workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

სტატია პირველად 2021 წლის 18 იანვარს გამოქვეყნდა, პეპ გვარდიოლას დაბადების დღეზე. სულ მცირე ხნის წინ პეპმა “მანჩესტერ სიტისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ტრიპლეტი ორჯერ შეასრულა, ავტომატურად გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ტრიპლეტი ორ სხვადასხვა გუნდში შეასრულა. როგორც იქნა მიაღწია მიზანს და ჩემპიონთა ლიგა მესის გარეშე მოიგო. 

ვულოცავთ პეპს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ოდესმე მაინც უარი თქვას პრინციპებზე და სახლში დაბრუნდეს. მთელი ამ დროის მანძილზე იმდენი რამ გამოვლინდა, უკვე ყველასთვის გასაგებია რას და რატომ გაექცა. 

იოჰან კრუიფმა 80-იანების ბოლოს “დრიმ თიმის” მშენებლობა დაიწყო, გუნდში მოიყვანა ბასკები – ბაკერო და ბეგირისტაინი, მოიყვანა მისი თანამემამულე და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამტანი მცველი – რონალდ კუმანი. მოიყვანა ბულგარეთისა და დანიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები და ბოლოს ბრაზილიელი ჯადოქარიც, მაგრამ იმ “ბარსელონაში” კრუიფის ხელწერას, ყველაზე მეტად, პატარა და გამხდარი ბიჭი ტოვებდა.

დღეს პეპ გვარდიოლას დაბადების დღეა. (დღეს პეპმა ლიგა მოიგო! რედ.) 

ერთხელ როი კინზე თქვეს, უყურებ და ხვდები, რომ ფერგიუსონია მოედანზეო. ის სიფხიზლე, სიხისტე და სიმკაცრე მოჰქონდა, რაც ფერგის ახასიათებდა, სადაც ფერგის ხმა არ ისმოდა, იქ როი კინი იყო, ვისაც ფერგის დარიგება ავიწყდებოდა, როი ახსენებდა.

ასე იყო პეპიც, კრუიფის მთავარი წარმომადგენელი მოედანზე. ორგანიზების განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული. ვარსკვლავბიჭუნა ნამდვილად არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ კრუიფი აღმოაჩენდა. იოჰანს მოწონდა, როგორ გადაადგილდებოდა მაშინ, როცა მთელი მისი გუნდი შეტევაში გარბოდა, ის არჩევდა ისეთ პოზიციას, რომ შესაძლო კონტრშეტევა სწრაფად ჩაეშალა, ფიქრობდა საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ შექმნილიყო მის კართან.

ასე დაწინაურდა გვარდიოლა და ძალიან დიდი გუნდის ნაწილი, შემდეგ კი მისი კაპიტანი გახდა.

O Captain! my Captain!

კრუიფის შემდგომ ეპოქაში ერთი სეზონიც არ ჩაუტარებია მძიმე ტრავმის გარეშე, “ბარსელონა” მის გარეშე უპატრონო გუნდს ჰგავდა, მასთან ერთად კი პრობლემები შეიქმნა, რადგან მასში უკვე სამწვრთნელო ხედვა ჯაბნიდა ფეხბურთელისას, მუდმივად კამათობდა მწვრთნელებთან და ფეხბურთელებს მათგან განსხვავებულ მითითებებს აძლევდა.

პეპი კრუიფის დავალებების უპირობო შემსრულებელი იყო. ალბათ აღარც სჭირდებოდა განსაკუთრებული მითითებების მიცემა, იმდენად თანაზიარი გახდა მის ფილოსოფიასთან, აი შემდგომ ეტაპზე ყველაფერი აირია, აღარც რობსონის ესმოდა და აღარც ვან გაალის, ფერერი ხომ საერთოდ ვერ ტოვებდა მწვრთნელის შთაბეჭდილებას. ამასთანავე ხედავდა, რომ მისი მემკვიდრე, პატარა ჩავი ერნანდესი, როგორც ფეხბურთელს არაფრით ჩამორჩებოდა და მის განვითარებას ცოტა არ იყოს აბრკოლებდა.

სეზონის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართა და წასვლა დააანონსა. სეზონის ბოლოს უკვე 30 წლის იქნებოდა, ეს კი რთული ასაკია ფეხბურთელისთვის, რომელსაც ქრონიკული ტრავმები ტანჯავს.

