მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც ღმერთი..

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც ღმერთი..

“იუვემ” მოგვიგო იმდენით, რამდენითაც სჭირდებოდა. წავაგეთ იმდენით, რამდენიც საჭირო იყო მეორე ადგილზე ჩასახოხებლად. თამაშის წინ უკვე ვიცოდით, რა ანგარიში გვაწყობდა, მაგრამ მაინც სამი ბურთით წავაგეთ, ეს კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ტურინში “ბარსამ” კუმანის ხელმძღვანელობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, “კამპ ნოუზე” იუვემ პირლოს ხელმძღვანელობით შეძლო ჯერჯერობით საუკეთესო მატჩის ჩატარება. გამოდის, რომ ერთი დებიუტანტი მწვრთნელი ნელ-ნელა განვითარების გზას დაადგა, მეორე კი უკან-უკან მიდის.

გუნდი არაფერს არ ჰგავს, კუმანის ტაქტიკა არ ამართლებს და საკითხავია, რამდენ ხანს დაჰყოფს პოსტზე. “ბარსას” პრობლემები კუმანით არ დაწყებულა და არც მისი წასვლით დამთავრდება, მაგრამ მისთვის დროის მიცემა აზრს მოკლებულია. თუ მესი დარჩა, კუმანთან ერთად არაფერი გამოვა, თუ მესი წავა, მაშინ კიდე შეიძლება მისთვის დროის მიცემა.

არც დაცვა, არც შეტევა

როგორც წესი, მიმოხილვისას ცალკეულად განვიხილავთ ზონებს, ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ თითოეულ ზონაში საუკეთესო გამოვარჩიოთ, მაგრამ რეალურად, დაცვისა და შეტევის ცალკე განხილვა არ შეიძლება, იოჰანმა ასე გვიანდერძა და მასზე დიდი ავტორიტეტი ჩვენ არ გვყავს.

შეტევა იწყება დაცვიდან და დაცვა იწყება შეტევიდან.

დაცვის პირველი პრობლემა ინერტული პრესინგია, როცა ჩვენი გაზარმაცებული, გაბუტული შემტევი გაშეშებული დგას და არაფრით ხელს არ უშლის მეტოქის შეტევის დაწყებას, შეტევის პირველი პრობლემა კი პირველი პასია, რომელსაც მცველი ან მეკარე აკეთებს. ამჯერადაც ისეთი დუეტი ვნახეთ ცენტრში, რომ ისევ და ისევ ტერ შტეგენს უწევდა ბურთის ამოტანა და ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს იდეალურად გაართვა თავი.

რაღაც მხრივ მოსალოდნელიც იყო. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა ცუდ დღეშია “ბარსას” დაცვა, მაგრამ ამის გამოსწორება განულებული ბიუჯეტით ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, კუმანსაც სურდა მცველის მოყვანა, მაგრამ მცველს ვინ ჩივის, ხელფასებს გამუდმებით ამცირებენ, რომ გადავრჩეთ.

ზამთარში ან ძლიერ მცველს დავიმატებთ, ან განწირულები ვართ.

მესი

მოტივირებილი იყო, რაც გასაკვირი არ არის, რონალდუს წინააღმდეგ ითამაშა, თან კრიშტიანუმ ორჯერ შეგვიგდო და მესიც მთელი თამაში აქტიურობდა, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ საერთოდ ვეღარ აღიქვამდა სატურნირო მდგომარეობას, უბრალოდ ძალიან სურდა გოლის გატანა, მაგრამ ვერ შეძლო.

როცა შენი იარაღი მხოლოდ ინდივიდუალური მოქმედებაა, ასეთ გუნდთან გატანა გაჭირდება. რამდენჯერმე კარგი კომბინაციის მაგვარიც ვნახეთ, გოლი რომ დაამშვენებდა, ისეთი, მაგრამ არ გამოვიდა, მესის დარტყმებს ბუფონი იგერიებდა, ხან რთულად, ხან მარტივად.

ეს მატჩი, როგორც მესის, ისე მთელი კლუბის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაამძიმებს. კუმანის საქმე ბევრად გართულდება და კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა თებერვალს ვეღარც მიაღწიოს.

