როგორ მივედით დაცვის კოლაფსამდე

როგორ მივედით დაცვის კოლაფსამდე

უკვე დიდი ხანია, ვწერთ, რომ "ბარსას" დაცვის ხაზი თავიდან ბოლომდე შესაცვლელია. კარგად ორგანიზებულ გუნდში ეს პროცესი ეტაპობრივად ხდება, მაგრამ "ბარსას" ისეთი ცუდი ხელმძღვანელობა ჰყავდა, რომ ყველაფერი დაგვიანდა და არაფერი სწორად არ გაკეთდა.

გადავავლოთ თვალი იმ შესაძლო ტრანსფერებს, რომლებსაც სიტუაციის გამოსწორება შეეძლოთ.

მარჯვენა მცველი - ფილიპ ლამი და გრეგორი ვან დერ ვილი

ვან დერ ვილს ჯერ კიდევ 2012 წელს მოიაზრებდნენ დანი ალვესის შემცვლელად, მაგრამ "აიაქსიდან" მისი ტრანსფერი არ შედგა, "ბარსას" სკამზე ჯდომას პსჟ-ში წასვლა არჩია. დანი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლებოდა, მხოლოდ ერთი სეზონი იყო, როდესაც მაიკონმა აჯობა, სხვა მხრივ კი ფილიპ ლამი უწევდა კონკურენციას. ალვესი საუკეთესო იყო, განსაკუთრებით ისეთი გუნდისთვის, როგორიც "ბარსაა."

როცა ალვესი კლუბიდან გავუშვით, აღარც ჰოლანდიელი იყო ფორმაში. მიუხედავად ამისა, ტრანსფერს შეეძლო, რომ მისთვის ახალი მოტივაცია მიეცა. გარდა მარჯვენა მცველობისა, ცენტრშიც შეეძლო თამაში. თავად ვან დერ ვილიც ელოდა შეთავაზებას, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, საბოლოოდ დანი "იუვეში" წავიდა, ვან დერ ვილი "ფენერბაჰჩეში". დანის მოტივაცია ჰქონდა, რომ ყველასთვის დაემტკიცებინა, რა დონის ფეხბურთელი იყო და დაამტკიცა კიდეც, ვან დერ ვილმა კი მოტივაცია დაკარგა და რეგრესისკენ წავიდა.

2016 წელს მისი ასაკის გათვალისწინებითაც აღარ შეგვეძლო გრძელვადიან პროექტში გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ ალეიშ ვიდალსა და სერჟი რობერტოს ყველაფერში აჯობებდა, როგორც მინიმუმ 3-4 წელი კიდევ ითამაშებდა და მერე ალბათ იგივე გზას დავადგებოდით, ანუ, სერჟინიო დესტს შევიძენდით.

რაც შეეხება ფილიპ ლამს, ყველასთვის საოცნებო ტრანსფერი იქნებოდა. მისი უნივერსალიზმის გათვალისწინებით, ორივე ფლანგზე თანაბრად მაგრად თამაშობდა და პეპ გვარდიოლამ საყრდენის პოზიციაზეც კი მოსინჯა, რასაც იდეალურად გაართვა თავი, მაგრამ გერმანელის "ბაიერნიდან" გადმოყვანა ფანტასტიკის სფერო იყო. ვინმე უცხოელი კიდევ შეიძლება რომ "ბაიერნს" წაგლიჯო, მაგრამ გერმანელის გადმობირება ძალიან რთული ამბავია, არც კლუბი დათმობს და თავად გერმანელი ფეხბურთელებისთვისაც, "ბაიერნი" შეუცვლელი ბრენდია.

ისიც სათქმელია, რომ კარიერა ძალიან ადრე დაასრულა, შესაძლოა, ჩვენ ძალიან გვსურდა ლამი, მაგრამ მას ამაზე არც კი უფიქრია. 

