მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კიდევ ერთი სამარცხვინო მარცხი

მატჩის წინ აღვნიშნეთ, რომ მბაპეს შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ ერთი ვარიანტი გვრჩებოდა, თავად მას უნდა გაეფუჭებინა მომენტები, მაგრამ ასე არ მოხდა. რაც შექმნა, ყველაფერი გოლად აქცია, ასპრილასა და შევჩენკოს შემდეგ, გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ თრიქი შეასრულა.

ისევ განადგურება, ისევ სირცხვილი, ამეჯარდ საკუთარ კედლებში.

კუმანის გარდამტეხი შცდომები

რისკის გარეშე არ გამოდიოდა, დაცვის ხაზში რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, ყველაფერი რისკის შემცველი იქნებოდა, რაღაცამ გაამართლა, რაღაცამ ვერა. მაგალითად, ჟერარ პიკემ მაქსიმუმი გააკეთა იმ მცველის კვალობაზე, რომელსაც სამი თვეა არ უთამაშია. გარდა ამისა, შემოიტანა ის, რაც ასე გვაკლდა, ფეხბურთელებს მუდმივად აძლევდა მითითებებს და ხანდახან შენიშვნებსაც, თუმცა, ეს კარგი თამაშისთვის საკმარისი არ არის.

დესტის დაყენება ძალიან დიდი შეცდომა იყო და ახლა განვმარტოთ ის, რატომ არ აქვს ამ გადაწყვეტილებას გამართლება. მას შემდეგ, რაც დესტსა და მინგესას თვალს ვადევნებთ, ზუსტად ვიცით ორი რამ – დესტი შეტევაში უკეთესია, მინგესა დაცვაში. ამას წყალი არ გაუვა, პატარა ბავშვიც კი ყველაფერს მიხვდება, კუმანმა მეორე ნომრად თამაში არჩია, თან ისე, რომ განაპირა მცველებს მაქსიმალურად შეუზღუდა შეტევაში წასვლის უფლება, ესე იგი, მეორეხარისხოვანი გახდა სერჟინიოს შემტევი პოტენციალი და პირველხარისხოვნად იქცა დაცითი ფუნქციები. მიუხედავად ამისა, რონალდ კუმანმა, თავისივე არჩეული ტაქტიკისთვის, შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.

აბსურდი!

აქ უნდა გამოევლინა მთავარ მწვრთნელს სიტუაციის სწორად შეფასების უნარი, მაგრამ მსგავსი არაფერი აღმოაჩნდა.

დესტს ლა ლიგაში ჯაბნიდა ყველა, ზოგი მასზე ნელი იყო, ზოგი ბევრად ნელი იყო, მაგრამ მაინც ჩაგრავდნენ. ერთი-ერთზე ძალიან სუსტია, ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მისი სისწრაფის გამო, რბილად, რომ ვთქვათ იდიოტიზმი იყო.

შეცდომა გამოდგა გრიზმანისა და დემბელესთვის ნახევარმცველების ფუნქციის მინიჭება. ორივეს ევალებოდა, რომ პსჟ-ის განაპირა მცველებს გამოყოლოდნენ, ორივესთვის ძალიან უჩვეულოა ასე თამაში, განსაკუთრებით გრიზმანისთვის, თავის ინიციატივით ხშირად ჩამოდის უკან, მაგრამ როცა მუდმივად ევალება ის, რაც კარიერაში არასდროს უკეთებია, ერთხელ მაინც ჩავარდება.

პირველი გოლი ასე მივიღეთ, დესტი ცენტრში შეიწია და კურზავა დემბელეს დაუტოვა, დემბელეს კი ჩამოეძინა.

მეორე გოლიც ანალოგიურად, ამჯერად გრიზმანს ჩამოეძინა, გასაგებია, რომ დესტი ჩარჩა, მაგრამ სანტიმეტრებზეა ლაპარაკი, ამას მსოფლიოში ვერცერთი მცველი ვერ გათვლის, მით უმეტეს, სისწრაფეში, აქ მთავარი შეცდომა ის იყო, რომ გრიზმანმა დავალება არ შეასრულა.