პეპს არ უნდოდა, რომ ტვირთი გამხდარიყო და თუ დააკვირდებით, ძალიან მკაცრია იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც წასვლას აყოვნებენ.

“დასრულდა მგზავრობა, ხიფათით აღსავსე;

მიწყნარდა ღელვა და ჩაცხრა ქარიშხალი, გაუძლო ხომალდმა უამრავ განსაცდელს.” 

პეპის წასვლის მიზეზი მხოლოდ ჩავი არ ყოფილა, მას სხვა კულტურის ნახვა სურდა, განსაკუთრებით კი იტალიის, რადგან ტაქტიკური ფეხბურთის სამკვიდროდ სერია ა ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, ბევრი გააოცა გვარდიოლას “ბრეშაში” გადასვლამ, ელოდნენ, რომ რომელიმე ლიდერ გუნდში გადავიდოდა, ის კი ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ “ბრეშაში” აღმოჩნდა.

“გადავედი იქ, სადაც ყველაზე მეტად სურდათ ჩემი ხილვა. ბაჯოს ფაქტორი გადამწყვეტი იყო, მე გავიზარდე ეპოქაში, სადაც მასზე ლეგენდებს ყვებოდნენ.”

იტალიელი ბუდაც ისეთ ინტელექტუალურ ფეხბურთს თამაშობდა, როგორსაც გვარდიოლა, ბევრად დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მათი საფეხბურთო ხედვა იდენტური აღმოჩნდა. პეპს “ინტერისგან” დაწუნებული, “მილანში” გაყიდული ანდრეა პირლო უნდა შეეცვალა, რომელიც იჯარით “ბრეშაში” თამაშობდა, მაგრამ მისი ჩანაცვლება ვერ შეძლო, რადგან პირველივე სეზონში დოპინგ სკანდალში გაეხვა.

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ადამიანიც გაეხვა ასეთ ამბავში, იტალია ასეთი ქვეყანაა, შესაძლოა ყველაზე ლამაზი ქვეყანაა დედამიწაზე, მაგრამ ყველაზე მარტივად ისვრები.

გვარდიოლა უარყოფდა აკრძალული ნივთიერებების მიღებას და დიდხანს იბრძოდა საპირისპიროს დასამტკიცებლად, შვიდთვიან პატიმრობას გადაურჩა, დისკვალიფიკაციას ვერა. ბრძოლა მას შემდეგაც განაგრძო, რაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. “ბარსელონა ბ-ს” მთავარი მწვრთნელი იყო, როდესაც საბოლოოდ გაამართლეს.

თავის დროზე, “რეალის” კაპიტანმა, ფერნანდო იერომ მხარი საჯაროდ დაუჭირა. მადრიდელმა აღნიშნა, რომ გვარდიოლას სიმართლეში დარწმუნებული იყო. უბრალო ჟესტია, მაგრამ სასიამოვნო.

დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ “ბრეშას” დაუბრუნდა და მთავარ მწვრთნელ კარლო მაცონესთან ერთად საქმეს შეუდგა. მათი ურთიერთობა უკვე განსაკუთრებული იყო, როდესაც გვარდიოლა საქმის განხილვაზე რომში დაიბარეს, კარლო მაცონემ გუნდი დატოვა და სასამართლოზე გაჰყვა. პეპს მისი საქციელი არასდროს დავიწყებია.

ამავე დროს მუდმივად იხსენებენ პროცესზე Gazzetta Dello Sport-ის მთავარი რედაქტორის წარმოთქმულ სიტყვას: “გვარდიოლამ მილიონებზე თქვა უარი და იტალიაში ჩამოვიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ რობერტო ბაჯოს გვერდით ეთამაშა, თქვენ გგონიათ, რომ ასეთ ადამიანს დოპინგის მიღება შეუძლია?!”

გვარდიოლას სამწვრთნელო ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში, კრუიფის შემდეგ, ყველაზე დიდი როლი სწორედ “პაპა კარლომ” ითამაშა. დიდი გეგმებიც დააწყეს, მაგრამ საქმე ისე ვერ წარიმართა, როგორც სურდათ. გვარდიოლა ძალიან ცოტას თამაშობდა, თუმცა, როცა თამაშობდა, ყოველთვის მაღალ დონეზე.

