ფინალი ისეთი თამაშია, რომ ყველაფერს დეტალები წყვეტს, ერთ შეცდომას შეუძლია ყველაფერი წყალში ჩაყარის, ამიტომ ასეთ შეხვედრებს კლასის გარდა დიდი გამოცდილებაც სჭირდება, “ბარსა” თავიდან იწყებს შენებას და ცოტ-ცოტა ყველაფერი დააკლდა.
სეზონის მთავარი შანსი ხელიდან გავუშვით.
ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ ერთი რიგითი ტიტული არ იქნებოდა, შუა სეზონში მოგება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აბსოლუტურად შეცვლიდა, ერთი აგური დაიდებოდა გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ახლა კი პირიქით, ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა.
სულ რაღაც სამი წუთი უნდა გადაგველახა, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ნაადრევად გადაწყვიტეს მოგებაზე ფიქრი და ამიტომაც დავისაჯეთ. გამოცდილებაც ზუსტად ეს არის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენი მეტოქე, “ბილბაო” თუ “რეალი”, ყველა შეხვედრა ბოლო წუთამდეა მისაყვანი.
არადა, განგაშის ზარიც ჩაგვესმა, თამაშგარე მდგომარეობის გამო “ბილბაოს” გოლი არ ჩაითვალა, მაგრამ იმ მომენტში ჩვენი მცველები არც ცდილობდნენ, რომ თამაშგარე მდგომარეობა შეექმნათ, “ბილბაოს” ფეხბურთელს მხარი ჰქონდა ჩარჩენილი, თითქმის ყველა სტანდარტის დროს მაგრად გვაჯობეს, გამოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ამაზე ჰქონდათ ნამუშევარი, წესით და რიგით, ამის მერე დაცვას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა ეთამაშა, მაგრამ ლანგლემ დავალება ვერ შეასრულა და ბოლო წუთებზე გოლი მივიღეთ.
სწორედ აქ მოიშალა გუნდი ფსიქოლოგიურად, ეს იყო კრიტიკული მომენტი, ჩვენ კი არ გვყავს ისეთი ლიდერი, რომელიც კრიტიკულ მომენტში გუნდს გაამხნევებს და აზრზე მოიყვანს.
90-ე წუთამდე კარგი სურათი გვქონდა, იყო შეცდომებიც, მაგრამ იდეალურ მატჩს არც არავინ ელოდა, არც გუნდისგან და არც მესისგან, რომელმაც ტრავმით ითამაშა და არა მგონია მისთვის ბოლომდე თამაშის რეკომენდაცია მიეცათ, უბრალოდ ვიცით, რომ თავად ასეთი ფეხბურთელია, სამედიცინო გუნდის რეკომენდაციებს თითქმის არასდროს ითვალისწინებს, თუ მცირე შანსიც არის იმისა, რომ ითამაშოს, ბოლომდე თამაშობს.
ასე იყო კარიერის დასაწყისშიც, როცა სახის ძვალი ჰქონდა გატეხილი და ნიღბით გავიდა მოედანზე, მიუხედავად ექიმების აკრძალვისა. ალბათ იფიქრა, თამაშს ბოლომდე ჩავამთავრებო, ვერც შეცვლა გაუბედეს და დარჩა მოედანზე ბოლო წუთებამდე, რისთვისაც აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო.
მერე რაც მოხდა, ნერვების ამბავია.
“ბილბაომ” ბინძურად თამაში დაიწყო და ვისაც ფეხბურთი უთამაშია, თუნდაც არაპროფესიონალურ დონეზე, იცის, როგორი გამაღიზიანებელია ეს ილეთი, როცა მეტოქის კარისკენ გარბიხარ და ამ დროს დაუკმაყოფილებელი როსკიპივით გექაჩებიან, ადამიანურ ენაზე ამას არასპორტული საქციელი ჰქვია, რაზეც მაქსიმუმ ყვითელი ბარათია, მაგრამ წყობიდან გამოყვანის საუკეთესო საშუალებაა.
მოქნეულ ხელს ველოდი, თუმცა არა მესისგან, უფრო დე იონგისგან, იმიტომ, რომ რამდენჯერმე შეაჩერეს ასე ბინძურად და ნამდვილად მეგონა, რომ ხელს მოიქნევდა, მაგრამ თავშეკავება შეძლო. აი მესიმ კი ვერ შეძლო, მასაც ასე დაუპირეს შეჩერება და ისეთი ჩააფეთა, რომ ცარიელ სტადიონზე ტყლაშანის ხმაც გავიგონეთ.