ვიდეოანალიზის დროს, რა თქმა უნდა, მივუბრუნდებით გოლებს და ყველაფერი დეტალურად გამოჩნდება.

სანამ საბოლოოდ შევაფასებდეთ კუმანს, დავსვათ მთავარი კითხვა – რატომ არჩია მეორე ნომრად თამაში?

მბაპესი შეეშინდა, სწორადაც შეეშინდა, მაგრამ საფრთხეს რაციონალურად უნდა დახვედროდა. ჩვენ საკუთარ უპირატესობებზე ვთქვით უარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მბაპესთვის მჭიდრო დაცვა დაგვეპირისპირებინა და არა გახსნილი ზონები. (როგორც მეოთხე გოლის დროს გაიხსნა).

თამაშის წინ, მბაპე ფოკუსში მოვაქციეთ და აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა მას დიდ სივრცეს მივცემდით თუ მცირეს, ასეთ დაცვას ნებისმიერ შემთხვევაში გადაუვლიდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი იარაღი ისევ კრუიფის ფილოსოფია იქნებოდა – “საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა.” დაუმალე ბურთი და ნაკლები შანსი ექნება. ყოველთვის ამ გზით დავდიოდით, მაგრამ “ბარსაში” უამრავი რამ შეიცვალა და ის რაც ვნახეთ, უკვე აღარ გვიკვირს.

კუმანმა აირჩია არასწორი ტაქტიკა.

საკუთარ არჩეულ ტაქტიკას მოარგო შეუსაბამო ფეხბურთელები.

გარდა გუნდური დავალებებისა, დემბელეს და გრიზმანს დაავალა ის, რასაც ვერაფრით თავს ვერ გაართმევდნენ.

აბსოლუტურად მოწყვიტა თამაშს ლიონელ მესი. – თუ მეორე ნომრად თამაშობ და ცენტრფორვარდად მესი გყავს გამწესებული, რაღა დარჩენია, გარდა იმისა, რომ სტანდარტულ მდგომარეობას დაელოდოს?!

ჰოლანდიელი ყველაფერში შეცდა. ასეთი შეცდომები არ ეპატიება.

დაცვის ხაზი

დესტზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა მეორე კომიკურ ამბავს შევეხოთ. როცა “ბარსას” შეტევა დასჭირდა, მოედანზე დესტის ნაცვლად მინგესა გამოვიდა და კვლავ შეგვახსენა, რომ ჩაწოდება არ შეუძლია. როლები ისევ აირია, დესტს კარგი დაცვა მოთხოვა და მინგესას კარგი შეტევა.

ლანგლე იყო კატასტროფა! უმტიტი როგორი იქნებოდა? დიდი ალბათობით, იდენტურად შეგვარცხვენდა. ყოველ შემთხვევაში, პსჟ-მდე ორივემ გვანახა, რომ მათი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

ალბაზე რა ვთქვათ? “ბარსას” ორი გააზრებული კომბინაცია აქვს დამუშავებული, ერთი დე იონგის სიღრმიდან შერბენა და მეორე, მესის პასი ალბაზე. ამ თამაშში ეს უკანასკნელი იარაღიც დავკარგეთ.

ნახევარდაცვა

საერთოდ არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმე დადებითად შეფასდეს. პედრის შეცდომებს სახიფათო მომენტები მოჰყვა, პირველ ჯერზე მოიზე კინის გარღვევა დე იონგმა შეაჩერა, გაბითურებული ლანგლე დააზღვია, მეორე ჯერზე მბაპემ ერთი-ერთზე დატოვა იკარდი და მისი დაბალი კლასის გამო გადავრჩით.

