მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პუჩის ნათლობა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: პუჩის ნათლობა

რიკი პუჩი ტრადიციულად უკანასკნელ წუთებზე გამოვიდა მოედანზე და სადებიუტო გოლიც გაიტანა. ეს, შესაძლოა, ისტორიული გოლი გამოდგეს, გააჩნია, როგორი კარიერა ექნება პუჩს და რა კვალს დატოვებს “ბარსელონაში”.

სეზონის წინ კუმანი წასვლას თხოვდა, მერე ალენია ამჯობინა და უთხრა, რომ საერთოდ არ მოუწევდა თამაში, რაც სიმართლესთან ახლოს არის და რომ არა კოუტინიოს ტრავმა, ალბათ ეს მცირე დროც არ მიეცემოდა, მაგრამ რიკიმ დარჩენა და ბრძოლა გადაწყვიტა. როცა პოზიციისთვის ებრძვი კონკურენტს, ამ დროს გაცილებით მარტივად არის საქმე, თუ ცუდ თამაშს ჩაატარებს იცი, რომ შანსი მოგეცემა, მაგრამ პუჩის შემთხვევაში კუმანმა აღნიშნა, რომ არსებულ ტაქტიკაში მას საერთოდ ვერ ხედავს. ანუ, რიკის პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს, მხოლოდ მაშინ შემოდის მოედანზე, როცა თამაშის სცენარი ბოლომდე შესაცვლელია.

მიუხევადა ამ პრობლემებისა, ნიცშეს ოფიციალური ფანკლუბის წევრების ტერმინოლოგია რომ გამოვიყენო, რიკი პუჩმა ხასიათი გამოავლინა!

ჯერ “სოსიედადთან” თერთმეტმეტრიანის შესრულება თავად მოითხოვა და გადამწყვეტი გოლი შეაგდო, მერე ესპანეთის თასზე, ცუდი თამაშის ფონზე, კარგი გამოცდილი კაპიტანივით მსაჯს საქმე ურჩევდა, ახლა კი სადებიუტო გოლიც გაიტანა, არადა სულ რაღაც ხუთი წუთი მისცეს.

აქვს ამ ბიჭს მებრძოლი ხასიათი და ტემპერამენტიც, ეს ხანდახან ცუდად აისახება მის თამაშზე, მაგრამ უმეტესად დადებით მუხტს აძლევს.

გოლი ნიშნავს იმას, რომ სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს. თუნდაც მცირედით, მაგრამ მაინც, ფეხბურთელების მიმართ სამართლიანობა აუცილებელია, პუჩმა კი მეტი დრო დაიმსახურა. ვნახოთ, რას იზამს რონალდ კუმანი.

ცუდი შეტევა

სანამ შემტევებზე ვისაუბრებდე, კარგი იქნება თუ კრიტერიუმებზე ჩამოვყალიბდებით, როგორი კრიტერიუმით უნდა ფასდებოდეს “ბარსელონას” შემტევი. ნუთუ, დრიბლინგი საკმარისია იმისათვის, რომ შემტევმა კარგი შეფასება მიიღოს? მით უმეტეს, ის დრიბლინგები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოუტანია.

“ბარსას” ფეხბურთელების შეფასებისას კრიტერიუმი ყოველთვის ძალიან მაღალია, განსაკუთრებით შემტევების შემთხვევაში, ამ კლუბს ასეთი ისტორია აქვს, ყველა დროის საუკეთესო შემტევები აქ თამაშობდნენ და თამასაც მაღალია. ამიტომ, ერთი-ორი კარგი ფინტი კარგ თამაშს ნამდვილად არ ნიშნავს. შეიძლება სხვა გუნდში ნიშნავდეს კიდეც, მაგრამ არა “ბარსაში”.

შემტევებმა ითამაშეს ცუდად. ყველაზე აქტიური დემბელე იყო და კუმანმა პირველი სწორედ ის გაიყვანა, ალბათ ბევრი წუნის გამო, თუმცა, ეგ წუნიც იქიდან გაჩნდა, რომ შემტევებიდან ყველაზე ხშირად სწორედ ის იყო ბურთით.