მით უმეტეს, იმ ღია შეცდომის მერე, რომელიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

რიკი პუჩი

როცა რიკი მოედანზე გამოდის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღებთ ზუსტად იმას, რაც გვაკლია – გაცილებით წრაფი გადაადგილება, მეტი სიზუსტე, ზონებს შორის პასების ზრდა, ბურთს ვიჭერთ უფრო კარგად, ტემპს ვაკონტროლებთ უკეთ, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ისევ სკამზე ჯდება.

ცენტრში რიკის შემდეგ საუკეთესო არტური იყო, როგორც ჩანს მანაც კი იპოვა თავის ადგილი, ჩვენი ნაქები დე იონგი კი არაფერს არ ჰგავდა. 

ასე გაჯიუტება აღარ შეიძლება. თუ ვერანაირად ვერ ხედავს პუჩის ადგილს ამ ტაქტიკურ სქემაში, მაშინ უნდა შეცვალოს და 4-3-3-ზე გადავიდეს, მაგრამ კუმანი ძალიან ჯიუტი კაცია, ამას კი სიკეთე ჯერჯერობით არავისთვის მოაქვს.

მალე ვიდეოანალიზიც მომზადდება და კარგი იქნება თუ ცალკეულ ფეხბურთელზე ვკონცეტრირდებით, მაგალითად რიკი პუჩზე. 

ასეთი ამბავია, მერვედფინალში დიდი ალბათობით ძალიან ძლიერ გუნდს გადავეყრებით, პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის გუნდები უკვე გვიცდიან. არც ინგლისელების ტემპში შეგვიძლია თამაში და არც გერმანელების მსგავსად შეგვიძლია ორგანიზება. ისღა დაგვრჩენია, არჩევნებს დაველოდოთ, იქნებ ვინმე ჯადოქარმა ან შეშლილმა მოიგოს, რომ დიდი ვალი აიღოს და კლუბს უშველოს. ეს ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება.

ბოლოს კარგი იქნება თუ ოქრის სიტყვებით დავასრულებთ –

“ძალიან ვწუხვარ, ყველაფერი წინ არის, ღმერთის წყალობით… აღარც ღმერთი… ვეღარ… აარ.. ააარვიცი… სიტყვები არ მყოფნის.”  

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (23)

  • Sauketeso gundis fani
    09 დეკ 2020, 14:55

    ციტატა: Chico
    დღევანდელი ბარსელონას პრობლემა გაცილებით გლობალურია, ვიდრე კუმანის განთავისუფლება ან მესის დარჩენა – არ დარჩენა.
    არსად არ წავა მესი, იმიტომ რომ რონალდოსაგან განსხვავებით უფრო ამბიციურია და სუსტ ლიგაში არ გადავა. მისი კარიერისათვის, ბარსა ყველაზე შესაფერისი ადგილია. მისი ღირებულებისა და ხელფასის გათვალისწინებით, მხოლოდ პსჟ-მ შეიძლება იყიდოს, რომლის ხელმძღვანელი არაბი შეიხები, ერთობიან და კოლექციონერობენ, რასაც დიდი შედეგი არ მოაქვს. გავიხსენოთ პერესის გალაკტიაკოსი.
    მანჩესტერ სიტი არ იყიდის, იმიტომ, რომ ეს კატეგორია შეიხები უფრო ფეხბურთზე და შედეგებზე არიან კონცენტრირებული… აქ გვარდიოლას ფაქტორიც არის, შეიძლება ამ დუეტმა მეორეჯერ არ გაამართლოს….
    თანაც მესი უკვე ასაკოვანია და შეიძლება იმდენს ვერ გაუძლოს, რასაც რონალდომ. ფიზიკურად უფრო სუსტია…
    კიდევ ერთი ფაქტორია – შიში. ბევრს ჰგონია, რომ მესი დასუსტებულია და ეშინიათ გარისკონ. ან უბრალოდ ეშინიათ მესის გვერდზე ყოფნა და მასთან თამაში. მაგალითად გრიზმანი და კუტინიო….
    ამიტომ მესი არსად არ წავა, და კიდევ აჩვენებს თავის კლასს, მაგრამ რომ როგორც ეხლა მოდაშია თქმა, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი, მას უნდა შეუქმა ატმსფერო… მესი არ არის მებრძოლი და ლიდერი. სულის ჩამდგმელი უნდა იყოს სხვა, როგრიც მაგალითად ჩავი იყო, და მესი აჩვენებს თავის შემოქმედებას….
    მესი – ეს არის დღევანდელი ბარსას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა….რის გადაწყვეტას, ავტორიტეტული მწვრთნელი, ან სერიოზული პროექტი ჭირდება….
    კუმანი რომ ამის გამკეთებელი არ იყო, ყველამ იცოდა მის დანიშვნამდეც.
    დღეს-დღეობით ამას ყველაფერს მე ვხედავ ჩავი-ში…. ბარსელონაში აქვს გატარებული მთელი ცხოვრება და ყველა დეტალი იცის.
    არც ზიდანს ქონდა გამოცდილება, არც ლემპარდს და არც პირლოს აქვს, მაგრამ ახალი ხალხია და უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები….