ბუსკეტსი იყო ძალიან ნელი და ინერტული, დე იონგი კი უბრალოდ დაკარგული. ალაგ-ალაგ რაღაც დადებითი შეიძლებოდა დაგენახა, პირველ ტაიმში, მაგრამ საერთო ჯამში, გუნდური თვალსაზრისით, ძალიან დავიჩაგრეთ.

შეტევა(?)

გრიზმანს ორი კარგი მომენტი შეექმნა, ერთხელ პედრის კარგი პასის შემდედ, მომეჩვენა, რომ დარტყმა დააგვიანა, ალბათ, ერთი შეხებით თამაში სჯობდა, მეორედ კი ნამდვილად კარგი გარღვევა შემოგვთავაზა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.

იყო ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მას მერე, რაც დე იონგის ტრადიციულ შერბენას პენალტი მოჰყვა და ანგარიში გავხსენით, მეტოქე ცოტა დაიბნა და მაშინვე შეგვექმნა მეორე მომენტი, რომელმაც “ლივერპული” გამახსენა. ამჯერადაც დემბელემ დაიწყო ყველაფერი, მესისგან ბურთი ზუსტად იმ პოზიციაში დაუბრუნდა, რა პოზიციაშიც “ლივერპულთან” და ანალოგიურად დაარტყა, პირდაპირ ხელებში მეკარეს! არც სიზუსტე, არც ძალა, არც რაიმე განზრახვა, არც მონდომება, უბნის მოედანზე შემოვარდნილი მთრალივით მოიქნია, ეგრე ჯაპანაც არ ურტყამს ყოფილი პრეზიდენტის პაროდიის დროს. ძალიან გაუგებარი ამბავია, აი, გრიზმანის დარტყმას კიდევ გაუგებ რაღაცას, იცი სად ურტყამდა, რა ჩაიფიქრა, როგორ გადაწყვიტა, მაგრამ არ გამოვიდა, ფეხბურთია, ხდება ხოლმე, მაგრამ დემბელე რას აპირებდა, ან იქ, წლების წინ, ან აქ, ამ გადამწყვეტ მომენტში, წარმოდგენა არ მაქვს.

ერთი წამითაც ვერ გაიაზრა, რომ მატჩის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. ამ ბიჭს თავში სერიოზული პრობლემები აქვს.

მესი და მთავარი პრობლემა

რა არის მთავარი პრობლემა? “ბაიერნთან” განადგურების მერე, ხელმძღვანელობამ პრობლემებს მიწა მიაყარა. ვითომ არაფერი მომხდარა, ვითომ კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი არ განგვეცადოს, მესის ეპოქაში! ყველაფერი ხელუხლებელი დატოვეს, თუ ფეხბურთელების გაშვებას არ მივიღებთ მხედველობაში, აი მოსვლით, მხოლოდ ბავშვები მოვიდნენ და ხურდაში გადმოგდებული პიანიჩი.

მეტი არ შეგვიძლია, გაკოტრების პირას ვართო, ჰოდა, მივიღეთ იგივე შედეგი. გავნადგურდით, თანაც სახლში, ნეიმარისა და დი მარიას გარეშე დარჩენილ პსჟ-თან.

რა გველის წინ?

მთავარი მატჩი უკვე “სევილიასთან” განმეორებითი შეხვედრაა და არა პარიზის სპარინგი. თუმცა, პარიზში ჩასულებმა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, “ბარსა” ასე შეშინებული ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი არ ყოფილა.

სამწუხაროდ, ყველაფერი ძალიან ადრე მთავრდება. საფრთხეა, რომ უამრავი თამაშის უმოტივაციოდ ჩატარება მოგვიწიოს, ასეთ დროს კი მესის წასვლის შანსები ძალიან გაიზრდება. აღარ აქვს მნიშვნელობა, ლაპორტა მოვა, ფონტი თუ ვანჩოპე.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (28)