წყობიდან გამოსული მესი ადრეც გვინახავს. ეს ახალი ამბავი არ არის, უბრალოდ ადრე VAR-ი არ იყო და “ბარსაში” წითელი არასდროს მიუღია. ამჯერადაც გადარჩებოდა, მაგრამ ტექნოლოგიებმა ყველაფერი შეცვალეს.
იყო თუ არა გასაგდები? კი, იყო.
ის, რასაც “ბილბაო” აკეთებდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წითელი ბარათით არ ისჯება, ეგეთი თამაში უბრალოდ არ უნდა იკადრო, მაგრამ ფეხბურთი ხულიგნების სპორტია. ფეხბურთის სამშობლოშიც ასე ამბობენ – “რაგბი ხულიგნური თამაშია, რომელსაც ჯენლტმენები თამაშობენ, ხოლო ფეხბურთი ჯენლტმენური თამაშია, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ.”
ფინალის წინ ძველი დაპირისპირებებიც გავიხსენეთ და აბა გუშინდელი რა მოსატანია იმასთან, რასაც დიეგო მარადონას უკეთებდნენ.
ასეა საქმე, როცა სასწორზე ყველაფერი დევს, როცა ფინალს თამაშობ, გუნდთან, რომელიც დეკადაში თითო ტიტულს იგებს, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ჩვენ კიდე ვერაფრისთვის მზად ვერ აღმოვჩნდით.
ცალკეულ ზონებს არ შევეხები, ანალიზი მოგვიანებით იყოს, უბრალოდ ამ შეხვედრაშიც გამოვლინდა ის მინუსები, რომელიც სეზონის დასაწყისიდანვე თავს იჩენს. არ არის კარგი, როცა მცველის შეცვლა გიწევს, არა იმიტომ, რომ ტრავმა მიიღო ან გაფრთხილება, არამედ იმიტომ, რომ უკმაყოფილო ხარ.
კუმანი ისევ ენდო სერჟინიო დესტს და ისევ იმედი გაუცრუვდა, მინგესა კი ფლანგზე თამაშისთვის ნამდვილად არ არის დაბადებული.
ოთხი მცველიდან, მხოლოდ ერთი გვყავს, ვინც საიმედოდ გამოიყურება, ეს კი ძალიან მძიმე სურათია.
“ბარსას” ცვლილებები სჭირდება, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, როგორც ჩანს, ვერაფრისთვის ვიყენებთ და მთელი სეზონი ამ რესურსით უნდა ჩავამთავროთ, თანაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით.
წავაგეთ, მაგრამ ახალი გუნდისთვის ესეც ერთი აგურია, გამოცდილების აგური, დე იონგისთვის, პედრისთვის, არაუხოსთვის, ეს ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ კარიერაში მსგავსი არაფერი განმეორდეს.
წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება.
მწარე მარცხი იყო, მაგრამ ეს კრიზისიც გაივლის. გუნდი თავიდან იწყებს შენებას. ასე სწრაფად არ იქნება შედეგი. დრო და მოთმინებაა საჭირო. კვლავ ვიხილავთ ბრწყინვალე ბარსას და მივიღებთ ლამაზი თამაშით სიამოვნებას!
