მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც ღმერთი..

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც ღმერთი..

“იუვემ” მოგვიგო იმდენით, რამდენითაც სჭირდებოდა. წავაგეთ იმდენით, რამდენიც საჭირო იყო მეორე ადგილზე ჩასახოხებლად. თამაშის წინ უკვე ვიცოდით, რა ანგარიში გვაწყობდა, მაგრამ მაინც სამი ბურთით წავაგეთ, ეს კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ტურინში “ბარსამ” კუმანის ხელმძღვანელობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, “კამპ ნოუზე” იუვემ პირლოს ხელმძღვანელობით შეძლო ჯერჯერობით საუკეთესო მატჩის ჩატარება. გამოდის, რომ ერთი დებიუტანტი მწვრთნელი ნელ-ნელა განვითარების გზას დაადგა, მეორე კი უკან-უკან მიდის.

გუნდი არაფერს არ ჰგავს, კუმანის ტაქტიკა არ ამართლებს და საკითხავია, რამდენ ხანს დაჰყოფს პოსტზე. “ბარსას” პრობლემები კუმანით არ დაწყებულა და არც მისი წასვლით დამთავრდება, მაგრამ მისთვის დროის მიცემა აზრს მოკლებულია. თუ მესი დარჩა, კუმანთან ერთად არაფერი გამოვა, თუ მესი წავა, მაშინ კიდე შეიძლება მისთვის დროის მიცემა.

არც დაცვა, არც შეტევა

როგორც წესი, მიმოხილვისას ცალკეულად განვიხილავთ ზონებს, ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ თითოეულ ზონაში საუკეთესო გამოვარჩიოთ, მაგრამ რეალურად, დაცვისა და შეტევის ცალკე განხილვა არ შეიძლება, იოჰანმა ასე გვიანდერძა და მასზე დიდი ავტორიტეტი ჩვენ არ გვყავს.

შეტევა იწყება დაცვიდან და დაცვა იწყება შეტევიდან.

დაცვის პირველი პრობლემა ინერტული პრესინგია, როცა ჩვენი გაზარმაცებული, გაბუტული შემტევი გაშეშებული დგას და არაფრით ხელს არ უშლის მეტოქის შეტევის დაწყებას, შეტევის პირველი პრობლემა კი პირველი პასია, რომელსაც მცველი ან მეკარე აკეთებს. ამჯერადაც ისეთი დუეტი ვნახეთ ცენტრში, რომ ისევ და ისევ ტერ შტეგენს უწევდა ბურთის ამოტანა და ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს იდეალურად გაართვა თავი.

რაღაც მხრივ მოსალოდნელიც იყო. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა ცუდ დღეშია “ბარსას” დაცვა, მაგრამ ამის გამოსწორება განულებული ბიუჯეტით ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, კუმანსაც სურდა მცველის მოყვანა, მაგრამ მცველს ვინ ჩივის, ხელფასებს გამუდმებით ამცირებენ, რომ გადავრჩეთ.

ზამთარში ან ძლიერ მცველს დავიმატებთ, ან განწირულები ვართ.

მესი

მოტივირებილი იყო, რაც გასაკვირი არ არის, რონალდუს წინააღმდეგ ითამაშა, თან კრიშტიანუმ ორჯერ შეგვიგდო და მესიც მთელი თამაში აქტიურობდა, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ საერთოდ ვეღარ აღიქვამდა სატურნირო მდგომარეობას, უბრალოდ ძალიან სურდა გოლის გატანა, მაგრამ ვერ შეძლო.

როცა შენი იარაღი მხოლოდ ინდივიდუალური მოქმედებაა, ასეთ გუნდთან გატანა გაჭირდება. რამდენჯერმე კარგი კომბინაციის მაგვარიც ვნახეთ, გოლი რომ დაამშვენებდა, ისეთი, მაგრამ არ გამოვიდა, მესის დარტყმებს ბუფონი იგერიებდა, ხან რთულად, ხან მარტივად.

