვეიტმა ერთი კარგი მომენტი გააფუჭა და ყველამ თავზე უქენით ეგრე გრიზმანს იმდენი გაუფუჭებია ახლო მანძილიდან რომ ვინ იცის, არ ვაქებ მაგრამ არც ეგეთ შეფასებას იმსახურებს წინა დღეს რომ მწვერვალზე აიყვანეთ და უცებ ერთი გამაზვით საფლავში ჩადეთ. ჩვეულებრივი დანიელია რასაც თავისი მონაცემებით თავის ხელფასით მაქსიმუმს გვაძლევს. რაც შეეხება გარსიას საერთოდ არ ვარგა არც ფიზიკურობა უწყობს არც სიმაღლე და პოზიციურად პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. პიკე არაუხო უნდა იდგეს ეგ გარდაუვალია. პედრი ნოლი მაგის გამო 10 კაცით ვიყავით. გვინდა კოუტინიო ფორმიანი ფატი და იქნებ გამოჯამრთელებული აგუერო რომ ლალიგა მაინც დავდოთ. ხოლლ დემირის ათასჯერ ჯობია ჩვენი ტალანტი კვარაცხელია


    კვარაცხელია არა კიდე კვატი


    არვიცი შენთვის კვატია თუ გოჭი მაგრამ რომ ვუყურებდი ამ ბიჭს ხვიჩა ნამდვილად ჯობია

  • ბექა ქურდაძე
    22 აგვ 2021, 11:12

    ციტატა: Don_Andresito
    ლეო რო არ წასულიყო მემფისთან მაგარ დუეტს შეკრავდა, მესამე ვინც გინდა ყოფილიყო. მაგის შერბენები მარცხნიდან და ლეოს პასები. ლა ლიგას დავდებდით. მარა ლაპორტამ არაო. ბრაიტი მოაშორეთ და ფორვარდი იყიდეთ თორე 4 ული სანატრელი იქმება


    რეი მანაის რომ მისცეს შანსი ის უფრო ბევრად შედეგიანი იქნება ვიდრე ბრატი

  • Zura Gviniashvili
    22 აგვ 2021, 10:34

    ციტატა: totti10
    ამას ქვია ბურთის თავზე დახევა, გუნდს ელემენტარული ლიდერი არ ყავს თავს ტავზე რომ აიღოს პასუხისმგებლობა და ულიდეროს გუნდს, არც დაცვის ლიდერი ყავს გუნდს არც ნახევარდაცვის და არც შეტევის. გრიზმანი ვაფშე სად იყო ან ვისთან იყო თვითონაც არ იცოდა, ბრრაითვეი გამომიყვანეს ნაზარიო რონალდო 2 რაღაც გამვარდნილი ბურთით გოლი რომ გაიტანა, ალბა ჩველ ფორმაშია მესის ეძებს და არ იცის რა ქნას, ბუსკესი რაც შეიძლება სასრაფოდ სკამზე უნდა დაჯდეს, გარსიას რაზე აგინებთ? შეიძლება არ არის ნესტა მაგრამ 2 გამოუცდელი ერტად რომ დგას დაცვაში ცოტა არ იყოს და დაინევოდა, პლიუს ის ტრაგედიაც რომ გადატყდა თავს, რომ არ მოეჩეხა გოლი იქნებოდა, არ გახსოვთ ვალვერდემ ატლეტიკოსთან რა ქნა რომ მიაჩეხა 1-1 ზე რომ გადიოდა საული ?? სიმეონემ რომ თქვა ესეთი რამე დაუშვებელიაო ? :დ მასეტ რამეს ყველა ფეხბურტელიშვება. მთლიანობაში იგრძნობოდა 2-3 კაცის დადებითი მუხტი დანარჩენი აი რა ვთქვა, ბილბაოსთან ასე თუ უჭირთ ესენი ატლეტიკოსთან და გრანდებთან ალბათ ჩაიჯვამენ