დე იონგი შემეცოდა ყველაზე მეტად, როგორ მონდომებით თამაშობდა, ყველანაირად ჩართული იყო თამაშში, ძალიან მონდომებული და ბრძოლისუნარიანად გამოიყურებოდა, ბურთსაც ვერ ართმევდნენ დარღვევების გარეშე….. მაგრამ მარტო ფრენკის მონდომება თამაშის სურათს ვერ შეცვლის, ბოლოს ისეთი დარტყმაც მიიღო მეგონა რო საკცით გაიყვანდნენ მაგრამ ფრენკი იმაზე ძლიერია ვიდრე გვგონია, ბარსელონას რო წაეგო მარტო დე იონგი არ იმსახურებდა ამ მარცხს❤️ ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები ვიდრე აქამდე ვყოფილვართ, ეს სეზონი ვიცოდით რომ წარუმატებელი იქნებოდა და ამ ფაქტს დიდად ნუ გადავყვებიტ თან. აი მომავალი სეზონიდან ახალი პრეზიდენტით ისევ დავიწყებთ იმას რასაც ბარსა მიჩვეული იყო და დავბრუნდებით იქ სადაც ჩვენი ადგილია
ეს თამაში წასაგები არ იყო. დემბელესთან და პედრისთან ერთად რომ ბუსკეტიც შეეცვალა პუჩით, 100%-ით მოგებული იყო თამაში. კუმანი ვერ მიხვდა ბუსი რომ შესაცვლელი იყო და ჩვენ მივხვდით საქართველოში. გუნდი ფსიქოლოგიურად მოსამზადებელია. ასევე უნდა ასწავლონ დროის გაყვანის მეთოდები, ხომ ხედავენ წარამარა როგორ წვებოდნენ ბასკები. და ბოლოს მსაჯი: არ არის ძნელი მისახვედრი, რომ ეს სამსაჯო სასტავი დანიშნეს იმიტომ, რომ ბარსას არ მოეგო. საჭიროა, რომ ტურნირის დაგეგმვის დროს წინასწარ განისაზღვროს სამსაჯო შემადგენლობა და არა იმის მიხედვით, თუ რომელი გუნდი გადის მომდევნო ეტაპზე
ბილბაოში 3-2 მოვუდეთ 2 კვირის უკან და ბარსამ გადაუარა, მესიმ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩატარა და გუშინ არა მარტო ანგარიშის მიხედვით, არამედ ისეთი შთაბეწდილება შემექმნა, რომ ბილბაოს ნებისმიერი ანგარიშის შემოტრიალება შეეძლო. ახლა მითხარით: 2 კვირის უკან (უფრო ნაკლები), იგივე შემადგენლობა, უფრო პრინციპული მნიშვნელობის მატჩი და დიამეტრალურად სხვა სურათი: ფსიქოლოგიური ფაქტორი და სამწვრთნელო სტაფის არასწორი მოქმედების შედეგია, აბა რაა?
კაი რა ბაიერნის კრიზისს ამას როგორ ადარებ, მოვა საჭიროება და იისევ იფრენს ბაიერნი. ეს კიდე ბარსას მაქსიმუმია.
ტერ შტეგენის, მესის, დე იონგის, არაუხოს,პუჩის გარდა არცერთი არ არის დასატოვებელი,პედრის და ფატის მივამატებდი და ნუ გრიზმანსაც მიუხედავად იმისა რომ ხან გამოანათებს და ხან ჩამქრალია იმსახურებს შანსს,ნეტუსაც დავტოვებდი მასაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის სულ სათადარიგოთა სკამზე ზის და თავის გამოვლენის შანსი არ ეძლევა მაინცდამაინც, თორემ დარწმუნებული ვარ ცუდი მეკარე არ არის.
ბარსამ დაკარგა თავდაჯერებულობა, ეს გრძელდება უკვე წლებია, სამწუხაროდ ვერ გადალახეს ვერაფრით კრიზისი, მაგრამ ვფიქრობ მომავალი წლისთვის განსხვავებულ ბარსას ვიხილავთ, არ შეიძლება ესე გაგრძელება, ზედიზედ ორი წელი უტიტულოდ ამ დონის გრანდისთვის საგანგაშოა, წინასწარ არ ჩამომიწერია ბარსა ლა ლიგადან და ჩემპიონთა ლიგიდან, მაგრამ ალბად 10% იმის შანსი რომელიმე ტურნირზე წარმატებას მიახწიოს. ჩემი ბაიერნის არ იყოს ამათაც არ ყავთ იფიციალურად დაცვა, ესე მარტივად არ უნდა არტყმევინო მეტოქეს. ერთი სიტყვიდ თითქმის ყველა გრანდს კრიზისი აქ, მთავარია მალე გამოძვრნენ აქედან, გული არ გაიტეხოთ კულეებო, ეს ყველაფერი ფეხბურთის ნაწილია, ყველა სეზონს ერთ დონეზე ვერავინ ჩაატარებს. 🤚
აბა სულ შეტევაზე დაგეშილ გუნდს, რომ მწვრთნელად მცველს დაუნიშნავ რისი იმედი უნდა გქონდეს? მოსული არ იყო და პირდაპირ სახლიდან დაურეკა ერთადერთ ნამდვილ თავდამსხმელს არ მჭირდებიო, საუკეთესო ცხრიანს. რომელმაც გაგდების შემდეგ ყველაზე დაცვითი ფეხბურთის გუნდში, სადაც მთავარი შეტევაც კი არაა მაინც მოახერხა ის, რომ ბომბარდირის წოდება შეენარჩუნებინა. ჩვენ ვუყუროთ დებილ დემბელეს რომელიც აზრზეა არაა როდის უნდა დარტყას, როგორ დაარტყას, ან როგორ უნდა გადააწოდოს უფრო კარგ პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს. მოკლედ ეს კაცი პირველი კანდიდატია წასვლაზე მიუხედავად იმისა, რომ ბართომეუ დღესაც დარმუნებულია რომ ეს შუშის აყლაყუდა მბაპეს ჯობია.