ეს მატჩი, როგორც მესის, ისე მთელი კლუბის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაამძიმებს. კუმანის საქმე ბევრად გართულდება და კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა თებერვალს ვეღარც მიაღწიოს.

მით უმეტეს, იმ ღია შეცდომის მერე, რომელიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

რიკი პუჩი

როცა რიკი მოედანზე გამოდის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღებთ ზუსტად იმას, რაც გვაკლია – გაცილებით წრაფი გადაადგილება, მეტი სიზუსტე, ზონებს შორის პასების ზრდა, ბურთს ვიჭერთ უფრო კარგად, ტემპს ვაკონტროლებთ უკეთ, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ისევ სკამზე ჯდება.

ცენტრში რიკის შემდეგ საუკეთესო არტური იყო, როგორც ჩანს მანაც კი იპოვა თავის ადგილი, ჩვენი ნაქები დე იონგი კი არაფერს არ ჰგავდა. 

ასე გაჯიუტება აღარ შეიძლება. თუ ვერანაირად ვერ ხედავს პუჩის ადგილს ამ ტაქტიკურ სქემაში, მაშინ უნდა შეცვალოს და 4-3-3-ზე გადავიდეს, მაგრამ კუმანი ძალიან ჯიუტი კაცია, ამას კი სიკეთე ჯერჯერობით არავისთვის მოაქვს.

მალე ვიდეოანალიზიც მომზადდება და კარგი იქნება თუ ცალკეულ ფეხბურთელზე ვკონცეტრირდებით, მაგალითად რიკი პუჩზე. 

ასეთი ამბავია, მერვედფინალში დიდი ალბათობით ძალიან ძლიერ გუნდს გადავეყრებით, პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის გუნდები უკვე გვიცდიან. არც ინგლისელების ტემპში შეგვიძლია თამაში და არც გერმანელების მსგავსად შეგვიძლია ორგანიზება. ისღა დაგვრჩენია, არჩევნებს დაველოდოთ, იქნებ ვინმე ჯადოქარმა ან შეშლილმა მოიგოს, რომ დიდი ვალი აიღოს და კლუბს უშველოს. ეს ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება.

ბოლოს კარგი იქნება თუ ოქრის სიტყვებით დავასრულებთ –

“ძალიან ვწუხვარ, ყველაფერი წინ არის, ღმერთის წყალობით… აღარც ღმერთი… ვეღარ… აარ.. ააარვიცი… სიტყვები არ მყოფნის.”  

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (23)

