გრიზმანი დიბალას სანაცვლოდ – აბსურდის თეატრი გრძელდება

გრიზმანი დიბალას სანაცვლოდ – აბსურდის თეატრი გრძელდება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსა” და “იუვე” გრიზმანისა და დიბალას გაცვლას აპირებენ, როგორც ჩანს, “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებები ჩიხშია, “ბარსას” სურდა გრიზმანის სანაცვლოდ ჟოაუ მიეღო, მაგრამ მადრიდელებმა იუარეს, შემდეგ საულზე ჩამოვარდა სიტყვა და ლაპორტამ იუარა, რადგან მიაჩნია, რომ გრიზმანი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე საული, ახლა კი “იუვესთან” მიდის მოლაპარაკებები და ის ცუდი კაცი გამახსენდა, ბართომეუზე მაქვს საუბარი, გრიზმანი-დიბალას ბარტერი, არტური-პიანიჩის ბარტერს მაგონებს. რა შეიცვალა ამ გაცვლით, ან “ბარსასთვის” ან “იუვესთვის”? არაფერი. 

ასე იქნება ამჯერადაც. 

გრიზმანის პრობლემა იყო ის, რომ გადმოსვლისთანავე მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, ჰქონდა “სოსიედადში” ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება, მაგრამ მაშინ გაცილებით სწრაფი იყო და ის ფეხბურთიც წარსულს ჩაბარდა ცაციები რომ მარცხნივ თამაშობდნენ, ახლა, ამ ფეხბურთში ვერც გრიზმანი ითამაშებს მარცხნივ და ვერც დიბალა. არგენტინელისთვის მარცხნივ თამაში საერთოდ ეგზოტიკაა, ერთი დიდი გაუგებრობა. 

როგორი იყო გრიზმანი მარჯვნივ? ბევრად უკეთესი ვიდრე მარცხნივ, მაგრამ მაინც, ეს არ არის მისი საქმე, ასევეა დიბალაც, მარჯვენა ფლანგზე თამაში ასე თუ ისე გამოსდის, მაგრამ თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენს, თანაც ყველამ ვიცით რაშია საქმე, ეს ფლანგი მესის საკუთრებაა, სულ რომ ცენტრში თამაშობდეს მაინც, ტიპურ გარემარბთან შეძლებს შეთამაშებას, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც ფლანგიდან ცენტრისკენ იწევს, მესისთვის პრობლემაა და რაც მესისთვის პრობლემაა, ის გუნდისთვისაც პრობლემატურია. 

რა ხდება ცრუ ცხრიანის, ან მეორე ფორვარდის პოზიციაზე? დაივიწყეთ, ეს თავიდან ბოლომდე მესის პრეროგატივაა და ასე რომ არ იყოს, გრიზმანს გაცილებით მეტი თავისუფლება ექნებოდა, მეტი დროც ექნებოდა და უკეთესი სტატისტიკაც, სწორედ ამიტომ იყო მისი გადმოყვანა სიგიჟე, ზუსტად მესის პროფილის ფეხბურთელია, ოღონდ გაცილებით დაბალი დონის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დიბალაზე, ესეც დანამვდილებით ვიცით, რადგან არგენტინის ნაკრებში არაფერიც არ გამოდის, მესის და დიბალას ერთად თამაში გამორიცხულია, ერთი და იგივე სივრცეში გადაადგილდებიან, ერთი და იმავე ტემპში, შეტევას იდენტურად ავითარებენ, რადგან ორივე ცაციაა და ა.შ. 

იქნებ ცხრიანის პოზიცია? არა, არც აქ არის საშველი, თუ ცხრიანზე მიდგა საქმე, გრიზმანი დიბალას აღემატება კიდეც, მას უფრო აქვს გამოცდილება ამ პოზიციაზე თამაშის და გაცილებით წარმატებულადაც, დიბალა ცხრიანზე – გამორიცხულია. 

შესაბამისად, ისმის კითხვა – ვის რაში სჭირდება ეს აბსურდული გაცვლა?! 

მიზეზი ორია: 

  • ასაკი, დიბალა უფრო ახალგაზრდაა, მაგრამ რომ ვთქვა, რომ ეს ბევრ რამეს ცვლის ტყუილი იქნება, მესი 1-2 წელში წასვლას არ აპირებს, 40 წლამდე თამაში აქვს განზრახული და ძალიანაც კარგი, ამიტომ, საერთოდ არ აქვს ამ შემთხვევაში ასაკს მნიშვნელობა. ერთი თავის ტკივილს, მეორეთი ცვლი. 
  • გრიზმანის რასისტული გამოხტომა მეორე მიზეზია, დემბელეს დიდი სიამოვნებით გაუშვებდნენ გუნდიდან, მაგრამ არ გამოდის, გარდა იმისა, რომ ყველანაერად გვაზარალა ისიც გაეხვა რასისტულ სკანდალში, გრიზმანის გაშვება კი შესაძლებელია, საქმე ის არის, რომ ლაპორტა დიდ ყურადღებას აქცევს ფინანსებს, ყოველთვის ასე იყო, განსაკუთრებით კი ახლა, როცა გუნდი გაკოტრების ზღვარზეა. რასისტული სკანდალი კი “ბარსას” ძალიან დიდ თანხებს აკარგვინებს აზიაში, გუნდის პოზიტიური პოპულარობა მაქსიმალურად შემცირდა და ახლა ტვირთის მოცილების დრო მოვიდა. 

ეს არის და ეს, სხვა ყველაფერი გემოვნების ამბავია, ვიღაცას გრიზმანი ურჩევნია, ვიღაცას დიბალა, გუნდისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ მესი-აგუერო-დიბალას შორის ურთიერთგაგება უფრო კარგი იქნება, ვიდრე არგენტინელებისა და ფრანგების.  

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    21 ივლ 2021, 17:15

    სად ნახულობთ ამ ნიუსებს გამაგებინა, რავა ყველა გულთმისანი ბარსაზე მუშაობს.

  • MARADONA1968
    20 ივლ 2021, 23:58

    ეს, ჟურნალისტების დაავადებაა!
    აბა რითი იშოვონ მაყუთი!

  • ნოე
    20 ივლ 2021, 18:21

    გრიზმანს თუ უშვებენ გაყიდონ ამ გაცვლებით ტვინი წაიღეს

  • Chico
    20 ივლ 2021, 17:03

    მე მგონია, რომ ეს ერთი კიდევ ახალი ჭორია. როგორც ხდება ხოლმე, ვიღაცა გაზონის მორწყვის დროს რაღაცას წამოაყრანტალებს, და ვიღაცა კიდევ ახალი ინფორმაციის სახით აქვეყნებს. და თუ ეს ჭორი არ არის, გამოდის, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან ბარსაში, რაც არა მგონია, რომ ასე იყოს

  • Diana
    20 ივლ 2021, 15:53

    გრიზმანი დატოვონ თავის ადგილზე , ახალ სეზონში კიდევ უფრო კარგი იქნება , რეალურად მაგაზე უკეთესს ახლა მაინც ვერ მოიყვანებენ

  • riva
    20 ივლ 2021, 15:42

    დიბალა და მესი ერთად გუნდში? იგივე მოხდება რაც გრიზმანზე მოხდა

  • La Pulga10
    20 ივლ 2021, 15:23

    დემბელე მოკვდიიიიი