    მეორე პრობლემა არის ტრანსფერები. დღევანდელ ბარსას უტიტულო და უფულო პერიოდში, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სერიოზულმა ფეხბურთელებმა მოინდომონ ბარსაში გადმოსვლა. ამას წინათ წავიკითხე, ბარსა კარგ და იაფ ცენტრალურ მცველს ეძებსო…. კარგი და იაფი საქონელი, მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე არის…
    ვინმე რომ შეიძინონ, ორი იმდენი უნდა გაყიდონ, რაც ეხლა აბსოლიტურად შეუძლებელია. ბარსაში დაგროვილი ძვირი ბალასტი, არავის არ უნდა. კუტინიო კარგი რომ ყოფილიყო, ბაიერნში იქნებიდა ეხლა….

    ამიტომ, ეხლა ტრანსფერებზე კი არ უნდა გაკეთდეს აქცენტი, არამედ ბარსას მესამე ძირითად პრობლემაზე, ხელმძღვანელბის ჩამოყალიბებაზე, და სერიოზული პროექტის დანერგვაზე. უნდა მეტი დრო მიეცეს ახალგაზრდებს, პუჩს, მინგესას, პედრის და ფატის…. შეიძლება თავიდან წააგონ, მაგრამ შეთამაშდებიან და მომავალი სეზონისათვის ნათელი სურათი გვექნება, ვინ რას წარმიადგენს.

    ამ სეზონში დასაკარგი რაც იყო, უკვე დაიკარგა… ამაზე უარესი აღარ იქნება… საკმაოდ წინ უნდა გახედვა და სერიოზული მშენებლობის დაწყება… ეს გააკეთა კრუიფმა….
    ყველა დადებითი სტატისტიკა განულდა და თავიდან არის აღრიცხვა დასაწყები…..

    აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ თურმე კამპ ნოუც თავზე გვენგრევა… ასე თქვა ყოფილი ხელმძღვანელობის ბოლო წარმომადგენელმა, ბატონმა ტუსკესმა…..

    ილიკო და ილარიონის არ იყოს, ქარი თუ იყო წვიმა და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო…..


    Moicaa seria A aris susti ligaa?? Arafrot chamouvardeba laligas

  • IluSionIsTa
    09 დეკ 2020, 14:33

    ციტატა: axalibarca
    ჩემი აზრით არავის დამატეება არაა საჭირო , უბრალოდ ისეთი მწვრთნელი იქნება ვინც ფსიქოლოგიურად მოხოდავს გუნდს და მოტივაციას აუმაღლებს . რაც არ უნდა ვარსკვლავი მიუყვანო კუმანს კოუტინიოსავით გრიზმანივით უმაქნის გახდის . პუჩი, პედრი , ფატი , დეიონგი , დესტი , ტრინკაო ეს ხალხი უნდა განაწყოს ფსიქოლოგიურად და კონკრეტული დავალება მისცეს უნდა გაამწვავებინოს თამაში . ესენი კი რას აკეთებენ მიიღებენ ბურთს და მესის ეძებენ . ასე არამგონია წინ წავიდეთ და საითაც მივდივართ კი ვხედავთ . კუმანს ვერც ტაქტიკოსად ვხედავ და ვერც გუნდის მოტივატორად . ჩემი აზრით კლოპია ყველაზე კაი ვარიანტი .
    აგერ მოტივირებულმა 20 მილიონიანმა დევისმა ბარსას 200 მილიონიან დაცვას ბურთი თავზე დაახია


    რა არავის დამატება არაა საჭირო :დ :დ დაცვა რასაც აკეთებს მოგწონს ? პენლებს რო იკიდებენ და პოზიციურ შეცდომებს რო უშვებენ თითქმის ყველა შემოტევის დროს .