ბრეითუეიტზე კარგი შეიძლება ის ითქვას, რომ ერთხელ კარგად გაიქცა, ეს კრიტერიუმი მხოლოდ ქართველ კომენტატორს თუ დააკმაყოფლებს, რომელიც ქართველი ლეგიონერის თამაშს უძღვება – “ბრწყინვალედ მოტრიალდა”! “შესანიშნავად გაიხედა მარცხნივ”! “ნახეთ, რა ნახტომი”! დაახლოებით ამავე კონტექსტში განიხილება ბრეითუეიტის აქტიურობა – დიდებულად გაიქცა!

გრიზმანს რაც შეეხება, აუცილებლად შექებას იმსახურებს, იმიტომ, რომ პუჩის გოლი ძალიან გაუხარდა. ესეც საქმეა. სიკეთეში და ძმობაში შეგვიძლია ქულები წავუმატოთ.

ტრიო

თქვენი არ ვიცი, მე ძალიან მომწონს “ბარსას” ნახევარდაცვის ტრიო, სამი მოაზროვნე ფეხბურთელი, რომელიც იდეალურად ალაგებს თამაშს. მათ რომ მაღალი კლასის ფორვარდები მიუძღვებოდნენ, მეტოქის საჯარიმოს სიახლოვესაც მშვენივრად დაიჭერდნენ ბურთს, ეს განსაკუთრებით პედრის ეხერხება, უკვე მერამდენედ ვნახეთ, რომ თუნდაც მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ ინარჩუნებს ბურთს და სწორ გაგრძელებებსაც პოულობს.

დე იონგი უმატებს და უმატებს. სწორედ ამას ველოდით, არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ, “ბარსას” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. გოლებიც გააქვს, საგოლე პასებსაც აკეთებს, დრიბლინგებსაც არ აკლებს და ბურთის დაჭერა ხომ არასდროს უჭირდა.

რა შეიძლება კიდევ მოვთხოვოთ? სტაბილურობა, სხვა არაფერი.

დაცვა

კარგი თამაში ჩაატარეს. ალბა განსაკუთრებით გამოარჩიეს, დაიმსახურა. მისი შემხედვარე სულ სურვილი მიჩნდება, რომ რამდენიმე წლით უფრო ახალგაზრდა იყოს, ალვესის წასვლა ურთულესად გადავიტანეთ და იმედია ალბას წასვლის მერე იგივე დღეში არ აღმოვჩნდებით.

უმტიტიმ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ერთხელ ფეხი დაუცდა, რის გამოც კარში დაგვირტყეს, მაგრამ ეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის ბრალი მგონია. ტონუსში ჯერ კიდევ ვერ არის. თუმცა, ლანგლეს ახლავე გაუწევს კონკურენციას.

არაუხოსაც არაფერი უჭირდა, მაგრამ ერთ მომენტში მძიმედ შეცდნენ, ისიც და მინგესაც, ამას ვიდეოანალიზისას განვიხილავთ, იმის მაგივრად, რომ მათ შორის მანძილი გაზრდილიყო არაუხო მინგესასკენ დაიძრა, დააბნია და იმანაც მეტოქეს ჩააბარა ბურთი. რომ არა ჩვენი სუპერმენი, კაცმა არ იცის თამაში როგორ მორჩებოდა.

კიდევ ერთი გასვლა გველის “რაიოსთან” და ცოტას ამოვისუნთქებთ. მესიც დაბრუნდება და შეტევის პრობლემა მცირედით მაინც მოიხსნება, აი ფატის დაბრუნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • ბასქუ10
    25 იან 2021, 22:27

    ნახევარდაცვის ტრიო მართლაც ძალიან კარგია, სამივე მოთამაშე ინტელექტუალობით და ნიჭით გამოირჩევა და ძალიან ადვილად კითხულობენ თამაშს და ალაგებენ სიტუაციას, აღარ მეგონა თუ ბუსკეცი ასე მოუმატებდა მაგრამ ფრენკის და პედრის დამსახურებაცაა ბუსკეცის ასეთი თამაში,ინდენად სწორად თამაშობენ რომ ბუსკეციც იძულებულია ფეხი აუწყოს მათ ტემპს