ერთ-ერთი მოგებული თამაშის შემდეგ, კარლომ გვარდიოლა მთელი გუნდის თანდასწრებით შეაქო, მისი სიტყვა წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – “პეპე, (ასე ეძახდა კარლო პეპს) შენ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდები!”

წლების შემდეგ, როცა პეპის “ბარსელონა” თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელი ფეხბურთით შემოიჭრა და რომის ფინალში გააღწია, გვარდიოლამ პირველ რიგში “პაპა კარლოს” დაურეკა, თამაშზე დაპატიჟა და მოგებას დაპირდა.

“პეპე, შენ მსოფლიოში ყველაზე ცუდი მწვრთნელი ხარ, ახლა თამაშზე უნდა ფიქრობდე, ჩემთან როგორ რეკავ?!” – საუბარი თავადვე გაიხსენა კარლო მაცონემ.

მაცონეს რჩევით პეპი “ბრეშადან” “რომაში” გადაბარგდა, გუნდში, სადაც ლეგენდარული ფაბიო კაპელო მუშაობდა და საუკეთესო ფორმაში მყოფი ფრანჩესკო ტოტი ბრწყინავდა. კარლომ პეპს უთხრა, რომ კაპელოსგან ბევრს ისწავლიდა, მაგრამ იქაც იგივე პრობლემა შეიქმნა რაც ვან გაალთან, მათი ფილოსოფია ერთმანეთს ვერ დაემთხვა, გვარდიოლამ ჩვეულად დაიწყო ფეხბურთელებისთვის მითითებების მიცემა, მაგრამ დიდად არავინ უსმენდა, ეს “ბარსელონა” არ იყო და არც მათი კაპიტანი იყო ბაჯოსავით ინტელექტუალი. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა “რომას” და იტალიური ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავის IQ-ზე ათასნაირი ანეგდოტი ვრცელდებოდა, ამდენი რთული ხასიათის ადამიანი ერთად საქმის კეთებას ვერ შეძლებდა და არც ლიდერობას დათმობდა ვინმე. გვარდიოლამ “რომაში” მხოლოდ ორი შეხვედრა დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.

მერე კი მწვრთნელობის დროც მოვიდა. კრუიფი “ბარსელონა ბ-ს” შეხვედრებს უფრო ხშირად ესწრებოდა, ვიდრე მთავარი გუნდისას. მისი რჩევა ლაპორტამ გაითვალისწინა, გამოუცდელი პეპი მთავარ მწვრთნელად დანიშნა და ის დიდი ამბავიც დაიწყო.

თუმცა რთულად. პირველ ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ. კავკასიაში არსებული პატარა ქვეყნის ყველაზე ცნობილმა საფეხბურთო გამოცემამ, გვარდიოლას სტარტს ასეთი სათაური მიუძღვა – “ისწავლე შვილო!”

გვარდიოლა ფეხბურთის ბოლო რევოლუციონერი და ყველაზე დიდი პერფექციონისტია. სანამ პეპი მწვრთნელად მოვიდოდა, მანამდე ყველა ტურნირისთვის არავინ იბრძოდა და ტრიპლეტის მოგება დიდი იშვიათობა იყო. მისი მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, პეპმა უბრალოდ თქვა, რომ ყველაფრის მოგება სურდა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ხან გამოდის, ხან არა, მაგრამ ამისკენ სწრაფვა განსაკუთრებულად გაქცევს.

თავის დროზე გიჟად ჩათვალეს, გუნდის მთავარი ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელები ამას ვერ გაუძლებდნენ, გვარდიოლამ კი გუნდიდან გაათავისუფლა, თქვა, რომ ვისაც მისი არ სჯერა, იმის ადგილი გუნდში არ არის.   

საბოლოოდ ორივე მართალი აღმოჩნდა, ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს, ინიესტამ მძიმე ტრავმა მიიღო და ფინალში გამაყუჩებლებით ისე ითამაშა, რომ მთელი კარიერა სასწორზე შეაგდო, ტრავმით ითამაშა ტიერი ანრიმაც, სულ მცირე ხნის წინ გაიხსენა, რომ ტრავმას მალავდა, რადგან ფინალის გამოტოვება არ სურდა. მძიმე ტრავმა მიიღო რაფაელ მარკესმა, რომელიც “ჩელსისთან” პირველ ნახევარფინალში გამოგვაკლდა, მიუხედავად ამისა, გვარდიოლამ მაინც ყველაფერი მოიგო.