  • FC Bayern Munich
    17 თებ 2021, 15:16

    Nini,
    ყველა გრანდს ქონია ესეთი ცუდი პერიოდი, ზოგის დიდხანს გაგრძელდა ზოგმაც მალე გადალახა, ჩემი საყვარელი კლუბიც ზედიზედ 5 წელი ესპანურმა გრანდებმა გამომიგდეს, ბაიერნზე ვლაპარაკობ, მაგრამ წლიდანწლამდე უფრო მეტი ჯილკიდ და მუღამიდ ველოდებოდი მომდევნო წელს, წინა სეზონშიც აიბტრახტთან 5-1 წაგების შემდეგ მჯეროდა რო სწორი ტაქტიკით და კარგი მწვრთნელიდ ყველაფრის მოგება შეეძლოდ, ეგრეც მოხდა მის მერე კლუბმა თამაშების 88% მოიგო, ზედიზედ 32 მატჩი, ლიგაზე 12/12 შეხვედრაში გაიმარჯვეს, ასე რომ შეიძლება ახალმა მწვრთნელმა და შემართებამ ისევ დააბრუნოს ბარსა მწვრრვალზე, ყურებს ნუ ჩამოყრიდ ბევრი გრანდი პლეიოფში წლებია არ ყოფილა, მილანი, მანჩე რა დღეში არიან კი ხედავთ, ლივერპულიც კლოპამდე ჩვეულებრივი ტოტენჰემის დონე იყო, რაც კლოპმა ქნა ეგეც ვიცით ყველამ, ასე რომ დარწმუნებული ვარ ახალი პრეზიდენტი და ხავი დააბრუნებს ამ კლუბს ყველა ტიტულის მაძიებელთა რიცხვში 👏

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    17 თებ 2021, 14:59

    აწი კადისთან უნდა მოუგიათ და უნდა წაუგიათ ნებისმიერ შედეგს უემოციოდ და ურეაქციოდ შევხვდები.ეს არ არის ის გუნდი რომლის გულშემატკივრობაც 12 წლის ასაკიდან დავიწყე.ასეთი გულგრილი და ფეხებზე მკიდია დამოკიდებულების გამოა რომ აღარ მინდა ამათი თამაშების ყურება მაგრამ მაინც ვუყურებ იმ იმედით რაღაც შეიცვლება თქო მაგრამ უარესობისკენ მიდის.მადლობასაც ხომ არ ელოდებიან გუშინ შეკრებილი გულშემატკივრებისგან სუსტ გუნდებთან მოგებული თამაშების გამო?

  • FC Bayern Munich
    17 თებ 2021, 14:52

    ყველაზე ცუდი გუშინ იყო კუმანი, არ ვბობ რო სხვა ტაქტიკით მოიგებდნენ მაგრამ რაც გააკეთა ის არასწორი იყო, საკუთარ მოედანზე ბარსელონა მეორე ნომრად თამაშობდეს პირველად ვნახე, კლუბი რომელიც ბურთის კონტროლზეა შეყვარებული და დეენემში აქვთ შეტევა როგორ შეიძლება ესეთუ უსახური ტაქტიკით გამოიყვანო? კოვაჩის ბაიერნი გამახსენდა 2019-წელს ენფილდზე დაცვაში ჩამდგარი 0-0 ზე რო თამაშობდა, კოვაჩმა მატჩის შემდეგ თავი იქო ფრე გავაგორედო, ესეთ კლუბები ყოველთვის უნდა უტევდნენ, ამიტომ გვიყვარს. ✊

  • basa7
    17 თებ 2021, 14:44

    მოკლედ ყველაზე მეტი ბრალეულობა ამ ტამაშში რომ კუმანია რათ უნდა თქმა. თუმცა დაცვის ხაზი თავის პიკეიანად გასაშვებია უკვე. ლენგლეც და უმტიტიც გასაყიდია, დესტი ზამენაზე და საყიდია ნორმალური მცველები მინიმუმ ორი ცენტრის და ერთი მარჯვენა. ნახევარდაცვაშიც დე იონგი საყრდენზე და პედრი, პუჩი მუდმივ როტაციაში უნდა იყვნენ და არა მუდმივად ძირითადში. ძირითადში კი ცენტრ და შემტევი ნახევარმცველები გვინდა მაღალი დონის, აი აუარი კარგი იქნებოდა და ვეინალდუმიც. ეს პიანიჩი ტყუილად გავცვალეთ.

