რეალი VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

რეალი VS ბარსელონა (ვიდეოანალიზი)

სეზონის პირველი “კლასიკოსგან” ბევრად განსხვავებული მატჩი იყო, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა, ზიდანმა რონალდ კუმანი ისევ დაჩაგრა. “რეალი” ისევ იყენებდა მესამეზე პასს და თავისუფალ სივრცეს, მაგრამ ამჯერად არა მცველების ზურგსუკან, არამედ ზონებს შორის. წინა “კლასიკოს” ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ აქ

რაც შეეხება ქარიშხლიან “კლასიკოს”, გაცილებით მეტს ველოდით, “ბარსასგან”, თორემ “რეალს” არაფერი დაეწუნებოდა, პირველი ტაიმი ჩვენი მხრიდან საშინელი გამოდგა, მეორეში კი მხოლოდ იმით გავედით ფონს, რომ ზიზუმ კონტრშეტევებზე თამაში არჩია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქულის ასაღებად სულ მცირედი დაგვაკლდა, ქულა კი ამ თამაშში მოგების ტოლფასი იქნებოდა.

პასი ზონებს შორის

“რეალის” ნახევარდაცვის ბარიერი რამდენჯერმე გადავლახეთ, ძირითადად პედრისა და ბუსკეტსის დამსახურებით. დე იონგს ისევ ეტყობა, რომ 100%-იანი და მარტივი პასი ურჩევნია ზონებს შორის პასის გარისკვას. გამოდის, რომ პირველ ტაიმში მესიმ და დემბელემ ვერ ივარგეს, დემბელე პოზიციური შეტევების დროს რომ ნულია, ეს კარგად ვიცით, ამ თამაშში კი მცველები მუდმივად დისტანციაზე ეთამაშებოდნენ, რომ სივრცეში გაქცევის საშუალება არ მიეცათ.

დემბელე

გარდა იმისა, რომ მცველები დისტანციაზე ეთამაშებოდნენ, ჰქონდა ორი მომენტი, თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ორი გოლის გატანა შეეძლო, ეს კი ასეთ თამაშში ყველაფერს ნიშნავს. დიდად არ დაგვამახსოვრდა იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ააცილა, ჯერ თავი, მერე ფეხი.

ჟორდი ალბა და შეტევა ფლანგებიდან

გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა რომ ჟორდი ალბა იქნება, ესე იგი, სერიოზული პრობლემებია. თუ რამე შევქმენით, სწორედ მისი დამსახურებით, საგოლე პასიც მიითვალა და 2-3-ჯერ ძალიან სახიფათო მომენტიც შექმნა. გასაგებია, რომ მესის გარეშე ვერც ვერაფერს შექმნიდა, მაგრამ სხვასაც რომ ჰქონდეს სათამაშო ტემპის ასეთი გრძნობა, ლეოსაც ბევრად გაუმარტივდებოდა თამაში.

რეალის კონტრშეტევები

ისევე, როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც მესამეზე პასით დაძლიეს ჩვენი ბარიერები, ჩვენ კი ერთხელ ვცადეთ საპასუხოდ იდენტური კომბინაცია და მაშინაც არაფერი გამოგვივიდა. ზიდანს ძალიან კარგად ჰქონდა “ბარსას” შემადგენლობა შესწავლილი. ვალვერდეც სწორედ იმიტომ დააყენა მარჯვენა ფლანგზე, რომ ალბას წინ ჩართვით ესარგებლა, ხოლო პედრის რომ სისწრაფეში დაჩაგრავდა, თავიდანვე ნათელი იყო და გამოჩნდა კიდეც.

გოლები

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ “რეალის” პრესინგი ძალიან კარგად დავძლიეთ, მაგრამ ბოლო ფაზაში ისევ ვერაფერს გავხდით, მერე ჩვენმა ნახევარცმველებმა პოზიციები დაკარგეს და ვალვერდემ ორჯერ ზედიზედ ჩვენი მცველები 2-1-ზე დაიჭირა, რასაც თავისუფალ ზონაში გაკეთებული პასი და გოლი მოჰყვა. 