  • Gaucho24
    09 დეკ 2020, 20:03

    და რას ველოდებოდით? არა მართლა მაინტერესებს რას ველოდებოდით როდესაც გუნდში ასეთი სიტუაციაა? რატომ არ მოვიდა ხავი? იმიტომ რომ იცოდა ეს ყველაფერი , რატომ წავიდა პეპი? რატომ წავიდა ენრიკე? პრობლემა რეალურად უფრო ძირეულია ვიდრე ჩანს.. გრიზმანი დემბელე ლენგლე კოუტინიო გაყარეთ გუნდიდანო რომ ამბობთ , მითხარით თავიანთ პოზიციაზე 2-3 ფეხბურთელი რომელიც ამათ სჯობს.. კაი ლენგლე კი ბატონო შეიძლება არაა ბარსას დონის მთლად მაგრამ დანარჩენები უმაღლესი კლასის ვარსკვლავები არიან , მაშინ რაშია პრობლემა? მესიში? კუმანში? უპრეზიდენტოდ დარჩენილ გუნდში თუ კვლავ ბართომეუში ? სეტიენის და ვალვერდეს კვალში? არა , პრობლემა მენტალიტეტშია.. ყველა გუნდი გარკვეულ წილად შეგვიძლია მანქანას შევადაროთ , ბარსელონა იდეალური მანქანა იყო მაგრამ დაძველდა , ძირითადი ბირთვი გამოვიდა მდგომარეობიდან და ძლივსღა გადაადგილდება , ესაა პრობლემაა.. არ ვიცი როგორ აანალიზებთ ან უყურებთ თამაშებს მაგრამ პასებს შორის ბურთის სისწრაფე , ფეხბურთელების მიერ ზონების შევსების სისწრაფე , გადაადგილების ტემპი ძალიან დაბალია , აი ძალიან დაბალი… ყველა მაღალი კლასის მწვრთნელი თამაშშია ჩართული , ჩვენთან ბოლო 3 მწვრთნელი უბრალოდ დგას და უყურებს თამაშს როგორც გულშემატკივარი , უბრალოდ ცვლილებებს აკეთებენ , არანაირი შეძახილები და მითითებები თამაშის დროს , გუნდი უბრალოდ სათამაშოდ გამოდის მოედანზე და არა მოსაგებად , გამოდის იმიტომ რომ ბარსელონაა და უნდა ითამაშოს რადგან ამით შოულობენ ფულს , გუნდი მოსაგებად არ თამაშობს , აი ამ მენტალიტეტშია პრობლემა , როდესაც ხასიათზე იქნებიან და თამაში წაუვათ მოიგებენ , როდესაც გოლს გაუშვებენ და თამაშის ხასიათი ეკარგებათ აგებენ , ვერცერთი დაქამბექებული თამაში ვერ ვნახეთ ამ სეზონში , ვერცერთი.. პრობლემები ძირეულია , ახალ პრეზიდენტთან ერთად ახალი სტაფია მთლიანად საჭირო , ფსიქოლოგიდან დაწყებული ფიზ მომზადების მწვღთნელებით და მზარეულებით დამთავრებული .. გუნდში ზედმეტად ბევრი ვარსკვლავია ერთ პოზიციაზე და გუნდიც გასაწმენდია , ლა მასიაა მისახედი , სწორი ტრანსფერებია საჭირო და სწორი მენტალიტეტია გუნდში ჩამოსაყალიბებელი.. ხელფასები დააკლეს და ამათაც დააკლდათ ფეხბურთის მოტივაცია , მსგავსი ფეხბურთელი გუნდში გასაჩერებელი არაა , სამწუხაროდ , ვინც არ უნდა იყოს .. და მოდი მივყვეთ… 1) მეკარე , იდეალურია ორივე ძირითადისაც და სკამისაც არაფერია შესაცვლელი , გარდა იმისა რომ შტეგო იმსახურებს მინიმუმ ვიცე კაპიტნობას.. 2) დაცვა.. ყველა ძლიერი დაცვის მქონე გუნდის მთავარი იარაღი არის მენტალიტეტი და აგიხსნით რას ვგულისხმობ.. რამოსი და ვარანი , როცა რამოსი არაა რეალის დაცვა უსაზიზღესია და გუნდიც ასევე , რამოსი ამოძრავებს არ აძლევს არც დაცვას და არც გუნდს მოდუნების საშუალებას , ვანდაიკი და მატიპი , ვან დაიკიც ანალოგიურად არ აძლევს ერთი წამით მოდუნების საშუალებას , ატლეტიკო მადრიდი , ჩოლო არ აძლევს გუნდს მოდუნების საშუალებას მთელი თამაშის განმავლობაში ჩართულია ისევე როგორც კლოპი , მოურინიო , პეპი , ფლიკი და ბაიერნი სხვა თემაა მათ სისხლში აქვთ ბრძოლა , ჩვენც გვყავდა ეგეთი კაცი , კაპიტანი , მისი წასვლის მერე დაიწყო ყველანაირი პრობლემის გაღვიძება , პუიოლი აუცილებლად უნდა იყოს