ყველა გააკვირვე ჟერარ, ეს რა ქენი ჟერარ?!
ფინალში ვართ!
უკვე მეორედ ამ სეზონში, ამჯერად ყველაფერი თასით უნდა დავასრულოთ, არ აქვს მნიშვნელობა ფინალში ვინ შეგვხვდება, ნებისმიერ შემთხვევაში მოსაგებია, გარდამტეხ სეზონში, ამდენი სკანდალისა და კონფლიქტის ფონზე, ერთი ტიტულის მოგებაც კი ძალიან მაგარი ამბავი იქნება.
დაჩაგრული ლოპეტეგი
– მორიბა თუ პუჩი? – იკითხა რამდენიმე დღის წინ Marca-ს ჟურნალისტმა.
– პედრი! – უპასუხა კუმანმა.
მისი შერჩეული ტაქტიკა პედრის გარეშე ვერ იმუშავებდა, ალბათ მცირე რისკიც იყო, გარისკა და თამაშის ბოლოს სავარაუდოდ შამპანურიც დააყოლა.
კვირის დასაწყისში ვთქვით, რომ ეს პირველ რიგში მწვრთნელების დაპირისპირება იქნებოდა, რადგან ძალიან მოკლე მონაკვეთში გვიწევდა “სევილიასთან” ორი მატჩის ჩატარება და ორივე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტაქტიკას, სურპრიზებს, ძალების აღდგენას, რაც სწორი როტაციის შედეგია და თამაშის სწორად დაგეგმვას.
ერთი კვირის წინ სკეპტიკოსებიც გამოჩდნენ და კუმანში ეჭვი შეიტანეს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჰოლანდიელმა გვაჩვენა, რომ არსებული შემადგენლობისგან მაქსიმუმი გამოწურა, ამ კვირაში დანამდვილებით შეგვიძლია ამის თქმა. ლოპეტეგი პირწმინდად დაჩაგრა!
ტაქტიკა არ შეუცვლია, “სევილია” ამისთვის წესით და რიგით მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, კუმანის 3-5-2 ძალიან კარგად მუშაობს, დემბელესთვის იდეალური ტაქტიკაა, რადგან ერთადერთი დავალება აქვს, უკანასკნელ მცველს გაუსწორდეს ხაზზე, იმდენად მარტივი დავალებაა, რომ არაფერი ეშლება და მომენტებსაც ქმნის, ვიდეოანალიზის დროს კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება.
ცვლილებებიც გამოიცნო, მინგესაც დროულად გაიყვანა, ერთადერთი იმის თქმა შეიძლება, რომ ტრინკაუ-ბრეითუეიტის შემოყვანა ცოტა დაუგვიანდა, განსაკუთრებით ბრეითუეიტის, რადგან მეორე ტაიმის მიწურულს ჩანდა, რომ ერთადერთი რაც გვაკლდა ცხრიანის პოზიციაზე მყოფი ფორვარდი იყო.
კუმანმა ფინალი დაიმსახურა და ამ შანსის გაშვება აღარ შეიძლება!
პედრი და დემბელე
ამ ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი, არც ტრავმამოშუშებული პედრისგან ველოდი ასეთ დონეზე თამაშს და არც დემბელსგან ველოდი ისეთ გოლს, როგორიც შეაგდო, მომენტებს, რომ შექმნიდა ნათელი იყო, არჩეულ ტაქტიკაში სხვანაირად წარმოუდგენელია, მაგრამ ის რაც გააკეთა არანაირ ლოგიკაში არ ზის, ზუსტად ისეთი გოლი იყო, როგორიც დემბელეს შეეფერებოდა, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, მათ შორის ვერც მეტოქის მეკარემ, ბურთი ოდნავ უკან დაწია, გაიხედა ფლანგზე გადასატანად და გაუშვა ცხრიანში!
რა უბედურებაა?!
ნეტავ რა ხდება დემბელეს თავში მატჩის მიმდინარეობისას..
არაორდინალურობა მისი ყველაზე დიდი პლუსია, ოღონდ ეს უნარი, როგორც წესი ორ ნაწილად იყოფა, ერთ შემთხვევაში თავადაც არ იცის რას აკეთებს, მეორე შემთხვევაში კი მხოლოდ ის ხვდება რა უნდა მოხდეს მომდევნო წამებში, ჰოდა, ასეთ მომენტთან გვქონდა საქმე, “დამბომ” იცოდა რასაც აკეთებდა, რომელ კუთხეს უმიზნებდა და როგორ ურტყამდა.
