ფინალის მიმოხილვა

ფინალის მიმოხილვა

ფინალი ისეთი თამაშია, რომ ყველაფერს დეტალები წყვეტს, ერთ შეცდომას შეუძლია ყველაფერი წყალში ჩაყარის, ამიტომ ასეთ შეხვედრებს კლასის გარდა დიდი გამოცდილებაც სჭირდება, “ბარსა” თავიდან იწყებს შენებას და ცოტ-ცოტა ყველაფერი დააკლდა.

სეზონის მთავარი შანსი ხელიდან გავუშვით.

ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ ერთი რიგითი ტიტული არ იქნებოდა, შუა სეზონში მოგება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აბსოლუტურად შეცვლიდა,  ერთი აგური დაიდებოდა გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ახლა კი პირიქით, ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა.

სულ რაღაც სამი წუთი უნდა გადაგველახა, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ნაადრევად გადაწყვიტეს მოგებაზე ფიქრი და ამიტომაც დავისაჯეთ. გამოცდილებაც ზუსტად ეს არის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენი მეტოქე, “ბილბაო” თუ “რეალი”, ყველა შეხვედრა ბოლო წუთამდეა მისაყვანი.

არადა, განგაშის ზარიც ჩაგვესმა, თამაშგარე მდგომარეობის გამო “ბილბაოს” გოლი არ ჩაითვალა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენი მცველები არც ცდილობდნენ, რომ თამაშგარე მდგომარეობა შეექმნათ, “ბილბაოს” ფეხბურთელს მხარი ჰქონდა ჩარჩენილი, თითქმის ყველა სტანდარტის დროს მაგრად გვაჯობეს, გამოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ამაზე ჰქონდათ ნამუშევარი, წესით და რიგით, ამის მერე დაცვას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეთამაშა, მაგრამ ლანგლემ დავალება ვერ შეასრულა და ბოლო წუთებზე გოლი მივიღეთ.

სწორედ აქ მოიშალა გუნდი ფსიქოლოგიურად, ეს იყო კრიტიკული მომენტი, ჩვენ კი არ გვყავს ისეთი ლიდერი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გუნდს გაამხნევებს და აზრზე მოიყვანს.

90-ე წუთამდე კარგი სურათი გვქონდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ იდეალურ მატჩს არც არავინ ელოდა, არც გუნდისგან და არც მესისგან, რომელმაც ტრავმით ითამაშა და არა მგონია მისთვის ბოლომდე თამაშის რეკომენდაცია მიეცათ, უბრალოდ ვიცით, რომ თავად ასეთი ფეხბურთელია, სამედიცინო გუნდის რეკომენდაციებს თითქმის არასდროს ითვალისწინებს, თუ მცირე შანსიც არის იმისა, რომ ითამაშოს, ბოლომდე თამაშობს.

ასე იყო კარიერის დასაწყისშიც, როცა სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი და ნიღბით გავიდა მოედანზე, მიუხედავად ექიმების აკრძალვისა. ალბათ იფიქრა, თამაშს ბოლომდე ჩავამთავრებო, ვერც შეცვლა გაუბედეს და დარჩა მოედანზე ბოლო წუთებამდე, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო.

მერე რაც მოხდა, ნერვების ამბავია.

“ბილბაომ” ბინძურად თამაში დაიწყო და ვისაც ფეხბურთი უთამაშია, თუნდაც არაპროფესიონალურ დონეზე, იცის, როგორი გამაღიზიანებელია ეს ილეთი, როცა მეტოქის კარისკენ გარბიხარ და ამ დროს დაუკმაყოფილებელი როსკიპივით გექაჩებიან, ადამიანურ ენაზე ამას არასპორტული საქციელი ჰქვია, რაზეც მაქსიმუმ ყვითელი ბარათია, მაგრამ წყობიდან გამოყვანის საუკეთესო საშუალებაა.