ჯარიმას რაც შეეხება, ალბამ იმიტომ ვერ შეძლო ბურთის გამოტანა, რომ ბოლო წამს ჩაირბინა კარის ხაზთან, ჯობდა თავიდანვე ასე მოქცეულიყო.

ასეა საქმე. 

წავაგეთ, მაგრამ მეორე ტაიმი მართლა კარგი იყო, ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაგვიკარგავს. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (13)

  • Davita
    27 მარ 2022, 00:21

    ჩავი გენიოსია

  • me da barca
    25 მარ 2022, 20:07

    ყოველთვის ელკლასიკოსრეალი თეთრ და ბარსა ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმებით თამაშობდა და ეს კლასიკო რატომ ითამაშეს გასვლითი ფორმებით?!

  • nika 54
    25 მარ 2022, 16:36

    მოკლედ ანჩელოტის კაი ხანი მოუწევს ფიქრი და ათასი კოლოფი საღეჭი რეზინის მონელება, რო მიხვდეს რა უქნა მის სამეფო კლუბს ჩავის ჯერ კიდევ დაუმთავრებელმა პროექტმა სახელად "მომავლის ბარსა"

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    25 მარ 2022, 08:40

    მადლობა ფეოლაა!

  • XAVI 6-8
    24 მარ 2022, 23:22

    ციტატა: Albicelecte
    ლეგენდარული ფეოლასეული ანალიზი; სუპერთასის ფინალში ბაიერნის დამხობის შესახებ ველოდებვი მსგავსს სტატიას barca-3


    დიდი შანსია ასეთ ბარსელონამ ყველას პასუხი გასცეს.მთავარია ევროპა ლიგა მოვიგოთ და სუპერთასზე მოვიდეს ლუბოი🙃
    მაესტრო სუპერ სეზონი უნდა დადო🙂🙃

  • Albicelecte
    24 მარ 2022, 23:04

    ლეგენდარული ფეოლასეული ანალიზი; სუპერთასის ფინალში ბაიერნის დამხობის შესახებ ველოდებვი მსგავსს სტატიას barca-3

  • serafime
    24 მარ 2022, 23:03

    Საოცარი მატჩი ჩავატარეთ, უპირველესად ეს ყველაფერი ჩავის დამსახურებაა, შემდეგ ფეხბურთელების, შემართებით და მონდომებით იბრძოდნენ ყველა ბურთზე, რამაც შედეგი გამოიღო, ყოჩაღ ბარსას. ეს ისიყო რისი ხილვაც გვინდოდა❤️

  • nika 54
    13 აპრ 2021, 18:55

    ისე დემბელეს იმედზე რო ვყოფილიყავით როდისმე, ლივერპულში ასე არ გავპაზორდებოდით. საერთოდ როდის გახდა ეს ბავშვი გუნდის სახანძრო რაზმი. და კრიზისიდან გამომყვანი.

  • MARADONA1968
    13 აპრ 2021, 17:11

    კლუბში სერიოზული რეორგანიზაციაა საჭირო, ასე შორს ვერ წავალთ!

  • El pistolero 9
    13 აპრ 2021, 01:11

    BEQA BARCA,
    მინგესამ ერთ მომენტში 34.4 კმ/სთ ით ირბინა

  • ჯორჯ
    12 აპრ 2021, 22:42

    როცა ასეთი ცუდი დაცვა და არაფრის მაქნისი თავდასხმა გყავს პირველ ნომრად არ უნდა ითამაშო

  • BEQA BARCA
    12 აპრ 2021, 22:09

    ჩვენ რომ პრესინგს გვეთამაშებიან აშკარად არ ვიმჩნევთ და არ გვიჭირს. ჩვენ რომ ვეთამაშებით არ გამოგვდის! კონტრაზე კი არვერთი სწრაფი მცველი არ გვყავდა დესტს თუ არ ჩავთვლით და ისიც გაიყვანა!!

  • პავლოვიჩი56
    12 აპრ 2021, 21:50

    მხოლოდ ორი გუნდის მცირე იმედი მაქვს,სევილია-ბეტისი. ორივეს მადრიდში ხვდება "რეალი" მაგრამ…ორივეს დიდი მოტივაცია ექნება და იმედია რომელიმე ქულებს დააკარგვინებს. იმედია…