მარჯვენა ცენტრალური მცველი - პიკეს პირდაპირი შემცვლელი

ყველაზე დიდ ინერტულობას სატრანსფერო ბაზარზე სწორედ ამ პოზიციის ფეხბურთელების მიმართ ვიჩენდით. პიკეს ყველა ბოლომდე ენდობოდა, შესაძლოა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე იმსახურებს, ამიტომ ბევრი ვარიანტი არ ყოფილა, ან თუ იყო, მხოლოდ ვარსკვლავის სტატუსის ფეხბურთელები. მაგალითად, 2017 წელს, კულიბალი იყო აქტუალური, რომლის ფასიც უკვე ძალიან მაღალი იყო, ბოლო სეზონის წინ კი უპამეკანო გახდა აქტუალური, რომლის ფასიც 60 მილიონია. მისი შეძენა ჩვენთვის შეუძლებელი იყო, ბევრი კლუბი იბრძოდა და საბოლოოდ "ბაიერნმა" გადაიბირა.

პიკეს კარგი შემცვლელი დიდი ხანია არ ჰყოლია, მას შემდეგ, რაც მარკესი-პუიოლი-პიკეს ტრიო გვყავდა დაცვაში, კონკურენცია აღარ გვქონია, სწორედ ამ კონკურენციის დამსახურება იყო ის, რომ პიკემ იმ წელს საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

მის პოზიციაზე თამაშობს ერიკ გარსია, რომელსაც იმედია, რომ ოდესმე შევიძენთ და მინგესა, რომელიც აშკარად პროგრესირებს. გარსიას პიკეს მსგავსი კარიერა აქვს, "ბარსას" აკადემიიდან ინგლისში აღმოჩნდა, ახლა კი დაბრუნება სურს, კარგი მცველია, მაგრამ მეეჭვება, რომ პიკეს დონეზე ათამაშდეს და არც ის მგონია, რომ მინგესას უპირობოდ დაჩაგრავს.

მარცხენა ცენტრალური მცველი

აბიდალს მოსწონდა ამ პოზიციაზე თამაში, განსაკუთრებით ბოლო სეზონში. პუიოლის წასვლის შემდეგ, ასე თუ ისე, მასკერანომ ამოავსო ეს ვაკუუმი, ზუსტად იგივე სტილში თამაშობდა, მჭიდროდ თავდამსხმელებთან, ხისტად, კარგი იყო დასწრებაზე და არც გრძელი პასი ეშლებოდა. იყო ავტოგოლები, მაგრამ საერთო ჯამში დამაჯერებლად იდგა. მას მერე ავირიეთ.

ვერმაელენის და მატიეს გახსენება არც ღირს.

ორი მთავარი ამბავია გასახსენებელი - პირველი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, მზად ვიყავით, რომ ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი შეგვეძინა, მაგრამ კლუბიდან ნეიმარი გაგვექცა და ყველაფერი აირ-დაირია, ვისღა აინტერესებდა მცველი? მთავარი ამოცანა ნეიმარის შემცვლელის ძიება გახდა და რა უბედურებაც დაატრიალეს ბართომეუმ და ფერნანდესმა, კი გვახსოვს ყველას.

მაგრამ, იყო ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, 2017 წლის დეკემბრის მიწურულს, ინგლისურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა - "ბარსა" "საუთჰემპტონის" ცენტრალური მცველისთვის ბრძოლაში ფავორიტი იყო. თვალი გადავავლოთ ინგლისური გამოცემების 2017 წლის ჰედლაინებს: "ბარსელონა" ვან დაიკისთვის ბრძოლაში ფავორიტია, ინტერესს "ლივერპული" და "მანჩესტრი სიტიც" იჩენენ. - როგორი ამბავია? მერე რაც მოხდა, ვიცით, აღმოჩნდა, რომ დემბელე ნეიმარს საერთოდ ვერ ცვლიდა, მისი ტრავმების გამო ვალვერდემ ტაქტიკა შეცვალა და იფიქრეს, რომ ერთ პოზიციაზე იქნებ ორმა ფეხბურთელმა მაინც გააწყოს რამეო, ჰოდა, ისევ კოუტინიოს მივუბრუნდით. იანვარში გავიფორმეთ, დიდძალი თანხა გადავრციხეთ, რომლის მეშვეობითაც "ლივერპულმა" ვან დაიკი შეიძინა და დაიწყო მათი საოცარი აღმავლობა.