  • nika 54
    25 იან 2021, 14:18

    " როგორი კრიტერიუმით უნდა ფასდებოდეს "ბარსელონას" შემტევი. ნუთუ, დრიბლინგი საკმარისია იმისათვის, რომ შემტევმა კარგი შეფასება მიიღოს? მით უმეტეს, ის დრიბლინგები, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოუტანია"
    აი ეგ უაზრო დრიბლინგებია, რომ გვიშლის ნერვებს. ლეო რო დრიბლინგს აკეთებს ორი სვლით წინ იყურება და იცის რაც უნდა გააკეთოს პირველივე დრიბლინგის შემდეგ. ეს აყლაყუდა ფრანგი იმდენჯერ დატრიალდება, ბურთს ერთი ფეხიდან მეორეზე გადაიტანს, რომ გასაგები ხდება აზრზე არ არის რა უნდა ქნას. გრძელი ფეხების და სისწრაფის გარდა არაფერი ფეხბურთელისა აზროვნების მხრივ არა აქვს. ეგ სასწრაფოდ უნდა გაიყიდოს, თორემ ორი სეზონის შემდეგ უფასოდ წავა. იუვენტუსი შეპირდა რომ უფასოდ აიყვანს.

  • Don_Andresito
    25 იან 2021, 02:34

    ციტატა: Griezzy7
    უმტიტიმ ტრამვა თუ აღარ მიიღო ამ სეზონში ჯობია რო ლენგლემ დატოვოს გუნდი და არა უმტიტიმ.
    დაჟე თუ დასვენება მოუწევს ხოლმე უმტიტის რამოდენიმე თამაში რო არ გადაიტვირთოს მაინც უმტიტი მირჩევნია.

    პიკე. არაუხო. უმტიტი. გარსია. და უპამეკანოსაც თუ მოიყვანენ ვაფშე გაასწორებს


    უპას ტრანსფერი მაგარი იქნებოდა მარა პიკე რო წავა მერე, მანამდე არც ფულია და არც ადგილი, პიკე გარსია უმტიტი არაუხო და მინგესაც აქაა. სავარაუდოდ პიკე რო წავა უპამეკანო უკვე ბაიერნის ან რომელიმე გრანდის მოთამაშე იქნება მარა მაინც. თუ კრიზისიდან ამოძვრა გუნდი დე ლიხტზე ფიქრი შეილება, ახლა კი ღირს 100 მარა თუ გუნდზე ზეწოლას მოახდენს და კონტრაქტის წლებიც შემცრიდება ამასობაში 50-60 ად მოჟნა, მთავარია დამპალ რაიოლასთან დაალაგოს ახალმა პრეზიდენტმა (ლაპორტამ) ურთიერთობა რო ჰოლანდმაც გამოიხედოს ჩვენკენ, რას დაგვხატავდა ახლა მეგოლე ფორვარდი? ბრაიტვაიტის ტვლიპინა თავს რო აღარ დავინახავდი. დაცვაში კუნდეც კარგი ვარიანტია ადრეც დავწერე და პაუ ტორესიც. მთავარია ლენგლე მოშორდეს. უმტიტიზე ძვირად ლენგლე გაიყიდება. არც ტრავმიანია და სტაბილურად თამაშობს 40 მაინც არ ღირს? ბარსას ძირითადის კაცია. უმტიტის კიდე ხელფასი შეუმცირონ და თუ დათანხმდა დარჩეს. თუ არადა ეგ ორივე რო გაიყიდოს და ტოდიბო მიყვეს, არ აქვს მომავალი აშკარად ბარსაში ისე მიეწყო მაგისი კარიერა, მერე შეიძლება ერთ კარგ მცველზე ფიქრი მაგ ოთხეულიდან.

    ციტატა: C.PC5
    ფეოლა უკლასნესი ხარ❤️. ნახევარდაცვა გვყავს აი ნუ არ ვიცი როგორი ძლიერი!!!!! და დიახ ეს არაა არც გადამეტებული და არც ტყუილი! დეიონგი და პედრი ქმნიან შეტევაში ყველაფერს და დაცვასაც ეგენი უმარტივებენ ბუსისთან ერთად საქმეს!! მართლა სჭირდებათ ამათ წინ ძლიერი ფორვარდები და მშვენიერი შემტევი ხაზი იქნება.