შეგერგოს!
მართალია ამ დარტყმის გარდა ყველა სხვა დარტყმული “კამპ ნოუს” მეზობლად გადააგდო, მაგრამ ავიტანთ როგორმე, ყველა თამაშში, რომ ასეთი გოლი შეაგდოს, ყველაფერს ავიტანთ!
პედრი ჩავი-ინიესტას დინასტიის ჭეშმარიტი გამგრძელებელია, ასეთი ნათელი გონება ამ ასაკში არ მახსენდება, ბურთს და თამაშს თანაბრად აკონტროლებს, არც ტექნიკა დაეწუნება და არც პასი, პსჟ-თან თამაშის შემდეგ კუმანმა თქვა სამი წლის შემდეგ პედრი ყველა მათ ნახევარმცველზე დიდი ფეხბურთელი იქნებაო, მე მგონი, რომ უკვე არის, უბრალოდ ჯერჯერობით ფიზიკურად ჯაბნიან, ეგ არის და ეგ.
ბრილიანტი გვყავს ხელში მოგდებული, გვერდს კი დე იონგი უმშვენებს, რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია და ყველგან ერთნაირად კარგი იყო. ყველაზე კარგი ის არის, რომ გუნდს ზრდის პროცესი ეტყობა, კუმანის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ ის იყო, რომ ახალი გუნდის შენება დაეწყო და ფაქტია, რომ გარკვეული წარმატებები აქვს, დე იონგი მის ხელში ათამაშდა, პედრის ენდო და საოცარ დონეზე თამაშობს, დემბელეს ბოლო დროს ადგილი უპოვა, მინგესას ინტეგრირების პრობლემა არ ჰქონია და დესტიც არ იყო ცუდი პირველ ტაიმში. ერთადერთი, ფრანგი მცველები ვერ უმართლებენ და კიდევ კარგი, რომ ლანგლეს სანამ ხელზე მოხვდებოდა, მკერდზეც შეეხო ის ბურთი, თორემ ფანების დახვედრა მერე გენახათ.
გმირები
ორი მთავარი გმირი ჰყავდა თამაშს, პირველი ჩვენი “ბერლინის კედელია”, ამოვაშენეთ კარები! სანამ თერთმეტმეტრიანს შეასრულებდნენ, “ბარსას” ფანები აუცილებლად გაივლებდნენ თავში, რომ შტეგენი ამ ბურთს აიღებდა, ასეთი იმედიანი არასდროს ვყოფილვარ პენალტების წინ, აქ გაშვებული გოლი თამაშის წაგებას ნიშნავდა, ესმოდა ეს შტეგენს, მეტოქეს, მწვრთნელებს, მთელ გუნდს და ყველა ფანს, ჰოდა, აიღო!
თითქოს საფეხბურთი კანონს უნდა ემოქმედა, მცირე ხნით ადრე სულ ცოტა დაგვაკლდა გატანამდე და უნდა დავსჯილიყავით, მაგრამ შტეგენმა საფეხბურთო კანონები დაარღვია – “ვერ გაიტან, შტეგენი გვყავს” – ასეთი ფორმა მიიღო კანონად ქცეულმა საფეხბურთო წესმა.
ალბას დარტყმა კი ულამაზესი იყო, მაკმანამანის სტილში, მას მერე ასე საერთოდ აღარ ურტყამენ, უკიდურეს ცხრიანში წავიდა და ხარიხა შეაზანზარა.
მეორე გმირი ჟერარ პიკეა!
ეს რა ქენი ჟერარ, შაკირას უყვარხარ ჟერარ!
მთელი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გოლიც დაიმსახურა, რეალურად, მან შეაგდო გადამწყვეტი გოლი, მესამე გოლი დროის ამბავი იყო, მით უმეტეს, “სევილიელის” წითელი ბარათის შემდეგ. მიუხედავად ბრეითუეიტის დიდი პატივისცემისა, ასე მგონია.