მოქნეულ ხელს ველოდი, თუმცა არა მესისგან, უფრო დე იონგისგან, იმიტომ, რომ რამდენჯერმე შეაჩერეს ასე ბინძურად და ნამდვილად მეგონა, რომ ხელს მოიქნევდა, მაგრამ თავშეკავება შეძლო. აი მესიმ კი ვერ შეძლო, მასაც ასე დაუპირეს შეჩერება და ისეთი ჩააფეთა, რომ ცარიელ სტადიონზე ტყლაშანის ხმაც გავიგონეთ.

წყობიდან გამოსული მესი ადრეც გვინახავს. ეს ახალი ამბავი არ არის, უბრალოდ ადრე VAR-ი არ იყო და “ბარსაში” წითელი არასდროს მიუღია. ამჯერადაც გადარჩებოდა, მაგრამ ტექნოლოგიებმა ყველაფერი შეცვალეს.

იყო თუ არა გასაგდები? კი, იყო.

ის, რასაც “ბილბაო” აკეთებდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წითელი ბარათით არ ისჯება, ეგეთი თამაში უბრალოდ არ უნდა იკადრო, მაგრამ ფეხბურთი ხულიგნების სპორტია. ფეხბურთის სამშობლოშიც ასე ამბობენ – “რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენლტმენები თამაშობენ, ხოლო ფეხბურთი ჯენლტმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ.”

ფინალის წინ ძველი დაპირისპირებებიც გავიხსენეთ და აბა გუშინდელი რა მოსატანია იმასთან, რასაც დიეგო მარადონას უკეთებდნენ.

ასეა საქმე, როცა სასწორზე ყველაფერი დევს, როცა ფინალს თამაშობ, გუნდთან, რომელიც დეკადაში თითო ტიტულს იგებს, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ჩვენ კიდე ვერაფრისთვის მზად ვერ აღმოვჩნდით.

ცალკეულ ზონებს არ შევეხები, ანალიზი მოგვიანებით იყოს, უბრალოდ ამ შეხვედრაშიც გამოვლინდა ის მინუსები, რომელიც სეზონის დასაწყისიდანვე თავს იჩენს. არ არის კარგი, როცა მცველის შეცვლა გიწევს, არა იმიტომ, რომ ტრავმა მიიღო ან გაფრთხილება, არამედ იმიტომ, რომ უკმაყოფილო ხარ.

კუმანი ისევ ენდო სერჟინიო დესტს და ისევ იმედი გაუცრუვდა, მინგესა კი ფლანგზე თამაშისთვის ნამდვილად არ არის დაბადებული.

ოთხი მცველიდან, მხოლოდ ერთი გვყავს, ვინც საიმედოდ გამოიყურება, ეს კი ძალიან მძიმე სურათია.

“ბარსას” ცვლილებები სჭირდება, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, როგორც ჩანს, ვერაფრისთვის ვიყენებთ და მთელი სეზონი ამ რესურსით უნდა ჩავამთავროთ, თანაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით.

წავაგეთ, მაგრამ ახალი გუნდისთვის ესეც ერთი აგურია, გამოცდილების აგური, დე იონგისთვის, პედრისთვის, არაუხოსთვის, ეს ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ კარიერაში მსგავსი არაფერი განმეორდეს.

წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (25)

  • Ბარსა13
    19 იან 2021, 19:03

    ნოე,
    Ნამდვილად ბინძურად თმაშობს ბილბაო და ბარსა კი მალე მოძლიერდება სულ ესე ვერ ვიქნებით და მერე დავუქამბექებთ

    saba_xavi,
    Კარგად ჩაათხლიშა მესიმ და წესით მთელ გუნდს უნდა ეჩხუბა 🙄

    Griezzy7,
    Მეგა ტრანსფერსაც გააჩნია კიდევ 120 მილიონიანს თუ ვიყიდით კარგი კი არა საუკეთესო უნდა იყოს! 🙂

    პატარა პრინცი,
    Გეთანხმებით ბარსას დრო მოვა…

    ბასქუ10,
    Დე იონგმა და ტერ შტე შტეგენმა გაგვიყვანეს ფინალში და ყველაზე მეტად ეგენი მეცოდება

