მიუხედავად იმისა, რომ ერიკ გარსია სულ მალე “ბარსელონელი” გახდება, კლუბს მაინც არ აქვს დამშვიდების საშუალება, დაცვაში დიდი პრობლემებია და მხოლოდ ერთი ტრანსფერი ამას ვერ უშველის, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე “ბარსა” აქცენტს თავისუფალ აგენტებზე აკეთებს და იყო ერთი უნივერსალი მცველი, რომელიც უამრავ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ დავიდ ალაბა მადრიდის “რეალმა” გადაიბირა, ეს იყო საუკეთესო ვარიანტი ამ სატრანსფერო პერიოდში, რომელიც ხელიდან გავუშვით.
ახლა კი ორ მცველზე მიდის საუბარი და ორივე არარეალური ჩანს, დე ლიხტის ტრანსფერს “იუვე” არ დაუშვებს, დიდად არც თავად ჰოლანდიელი აქტიურობს და არც “ბარსა”, მხოლოდ ჟურნალისტები წერენ ასეთ ამბებს, რასაც მეტწილად საფუძველი არ აქვს.
მეორე ვარიანტი კი ჟიულ კუნდეა, “სევილიას” ფრანგი ცენტრალური მცველი, რომელსაც ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა და გრანდების ყურადღებაც მიიქცია, მცირე ხნის წინ კი კლუბის შეცვლის სურვილი თავად გამოთქვა, მაინც და მაინც ამ ზაფხულს სურს, რომ “სევილია” დატოვოს, ექაჩებიან დასარჩენად, მაგრამ უარზეა. კუნდეს შეუძლია მისივე თანამემამულეები შეცვალოს, მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა, კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდ თანხად 75 მილიონია მითითებული, კონტრაქტის ეს პუნქტი კი ჯერ გააქტიურებულიც კი არ არის, მაგრამ MD განიხილავს გაცვლის ვარიანტსაც, “ბარსას” შეუძლია კუნდეში უმტიტი-ლანგლეს დუეტი გაიღოს, არაუხო, გარსია, პიკე და კუნდე, საკმარისი იქნება მომდევნო სეზონის ჩასატარებლად, პლუს მინგესა, რომელიც ისევ ძირითად გუნდთან ერთად იქნება, მაგრამ უმტიტის კლუბის დატოვება არ სურს, რომც სურდეს არა მგონია “სევილიამ” კალთები დააგლიჯოს, როგორც წესი, “სევილიელები” ახალგაზრდა და პერსპექტიულ ფეხბურთელებს ეძებენ, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია, აი ლანგლესა და უმტიტის განვითარება უკვე შეუძლებელია.
არადა, კუნდესა და გარსიას ერთდროულად მოსვლა, უმტიტისა და ლანგლესაგან განთავისუფლება, ცენტრალური დაცვის პრობლემას ძალიან დიდი ხნით მოაგვარებდა, თუ ემერსონის შესაძლო ტრანსფერსაც გავითვალისწინებთ უკვე სოლიდურ სურათს მივიღებდით.
“ბარსას” არ აქვს ფული, სამაგიეროდ ჰყავს უამრავი ფეხბურთელი, რომელიც არაფერში სჭირდება. კუნდეს მიმართ ინტერესს იჩენს მადრიდის “რეალიც”, ალაბას მერე თუ ეს ფეხბურთელიც აგვაცალეს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შემდეგ სეზონში ძალიან დიდი უპირატესობა ექნებათ.
ფრანგის ფასი დიდია, მაგრამ ინგლისელები არც დაფიქრდებიან ისე გაისვრიან 80 ან მეტ მილიონს, ამ მხრივ ფავორიტად “მანჩესტერს” მიიჩნევენ, კი, ყველაფერი დასწრებაზეა, განსაკუთრებით ფეხბურთში.
მოკლედ ესეთი გამათხოვრებული ბარსა, რო ერთი ფეხბურთელის ფულიც არ ქონდეს არ მახსენდება, მართლა მათხოვრებივით დავდივართ, მეორადებში რო დადიან ჩასაცმელის საძებნელად.
ჰაჰაჰა რა სასაცილოა 70 მილიონიანი მცველი რატო უნდა გაცვალო ერთ მკვდარ და მეორე ჩლუნგ მცველში…აქ ბევრი წერს ეს გაყიდეთ ის გაყიდეთ ხალხნო სამგორის ბაზარი კი არა არ გიფიქრიათ რომ რატო უნდა იყიდონ ან უმტიტი ან ლანგლე ან დემბელე კოუტინიო თქვენ იყიდიდით???? ორი წელია ყიდიან კოუს და კაციშვილს არ უნდა და 5 ლარად ხომ არ გაყიდიან
რა რომანიოლი, მილანიდან აგდებს სასტავი და ბარსაში რა უნდა
:დ მილანი აგდებს კი არა კონტრაქტს არ ახანძლივებს სად წაიკითხე მილანი აგდებსო :დ მაგის შენარჩუნებაზე წვალობენ 2 წელია უბრალოდ ამ პანდემიამ შეუშალა გრანდებს ხელი თორემ ააწკაპნიდნენ ძალიან მარტივად წელს თუ არა გაისად წავა მილანიდან
ტიპი კაპიტანია და სერია ა ს ერთ ერთი ტოპ მცველი. 1 წელი დარჩა კონტრაქტის. რაიოლას ბიჭია ეგეც და არ მგონია 25 ზე მეტი დაგვიჯდეს. ლენგლეშიც გაგვიცვლიან რო რამე. თან ცაციაა. მარცხენა ცენტრალური მცველია რაც ჩვენ გვჭირდება. თორე კუნდეც დე ლიხტიც არაუხოც მარჯვენები არიან და ერთად თამაში გაუჭირდეთ შეიძლება. პიკეც მარჯვენაა და მინგესაც. არაა რომანიოლი ცუდი ვარიანტი. კია ნაბ… ფეხბურთელი მარა როგორც მცველი ცხოველია
მერე სევილია დებილი ნახეთ რომ 70 მილიონიანი კაცი ლენგლე-უმტიტიში გაცვალოს? იგივე რომ თქვათ ბორუსიას ჰოლანდი ბრაითვეითში და დემბელეში გავუცვალოთ.
დე ლიხტის დედაც, ეს დაითრიონ. ყველაზე შესაფერისი მცველია ბარსასთვის. რამდენია ხანია რო ვწერ. ეს თუ ითრიეს ჩათვალეთ ამ სატრანსფერო ფანჯარას დიდი პლიუსით დავამთავრებთ. ეს თუ მართლა რეალმა წაიყვანა ჩათვალეთ რომ საოცარი დაცვა ეყოლება
მეგრელი ხარ ხო?
ძაან გაასწორებ ეს ბარტერი თუ შედგა
რა იყო სახელი არ მოგეწონა თუ ეროვნება? ძაან მაგარი ბიჭია
რა რომანიოლი, მილანიდან აგდებს სასტავი და ბარსაში რა უნდა
რა კოუნდე)))))))))))))))
ლაპორტს უნდა სიტიდან წამოსვლა თან ცაციაა. ლისანდრო მარტინესიც არაა ცუდი ვარიანტი ესეც ცაციაა. ლენგლე და უმტიტი იქნებ მოვიშოროთ რამენაირად
დავაი ეს მაინც მოიყვანე ლაპორტა და ეს უმტიტი და ლენგლე კი ვიღაცას შეასაღე! აბა აგენს ჭკვიანი კაცი არ იყიდის 😆