მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კრიზისის ნიშნები ბარსელონაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კრიზისის ნიშნები ბარსელონაში

                          მოდი პირდაპირ ვთქვათ - ეს მოსალოდნელი იყო. ისეთი მარცხის შემდეგ როგორიც ბარსამ მადრიდში იგემა, სწრაფად ვერ მოდიან ხოლმე გონზე. ახლაც ასე იყო, თანაც, თუ სხვადასხვა გამოცემებს დავუჯერებთ ფლიკსა და ფეხბურთელებს შორის კამათიც ყოფილა. ყოველთვის არ მუშაობს ეს ცენტრამდე ამოწეული დაცვის ხაზი და რაიმე სხვა არის მოსაფიქრებელიო, სწუხდნენ თურმე ფეხბურთელები, ფლიკს კი ჯიუტად უთქვამს, რომ ეს მისი გზაა და ასე აპირებს ბოლომდე სიარულს. მოკლედ, რაღაც აირია. მაგრამ ისეც არ არეულა, რომ დაულაგებელი გახდეს. 

ერთადერთი გზა გონზე მოსასვლელად ახალი სისხლი იყო. ის კაცი, ვისაც მადრიდულ მარცხში მონაწილეობა არ მიუღია, მას უნდა შემოეტანა სულ სხვა განწყობა და მენტალურად განადგურებული ფეხბურთელებიც უნდა გაემხნევებინა, თითქოს ასეც მოხდა, ძალიან ახოს ჩავიარეთ მსგავს სცენართან. 

რაფინია დაბრუნდა 

ბრაზილიელი დაბრუნდა და იყო საუკეთესო. სამწუხაროდ მზად არ აღმოჩნდა ბოლომდე სათამაშოდ, თორემ სამი ქულაც ჩვენი იქნებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარება. პირველ ტაიმში რომ ბარსა რაღაცას ჰგავდა ეს პირველ რიგში რაფინიას დამსახურებაა. როგორც სჩვევია, მოედნის ყველა მონაკვეთზე აქტიური იყო, ბურთიც ამოჰქონდა, დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს და მომენტებსაც ყველაზე მეტად ის ქმნიდა. რაღაცებში არ გაუმართლა. ძელს გაარტყა ბურთი ისეთ მომენტში უკვე გოლი რომ მეგონა. მხოლოდ მას სჩვევია ასეთი დაფარული დარტყმა, მცველს რომ ჰგონია კუთხეს ვფარავო და მაინც კარში რომ მიდის. სამი კარგი მომენტი ჰქონდა, ერთიც იამალს, შეიარა მეტოქის საჯარიმოში და მეკარისთვის არც შეუხედავს ისე სცადა მისთვის ბურთის თავზე გადაგდება, არაფერიც არ გამოვიდა, ფეხზე დარჩა გაზანიგა და ბურთიც მარტივად მოიგერია. არაფერს არ ჰგავდა დანი ოლმოსა და ფერმინ ლოპესის დუეტი მოედნის ცეტრში. ფერმინის ასეთი ცუდი მატჩი ამ სეზონში არ მახსენდება, დანო ოლმომ კი ტაიმის ბოლოს პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, მაგრამ მაინც ვერ ჰქონდა კარგი თამაში. ნიშნულთან კიდევ მესამე დამრტყმელი მივიდა - ლამინე იამალი. ლევანდოვსკი სკამზე იჯდა, რაფინიამ რატომღაც არ დაარტყა, ვითომ რატომ? ფორმაში არა ვარო? პენალტთან რა შუაშია ღმერთმანი... იამალს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, აქვს პენალტის დარტყმის ნიჭი, კარგი პაუზა აიღო, ისეთი რომ გააქვავა ადგილზე გაზანიგა, მაგრამ დარტყმა ვერ აღმოჩნდა ზუსტი, ისევ იმ ძელს მოხვდა რაფინიამ რომ გაარტყა. ასე მორჩა ტაიმი. უიღბლოდ. მატჩის გარდამტეხი მომენტი ეს იყო. 

ბევრად ცუდი ტაიმი - რაფინიას გარეშე 

სანამ რაფინია იყო მოედანზე ბარსა ინტენსივობას ინარჩუნებდა და მომენტები ისევ იქმნებოდა. ერთ ასეთ მომენტს გოლიც მოჰყვა, კუნდეს ჩაწოდების შემდეგ კუბარსიმ შეაგდო ძალიან ლამაზი გოლი. თავური დარტყმით, ასე თუ ისე ახლო მანძილიდან. დიდად ემოციურად არ აღუნიშნავს, თითქოს არ ეხალისება თამაში. ან, შეიძლება მცირე ხნის წინ არჩათვლილი გოლი გაახსენდა, შეიძლება შიშიც გამოჰყვა - ახლა დაუსტვენს ეს არასწორი და გამიუქმებსო იფიქრა. არ დაუსტვენია არავის. ჩაითვალა გოლი. ბარსა დაწინაურდა და სულ რაღაც ორი წუთი იყო კმაყოფილი, მერე დაცვაში შეცდომების კასკადს ლემარის გოლი მოჰყვა. "ჟირონამ" გაათანაბრა. აქამდე გუნდებს რამდენჯერმე უთამაშიათ ორშაბათ დღეს და ბარსას არცერთხელ არ მოუგია. 