მართლა არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს კუმანის ხელში, ჯერ მოსული არ იყო ისე გააგდო სუარესი, ახლა უყუროს როგორ გააქვს ატლეტიკოში გოლები და როგორ მოიგებს ლა ლიგას, ჩვენ კიდე დემბელე და ბრეითუეიტი გვყავდეს. ისე ამბობს ხოლმე ინტერვიუებში გოლის გამტანი გვჭირდებაო თითქოს სუარესი მე გავუშვი.
აბა სულ შეტევაზე დაგეშილ გუნდს, რომ მწვრთნელად მცველს დაუნიშნავ რისი იმედი უნდა გქონდეს? მოსული არ იყო და პირდაპირ სახლიდან დაურეკა ერთადერთ ნამდვილ თავდამსხმელს არ მჭირდებიო, საუკეთესო ცხრიანს. რომელმაც გაგდების შემდეგ ყველაზე დაცვითი ფეხბურთის გუნდში, სადაც მთავარი შეტევაც კი არაა მაინც მოახერხა ის, რომ ბომბარდირის წოდება შეენარჩუნებინა. ჩვენ ვუყუროთ დებილ დემბელეს რომელიც აზრზეა არაა როდის უნდა დარტყას, როგორ დაარტყას, ან როგორ უნდა გადააწოდოს უფრო კარგ პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს. მოკლედ ეს კაცი პირველი კანდიდატია წასვლაზე მიუხედავად იმისა, რომ ბართომეუ დღესაც დარმუნებულია რომ ეს შუშის აყლაყუდა მბაპეს ჯობია.
დე იონგს ბრავო ორ თამაშში ზედიზედ 10 წუთი თამაში ცოტა არაა. პედრის არ შეუძლია ამდენი თამაშის ზედიზედ ჩატარება.😔
ტერ შტეგენი კარგი იყო, დესტს მეტი შეუძლია, მაგრამ ჯერ პატარაა და მთელი სეზონი სტაბილურობას ვერ მოვთხოვთ. ლენგლე ისევ ლენგლეა. არაუხო კარგი იყო ძალიან, ალბამ კი მიიღო გოლებში მონაწილეობა, მაგრამ აქეთაც დაუშვა შეცდომა სანაცვლოდ. დე იონგმაც ძალიან კარგად ითამაშა, ბუსკეცს სისწრაფე დააკლდა, პედრი აშკარად გადაღლილია და ვერ ხვდება კუმანი, მესი ტრავმით იყო და კიდე კარგად ითამაშა, გრიზმანიც აქტიურობდა და 2 გოლიც გაიტანა, დემბელე უინტელექტოა და რა ქნას. საბოლოო ჯამში რომ ვთქვათ შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება. კუმანი ძაან მშიშარა მწვრთნელია.
პედრი არაა ჯერ მზად ყველა თამაშში მონაწილეობა მიიღოს და თან მაღალ დონეზე,გუშინ გუნდს ეტყობოდა რომ 10კაცით ითამაშა პედრი ძალიან ჩაკარგული იყო, აი დემბელეე?ღმერთო ჩემო დემბელე რაცუდიხარ რა ცუდიიი.