    ფატი რო დაბრუნდება ცოტა მეტად გააქტიურდება შეტევა, ფატი უფრო აზრიანაც უტევს დემბელესგან განსხვავებით, სისწრაფე მოიმატებს და ბრაიტის თამაშის აუცილებლიბა გაქრება და რესურსი და ვარიაცია გაჩნდება. ნახევარდაცვას უფრო მეტი არჩევანი ექნება რომელ ფლანგზე წაიღოს ბურთი, ორივე მხარეს თუ სწრაფი გარემარბი იქნება. ეჰ ტრინკაოს გაეტანა რა ის ბურთი იქნებ ჯადოც მოხსნოდა. პედრიმ კიდე კარში დარტყმაზე იმუშაოს და გავკარი მერე დე ბრუინსაც და ბრუნოსაც. ხშირად ხვდება პოზიციიდან გამომდინარე კარის პირისპირ და ჭირდება დარტყმა. ისწავლის სად წავა ჯერ პატარა ბიჭია

  • Albicelecte
    25 იან 2021, 01:19

    ეჰ რაკი უმთითი და ლენგლე ფრანგებია, ჩვენი პღეზიდენტი როგორც ითხოდა
    ლენღლეს ჟანმღთელობა და უმთითის კლასი, საფეღბუთთო ინტელექტი ეღთად უნდა შევ****თ
    მაგრამ ეგრე სადაა?! smiley smiley

  • C.PC5
    25 იან 2021, 00:18

    ფეოლა უკლასნესი ხარ❤️. ნახევარდაცვა გვყავს აი ნუ არ ვიცი როგორი ძლიერი!!!!! და დიახ ეს არაა არც გადამეტებული და არც ტყუილი! დეიონგი და პედრი ქმნიან შეტევაში ყველაფერს და დაცვასაც ეგენი უმარტივებენ ბუსისთან ერთად საქმეს!! მართლა სჭირდებათ ამათ წინ ძლიერი ფორვარდები და მშვენიერი შემტევი ხაზი იქნება.

  • M10 S9 D11
    25 იან 2021, 00:05

    დაბრუნდება მესი და მოიხოდება შეტევა მერე ფატიც დაგვემატება და ვაფშე კანფეტ

  • Clever liar
    25 იან 2021, 00:05

    ბრრეითვეიტს ვთქვათ რომ მეტი არ ესმის, არ ეხერხება, ცდილობს მაგრამ მცდელობას ტექნიკური არსენალი არ შეესაბამება და სხვა უამრავი ა.შ., მაგრამ აი დემბელე რო თითქოს იდიელაურ პოზიციამდე მისვლას (პასისთვის გინდ დასარტყამად) ერთი ხელის მოსმით აკეთებს და მერე უკუნ ბრუნდება და ისევ ახლიდან იწყებს ველოსიპედის გამოგონებას, აი მაგ დროს რა დავალება აქვს, რას ემსახურება მისი იმპულსურად მოქმედი ტვინი როგორ მაინტერესებს 😀

  • პატარა პრინცი
    25 იან 2021, 00:01

    ხო, ნახევარდაცვა მეც ძალიან მომწონს. მაგრამ, პედრის ასე დატვირთვა არ შეიძლება. ჯერ ისევ Პატარაა და უნდა დაასვენოს ხოლმე. ბუსი "ბებერიც"კი ხერხემალია გუნდისთვის.
    უმტიტიც შევა ფორმაში და მოუმატებს. არაუხოსთან ერთად კარგ დუეტს შექმნის ასე მგონია blush

  • Clever liar
    24 იან 2021, 23:53

    ცუდი შეტევა

    საღოლ ფეოლ მათემატიკური სიზუსტით ჩამოაყალიბე :))

  • BEQA BARCA
    24 იან 2021, 23:47

    უმტიტის იმ ერთი შეცდომის გამო ზოგი ლენგლეს ამჯობინებს მაგრა ლენგლე 100 მაგდენსცუშვებს. უმტო მაინც კლასნია❤💜

  • Albicelecte
    24 იან 2021, 23:43

    მადლობა ფრენკი ნათლია barca-7