ვან დაიკს "ლივერპულთან" მარცხის შემდეგაც მივუბრუნდით, რთული წარმოსადგენი არ არის, ბართომეუს რას უპასუხებდნენ. 

აი, ასეთი ამბავი იყო.

რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, ეს მთლიანად უმტიტის უკავშირდება. სამუელს სწრაფი პროგრესი ჰქონდა, მაგრამ "შავი მალდინობის" ხანამ მცირე ხანს გასტანა, რომში წაგებული თამაშის მერე, მისთვის ყველაფერი უკან წავიდა. სიტუაცია პირველმა წინადადებამ არია, "მანჩესტერი" 80 მილიონ ევროს იხდიდა და მაღალ ხელფასს სთავაზობდა, უმტიტის აგენტმაც ატეხა ერთი ამბავი და ყველაფერი გართულდა, შუა სეზონში დაიწყეს კონტრაქტზე მუშაობა. საბოლოოდ, გაუმჯობესებული პირობები მიიღო, მოახლოვდა რომის შეხვედრა და აღმოჩნდა, რომ თამაშზე ფიქრის ნაცვლად, ისევ კონტრაქტზე ფიქრობდა.

ამის გამო, რაც დაგვემართა, გემახსოვრებათ.

მერე დაიწყო გაუთავებელი ტრავმები. ყოველ სეზონში იყვნენ მყიდველები, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მანჩესტერული კლუბები, ტრავმირებულ უმტიტიში 80-ს არა, მაგრამ 60 მილიონ ევროს ორივე იხდიდა, უკანასკნელი კარგი შეთავაზება უმტიტის შესახებ 2019 წელს მივიღეთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კვლავ ჰყავდა მყიდველი და ალბათ გაიყიდებოდა კიდეც, მატიას დე ლიხტთან რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, ბართომეუს გუნდი ყველა ბედნიერებასთან ერთად, მოლაპარაკებებშიც ოროსანი იყო.

გავიხსენოთ, რა თქვა დე ლიხტის აგენტმა, მინო რაიოლამ: "მათ ეგონათ, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა, დე იონგის გადაბირება შეძლეს და იფიქრეს, დე ლიხტთანაც ყველაფერი კარგად იქნებაო, ჩემს კლიენტს ისე უყურებდნენ, როგორც ყველის ნაჭერს, მე ეს არ მომეწონა და ტრანსფერი ჩავშალე. მატიასს ვუთხარი, რომ იმ კლუბში წავიყვანდი, რომელიც ცენტრალური მცველებისთვის, საფეხბურთო "ჰარვარდია".

დე ლიხტი "იუვეში" ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან ელოდნენ, მაგრამ ლანგლე-უმტიტიზე მეტად რომ გამოგვადგებოდა, ფაქტია. გარდა ამისა, დე ლიხტი იმ მცველების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ორივე მხარეს თამაშს არიან მიჩვეული, ასე რომ, არც პიკეს შეცვლა გაუჭირდებოდა.

მარცხენა მცველი - დავიდ ალაბა

ძალიან დიდი ხანია, ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი არსებობს. ჯერ კიდევ მაშინ განიხილებოდა, სანამ ჟორდი ალბას გავიფორმებდით, 2012-ში ალბა ვარჩიეთ და ალბათ სწორიც იყო, აი 2017-ში კი შეიძლებოდა მისი შეძენა, გარდა იმისა, რომ ალბას გაუწევდა კონკურენციას, ცენტრალური მცველის პოზიციასაც მშვენივრად მოერგებოდა. უნივერსალი მცველი ყოველთვის ძალიან ძვირად ფასობს.