  • me da barca
    17 თებ 2021, 14:15

    ციტატა: MALUMA
    ბრავოს ნეიმარს სუარესს რო გაუშვებ და გრიზმანს დემბელეს და შტეგენს იყიდი/დატოვებ *** უნდა იყო და არის კიდეც ბარსას ის (მადრიდისტა) ხელმძღვანელობა!


    რატომ გააგდო გვარდიმ სიტიდან ბრავო ხომ არ იცი?

  • rivaldo80
    17 თებ 2021, 13:35

    და ღადაობა ისაა რომ ვის ყავს ჩვენზე კარგი შემადგენლობა არც არავის ამ გუნდს უნდა ტოპ ტრენერი თანამედროვე აზროვნებით…რეალო წვალობდა მოვიდა კარლო შეკრა გუნდი მოიგო ლიგა იმის მერე აეწყო გუნდი…გუნდი ამოსაყვანია ჭაობიდან…რაც გუშინ კუმანმა გაკეთაა სასაცილოა უნრალოდ

  • vereli
    17 თებ 2021, 12:57

    ციტატა: QIROESTA
    ვინც გუნდიდან ტიაგო ალკანტარა ნეიმარი ერიკ გარსია სუარესი და ლუის ენრიკე
    გაუშვა ყველას დედას შვც მეეეე


    არტური რატო გამოტოვე??????????????????????

  • Albicelecte
    17 თებ 2021, 12:29

    "უბნის მოედანზე შემოვარდნილი მთრალივით მოიქნია"
    კაი იყო
    ერთია, მესი პსჟ-ში აღარ წავა
    დარჩენილი სეზონი ლა ლიგა/თასისთვის ბრძოლა შეიძლება, ატლეტიკო-რეალი ლიგაზე იჭიდავებენ და სევილიას გამოგდება 2+ ტიტულის მოგების შანსს იძლევა
    კუმანი შავ საქმეს შეასრულებს, ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას შემადგენლობას შეაჩვევს, შემდეგ უფრო შემტევი და ტაქტიკოსი მწვრთნელი მოვა, უფრო რისკიანი და შედეგებიც წამოვა
    მახსოვს კიევის დინამოსთან 0:4 კამპ ნოუზე, ძალიან რთული იყო ეგეთი ბარსას ყურება
    2013 წელს ბაიერნთან განადგურებაც არ იყო იოლი გადასატანი, გრანდებისთვის გაამავალი ეპოქა რთულია
    თაობათა ცვლა მაშინ, როდესაც თაობამ ყველაფერი მოიგო, ყველაფერი დადო, მათ ასე იოლად ვერ გაუშვებ, წარმატებას კი ახალი სისხლი სჭირდება
    ველოდები ანსუს დაბრუნებას 9-იანზე, ჰო, სწორედ 9-იანზე

  • M10 S9 D11
    17 თებ 2021, 11:46

    მესი უნდა წავიდეს უბრალოდ კარიერის წლებს კარგავს უტიტულობაში სანამ კიდევ თამაშობს ერთი ლიგა უნდა დადოს და ამას ამ გასაცოდავებულ ბარსაში ვერ გააკეთებს ზაფხულში ძალიან ბევრი უნდა გაიყიდოს და ძალიან ბევრი უნდა მოიყვანონ მწვრთნელი პირველ რიგში გამოსაცვლელია ძირეული რეკონსტრუქცია თუ არ მოხდა ესე ვიქნებით სულ

  • QIROESTA
    17 თებ 2021, 11:15

    ვინც გუნდიდან ტიაგო ალკანტარა ნეიმარი ერიკ გარსია სუარესი და ლუის ენრიკე
    გაუშვა ყველას დედას შვც მეეეე