გუნდში.. პიკეს აქვს მოყოლილი ჩვენი გუნდი უტევდაო და უბრალოდ უკან ვიდექი და ვუყურებდიო და უცებ ღრიალი შემომესმა რას უყურებ აზრზე მოდი ყურადღებას ნუ ფანტავო , გავიხედე და შემეშინდა პუიოლი ისეთი ხმით მიყვიროდაო , ასეთი მცველია საჭირო ცენტრში.. პიკე დაბერდა პიკე არააა პუიოლი , ფლანგის მცველებს რაც შეეხება დესტი კარგი ბიჭია , მარცხნივ კი ტალიაფიკო ან ანხელინიოა მოსაყვანი ალბას კონკურენტად , ცენტრში ერთი უპამეკანო უნდა იყოს აუცილებლად რომელსაც ბურთი იდეალურად ამოაქვს , აი მეორე ნამდვილად არ ვიცი.. უმტიტი თუ შევიდა ფორმაში იდეალური იქნება.. 3) ნახევარდაცვა.. ბუსი დაბერდა ტემპი დააკლდა კონტრშეტევებზე არ ვარგა , პრესინგს ვერ თამაშობს , მაგრამ ზონებს იდეალურად ავსებს , იდეალურად გადაადგილდება და ბურთს იჭერს , დე იონგს ბუსკეცის მსგავსი ნახევარმცველი არ ჭირდება გვერდით , მას მოძრავი აგრესიული სწრაფი ნახევარმცველი ჭირდება რომ მან თავისუფლება იგრძნოს , დე იონგს მაღალი ტემპი ჭირდება რომ იდეალურად ითამაშოს , ვეიუნალდუმი სწორედ ამისთვის ჭირდება კუმანს , პიანიჩი კარგია მაგრამ სწრაფი არაა მოძრავი არაა, მდგარი ტიპიური ნახევარმცველია , პედრი კოუტინიო ძალიან კარგები არიან , პედრი ძალიან მომწონს , იდეალურია ცენტრში , კოუს თამაში ნამდვილად არ მისდის და სჯობს წავიდეს , სჯობს წავიდეს და მის სანაცვლოდ ბარსამაც იხეიროს , თუმცა ნამდვილად მწყდება გული უდიდესი ნიჭი აქვს მაგ ბიჭს მაგრამ ვერ იპოვა თავისი თავი.. და რიკი პუჩი , აი ცენტრში ახლო მომავალში აუცილებლად უნდა ვიხილოთ დე იონგი პედრი პუჩის ტრიო , ეს ბიჭი უბრალოდ როგორ უნდა მოიძულო და არ მისცე დრო არ მესმის , 20 წუთი ითამაშა და საუკეთესო იყო , მოედანს იდეალურად ხედავს , პასის კულტურა აქვს და რაც მთავარია იცის რომელი ზონა უნდა შეავსოს , რომელ ზონაში უნდა გადაადგილდებოდეს , ეს ბიჭი სკამზე როგორ უნდა დაალპო არ მესმის .. ნახევარდაცვაში კოუტინიო უნდა გაიყიდოს რადგან მესი და გრიზმანი აშკარად ხელს უშლიან , 3 ერთ პოზიციაზე უბრალოდ ზედმეტია , სხვაგან კი მას უბრალოდ ვერ ექნება კარგი თამაში.. ნახევარდაცვაში კი გვჭირდება ტიაგოს მსგავსი ფეხბურთელი , როგორ არ იყიდა ბარსამ და არ დაიბრუნა არ მესმის , უბრალოდ საჭიროა ეგ ბიჭი პიანიჩს ნამდვილად აჯობებდა.. თუ 4-3-3 ზე გადავა გუნდი , ნახევარმცველი ნამდვილად აღარაა საჭირო , ლა მასიას მიხედონ.. 4) აი შეტევა კი , უბრალოდ არ ვიცი , ჩავთვალოთ რომ მესი ნახევარდაცვაში დგას წინ გრიზმანი დემბელე ტრინკაუ ბრაითვეიტი რჩება რომლედინაც გამოცდილი მხოლოდ გრიზმანია , რომელიც ფორვარდი არაა , ის ცრუ ფორვარდია , ცხრიანის უკან უნდა იდგეს , 4-3-3 ში არ გამოდგება გრიზმანი ან თუ 4-3-3 მაინცდამაინც მაშინ ცრუ ფორვარდი უნდა იყოს ასე ცხრიანი არ გვეყოლება მაგრამ თუ კარგი ფლანგი გვეყოლება გაამართლებს , ფლანგს რაც შეეხება ფაქტიურად არ გვყავს .. გუნდის კრიზისში დამნაშავე 5 პრობლემაა.. პუიოლი , ხავი , ინიესტა , ნეიმარი და ბართომეუ .. მწვრთნელი არ გვყოლია დიდი ხანია , მენტალიტეტი აღარ გვაქვს , ბურთის დაკარგვის ეშინიათ , თავის თავზე ვერ იღებენ , ავტორიტეტი აღარაა, მოგების სურვილი აღარაა, გუნდი აღარაა.. ყველაფერი შესაცვლელია აბსოლუტურად.. და იმედია ლაპორტა მოვა , ხავი მოვა და ახალი სისხლი , ახალი ძრავი , ძველ მანქანას აამუშავებს…