ჩვენს გენიალურ ცხრიანს არაფერს ვუკარგავ, რაც შეუძლია აკეთებს და ხანდახან უფრო მეტსაც კი აკეთებს ვიდრე შეუძლია.
სახალისო სურათი
დამატებითი დროის დაწყების წინ თვალში ორი რამ მომხვდა, პირველი პიკესა და გრიზმანის ჟღურტული იყო, მეორე გოლის შემოქმედები სახეგაცისკროვნებულები საუბრობდნენ, ამაზე კი სულ მცირე ხნის წინ მათი დიალოგი გამახსენდა:
– ამის დედაც გრიზმან, გიჟებივით დავრბივართ!
– ნუ ღრიალებ!
– ეს უკვე ხუთუ წუთი გრძელდება, შენ შ…. გრიზი!
– მეც გიჟივით დავრბივარ შენი დედაც!
ამ დიალოგს მბაპე ისეთი სახით უყურებდა, ალბათ მზე და მთვარე დაიფიცა, თქვენ გუნდში არასდროს გადმოვალო.
ამდენ რამეს ცვლის გადამწყვეტი გოლი, თანაც ნახევარფინალში, კარგი “სოულმეითებივით” გაცვალეს სიტყვები.
მეორე სურათმა კი ცოტა არ იყოს შოკში ჩამაგდო, ნაქები და ცამდე აყვანილი კუნდეს გამომეტყველება წინასწარ გვეუბნებოდა, რომ ფინალში ვითამაშებდით, დამატებითი ტაიმის დაწყების წინ აი ასეთი სახე ჰქონდა –
ასე გამოიყურება ეგზისტენციალური კრიზისი! პირდაპირ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მიუსწრო და ფსიქოლოგიურად დასცა! ასეთ გამომეტყველებას, დემბელეს გარდა თუ ვინმეს სახეზე შევნიშნავდი ნაღდად არ მეგონა.
მეტოქე ფინალში
ან “ლევანტე” ან “ბილბაო”.
შურისძიება ის კერძია, რომელსაც ცივად მიირთმევენ – “ბილბაოს” ვარჩევ. სუპერ თასის ფინალში ჩვენი ცოდვა დაიდეს და არ უნდა შევარჩინოთ ეგ ამბავი.


ნუ ფეოლა აქ მეორე მესი გვყავს ფაქტიურად ❤️🤗. თამაში იყო უსასწაულესი. რავი სხვებია არ ვიცი და თუ კუმანი საჭიროდ ჩათვლის სეზონის ბოლომდე ამ ტაქტიკით ითამაშოს, აშკარად კარი უფრო დაცულია და ბურთსაც როცა უნდათ მაშინ აკონტროლებენ. ერთი მინუსი ისაა რომ ამ ტაქტიკით ფლანგის ხალხი დესტი-ალბა გადაიწვება, დესტს რეალურად შემცვლელი არც ყავს ალბას კოდე ფირპო რა სასწაულიცაა ყველამ ვიცით, მინგესა ფლანგზე კიდე აშკარად არ იქნება ის რაც მთლიანი ფლანგის ჩამბარებელი კაცი უნდა იყოს, შემტევ პოტენციალს ვგულისხმობ. დესტმაც ალბათ გუშინ ჩაატარა საუკეთესო მატჩი, ზოგადად ყველა რომ იხარჯებოდა ძაან საამაყო საყირებელი იყო❤️ ბუსკეციც და მესიც ალბათ ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მეტს დარბოდნენ ამ თამაშში. ცვლილებაზე შემოსული ხალხიც ყველა ბრწყინავდა ფაქტიურად, გრიზმანის არანორმალური სილამაზის ასისტი, ბრაიტას გოლი❤️ მოკლედ საოცარი მატჩი! იმ ორ გმირზე კი ვისაუბრე ძაან ბევრი და აღარ ვიტყვი. ყველამ უმაღლეს დონეზე ითამაშა❤️ ყოჩაღ!
კიდევ ერთი გენიალური სტატია ფეოლას შესრულებით!
მადლობა, რომ გვერდსაც და განწყობასაც გვილამაზებ!
Tornike Qinqladze,
ჯერჯერობით 40 მილიონის საქმეს აკეთებს 😃
კიდევ ერთი ბეწვის ხიდი გავიარეთ, იმედია არც ერთი დარჩენილი არ ჩაგვიწყდება.