"ბარსა" კვლავ იჩენს ინტერესს, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ალბას სავარაუდოდ დავემშვიდობებით, ალაბას კი ან მოვიყვანთ, ან ვერა. მთავარი კონკურენტი მისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალია", ჩვენ კი საშინელ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ, რეალისტები რომ ვიყოთ, მისი შეძენის ყველაზე ნაკლები შანსი გვაქვს.

კლუბის ხელმძღვანელებს რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ, "ბარსას" დაცვას ბოლო წლებში პრობლემები არ ექნებოდა, მაგრამ ბევრჯერ დაგვიწერია, რომ ამ ხალხმა ეპოქალური გუნდი ეტაპობრივად დაშალა.

მცველების განხილვამ კი სხვა პრობლემები გამახსენა და სამომავლოდ აუცილებლად შევეხები ნახევარდაცვისა და თავდასხმის პრობლემებსაც.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 23 თებერვალი 2021 17:06
    1
    "როგორ მივედით დაცვის კოლაფსამდე"???
    მარტივია, პუიოლი გავუშვით ვერავინ ვერ მოვიყვანეთ ნორმალური, ალვესი გავუშვით სულ რო არ იყო გასაშვები, მასკერანო მოედანზე კვდებოდა და ვერც მაგის შემცვლელი ვერ მოვიძიეთ დროულად, ალბა ლივერპულის შემდეგ საერთოდ მცველი კი არა უფრო გარემარბია და დაცვისთვის სადღა სცალია... აი ასე ნელ ნელა ბართომ ჩაგვიყვანა ფსკერზე და კიბის ჩატანა დაავიწყდა.
    ფანი [?]
    #11 23 თებერვალი 2021 15:18
    0
    მარჯვენა ფლანგზე დესტი ხოა და ემერსონი უნდა დავიტოვოთ ჩემი აზრით.რობერტო ნახ.დაცვაში აწიონ.მარჯვენა ცენტრალურ მცველებში პიკე და არაუხო იქნებიან.მარცხნივ გარსია და მინგესა+ლენგლეც და უმტიტიც ორივე გასაყიდია ჩემი აზრით და იქნებ ალაბა ვიყიდოთ რამენაირად.პიკე,გარსია,არაუხო,მინგესა და ალაბა.მარცხნივ ბალდე უნდა დააწინაურონ.ალბა წავა და ალაბა ფლანგზე გადავა,მანამდე იქნებ გარსია ან მინგესა გაიქაჩონ ძირითადისთვის და პიკეს დავემშვიდობოთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #10 23 თებერვალი 2021 13:32
    0
    ლენგლეს იდიოტობები უკვე ყველა ზღვარს ცდება სათადარიგოთა სკამზეც კი აღარ არის ამის ადგილი ბარსელონაში ისევე როგორც უმტიტის და ჰოდა ლაპორტამ უნდა იზრუნოს მათ გაშვებაზე.ამას გარდა გუნდი უნდა გაწმინდოს კოუტინიოს ფერნანდესის ბრეითუეიტის და პიანიჩისგან.ამ სიას დემბელესაც მივამატებდი.
    [?]
    #9 23 თებერვალი 2021 01:47
    0
    ციტატა: პენდრაგონი
    თავის დროზე ინიგო მარტინესიც უნდა დაგვემატებინა