ყველამ იცოდა რომ მესის ტრავმა ქონდა , ბრძოლაში არ შედიოდა , ერიდებოდა , ტიპიურ ნახევარმცველის პოზიციაზე დადგა და შეტევამ ამით იზარალა.. დაცვაში არაუხო ძალიან კარგი ბიჭია , აი მეორე მცველი არ ვიცი კიდევ დავწერ თუ უმტიტი არ შევიდა ფორმაში და არ ათამაშა კუმანმა , უპამეკანო იქნება მოსაყვანი , გარსია რატომღაც არ მომწონს.. დე იონგზე ვილოცოთ , ეს ბიჭი სასწაულებს აკეთებს , ის რომ არა ბილბაო გადაგვივლიდა , მთელი 120 წუთი ყველგან იყო , ბურთი ამოქონდა , დაცვას ეხმარებოდა, შეტევს იწყებდა და შლიდა , პასებს არიგებდა , გუნდელებს აზღვევდა , ზონებს ავსებდა , სივრცეებს ქმნიდა , არ გაჩერებულა ბოლომდე იბრძოლა , ბოლო ორი თამაში 120 წუთი ითამაშა და თუ ვინმე იმსახურებდა ამ ტიტულს , დე იონგზე მეტად არავინ.. კუმანს ვადანაშაულებთ , კარგი მესმის მის მიმართ უკმაყოფილება , ყველა მწვრთნელზე ასე ვიძახით ჩვენ როდესაც წააგებს , მაგრამ ამ კონკრეტულ ფინალში , კუმანის ბრალი რა იყო? გუნდი გადაწვა? და რა ექნა წინა თამაშები რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომელი გუნდით ეთამაშა? მარცხენა ვინგერი რომ არ ყავს და გრიზმანი რომ ითავსებს ამ როლს კუმანის ბრალია? ლენგლე რომ ლენგლეა კუმანის ბრალია? მთელი სეზონის განმავლობაში კუმანმა ბევრი შეცდომა დაუშვა , ტაქტიკების შეცვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა , თავიდანვე 4-3-3 ით რომ ეთამაშა გუნდი უფრო მომზადებული იქნებოდა და შეთამაშებული , პუჩს რომ მეტ დროს აძლევდეს უკეთესი იქნებოდა , მაგრამ ვის მაგივრად? ბუკსეცის? ბუსკეცი რაც არ უნდა მოხუცი იყოს ზონურ დაცვაში პოზიციის შერჩევაში ინტელექტში ბურთის დაჭერასა და განაწილებაში ბადალი არ ყავს , დე იონგის მაგივრად? გამორიცხულია.. პედრი რომ დასვას სკამზე უფრო დიდი აჟიოტაჟი მოყვება. მაგრამ როდესაც 4 ნახევარმცველით ან 5 ნახევარმცველით თამაშობდა , როდესაც გუნდი იგებდა , როდესაც ფეხბურთელების როტაცია იყო საჭირო მაშინ უნდა ეთამაშებინა პუჩი და მიეცა შანსი და ვინ იცის შეიძლება ამოეგდო ბუსკეცი.. ნელ-ნელა უნდა შეაჩვიოს გუნდი დე იონგი-პუჩი-პედრი ზე შემტევი და ტოტალური ტრიო შეიქმნება , სწრაფი და ინტელექტუალური , მაგრამ ბუსკეცი 🙁 მას ვერ ველევი ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ სწრაფ გუნდებთან უკვე მაინც დაეტყო რომ ვერ ართმევს თავს სამწუხაროდ.. წინ კი ფატი გვჭირდება ყველაფერი არეულია წინა ხაზში.. მოკლედ ტრანსფერების გარეშე არაფერი გამოვა. ბევრი ძალიან ბევრია გასაშვები , ჭკვიანურად თუ ვიმოქმედებთ სატრანსფერო ფანჯარაზე შევძლებთ გაძლიერებას , არჩევნები არ უნდა გადადებულიყო ძალიან ცუდი რამ მოხდა..
ეჰჰჰ ვალვერდეს რო ინატრებ.. ეგ ეგეთ დროს გოლს არ გაუშვებდა, მთელ წყობას შეცვლიდა
გოლი რომ გავიტანეთ და ვიგებდით 6 მცველით რო ვითამაშეთ ეგ იყო პრობლემა. უნდა შეგვეტია. ჩვენ არ გვყავს ის დაცვა რომ ჩავდგეთ და გოლი ვერ გაგვიტანონ😠
მე პირადად პუჩის დე იონგის არაუხოს და შტეგენის თამაშით უკმაყოფილო არც გრიზმანის სხვისი რა მოგახსენოთ. გუშინაც გამოჩნდა რომ რიკი ბარსაში საუკეთესო ფლეიმეიქერია იმედია შეწყვეტს კუმანი ჯიუტობას და მისცემს დროს
Imeda imsaxurebda bilbao mogebasrasac kvia kvelaferi gaaketes mosagenat mteli tamashis umetrsoba agemateboda barsas garkveuli momentebs tuar chavtvlit ibrdzoles. Mosagebad kvelaferi gaaketes. Martalia damatebitevshi dro gakavdat mara maagis gamo ver gavakritikebt. Mattvis mtavari mogeba iko da mosagebad kvelaferi gaaketes rac sheexeba mesis racarunda provokacia kofiliko arunda wamogeboda da xeli arunda chaertka. Eg arasportuli sakcielia da samartlianad miigo witeli barati vilalibr3m tavisi gaaketa. Ver gaamtkuneb rqcarunda .ozurad etamasha mogebuls arasamartleben
პირველი ტაიმი კაი ჯანდაბას ვერ შეუტიეს, მაგრამ მეორე ტაიმში დეიონგმა რომ ვერ შეაგდო იმ მომენტში გადაწყდა ჩვენი ბედი. არაფერი შემშურდება ბაიერნის გარდა იმისა რომ გუნდი ელემენტარულად შანსს არ უშვებს რომ გაიტანოს. თუ გინდა მოთავებული ქონდეთ საქმე 90-ე წუთზე მაინც გამოიყენებენ შანსს.