  • cezo45
    09 დეკ 2020, 14:32

    რიკი პუჩი მართლა საოცარი ფეხბურთელია იდეალური ნახევარმცველი ძალიან კარგი მოედნის ხედვით.. დეიონგზე რა შეიძლება ითქვას ამ ბიჭმა აიაქსში არაჩვეულებრივად ითამაშა მაგრამ ბარსაში პუჩი ჯობია ბევრად. მე რასაც დეიონგის თამაშებს ვუყურებ ბარსელონაში მიჩდება კითხვა ეა უნდა იყოს სულ სასტარტოში და რიკი პუჩი სათადარიგოზე?

  • Chico
    09 დეკ 2020, 14:22

    დღევანდელი ბარსელონას პრობლემა გაცილებით გლობალურია, ვიდრე კუმანის განთავისუფლება ან მესის დარჩენა – არ დარჩენა.
    არსად არ წავა მესი, იმიტომ რომ რონალდოსაგან განსხვავებით უფრო ამბიციურია და სუსტ ლიგაში არ გადავა. მისი კარიერისათვის, ბარსა ყველაზე შესაფერისი ადგილია. მისი ღირებულებისა და ხელფასის გათვალისწინებით, მხოლოდ პსჟ-მ შეიძლება იყიდოს, რომლის ხელმძღვანელი არაბი შეიხები, ერთობიან და კოლექციონერობენ, რასაც დიდი შედეგი არ მოაქვს. გავიხსენოთ პერესის გალაკტიაკოსი.
    მანჩესტერ სიტი არ იყიდის, იმიტომ, რომ ეს კატეგორია შეიხები უფრო ფეხბურთზე და შედეგებზე არიან კონცენტრირებული… აქ გვარდიოლას ფაქტორიც არის, შეიძლება ამ დუეტმა მეორეჯერ არ გაამართლოს….
    თანაც მესი უკვე ასაკოვანია და შეიძლება იმდენს ვერ გაუძლოს, რასაც რონალდომ. ფიზიკურად უფრო სუსტია…
    კიდევ ერთი ფაქტორია – შიში. ბევრს ჰგონია, რომ მესი დასუსტებულია და ეშინიათ გარისკონ. ან უბრალოდ ეშინიათ მესის გვერდზე ყოფნა და მასთან თამაში. მაგალითად გრიზმანი და კუტინიო….
    ამიტომ მესი არსად არ წავა, და კიდევ აჩვენებს თავის კლასს, მაგრამ რომ როგორც ეხლა მოდაშია თქმა, ბედნიერად რომ იგრძნოს თავი, მას უნდა შეუქმა ატმსფერო… მესი არ არის მებრძოლი და ლიდერი. სულის ჩამდგმელი უნდა იყოს სხვა, როგრიც მაგალითად ჩავი იყო, და მესი აჩვენებს თავის შემოქმედებას….
    მესი – ეს არის დღევანდელი ბარსას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა….რის გადაწყვეტას, ავტორიტეტული მწვრთნელი, ან სერიოზული პროექტი ჭირდება….
    კუმანი რომ ამის გამკეთებელი არ იყო, ყველამ იცოდა მის დანიშვნამდეც.
    დღეს-დღეობით ამას ყველაფერს მე ვხედავ ჩავი-ში…. ბარსელონაში აქვს გატარებული მთელი ცხოვრება და ყველა დეტალი იცის.
    არც ზიდანს ქონდა გამოცდილება, არც ლემპარდს და არც პირლოს აქვს, მაგრამ ახალი ხალხია და უმაღლესი დონის ფეხბურთი აქვთ ნათამაშები….