    არადა მზად იყო მოდიოდა, სოსიედადიდან წასვლა გადაწყვეტილი ქონდა, ესენიც შეუთანხმდნენ მარა მერე 30 მილიონი დაინანეს. დარწმუნებული ვარ დღესაც ძირითადის კაცი იქნებოდა, წყნარი, უშეცდომო ცაციაა ორივე ფეხით რო შეუძლია პასის კეთება. ნესტა არაა მარა უმტიტის და ლენგლეს სჯობს. ბარსას დაცვა რო კედელი ვერასდროს იქნება სანამ ამ სტილში ვთამაშობთ ფაქტია და კონტრაზე სწრაფი მოთამაშეები, რობენები, რიბერი, სალაჰი მანეები და მბაპეები ყოველთვის ააწიოკებენ მარა ბარსას მცველმა ის მაინც არ უნდა იკადროს რასაც ეს ორი იმბეცილი ფრანგი კადრულობს, თან ყოველ თამაშზე, ლენგლე მოსიარულე პენალტი ან წითელია, უმტიტი კიდე თამაშგარეში ჩატოვების სურვილით შეპყრობილი ზანტი რომელიც უადგილო ადგილზე და დროს ეცემა. რამდენი ქულა წაგვართვა ბოლო 2 წელში მცველების სისულელეეება რასაც საშუალო დონის მცველიც არ უნდა აკეთებდეს სათვალავი ამერია. შეიყვეს ამ ცაციებით, პასის კულტურაო, მოიყვანე ვოლკი, ვის რათ უნდა შენი პასი, აგერ შტეგენი ამოიტანს ბურთს მაგათზე უკეთ.

    კიდე სტატიის ავტორს დე ლიხტში არ ვეთანხმები, მარცხენა ცენტრალურ მცველად აჯაფსანდალია, იუვეში იმენა ლენგლე იყო სანამ მარცხნივ თამაშობდა, მერე ბონუჩი დადგა მარცხნივ და დე ლიხტსაც შეეტყო პროგრესი მეტ ნაკლებად. სისულელეებს მაინც აღარ აკეთებს. მარცხენა ფეხი არც დე ლიხტს უვარგა და პიკეს პირდაპირი კონკურენტი იყო და არა მეწყვილე. სავარაუდოდ პიკემაც ჩაშალა ეგ ტრანსფერი მეტ ნაკლებად, ისევე როგორც ვან დეიკის. ნუ ეგრე იწერებოდა ისე არ ვიცი. მარკინიოსი დაგავიწყდათ, ხშირად იწერებოდა და ეგეც გამოკეტეს გალიაში როგორც ვერატი. და ბოლოს, ფლანგის მცველებზე რო ვსაუბრობთ, რაც 2016 დან ტკივილია, ლამი და ვან დერ ვილი კი არა საკუთარი აღზრდილები, ბელერინი და გრიმალდო გვყავს დაკარგული. ორივე დაგვხატავდა დღეს. ბელერინიც ტრავმიანია მარა ცალი ფეეხით მირჩევნია ვიდალსაც, სემედოსაც და რობერტო დესტს უფეხოდ. გრიმალდო კიდე დღეს ერთ ერთი საუკეთესი მარცხენა მცველია. ტიპებმა პუიოლი, დანი, ჩავი ინი გაუშვეს, სუარესი და ნეიმარი მიაყოლეს, ხო შეიძლებოდა ერთის შემცვლელი მაინც მოეყვანათ ისეთი რო არ მოგნატრებოდა ეს ხალხი? 1 ტრანსფერი რო გაერტყათ? არა, ვიდალი თურანი დემბელე გრიზმანი კოუტინიო კარგით რა, თქვენი მოგზავნილი დედაც. მოდი და დამაჯერე მერე რო ძალით არ აკეთეს ეს ტრანსფერები. ესენი ბუსის ალბას და პიკეს შეცვლიან? ლეოზე არც კი ვფიქრობ უბრალოდ. ჩაასვენეს ბარსას მზე არადა ჯერ კიდევ ზენიტში უნდა ვიყოთ სანამ მესი გვყავს. მარა უკვე სოსიედადის დონეზე ვართ, მესისთან ერთადაც კი, ეგეც რო წავა მერე რა იქნება? ალბათ გადარჩენისთვის ვიბრძოლებთ და ევროპა ლიგა სასისახულო ამბავი იქნება. ერთი ფატი გამოჩნდა და მაგასაც მგონი თითონ ბართომეუმ გაუკეთა ოპერაცია პერესი კიდე ასისტენტი იყო. რა უქნეს მოდი და გაიგე
    Culé [?]
    #8 22 თებერვალი 2021 23:53
    1
    ყოველთვის იყო აქილევსის ქუსლი ბარსასთვის დაცვა, მაგრამ ახლა რასაც ვხედავთ ეს არის დომხალიზაცია, მიდი-მოდი, ნებისმიერი ჭ კლასის გუნდი გვიტანს გოლებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 22 თებერვალი 2021 23:46
    0
    ციტატა: cezo45
    საერთოდ ყველა ფრანგი გასაშვებია გუნდიდად ერტადერტი ფრანგი რომელიც ბარსას გამოადგა და რომელიც მე მახსოვს არის ანრი ნუ ლუდოვიკ ჟულიც კარგი იყო მაგრამ როგორც გრიზმანი ისე ხან გამოანათებდა ხან ისევ ჩაბნელდებოდა.. ერიკ გარსია მოსაყვანაია აუცილებლად იმიტომ რომ ლენგლე და უმტიტისთვის ეს ბოლო სეზონია ბქრსაში პიკემაც 2022 ვასრულებ კარიერასო და მინგესა არაუხო გვრჩება მარტო