კუმანი რომ გასაშვებია აშკარაა, მაგრამ არჩევნებამდე არ მოხერხდება, მასთან ერთად ის ფეხბურთელები ვინც ვერ ადგება გუნდს ესეც შეუძლებელია იქამდე სანამ ახალი პრეზიდენტი არ მოვა და ეს ლაპორტა უნდა იყოს აუცილებლად,მესამე მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის იმედად არის გუნდი ეს არის მესი თუნდაც გამომიხტნენ და მითხრან რომ მესის გუნდი არ უყვარს და ფეხებზე კიდიაო, პუჩი რომელიც სკამზე დაალპო კუმანმა,ტერ შტეგენი რომელმაც შეცდომა თუ მოუვიდა მაშინვე ჩინური ნოიერი ხდება,დე იონგი რომელსაც გამიკვირდა სოსიედადთან პენალტი რომ აიკიდა როგორ არ შეხვდა საყვედურები და არაუხო რომელიც იმის ფონზე რომ ჯერ ახალგაზრდაა ნამდვილ და მაღალი დონის მცველად ჩამოყალიბდება.
გამოცდილებას მართლაც მიიღებდნენ ჩვენი ახალგაზრდები.მესიმ რომ ჩასცხო ვილალიბრეს მაგ მომენტში გამახსენდა გუშინდელი პოსტი არტურზე- რონალდუ კაპიტნად მესის ჯობიაო. არტურ მასეა! არ შეგედავები! მარტო კუმანს ვერ დავაბრალებ რომ გუნდმა 89-ე წუთზე მიქარა. მესის კაპიტნობა არის მისი სტატუსით გამოწვეული და არა იმით რომ მართლა კარგად გამოსდის, ვისაც გამოსდიოდა აღარ შეგახსენებთ. მოკლედ, როცა ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელითაა გუნდი დაკომპლექტებული და გამოცდილების მიღების ეტაპზე არიან რაც არ უნდა მოუქნელი იყო კაპიტნობაში მაინც უნდა ამოიღო ხმა მიუთითო, შემოუძახო და თუ საჭიროა თავშიც წამოარტყა.ლეოს არ ვაკრიტიკებ იმ მოქმედებისთვის, ამოასხა და მოსცხო. არის ნამდვილად ყველა დროის საუკეთესო, მაგრამ არაა ლიდერი და არაა კაპიტანი. კიდევ რაღაც მინდა დავამატო, ნუ აკრიტიკებთ ბილბაოს ფეხბურთელებს, კი ბატონო არ იყო ლამაზი რაც იკადრეს, მაგრამ ზუსტად იგივე ჩვენებს რომ ეკადრებინათ მეორე გოლის გატანის მერე ძაანაც მოგვეწონებოდა, სხვას არც მოველოდი ბილბაოსგან, რომელიც ებღაუჭებოდა შანსს რომ აეღო ნანატრი ტიტული.
არაფერი არ მოხდებოდა გუნდს თავიდანვე რო შეეტია მარა ზედმეტად ფრთხილობდნენ და კოდევაც დავიღუპეთ ჩვენივე შეცდომების გამო გაიტანა ის ორი გოლი ბილბაო ეს წაგება კუმანის ბრალია თანაც ორმაგად ერთი იმიტომ რო ესეთი სულელური ტაქტიკა აირჩია და მეორე იმიტომ რო გადაწვა კამანდა