    მეორე პრობლემა არის ტრანსფერები. დღევანდელ ბარსას უტიტულო და უფულო პერიოდში, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ სერიოზულმა ფეხბურთელებმა მოინდომონ ბარსაში გადმოსვლა. ამას წინათ წავიკითხე, ბარსა კარგ და იაფ ცენტრალურ მცველს ეძებსო…. კარგი და იაფი საქონელი, მხოლოდ ლილოს ბაზრობაზე არის…
    ვინმე რომ შეიძინონ, ორი იმდენი უნდა გაყიდონ, რაც ეხლა აბსოლიტურად შეუძლებელია. ბარსაში დაგროვილი ძვირი ბალასტი, არავის არ უნდა. კუტინიო კარგი რომ ყოფილიყო, ბაიერნში იქნებიდა ეხლა….

    ამიტომ, ეხლა ტრანსფერებზე კი არ უნდა გაკეთდეს აქცენტი, არამედ ბარსას მესამე ძირითად პრობლემაზე, ხელმძღვანელბის ჩამოყალიბებაზე, და სერიოზული პროექტის დანერგვაზე. უნდა მეტი დრო მიეცეს ახალგაზრდებს, პუჩს, მინგესას, პედრის და ფატის…. შეიძლება თავიდან წააგონ, მაგრამ შეთამაშდებიან და მომავალი სეზონისათვის ნათელი სურათი გვექნება, ვინ რას წარმიადგენს.

    ამ სეზონში დასაკარგი რაც იყო, უკვე დაიკარგა… ამაზე უარესი აღარ იქნება… საკმაოდ წინ უნდა გახედვა და სერიოზული მშენებლობის დაწყება… ეს გააკეთა კრუიფმა….
    ყველა დადებითი სტატისტიკა განულდა და თავიდან არის აღრიცხვა დასაწყები…..

    აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, რომ თურმე კამპ ნოუც თავზე გვენგრევა… ასე თქვა ყოფილი ხელმძღვანელობის ბოლო წარმომადგენელმა, ბატონმა ტუსკესმა…..

    ილიკო და ილარიონის არ იყოს, ქარი თუ იყო წვიმა და ქვეყანა ინგრეოდა, შენ რა გიხაროდა, შე უპატრონოო…..

  • El Guaje
    09 დეკ 2020, 14:20

    მოკლე ანალიზს გავაკეთებ: ახლანდელი, ძველი და მომავალი მთავრობის დედაც +#+#;[£]]

    ალბა, ფრენკი , ლანგლე , გრიზმანი სკამზე.

    მარტინი ფრენკი პიანიჩი რიკი არაუხო ძირითადში

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    09 დეკ 2020, 14:15

    რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ არც კუმანი შეცვლის ტაქტიკას და არც ბარსელონას ხელმძღვანელობა კუმანს.ეს ისეთივე სიმართლეა როგორც ორჯერ ორი 4 ია.ეს კაცი რას გადაეკიდა ამ 4 2 3 1 ტაქტიკას დატანჯა ეს ფეხბურთელები.დომხალია ამ გუნდში ვეღარ ვხვდები ვინ ასრულებს მცველის ნახევარმცველის და თავდამსხმელის ფუნქციას მარტო მეკარის ფუნქციაა თავის ადგილზე რომელიც ახალ ფუნქციასაც ითავსებს ბურთის ამოტანას ისეთი სიტუაციაა უკვე.

  • carles puyol 5
    09 დეკ 2020, 13:33

    ვინც ლენგლე დააყენოს სასტავში იმის დედა მ@@@@@ დღეიდან.და კიდევ პუჩი ვინც არ ათამაშოს. შემოვიდა და იმაზე მეტი გააკეთა რაც ბარსას ყველა ფეხბურთელმა ერთად (დესტის და მესის გარდა)

  • Clever liar
    09 დეკ 2020, 13:23

    ღმერთსაც კარგი უყვარს. მსგავს საფალოსეთში ამაოა, გჯეროდეს ღვთის მოწყალობის..

