მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ტიტულამდე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ტიტულამდე

ყველა გააკვირვე ჟერარ, ეს რა ქენი ჟერარ?!

ფინალში ვართ!

უკვე მეორედ ამ სეზონში, ამჯერად ყველაფერი თასით უნდა დავასრულოთ, არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ვინ შეგვხვდება, ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგებია, გარდამტეხ სეზონში, ამდენი სკანდალისა და კონფლიქტის ფონზე, ერთი ტიტულის მოგებაც კი ძალიან მაგარი ამბავი იქნება.

დაჩაგრული ლოპეტეგი

– მორიბა თუ პუჩი? – იკითხა რამდენიმე დღის წინ Marca-ს ჟურნალისტმა.

– პედრი! – უპასუხა კუმანმა.

მისი შერჩეული ტაქტიკა პედრის გარეშე ვერ იმუშავებდა, ალბათ მცირე რისკიც იყო, გარისკა და თამაშის ბოლოს სავარაუდოდ შამპანურიც დააყოლა.

კვირის დასაწყისში ვთქვით, რომ ეს პირველ რიგში მწვრთნელების დაპირისპირება იქნებოდა, რადგან ძალიან მოკლე მონაკვეთში გვიწევდა “სევილიასთან” ორი მატჩის ჩატარება და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტაქტიკას, სურპრიზებს, ძალების აღდგენას, რაც სწორი როტაციის შედეგია და თამაშის სწორად დაგეგმვას.

ერთი კვირის წინ სკეპტიკოსებიც გამოჩდნენ და კუმანში ეჭვი შეიტანეს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჰოლანდიელმა გვაჩვენა, რომ არსებული შემადგენლობისგან მაქსიმუმი გამოწურა, ამ კვირაში დანამდვილებით შეგვიძლია ამის თქმა. ლოპეტეგი პირწმინდად დაჩაგრა!

ტაქტიკა არ შეუცვლია, “სევილია” ამისთვის წესით და რიგით მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, კუმანის 3-5-2 ძალიან კარგად მუშაობს, დემბელესთვის იდეალური ტაქტიკაა, რადგან ერთადერთი დავალება აქვს, უკანასკნელ მცველს გაუსწორდეს ხაზზე, იმდენად მარტივი დავალებაა, რომ არაფერი ეშლება და მომენტებსაც ქმნის, ვიდეოანალიზის დროს კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება.

ცვლილებებიც გამოიცნო, მინგესაც დროულად გაიყვანა, ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ ტრინკაუ-ბრეითუეიტის შემოყვანა ცოტა დაუგვიანდა, განსაკუთრებით ბრეითუეიტის, რადგან მეორე ტაიმის მიწურულს ჩანდა, რომ ერთადერთი რაც გვაკლდა ცხრიანის პოზიციაზე მყოფი ფორვარდი იყო.

კუმანმა ფინალი დაიმსახურა და ამ შანსის გაშვება აღარ შეიძლება!

პედრი და დემბელე

ამ ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი, არც ტრავმამოშუშებული პედრისგან ველოდი ასეთ დონეზე თამაშს და არც დემბელსგან ველოდი ისეთ გოლს, როგორიც შეაგდო, მომენტებს, რომ შექმნიდა ნათელი იყო, არჩეულ ტაქტიკაში სხვანაირად წარმოუდგენელია, მაგრამ ის რაც გააკეთა არანაირ ლოგიკაში არ ზის, ზუსტად ისეთი გოლი იყო, როგორიც დემბელეს შეეფერებოდა, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, მათ შორის ვერც მეტოქის მეკარემ, ბურთი ოდნავ უკან დაწია, გაიხედა ფლანგზე გადასატანად და გაუშვა ცხრიანში!

რა უბედურებაა?!

ნეტავ რა ხდება დემბელეს თავში მატჩის მიმდინარეობისას..