  • Albicelecte
    18 იან 2021, 23:43

    ციტატა: saba_xavi
    აი კიდევ ერთხელ ვნახე მომენტი და პირველად ხო მიეჯახა ის ნაბიჭვარი არ იკმარა იცოდა რო გაიქცეოდა შეტევაში და სახიფათო იყო და მეორედაც მიეჯახა ოღონდ ამჯერად ხელით წავიდა პირდაპირ და მესიმაც აფეთა გემრიელად. ანუ უფლება აქვს შენს მოწინააღმდეგეს ხელით წამოვიდეს და შენ პასუხი არუნდა გასცე მეორე ლოყაც უნდა მიუშვირო. დასაჯარიმებელი პროვოკატორი და ნაძირალა კაცი უცოდველი კრავი გამოვიდა. თავიდან ვამბობდი არ ვამართლებ მესის საქციელსთქო მაგრამ ბევრჯერ ყურების შემდეგ მესი შე არასწორო რო ფეხიც არ მიაყოლე


    ფეხიც რომ მიეყოლებინა, მაშინ მადრიდელი უნდა ყოფილიყო, მაგდენი მოწვა და არ იკადრა

  • saba_xavi
    18 იან 2021, 21:30

    აი კიდევ ერთხელ ვნახე მომენტი და პირველად ხო მიეჯახა ის ნაბიჭვარი არ იკმარა იცოდა რო გაიქცეოდა შეტევაში და სახიფათო იყო და მეორედაც მიეჯახა ოღონდ ამჯერად ხელით წავიდა პირდაპირ და მესიმაც აფეთა გემრიელად. ანუ უფლება აქვს შენს მოწინააღმდეგეს ხელით წამოვიდეს და შენ პასუხი არუნდა გასცე მეორე ლოყაც უნდა მიუშვირო. დასაჯარიმებელი პროვოკატორი და ნაძირალა კაცი უცოდველი კრავი გამოვიდა. თავიდან ვამბობდი არ ვამართლებ მესის საქციელსთქო მაგრამ ბევრჯერ ყურების შემდეგ მესი შე არასწორო რო ფეხიც არ მიაყოლე

  • BEQA BARCA
    18 იან 2021, 18:40

    ციტატა: Griezzy7
    მეაღარ მაქ არაფრის იმედი სანამ 5 მეგა ტრანსფერი არ გაკეთდება მინიმუმ


    გრიზმანი და კოუტინიო მეგა ტრანსფერები მაგრამ 0….

  • ANSU FATI 10
    18 იან 2021, 17:17

    კაი რაა. ბაიერნი თვალთმაქცობს რაღაცას, აგერ ნახავთ ვითომ არა არიან ფორმაში და გააპობენ ყველას ლიგაზე სად ბაიერნის კრიზისი და სად ბარსასი შედარებც არ შეიძლება.

    ციტატა: FC Bayern Munich
    ბარსამ დაკარგა თავდაჯერებულობა, ეს გრძელდება უკვე წლებია, სამწუხაროდ ვერ გადალახეს ვერაფრით კრიზისი, მაგრამ ვფიქრობ მომავალი წლისთვის განსხვავებულ ბარსას ვიხილავთ, არ შეიძლება ესე გაგრძელება, ზედიზედ ორი წელი უტიტულოდ ამ დონის გრანდისთვის საგანგაშოა, წინასწარ არ ჩამომიწერია ბარსა ლა ლიგადან და ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ ალბად 10% იმის შანსი რომელიმე ტურნირზე წარმატებას მიახწიოს. ჩემი ბაიერნის არ იყოს ამათაც არ ყავთ იფიციალურად დაცვა, ესე მარტივად არ უნდა არტყმევინო მეტოქეს. ერთი სიტყვიდ თითქმის ყველა გრანდს კრიზისი აქ, მთავარია მალე გამოძვრნენ აქედან, გული არ გაიტეხოთ კულეებო, ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია, ყველა სეზონს ერთ დონეზე ვერავინ ჩაატარებს. 🤚