ამ რთულ დროს რაფინიაც გავიდა მოედნიდან და ყველაფერი ბევრად ქაოტური გახდა. მის ნაცვლად შემოსული ბარდაჯი კი ძალიან ცუდი იყო. ცენტრშიც და ფლანგზეც. არაფერი გონივრული ბარსას თამაშში აღარ დარჩა. მხოლოდ იამალი ამწვავებდა თამაშს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, სხვა მხრივ კი ჟოან გარსია იყო კაცი, რომელიც ბარსას ბოლომდე თამაშში ტოვებდა და ბოლომდე გვეგონა, რომ ამ ურთულესი მატჩის მოგებაც შეიძლებოდა. 

სად იყო ფერან ტორესი? არ იყო. მე არ მინახავს. ამბობენ, რომ იყო სადღაც, მაგრამ მე არ დამინახავს. 

73-ე წუთზე ლევანდოვსკი და არაუხო გამოიყვანეს. ესე იგი, ჩაწოდებები მომრავლდებოდა, ესღა დარჩა იარაღად და რაღაც მხრივ იმუშავა, ყოველ შემთხვევაში, არაუხო ყველაზე ახლოს იყო გატანასთან, მომეჩვენა, რომ მცველმა შეუშალა ხელი, მას მოხვდა დარტყმის მერე, ამიტომ ასცდა კარს. ლევანდოვსკიმაც მიიღო თავისი მომენტი და შეაგდო კიდეც, მაგრამ გვარიან თამაშგარეში აღმოჩნდა. ზუსტი წამი გაექცა, ვეღარ შეაფასა მომენტი კარგად, რაც იშვიათია მის შემთხვევაში. 

86-ე წუთზე "ჟირონამ" მეორე შეაგდო. ამჯერად ვერც გარსიამ უშველა გუნდს. ნებისმიერ შემთხვევაში კარგავდა ბარსა ლიდერობას, ან ერთი, ან ორი ქულით. ორი გამოვიდა. "რეალ მადრიდი" ორი ქულით წინ გაიჭრა. 

ფლიკს მსაჯთან ჰქონდა პრეტენზიები. ვერა და ვერ შეეგუა მსაჯების დაბალ დონეს. ჩვენ კიდევ მთელი ცხოვრებაა ამას ვუყურებთ. ადრე სასაცილო იყო, გასაბრაზებელიც იყო, თქვენი არ ვიცი, მე დიდი ხანია შევეგუე, ეს ესპანური ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. მათ უნდა გააკეთონ რაღაც ისეთი, რასაც ახსნა არ აქვს და არც თავად შეიწუხებენ თავს ასახსნელად. 

წინ რა გველის 

წინ არ გველის ჩემპიონთა ლიგა. კიდევ კარგი. აბა წარმოიდგინეთ რა რთული იქნებოდა ახლა ლიგის თამაში. გველის "ლევანტე", ეს ყველაზე იოლი მატჩი იქნება იდეაში, აი მერე ურთულესი კალენდარია წინ - "ვილიარეალი", "ატლეტიკო", "ბილბაო", "სევილია", და მანამდე ჩემპიონთა ლიგაც განახლდება. 

ცუდი პერიოდია. ფაქტია. თასიდან ცალი ფეხით გავარდნილია გუნდი. ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა, მაგრამ არაფერია დასრულებული. კრიზისსაც ვერ დავარქმევ. ორი მატჩის წაგება კრიზისი ვერ იქნება. უბრალოდ ჩანს, რომ შიგნით ვერ არის ჰარმონია, და იქნებ პედრის დაბრუნებამ სულ სხვა ეფექტი იქონიოს. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #7 8 საათის წინ
    0
    ციტატა: shu1987
    18 წლის ბავშვზე რომ ჩამოეკიდება ამხელა გუნდი და გვერდით დამხმარეს არავის მოუყვანენ რაგინდა რო ქნას ??? მესისაც გვერდით ლეგენდები ყავდა და მაინც იყო ჩავარდნები იამალს კიდე რაუნდა მოთხოვო ბავშვია .... გასაშვებია ფერანი-გარსია-მარტინი-კანსელუ-ბალდეც არუქნია ღმერთს-კუნდე თუარ დასტაბილურდა და არ მოუმატა ძაან ცუდია-რაშფორდიც გასაშვებია-ლევანდოვსკიც და მე თუ მკითხავთ დეიონდიც ახალი გუნდია ასაშენებელი თავიდან. ქათმის მენტალიტეტი აქვს უმეტესობას რაც გუნდზეც მოქმედწბს.