  • MARI=BARCA-fan
    17 თებ 2021, 11:12

    გუნდს ძალიან მაგარი ფსიქოლოგი სჭირდება, რომელიც 100%-ით დაარწმუნებს მოთამაშეებსს, რომ ფეხბურთის სათამაშოდ სირბილია საჭირო და არა მოედანზე ცხვირჩამოშვებული უღიმღამოდ სეირნობა..
    rage rage rage

  • რიკი პუჩი
    17 თებ 2021, 10:53

    როგორ ახითხითდებოდა ვალოდია

  • Бакари
    17 თებ 2021, 10:43

    ბარსელონას, ბოლო 1.5 წლის ყველაზე დიდი შეცდომა ერნესტო ვალვერდეს ასე უაზრო გაშვება იყო. რა რესურსიც ქონდა იმ კაცს მშვენივრად აკეთებდა მის სამუშაოს და გუნდს მაინც ეკავა სტატუსი . რო გაქვთ ბავშვებს დაჟინებული მარსელონას სათამაშო სტილი , რად გინდა სათამაშო სტილი თუ გვამს გიხევენ და გასასტიკებენ გრანდები , ა ბატონო რეზულტატი . 2 თამაში ქონდა მარტო ვალვერდეს ჩაგდებული , გასვლა რომასთან (ისიც ფეხბურთელების ბრალი იყო ) და ლივერპულთან , და აქაც ფეხბურთელებმა სასაცილო შეცდომები დაუშვეს

  • Always cule
    17 თებ 2021, 10:41

    კუმანი არის მშიშარა

  • C.PC5
    17 თებ 2021, 10:36

    მეგობრებო, დაივიწყეთ ოცნება ვინმე გრანდთან მოგებაზე! ეს არაა გუნდი, ესაა ნახირი ხოდა ნახირი ვერასდროს მოუგებს გუნდს! სანამ რეალურა! ვიმეორე რეალურად! არ მოხდება ცვლილებები და სანამ არ გვეყოლება მწვრთნელი! არაფერი გვეშველება! მერამდენედ უნდა დაიჩაგროს პედრი ასეთ გრანდებთან ჯიკაობაში, ვიცით კარგი ბიჭი რომაა, მაგრამ კუმანი რასაც აკეთებს მაგას ჰქვია შე**აო! მასე ყველა თამაშში გამოწურვით მოტივაციასაც უკარგავს, ფსიქოლოგიურადაც ლუზერის ხასიათს უყალიბებს და პლიუს ამას ფიზიკურადაც ასუსტებს. შეტევაში შეიძლება მასეთი გამოუცდელი ფეხბურთელის დაყენება, მაგრამ არა დაცვაში ან ნახევარდაცვაში, პიანიჩი მკვდარზე ვენოკია და საბოლოოდ ისე გამოდის რომ არ გვყავს ნორმალური ნახევარმცველი😞 დესტი კიდე ნამდვილად არაა ბარსას დონის! როგორც ჩანს მაგ ბიჭმა მარტო სირბილი იცის, არც დაცვაში ვარგა და ისიც მიკვირს სად ხედავთ მაგის შემტევ პოტენციალს?! ანუ ეგ პრობლემაც თავიდან მოსაგვარებელია😞 ეს არის ბართომეუს მრავალწლიანი მუშაობის შედეგები😡 წაგვართვა მწვრთნელიც და დაშალა გუნდიც.