  • axalibarca
    09 დეკ 2020, 13:23

    ჩემი აზრით არავის დამატეება არაა საჭირო , უბრალოდ ისეთი მწვრთნელი იქნება ვინც ფსიქოლოგიურად მოხოდავს გუნდს და მოტივაციას აუმაღლებს . რაც არ უნდა ვარსკვლავი მიუყვანო კუმანს კოუტინიოსავით გრიზმანივით უმაქნის გახდის . პუჩი, პედრი , ფატი , დეიონგი , დესტი , ტრინკაო ეს ხალხი უნდა განაწყოს ფსიქოლოგიურად და კონკრეტული დავალება მისცეს უნდა გაამწვავებინოს თამაში . ესენი კი რას აკეთებენ მიიღებენ ბურთს და მესის ეძებენ . ასე არამგონია წინ წავიდეთ და საითაც მივდივართ კი ვხედავთ . კუმანს ვერც ტაქტიკოსად ვხედავ და ვერც გუნდის მოტივატორად . ჩემი აზრით კლოპია ყველაზე კაი ვარიანტი .
    აგერ მოტივირებულმა 20 მილიონიანმა დევისმა ბარსას 200 მილიონიან დაცვას ბურთი თავზე დაახია

  • მიქატაძე ვაკო
    09 დეკ 2020, 13:17

    არვიცი რაღა ვთქვაა 🙁 დაველოდოთ ახალ პრეზიდენტს,ალბათ ესაა ერთადერთი გამოსავალა 🙁 ლაპორტა მოვა იმედია! < 3

  • Messiah
    09 დეკ 2020, 13:13

    ვალვერდე თურმე გენიოსი ყოფილა ;დ

    ამ გუნდს 1/8 ფინალში გაანადგურებენ და გამოაგდებენ ეგრევე და ჩვენც დაგვასვენებენ

  • ANSU FATI 10
    09 დეკ 2020, 13:04

    იმის ნახევარიც არაა დე იონგი რასაც აიქსში თამაშობდა მოდით თავს ნუ ვიტყუებთ და ნუ ვუურებთ ყველაფერს ლამაზ ფერებში, ერთი ჩვეულებრივი ნახევარმცველის შთაბეჭდილებას ტოვებს რომელიც უბრალოდ სასტარტოს ავსებს არაფრით გამორჩეული არაა უკვე მერამდენე მატჩია,ბომბარდირობას არავინ სთხოვს მაგრამ ამდენი წუნი ამდენი არაზუსტი პასი და ამდენი შეცდომა ნამეტანია. პიანიჩზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ ტიპმა მე ჩემ მაქსიმუმს ვაკეთებ და არ ვიცი ამაზე მეტი თუ შემიძლიაო, რა უნდა ელაპარაკო მაგას.

  • Dursun
    09 დეკ 2020, 12:19

    არ იდარდოთ:)))ამას ქვია ფულზე თამაში ხალხო,ბარსა ფინანსურ კრიზისშია და ფულს აპრავებს,დაიკიდეთ ყველაფერი კარგად ინება

  • Konrad de la Fuente
    09 დეკ 2020, 12:18

    ციტატა: Iniesta_8
    კუმანს გაუშვებენ მაგრამ ამათ პრობლემა არ მოგვარდება. ფეხბურთელების ნახევარს სირბილი ეზარება და მერე ნახევარი შეშინებული გადის მოედანზე. ალბა, რობერტო, პიკე,ბუსკეცი დემბელე კაი ხანია გასაშვები არიან და ლანგლე კიდე გუნდიდან უნდა მოკვეთო. ტიპი გუშინ საჩხუბრად იყო გამოსული და პენალტიც ძალით აიკიდა. არანაირი საჭიროება რომ არ იყო. მსაჯმა დაინდო კიდე თორე მეორე ყვითელიც ეკუთვნოდა. შეგნებულად შეახო ხელი. მარტო მაგ საქციელის გამო ახალ წლამდე სკამიდან არ უნდა ააყენო. თან დაბრუნდნენ უკვე უმტიტი და არაუხო. ჩვეულებრივი ხეპრეა და უნდა დედის გინებით ააცმევინო გუნდიდან.


    უბედურება ისაა კუმანს გაუშვებენ კაი, მარა ამ ეტაპზე უკეთესი მოვა ვინმე? ხავის დანიშვნა ძაან სარისკო იქნება.

