"ბარსა" VS "რეალი" (ვიდეო ანალიზი)

"ბარსა" VS "რეალი" (ვიდეო ანალიზი)

ესეც შეპირებული ვიდეო ანალიზი, სადაც დაცვისა და ჩვენი საყრდენი ნახევარმცველების შეცდომები იქნება განხილული.

მიმოხილვაში დავწერე, რომ ფლანგის მცველებმა კარგად ითამაშეს, ნამდვილად ასეა, უბრალოდ, ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ "რეალის" მთელი შემტევი სტრატეგია ცენტრის გარღვევაზე იყო ორიენტირებული, ამიტომ ფლანგებს დიდი საქმე ისედაც არ ჰქონიათ.

"ბარსამ" კი მეტოქეს სურპრიზი ვერ შესთავაზა, რადგან პირველი ტურებიდან მოყოლებული კარგად ჩანს, რომ ფონს გასვლას მარცხენა ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნით ვცდილობთ, სადაც რამდენიმე ფეხბურთელი ერთდროულად იხსნება, შესაბამისად ხან მესის გაჰყავს თანაგუნდელი სახიფათო პოზიციაზე და ხანაც დე იონგს. "რეალი" ამას ელოდა, თუმცა იმდენჯერვე გაარღვიეს მარცხნიდან, რამდენჯერაც თავად გახვრიტეს ცენტრი.

გარღვევა ცენტრში

უკვე მივეჩვიეთ, რომ მეტოქის შეტევისას, როცა ჩვენი რომელიმე ფლანგის მცველი დაცვაში ჩამოსვლას ვერ ასწრებს, ცენტრალური მცველი ინაცვლებს ფლანგზე, ცენტრს კი ბუსკეტსი ავსებს. ასე ხდება უკვე წლებია და ამავეს აკეთებდა დე იონგი "აიაქსში", თუმცა ამჯერად დუეტში უწევთ თამაში და მემგონი კარგად ვერ ჩამოყალიბდნენ როლების განაწილებაზე.

პიკეს ვერ დავადანაშაულებთ. მართალია, ბენზემამ ფლანგისკენ გაიტყუა, მაგრამ თავის ზონა არ დაუტოვებია, აი ბუსკეტსმა ჯერ პოზიცია დაკარგა, შემდეგ კი არ ეცადა, რომ ცენტრი შეევსო, ამასობაში დე იონგს რატომღაც ჩამოეძინა, მაშინ, როცა ვალვერდე ელვისებურად დაიძრა გათავისუფლებული ზონისკენ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

მოგვიანებით იგივე კომბინაცია გათამაშდა, ამჯერად საპირისპირო ფლანგზე, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, პიკე კაზემირომ გამოიტყუა ფლანგისკენ, ცენტრში კი ამჯერად კროოსი გაიჭრა და არა ვალვერდე. ბუსკეტსი ისევ მოუმზადებელი აღმოჩნდა.

მესამე ჯერზე ორჯერ გათამაშდა იგივე კომბინაცია, უმოკლეს დროში. ჯერ ასენსიო გაიჭრა ცენტრალურ მცველებს შორის, თუმცა პასი ჩაიჭრა, შემდეგ კი ვინისიუში შევარდა იგივე ზონაში და პიკემ ამჯერად დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც ჩანს "რეალის" კომბინაციებს მხოლოდ ის დაუპირისპირა, რომ თამაშგარე მდგომარეობის შექმნა სცადა, თუმცა ადრეც აღგვინიშნავს, რომ "ღია ბურთზე" თამაშგარე არ კეთდება, რადგან მეტოქეს დიდი დრო აქვს სააზროვნოდ, ამ მომენტშიც ჩანს, რომ პასის ავტორთან ახლოს არავინ არის, შესაბამისად ყველაფერს კარგად ხედავს და აფასებს. ამიტომ დროულად აკეთებს გადაცემას და დესტი თამაშგარეში რჩება.

"ბარსას" ცენტრი ისევ გაირღვა.

რაც შეეხება მესამე, ანუ "რეალის" ბოლო გოლს, იქ ტაქტიკა არაფერ შუაშია და საჭიროდ აღარ ჩავთვალე მაგალითად მომეყვანა. იქ უბრალოდ ლუკა მოდრიჩმა ჩვენი დე იონგი ინდივიდუალურად დაჩაგრა, მერე კი დანარჩენებიც მიაყოლა.

"ბარსას" ყველასთვის ნაცნობი შეტევები

"ბარსას" შეტევები "რეალის" შეტევებთან შედარებით ერთფეროვნად გამოიყურებოდა. გუნდი თავდაცვის დროს 4-4-2 სისტემით იყო მოედანზე, შეტევის დროს კი დე იონგი-ბუსკეტსის წყვილს მესიც ეხმარებოდა ბურთის ამოსატანად. ფლანგები შეტევას ბოლომდე აუტის ხაზამდე წელავდნენ და წინ სამი კაცი რჩებოდა - კოუტინიო, ფატი და პედრი.

ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტაქტიკამ ვერ ივარგა და ისევ ძველი და მრავალჯერ ნაცადი კომბინაცია გადიოდა, ანუ პასი ალბაზე.

პოზიციური შეტევის დროს მხოლოდ ასე შექმნა "ბარსამ" მომენტები.

დანარჩენი ორი შემთხვევა, (მესის და კოუტინიოს მომენტები), კონტრშეტევის შედეგი იყო. 

აქ აღსანიშნავი მხოლოდ ერთი რამ არის. ყველამ იცის, რომ როცა ალბას აქვს ბურთი ფლანგზე, ხშირად მესიზე თამაშობს, ამიტომ რამოსს მესი ერთი წამითაც არ დაუტოვებია, ალბას შეეძლო ისევ ფატიზე გაეკეთებინა პასი და "ბარსა" დაწინაურდებოდა, მაგრამ თითქოს დაპროგრამებულია, რომ მესიზე ითამაშოს.

არ გამოდგა ეს სწორი გადაწყვეტილება.

დასკვნის სახით, სამწუხაროდ მომიწევს იმის აღიარება, რომ "რეალს" უფრო კარგად ჰყავდა "ბარსა" შესწავლილი, ვიდრე პირიქით.

არადა, შროიდერიც მაგრად ვაქეთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    • ქართული კლავიატურა
      • barca-1barca-2barca-3barca-4barca-5barca-6barca-7
        bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
        heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
        winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
        worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
        expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
        disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
        joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
        sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
        neutral_faceno_mouthinnocent

    კომენტარის დამატებისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებს

    ადმინისტრაციასთან საკონტაქტოდ კომენატრებს ნუ გამოიყენებთ. ამისთვის არსებობს კონტაქტის გვერდი


    წევრი [?]
    26 ოქტომბერი 2020 21:48
    0
    გამოდის, რომ რეალი უკეთ მოემზადა და ბარსას სუსტი მხარეები უკეთესად გამოიყენა. ზიდანი თავის გუნდს უკეთ იცნობს და იცის არსებული რეაურსებით როგორ იმოქმედოს. კუმანი ჯერ ახალი მოსულია და ვნახოთ რას იზავს.