ისე დემბელემ იცოდა რასაც აკეთებდა გოლამდე დარტყმის მომენტშიო, ცოტა მეტი მოგივიდა შექება. მაგას ბურთის მოშორება უნდოდა ისე ჩაკეტეს სამმა კაცმა ერთდროულად, და კარებში რო წავიდა თვალებს არ უჯერებდა თავიდან.
ვაი მე! რა მაგარი იყო ფეოლა!
დემბელეზე ციცინე მაგრად!
რა ზუსტად აჯენ ხოლმე 
გუნდი ნელ-ნელა ამუშავდა…
მექანიზმები აეწყო და გამოჩნდა კუმანის ხელი.
ჩაქცეული ჰოლანდია ფეხზე წამოაყენა და მისი წასვლის მერე ისევ ცუდ დღეშია. ეს რონალდ კუმანზე ბევრს ამბობს.
შეიძლება უძლიერესთა კოჰორტას არ განეკუთვნება, მაგრამ გვარდიოლას მერე მხოლოდ ტიტო და ლუის ენრიკეს გუნდები გავდნენ რაღაცას. ვალვერდეც არ იყო ცუდი ტაქტიკოსი, მაგრამ სტრატეგიის არაფერი ესმოდა 🙂
ხავი როცა იქნება აუცილებლად მოვა, მაგრამ რონალდ კუმანის სამუშაო, რომელსაც ყველანაირი სირთულე დაემთხვა რაც შეიძლება ყოფილიყო, აუცილებლად უნდა აღინიშნოს!
„იმდენად მარტივი დავალებაა, რომ არაფერი ეშლება”
ზუსტად ასეა 😂❤️
ნერვები მეშლება მარტივი ტვინის გამო ასეთ ნიჭს რომ ფლანგავს. ეგ არ ისწავლებაო მეტყვიან და მართალიაცაა, თუმცა რომ უნდოდეს დახვეწდა ამ კომპონენტსაც. ეს კი უკვე არაპროფესიონალზმის გამოვლინებაა და ზოგადად დიაციპლინა რომ მისი პრობელემაა არც უნდა თქმა მგონი 😁❤️
MALUMA,
თუ ტერ შტეგენი სეივს აკეთებს და გუნდი მაინც ვერ იგებს ეგ პირველ რიგში შეტევის ბრალია.თუ გოლი არ შეაგდე ვერ მოიგებ და ვალენსიასთან შტეგენი რა შუაშია ტიპმა პენალტიც აიღო როგორც მახსოვს.ობლაკი კი კარგი მეკარეა მაგრამ აბა ფეხით თამაშში დაუდგეს შტეგოს.დღეს ტერ შტეგენივით და ედერსონივით ფეხით ვერავინ თამაშობს.მეკარე რო 2ასისტს აკეთებს სეზონში ეგ არაა უბრალო ფაქტი.სიტის რაც შეეხება მაგათ ყავთ დაცვა თუ ყავთ.დაცვას რო თავი დავანებოთ ვესტ ჰემს დიაში სტოუნსის გოლებით მოუგეს.ამიტო შეეშვი უსაფუძვლო და არაფრისმომცემ კრიტიკას
MALUMA,
არა თუ საფეხბურთო აზროვნება არამედ ვფიქრობ ზოგადად აზროვნებაც არ გივარგა.
შეურაწყოფად არ მიიღო დრო გავა და რაღაცებს უფრო სხვა თვალით და რეალურად დაინახავ, უბრალოდ ახლა რასაც წერ ელემენტარული თემას რომ არ შევეხოთ თვითონ ნაწერი იმდენად ქაოსური, გაუგებარი და ალოგიკურია რომ წაკითხვადაც არ ღირს.
აქ ყველა ტყუილად კი არ გეწინააღმდეგება შენს წარმოდგენებეზე, ფანების 99%ი როცა ერთ მხარესაა და ერთხმად უჭერს რაღაცას მხარს იქ უკვე შენი 1%ის რომ გჯერა უბრალოდ სულელურია, არ გიცდია მაინც სიტუაცია სხვა თვალით რომ დაგენახა? თუ არა და აქ ხალხს ნერვებს მაინც ნუ მოუშლი უაზრო განცხადებებით, ისედაც დაწყვეტილი გვაქვს ხოლმე ამ გუნდის შემხედვარე.