არაორდინალურობა მისი ყველაზე დიდი პლუსია, ოღონდ ეს უნარი, როგორც წესი ორ ნაწილად იყოფა, ერთ შემთხვევაში თავადაც არ იცის რას აკეთებს, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ ის ხვდება რა უნდა მოხდეს მომდევნო წამებში, ჰოდა, ასეთ მომენტთან გვქონდა საქმე, “დამბომ” იცოდა რასაც აკეთებდა, რომელ კუთხეს უმიზნებდა და როგორ ურტყამდა.

შეგერგოს!

მართალია ამ დარტყმის გარდა ყველა სხვა დარტყმული “კამპ ნოუს” მეზობლად გადააგდო, მაგრამ ავიტანთ როგორმე, ყველა თამაშში, რომ ასეთი გოლი შეაგდოს, ყველაფერს ავიტანთ!

პედრი ჩავი-ინიესტას დინასტიის ჭეშმარიტი გამგრძელებელია, ასეთი ნათელი გონება ამ ასაკში არ მახსენდება, ბურთს და თამაშს თანაბრად აკონტროლებს, არც ტექნიკა დაეწუნება და არც პასი, პსჟ-თან თამაშის შემდეგ კუმანმა თქვა სამი წლის შემდეგ პედრი ყველა მათ ნახევარმცველზე დიდი ფეხბურთელი იქნებაო, მე მგონი, რომ უკვე არის, უბრალოდ ჯერჯერობით ფიზიკურად ჯაბნიან, ეგ არის და ეგ.

ბრილიანტი გვყავს ხელში მოგდებული, გვერდს კი დე იონგი უმშვენებს, რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია და ყველგან ერთნაირად კარგი იყო. ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდს ზრდის პროცესი ეტყობა, კუმანის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ ის იყო, რომ ახალი გუნდის შენება დაეწყო და ფაქტია, რომ გარკვეული წარმატებები აქვს, დე იონგი მის ხელში ათამაშდა, პედრის ენდო და საოცარ დონეზე თამაშობს, დემბელეს ბოლო დროს ადგილი უპოვა, მინგესას ინტეგრირების პრობლემა არ ჰქონია და დესტიც არ იყო ცუდი პირველ ტაიმში. ერთადერთი, ფრანგი მცველები ვერ უმართლებენ და კიდევ კარგი, რომ ლანგლეს სანამ ხელზე მოხვდებოდა, მკერდზეც შეეხო ის ბურთი, თორემ ფანების დახვედრა მერე გენახათ.

გმირები

ორი მთავარი გმირი ჰყავდა თამაშს, პირველი ჩვენი “ბერლინის კედელია”, ამოვაშენეთ კარები! სანამ თერთმეტმეტრიანს შეასრულებდნენ, “ბარსას” ფანები აუცილებლად გაივლებდნენ თავში, რომ შტეგენი ამ ბურთს აიღებდა, ასეთი იმედიანი არასდროს ვყოფილვარ პენალტების წინ, აქ გაშვებული გოლი თამაშის წაგებას ნიშნავდა, ესმოდა ეს შტეგენს, მეტოქეს, მწვრთნელებს, მთელ გუნდს და ყველა ფანს, ჰოდა, აიღო!

თითქოს საფეხბურთი კანონს უნდა ემოქმედა, მცირე ხნით ადრე სულ ცოტა დაგვაკლდა გატანამდე და უნდა დავსჯილიყავით, მაგრამ შტეგენმა საფეხბურთო კანონები დაარღვია – “ვერ გაიტან, შტეგენი გვყავს” – ასეთი ფორმა მიიღო კანონად ქცეულმა საფეხბურთო წესმა.

ალბას დარტყმა კი ულამაზესი იყო, მაკმანამანის სტილში, მას მერე ასე საერთოდ აღარ ურტყამენ, უკიდურეს ცხრიანში წავიდა და ხარიხა შეაზანზარა.

მეორე გმირი ჟერარ პიკეა!

ეს რა ქენი ჟერარ, შაკირას უყვარხარ ჟერარ!

მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გოლიც დაიმსახურა, რეალურად, მან შეაგდო გადამწყვეტი გოლი, მესამე გოლი დროის ამბავი იყო, მით უმეტეს, “სევილიელის” წითელი ბარათის შემდეგ. მიუხედავად ბრეითუეიტის დიდი პატივისცემისა, ასე მგონია.