    არც გარსიაა გასაშვები და არც მარტინი, ორივე საჭირო კაცია, ზსმენაზე იდეალურები არიან.. მარტინს კარგი მატჩი ქონდა, დაცვაში კარგად იდგა. ბალდე არც დაცვაშია კარგი და არც შეტევაში. ფლიკმა 3 მცველით თამაში უნდა ცადოს.
    TTT
    წევრი [?]
    #6 9 საათის წინ
    0
    ამდენი წელია მართლა რითი ვერ დაუბრუნდა გუნდი 1:1 წესს, ამ ზამთარში ტრანსფერი ვერ გააკეთეს წესიერი, ან ამ
    ტებასს კიდევ ვინ ყავს ასეთი რო ვერა და ვერ გადააყენეს, პრემიერლიგის მეორეხარისხოვანი გუნდი უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე ლალიგა ჯამში რაღა მარტო ამთთანაა ეს მკაცრი რეგულაციები რაა…
    ან სტადიონის მშენებლობა რით ვერ დასრულდა მოკლედ მე უკვე აღარ მჯერა ლაპორტასი, მაგრად მინდოდა მაგის მოსვლა მაგრამ ასე თუ ჩაისვრიდა არ მეგონა…
    Culé [?]
    #5 11 საათის წინ
    1
    18 წლის ბავშვზე რომ ჩამოეკიდება ამხელა გუნდი და გვერდით დამხმარეს არავის მოუყვანენ რაგინდა რო ქნას ??? მესისაც გვერდით ლეგენდები ყავდა და მაინც იყო ჩავარდნები იამალს კიდე რაუნდა მოთხოვო ბავშვია .... გასაშვებია ფერანი-გარსია-მარტინი-კანსელუ-ბალდეც არუქნია ღმერთს-კუნდე თუარ დასტაბილურდა და არ მოუმატა ძაან ცუდია-რაშფორდიც გასაშვებია-ლევანდოვსკიც და მე თუ მკითხავთ დეიონდიც ახალი გუნდია ასაშენებელი თავიდან. ქათმის მენტალიტეტი აქვს უმეტესობას რაც გუნდზეც მოქმედწბს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 საათის წინ
    1
    რა იყო შარშან მთავარი პრობლემა ბარსელონას? პირველი იყო ფლანგის მცველები და ზოგადად დაცვა,მეორე იყო 9 ნომერი. ამის ფონზე გუნდმა დაკარგა ცალსახად საუკეთესო მცველი და არავინ მოიყვანა მის შემცვლელად, არც ფლანგის მცველი მოიყვანა, კანსელუ არაფერში არ წერია. არ მოიყვანა 9 ნომერი. გამოდის თუ არა , რო ლაპორტამ გაწირა ეს სეზონი? ჩემთვის ეგრე გამოდის და უნდა წააგოს არჩევნები მაგის გამო
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 საათის წინ
    0
    ბარსას თამაში ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე შევეხები პირადად ჟირონას. სხვა წარმოდგენა მქონდა თავიდან ამ გუნდზე, ბარსელონასთან ახლოსაა, კატალონიური გუნდია და ასე შემდეგ. მაგრამ მგონი მთავარი მიზეზიც ესაა. სხვებთან შედარებით ბარსასთან გაორმაგებული ენერგიით თამაშობენ და რაც მთავარია შეინიშნება ბარსას მიმართ შური, ღვარძლი და ზიზღი. როგორ თამაშობდნენ განსაკუთრებით ბოლო წუთებზე და რა უქნეს იამალს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბარსას ვერ იტანენ ესპანიოლის მსგავსად. ეს არ იყო აზარტი და 3 ქულის დაკარგვის შიში, ეს იყო ზიზიღი. ხოდა თუ ბარსა არ უყვართ მოუ*** დამაარსებელ-შემქნელი ამ გუნდს. წელს არ გამოვა ალბათ, მაგრამ მომავალ წელს ვუსურვებ გავარდნას ლა ლიგიდან ესპანიოლთან ერთად.
    წევრი [?]
    #2 დღეს, 10:43
    1
    ლა ლიგის მსაჯებს დედებს გავთხარე
    Culé [?]
    #1 დღეს, 09:55
    0
    სალამი ლაპოს! ნეტა გადადგომამდე რას ანახებდა ასეთს ამ უნიფხვოებს, მგლებივით რომ იყვნენ :D