    ტურამი?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #6 22 თებერვალი 2021 18:52
    2
    თავის დროზე ინიგო მარტინესიც უნდა დაგვემატებინა
    Culé [?]
    #5 22 თებერვალი 2021 18:31
    1
    მატიე დააბრუნეთ გუნდშიი smile smile
    ფანი [?]
    #4 22 თებერვალი 2021 18:04
    4
    Bartolomeus mizani barselona dashla iyoda dashla kidec da kideyavs datovebuli tavisnairi gveli tuskecis saxut am adamianebs barselona momavali AR adardebt piriqit ro ganadguron egundat rage
    Culé [?]
    #3 22 თებერვალი 2021 17:45
    3
    საერთოდ ყველა ფრანგი გასაშვებია გუნდიდად ერტადერტი ფრანგი რომელიც ბარსას გამოადგა და რომელიც მე მახსოვს არის ანრი ნუ ლუდოვიკ ჟულიც კარგი იყო მაგრამ როგორც გრიზმანი ისე ხან გამოანათებდა ხან ისევ ჩაბნელდებოდა.. ერიკ გარსია მოსაყვანაია აუცილებლად იმიტომ რომ ლენგლე და უმტიტისთვის ეს ბოლო სეზონია ბქრსაში პიკემაც 2022 ვასრულებ კარიერასო და მინგესა არაუხო გვრჩება მარტო
    Culé [?]
    #2 22 თებერვალი 2021 17:21
    4
    ძალიან კარგად იყო ყველაფერი განხილული. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რამაც ამ დღეში ჩააგდო კლუბი, არასწორი , კი არა საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს გუნდს. სამას მილიონზე მეტი წყალშია გადაყრილი, ამ ფულით დღეს გუნდს მცველიც უნდა ყავდეს ტოპ კლასის და ალბათ ცოტას დამატებით მბაპე&ჰოლანდი მოვიდოდა. შედეგი:, კოუტინიო, გრიზმანი და დემბელე.
    პირველი ნულია და დამტვრეული, მეორე ორი წელია ადაპტაციას გადის ოღონდ სად ვერ ხვდება, მესამე კი ამ საიტის ერთ-ერთ მწერალს დავესეხები სიტყვებს_თავისთვის ძერწავს და საერთოდ მოწყვეტილია გუნდს, ხომ შეიძლება მისი სისწაფე და ტექნიკა გუნდმა გამოიყენოს, მაგრამ ძალიან იშვიათად 🙁
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 თებერვალი 2021 16:57
    1
    ბარსას დაცვას გრიგალავა სჭირდება უეჭველად 😎