  • grizmann
    09 დეკ 2020, 12:17

    ზამთარში ერთი მცველი და საშუალოზე მაღალი დონის ფორვარდი გვჭირდება თან ისეთი მცველი რომელიც მენტალურად და ფსიქოლოგიურად მტკიცე იქნება და თავის ხასიათს დანარჩენებს გადადებს. ამდენი წელი 400 მილიონი შემტევებში იხადეს არადა გუნდს უკვე ბოლო სამი წელია დაცვა არ ყავს.

  • Iniesta_8
    09 დეკ 2020, 12:11

    კუმანს გაუშვებენ მაგრამ ამათ პრობლემა არ მოგვარდება. ფეხბურთელების ნახევარს სირბილი ეზარება და მერე ნახევარი შეშინებული გადის მოედანზე. ალბა, რობერტო, პიკე,ბუსკეცი დემბელე კაი ხანია გასაშვები არიან და ლანგლე კიდე გუნდიდან უნდა მოკვეთო. ტიპი გუშინ საჩხუბრად იყო გამოსული და პენალტიც ძალით აიკიდა. არანაირი საჭიროება რომ არ იყო. მსაჯმა დაინდო კიდე თორე მეორე ყვითელიც ეკუთვნოდა. შეგნებულად შეახო ხელი. მარტო მაგ საქციელის გამო ახალ წლამდე სკამიდან არ უნდა ააყენო. თან დაბრუნდნენ უკვე უმტიტი და არაუხო. ჩვეულებრივი ხეპრეა და უნდა დედის გინებით ააცმევინო გუნდიდან.

  • Konrad de la Fuente
    09 დეკ 2020, 12:11

    კაროჩე რამე უნდა მოიმოქმედოს კუმანმა, ტაქტიკა შეცვალოს და პუჩი ძირითადში ჩასვას. ლანგლე ამოაგდოს ძირითადიდან აუცილებლად. ლაფუენტეს მისცეს შანსი კიდევ, იქეთ უმტიტი დაგვიბრუნდა.

  • Ani benzo
    09 დეკ 2020, 12:05

    C.PC5,
    Obieqturi shefasebaa

  • C.PC5
    09 დეკ 2020, 11:54

    არ გვინდა ეს 4-2-3-1 და კუმანი არ აპირებს მაგის შეცვლას. არაა ეგ ჩვენი შესაბამისი სქემა, ჯერ ისედაც ნელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს ორი ჩამშლელი კიდე უფრო ამძიმებს. უბრალოდ მოდაშია ეგ სქემა და ყველა მაგას იტენის უკვე. არაა მოდის აყოლა აუცილებელი თუ არ გამოგდის და არ გიხდება. დააბრუნოს ისევ 4-3-3 და დატოვოს მარტო დე იონგი ძირითადში. მარა რას ვიჭყლიტავ ტვინს ან მე და ან კუმანს რას ვლანძღავ ორ მცველს კიდე ორი კაცი უდგას წინ და მაინც დირკა აქვთ და ერთს რომ დაუყენებს მერე უფრო დირკა არ იქნება?! ვლანძღოთ ისევ წინა ხელმძღვანელობა მეტი გზა არაა. შეტევაში მოაყარეს ხალხი, ნახევარდაცვაშიც და აგერ ახლა აღმოვაჩინეთ რომ მაგ შემტევებით თავს ვერ ვიცავთ და მცველები ყოფილა რეალურად საჭირო. უბრალო 0-0 უნდოდა ბარსას მეტი არაფერი ამ თანაშში და ესეც ვერ მოახერხეს. ან რანაირი პენალტები აიკიდეს და ან ის 14 ნომერი როგორ შეასეირნეს საჯარიმოში. იყო პენალტები ორივეგან და ნუ დააბრალებთ ნურავის მცველების გარდა. კიდევ ერთხელ შემეცოდა ტერ შტეგენი. სამი დაუმსახურებელი გოლი გაიშვა და ერთი ორ მომენტში ისევ ძაან მაგარი სეივი გააკეთა. მაგ კაცს ენგრევა კარიერა და მართლა ძაან ცოდოა.

  • მსლ
    09 დეკ 2020, 11:50

    კუმანიც გასაშვებია ისევე როგორც ბევრი ფეხბურთელი