ჩვენს გენიალურ ცხრიანს არაფერს ვუკარგავ, რაც შეუძლია აკეთებს და ხანდახან უფრო მეტსაც კი აკეთებს ვიდრე შეუძლია.

სახალისო სურათი

დამატებითი დროის დაწყების წინ თვალში ორი რამ მომხვდა, პირველი პიკესა და გრიზმანის ჟღურტული იყო, მეორე გოლის შემოქმედები სახეგაცისკროვნებულები საუბრობდნენ, ამაზე კი სულ მცირე ხნის წინ მათი დიალოგი გამახსენდა:

– ამის დედაც გრიზმან, გიჟებივით დავრბივართ!

– ნუ ღრიალებ!

– ეს უკვე ხუთუ წუთი გრძელდება, შენ შ…. გრიზი!

– მეც გიჟივით დავრბივარ შენი დედაც!

ამ დიალოგს მბაპე ისეთი სახით უყურებდა, ალბათ მზე და მთვარე დაიფიცა, თქვენ გუნდში არასდროს გადმოვალო.

 ამდენ რამეს ცვლის გადამწყვეტი გოლი, თანაც ნახევარფინალში, კარგი “სოულმეითებივით” გაცვალეს სიტყვები.

მეორე სურათმა კი ცოტა არ იყოს შოკში ჩამაგდო, ნაქები და ცამდე აყვანილი კუნდეს გამომეტყველება წინასწარ გვეუბნებოდა, რომ ფინალში ვითამაშებდით, დამატებითი ტაიმის დაწყების წინ აი ასეთი სახე ჰქონდა – 

 ასე გამოიყურება ეგზისტენციალური კრიზისი! პირდაპირ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიუსწრო და ფსიქოლოგიურად დასცა! ასეთ გამომეტყველებას, დემბელეს გარდა თუ ვინმეს სახეზე შევნიშნავდი ნაღდად არ მეგონა.

მეტოქე ფინალში

ან “ლევანტე” ან “ბილბაო”.

შურისძიება ის კერძია, რომელსაც ცივად მიირთმევენ – “ბილბაოს” ვარჩევ. სუპერ თასის ფინალში ჩვენი ცოდვა დაიდეს და არ უნდა შევარჩინოთ ეგ ამბავი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • Diana
    05 მარ 2021, 23:29

    ახლა დავრეგისტრირდი ჯერ 😁 მომწონს კარგი საიტია ❤ ბილბაოს მეტი თასი აღარ უნდა დავუთმოთ 👊🏼

  • Don_Andresito
    05 მარ 2021, 00:33

    კუნდეს სახე – ფრანგების სახეა ტიპიური, კიდე ვიცი 2-3 ფრანგი მსგავსი სახეებით. ისე კი ბაიერნთან პირველი ტაიმის მერე ყველას ესეთი სახეები ქონდათ. სეტიენის გარდა რა თქმა უნდა, იმას სულ ეკიდა 😀 თან იმას სულ ეგეთი სახე აქ დაბადებიდან

    დემბელეს რაც შეეხება, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ფეხბურთელი იყოს ვინც გუშინ სევილიას გაუტანა, ვინც ტოტეს გაუტანა, ვინც სევილიას სუპერ თასის ფინალში გაუტანა, კიდევ რამდენიმე მახსენდება და ვინც ლივერპილთან 2 მეტრიდან გამაზა 2 ჯერ, ვინც პსჟ სთან ელემენტარულ სიტუაციაში ვერ დაარტყა, ვინც რამდენჯერმე ფეხი ააცილა ბურთს და ვინც ძირითადად ბოლო იარუსზე უშვებს ბურთს. ეგ ბიჭია ზუსტად ვინც ან იმენა დაგღუპავს ან აგაშენებს 😀 ისე სევილია მაგრად უყვარს, მთლად მესივით არა მარა მინიმუმ 3 ლამაზი გოლი გაუტანა უკვე. აქედან 2 ჯერ იტუტილოდ დატოვა გოლით