მოკლედ არ ვიცი ვინ ხარ, რამდენი წლის ხარ და ა.შ. ერთადერთი რასაც გირჩევ უბრალოდ თითოეულ თამაშზე კარგად თვალყურის მიდევნებაა და პარალელურად ბევრ წიგნს, სწავლას, სწავლას და სწავლას!
დემბელეს მაგრად აბულინგებ შენ 😂😂 სანამ დორტმუნდიდან გადმოვიყვანდით იქამდეც აბულინგებდი.. სუბიექტურია ეგ რო არ გევასება ძალიან ნიჭიერია და ბევრ გოლს და ასისტს განახებ სადაც ჩანს რო ვაფშე არაა დებილი ფეხბურთელი ❤️
ბოლო ორი მატჩი ბარსელონამ ჩაატარა უმაღლეს დონეზე, კუმანმა შეძლო და გუნდი მოიყვანა ჭკუაზე, დაალაგა სისტემა და გუნდი დაემსგავსა პირველ რიგში "გუნდს". ამ შემადგენლობით მაქსიმუმი ალბათ ესარის, რამდენიმე წერტილი ისევ პრობლემად რჩება გუნდში და იმედია ამ სატრანსფერო ფანჯარაზე სწორად გავძლიერდებით. კუმანმა პირადად დაიმსახურა ჩემგან პატივისცემა მესიც კი აიძულა მთელი თამაში ერბინა და ყველგან დახმარებოდა გუნდს, აქამდე ეს არასდროს გვინახავს და სწორედ კუმანის დამსახურებაა ეს ყველაფერი💪🖤
ფეოლას სტატიები როგორც ყოველთვის დონეა. Respect
ბილბაო გამოუშვით ფინალში, რევანში უნდა ავუღოთ და ის ვილალიბრე თუ ვიღაცა როა პირდაღებული უნდა დავტოვოთ
ბოლო წინადადებას მეც ვეთანხმები, სისხლი, სისხლის წილ!😊
შტეგოზე რაც წერია ის MALUMA-მ თუ წაიკითხა
სტატიას როგორც ყოველთვის არაფერი დაეწუნება,რაც შეეხება თამაშს მიხარია და
ბედნიერი რომ ისევ მოტივირებულ ბარსელონას ვხედავ და ქამბექი შედგა.ნაკლებად კარგი თამაშის მხრივ ერთადერთ ფეხბურთელს გამოვყოფდი და რთული მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ეს ლანგლეა.ტერ შტეგენს და პიკეს ბრავო, პედრი ყალიბდება პროფესიონალ ნახევარმცველად და მეტი დრო მას.მინგესაზე ნამდვილად შეიძლება იმედის დამყარება რაც ზრდის შანსებს პიკესთან და არაუხოსთან ერთად ლანგლე და უმტიტი სამუდამოდ გაუყენოს სათადარიგოთა სკამისკენ გზას.კუმანს ვაკრიტიკებდი მაგრამ ბოლო ორ თამაშში ხმა არ ამომეღება ისეთი ტაქტიკა დაუპირისპირა და დაახვედრა ლოპეტეგს ორივეჯერ რომ მარცხი აწვნევინა.
ბილბაო გამოუშვით უნდა დავასამაროთ ფინალში
დემბელემ რო ისწავლოს ამ თავისი პლიუსის სწორად გამოყენება გაოცებები მერე ნახეთ
აი ბრეითვეიტზე ხო ყველამ ვიცით რომ ის დონე არაა რაც გვინდა, თვითონაც კარგად იცის რომ უადგილო ადგილასაა, მაგრამ ტიპი თავის თავს ახტება და იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს ვიდრე შეუძლია. გინახავთ როდისმე დემოტივირებული? არა. სულ დაგეშილია და მაქსიმუმზე მაქსიმუმს წურავს. ჩემი პატივისცემა მას ამისთვის
Ter shtegeni finalshic gols ar gaushvebs. Mxeci gvyavs
სემედუმ ხო თქვა არ მინახავს მესი ჯარიმებზე ვარჯიშობდესო და ბარსას იუთუბ გვერდმა დადო ვიდეო სადაც ვარჯიშობს აჰაჰაჰაჰაჰაჰა