  • neo222
    17 თებ 2021, 10:24

    ავტორს ერთ რამეში ვერ დავეთანხმები. შეშინებული არ ყოფილა ბარსელონა. უბრალოდ ეს იყო საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება არაპროფესიონალიზმი(დაუჯერებელია მარა ეგრეა) ფანების დაკიდება ყველაფერი ერთად აღებული. მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ძალით მოგებინეს პსჟს ანუ იმითი რომ არ შეეწინააღმდეგნენ მეტოქეს. არც მბაპეს და არავის ისეთი საოცრება არაფერი გაუკეთებია პსჟ დან ტაში რო დაგეკრა. უბრალოდ ბარსას ყველა ფეხბურთელი ერთად გამოსლევდა გარდა ტერშტეგენისა. დროა მესიმ მისცეს კაპიტნობა. თავის სიდიადეს ეს არ არაფერს დააკლებს იქნება კაპიტანი თუ არა. მე მგონია პირიქით მოხდება. კუმანი უბრალოდ სასწრაფოდ გასაგდებია. აირჩევენ ლაპორტას ეგრევე გააგდოს თუ არი საღ აზრზე

  • marco reus 11
    17 თებ 2021, 10:07

    ციტატა: Sergio5
    ბიჭო სულ ჩვენ რატო გვემართება ესეთი რაღაცეები smile smile
    აგერ გამოვა პორტო და 1 ბურთს გაუშვებს მარტო იუვესთან, არავინ არ შერცხვება ესე ვიცი და მაინდამაინც ჩვენ უნდა დაგვემართოს სულ, 4 წელია იმას ვნატრულობ რამე დაძაბულ ბრძოლაში მშვიდად გამოვვარდეთ ვინმესთან თქო და აპა sweat_smile


    იმიტორო, ჩვენ გვაქ მარტო ასეთი სი*ული მიდგომა, რო დემბელე კოუტინიო და გრიზმანი 400 მილიონი ღირს, მწვრთნელი მთავარია კულე იყოს იმის იქით გამზრდელიც მო###ია , გვკიდია რა უდევს თავში. მარტო ჩვენ ვაყენებთ სასტავში ლენგლესნაირ არსებას, რომელსაც კაი გუნდი ჯართში ჩააბარებდა დიდი ხანია უკვე, მარტო ჩვენ ვიცოდით და დაგვავიწყდა ამ სპორტის თამაში, როცა სხვები პირიქით , სწავლობენ. მარტო ჩვენ ვიშვერთ ხელს 34 წლის კაცისკენ ,რო თამაშები მარტომ მოიგოს და ადრე თუ მოგვწონდა მისი ხასიათი ახლა პრობლემებს გვიქმნის. მარტო ჩვენ ვჭამთ სირცხვილს 3 წელი ანტირეკორდებს ვამყარებთ გადაბმულად მერე კი რეალურს და ძირეულს არაფერს ვცვლით. ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ და სადაც უნდა ვიყოთ. აქ არი ჩვენი ადგილი:)

  • Sergio5
    17 თებ 2021, 09:58

    ბიჭო სულ ჩვენ რატო გვემართება ესეთი რაღაცეები smile smile
    აგერ გამოვა პორტო და 1 ბურთს გაუშვებს მარტო იუვესთან, არავინ არ შერცხვება ესე ვიცი და მაინდამაინც ჩვენ უნდა დაგვემართოს სულ, 4 წელია იმას ვნატრულობ რამე დაძაბულ ბრძოლაში მშვიდად გამოვვარდეთ ვინმესთან თქო და აპა sweat_smile

  • marco reus 11
    17 თებ 2021, 09:48

    დემბელე აგენტი გვყავს გუნდში 😀 იმენა აგენტია მასტი. ლაიარ ფრანგები გაგვწირავენ ისევო , შეკაცო მაგას რა გამოცნობა უნდოდა :))) მართლა 14 ფრანგს ეთამაშებოდა ბარსა 11 ის მაგივრად ,კაი ანგარიშია. აი გრიზმანს პუიოლი უნდოდა გუშინ ნუ ყვირიო პუისთვის უნდა ეთქვა და მისგან თმები დარჩებოდა მარტო😂😅 ნუ პუიოლი ყველაწ ჭირდებოდა გუშინ მარა მაგას მოუხდებოდა :დდდ

  • Kaka
    17 თებ 2021, 08:17

    ისევ და ისევ შექება ფეოლას მშვენიერი სტატიაა.