  • me da barca
    09 დეკ 2020, 17:26

    მთელი ღამე ძილში კოშმარები მაწუხებდა. ის გუნდი, რომელიც სიამოვნებას მანიჭებდა, დღეს ტკივილს მაყენებს. ახლობლები მეუბნებიან, რომლებიც ფეხბურთის გარტყმაშიც არ არიან, დაანებე ამ ბარსას თავიო, მაგრამ როგორ? როგორც შვილზე ვერ ვიტყვი უარს, ისე ვერ ვიტყვი ბარსაზე უარს, რომც მოვინდომო, იმიტომ, რომ ეს გულში დევს ღრმად. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტკივილი, მაგრამ უნდა მოვითმინო. უნდა მოვითმინო ზოგიერთი არაკაცებისგან ჩემი გუნდის მიმართ დაცინვაც. იმედია მალე გვირაბის ბოლოს შუქიც გამოჩნდება.

  • axalibarca
    09 დეკ 2020, 17:02

    ციტატა: IluSionIsTa

    ციტატა: axalibarca
    ჩემი აზრით არავის დამატეება არაა საჭირო , უბრალოდ ისეთი მწვრთნელი იქნება ვინც ფსიქოლოგიურად მოხოდავს გუნდს და მოტივაციას აუმაღლებს . რაც არ უნდა ვარსკვლავი მიუყვანო კუმანს კოუტინიოსავით გრიზმანივით უმაქნის გახდის . პუჩი, პედრი , ფატი , დეიონგი , დესტი , ტრინკაო ეს ხალხი უნდა განაწყოს ფსიქოლოგიურად და კონკრეტული დავალება მისცეს უნდა გაამწვავებინოს თამაში . ესენი კი რას აკეთებენ მიიღებენ ბურთს და მესის ეძებენ . ასე არამგონია წინ წავიდეთ და საითაც მივდივართ კი ვხედავთ . კუმანს ვერც ტაქტიკოსად ვხედავ და ვერც გუნდის მოტივატორად . ჩემი აზრით კლოპია ყველაზე კაი ვარიანტი .
    აგერ მოტივირებულმა 20 მილიონიანმა დევისმა ბარსას 200 მილიონიან დაცვას ბურთი თავზე დაახია


    რა არავის დამატება არაა საჭირო :დ :დ დაცვა რასაც აკეთებს მოგწონს ? პენლებს რო იკიდებენ და პოზიციურ შეცდომებს რო უშვებენ თითქმის ყველა შემოტევის დროს .


    მაგ ყველაფერს ლენგლე აკეთებს . მე მომწონს მაგალითად არაუხო და მინგესა ჩემი აზრით ესენი უნდა ათამაშოს ნიჭიერები არიან და პრაქტიკა ჭირდებათ . ამ გადმოსახედიდან ვინ უნდა მოიყვანონ რომ დაცვის ბურჯი გახდეს და მის იმედათ ვიყოთ ?