    რაღაცეებში გეთანხმები მაგრამ ბრაითვეიტმა ერთი კარგი მომენტი გააფუჭა და ყველამ თავზე უქენით ეგრე გრიზმანს იმდენი გაუფუჭებია ახლო მანძილიდან რომ ვინ იცის, არ ვაქებ მაგრამ არც ეგეთ შეფასებას იმსახურებს წინა დღეს რომ მწვერვალზე აიყვანეთ და უცებ ერთი გამაზვით საფლავში ჩადეთ. ჩვეულებრივი დანიელია რასაც თავისი მონაცემებით თავის ხელფასით მაქსიმუმს გვაძლევს. რაც შეეხება გარსიას საერთოდ არ ვარგა არც ფიზიკურობა უწყობს არც სიმაღლე და პოზიციურად პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. პიკე არაუხო უნდა იდგეს ეგ გარდაუვალია. პედრი ნოლი მაგის გამო 10 კაცით ვიყავით. გვინდა კოუტინიო ფორმიანი ფატი და იქნებ გამოჯამრთელებული აგუერო რომ ლალიგა მაინც დავდოთ. ხოლლ დემირის ათასჯერ ჯობია ჩვენი ტალანტი კვარაცხელია

  • kendricklamar
    22 აგვ 2021, 09:57

    საბოლოო შედეგის მხრივ ამ გუნდში მესი გინდ იყოს გინდ არა.

    მესი აქ მხოლოდ ერთ კლუბში გატანილი გოლებით თუ ჩატარებული მატჩების პირად სტატისტიკას თუ გააუმჯობესებდა სხვა ვერანაირი შედეგი აქ მესის ყოფნას ვერ ექნებოდა მისი უდიდესი პატივსცემის მიუხედავად..

    ხანდახან მართლა ვერ ვხდები ისეთი კლუბში სადაც წესით და რიგით ამდენი პროფესიონალი მუშაობს როგორ ვერ ხვდებიან რა არის მართლა საჭირო გასაკეთებელი ნაცვლად 32 წლის ტრავმიანი აგუეროს მოყვანის

  • azulgerana
    22 აგვ 2021, 09:53

    ციტატა: Don_Andresito
    ლეო რო არ წასულიყო მემფისთან მაგარ დუეტს შეკრავდა, მესამე ვინც გინდა ყოფილიყო. მაგის შერბენები მარცხნიდან და ლეოს პასები. ლა ლიგას დავდებდით. მარა ლაპორტამ არაო. ბრაიტი მოაშორეთ და ფორვარდი იყიდეთ თორე 4 ული სანატრელი იქმება


    ხო ბრაითვაიტმა ჩაიჯვა

  • Don_Andresito
    22 აგვ 2021, 09:40

    ლეო რო არ წასულიყო მემფისთან მაგარ დუეტს შეკრავდა, მესამე ვინც გინდა ყოფილიყო. მაგის შერბენები მარცხნიდან და ლეოს პასები. ლა ლიგას დავდებდით. მარა ლაპორტამ არაო. ბრაიტი მოაშორეთ და ფორვარდი იყიდეთ თორე 4 ული სანატრელი იქმება

  • Sergio5
    22 აგვ 2021, 09:36

    3 წელია ვამბობ რო მთელი დაცვაა გამოსაცვლელი თქო, ესენი ყველას და ყველაფერს ცვლიან დაცვის გარდა barca-6

    მესის წასვლით რო ახალი ერა დაიწყებოდა ისედაც ვიცოდით, მთავარია ეს პერიოდი ლივერპულივით გადავიტანოთ და მალე გამოვფხიზლდეთ და არა მილანივით, არანაირი სურვილი არ მაქვს ისე მოგვივიდეს

    და კუმანის მუშაობაც ძალიან არ მომწონს, საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს

  • sophie-gaucho
    22 აგვ 2021, 08:52

    მართლა ძალიან კარგია მემფისი, მსიამოვნებს მისი თამაშის ყურება. ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ იმედის მონცემია მისი თამაში და დიდი იმედი მაქვს ასე ლამაზად და შედეგიანად გააგრძელებს heart_eyes