საკუთარ თავში და იდეებში აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, სხვა შემთხვევაში ვერ გაბედავდა იმ ფეხბურთელის გაშვებას, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდათ. მოსვლისთანავე თქვა, რომ დეკუ, რონალდინიო და ეტო’ო არ სჭირდებოდა. კამერუნელი ვერ გაყიდა, მაგრამ ერთი წლის მერე მაინც მოიცილა, მერე კი ტიერი ანრიც შეავიწროვა, რადგან “ტიტის” დრო წავიდა, პეპს კი ბებერი ვარსკვლავი არ სჭირდებოდა.

შეცდომებიც დაუშვა, იბრას მოყვანას გამართლება არ ჰქონდა და სხვა ტრანსფერებიც მიუქარავს, მაგრამ საერთო ჯამში ყველაზე ძლიერი “ბარსელონას” შემოქმედად იქცა. მესი არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორიც მის ხელში იყო. ამაზე ზედიზედ მოგებული ოთხი “ოქროს ბურთიც” მეტყველებს.

რაციონალურად თამაში სწორედ მის ხელში ისწავლა. მათი პირველი შეხვედრისას პეპმა უთხრა, თუ დამიჯერებ, ერთ თამაშში 3-4 გოლის გატანას შეძლებო, ძალიან უცნაურად ჟღერდა ეს სიტყვები, მაგრამ ფაქტია, რომ ასე მოხდა. ესე იგი, დაუჯერა.

სხვა რა უნდა ვთქვათ? მისი წასვლა შოკი იყო, დაბრუნებას კი მაინც ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ აქვს ნათქვამი, არასდროს დავბრუნდებიო. როსელს გაექცა და პრეზიდენტი ისეთმა კაცმა შეცვალა, დაბრუნებაზე როგორ იფიქრებდა?! ახლა კი მოვა ის კაცი, ვისთან ერთადაც დიდი ეპოქა შექმნა, მაგრამ არა მგონია, დაბრუნდეს.

იმ ქვეყანაშია, სადაც “მელოტი ფროიდის” სახელით იცნობენ. პატარა, გამხდარი ბიჭი, თანამედროვე ფეხბურთის მთავარ გენიოსად ჩამოყალიბდა. მისი გუნდის შემხედვარე სერ ალექს ფერგიუსონიც კი კანკალებდა. ჩემი თვალით რომ არ მენახა არ დავიჯერებდი! ციფრული მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ალბათ არასდროს აღიარებდნენ.

ერთ დროს ასეთი გუნდი ვიყავით.

“ხომალდმა ნაპირას ჩაუშვა ღუზა და დგას გამარჯვებული, ასრულდა, რაც გვსურდა;

მიზანს მივაღწიეთ, ხანგრძლივი, დამღლელი ეს მოგზაურობა,

დამთავრდა, დასრულდა” (უიტმენი)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (20)

  • cruyff9
    schedule 13 ივნ 2023, 19:57
    #20

    ციტატა: Gaucho24
    როგორც ნათქვამია პირველი ჭირსო ხოდა ახლა ამათმა გემო გაუგეს , პირველის შიში და დაძაბულობაც მოიხსნეს და თუ მიაყოლეს შეიძლება სანამ არ დაბერდებიან არ გაჩერდნენ , როგორც ჩვენს ოქროს ბარსელონას ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას ისეთი გუნდია ეს სიტიც , ყველაზე მაღლა დგას , ტოლსწორად ვერავინ უდგება და გუარდიმაც არამგონია კიდე დაუშვას იგივე შეცდომები რაც იმ ოქროს ბარსელონაში , ახლა უფრო გამოცდილია და მონსტრებით სავსე მონსტრი გუნდი ყავს და რა გააჩერებს რომ კიდე არ მოიგოს? დღეს დღეობით ვინ გაუწევს კონკურენციას? კიდევ უფრო გაძლიერდებიან , წერტილოვან , სწორ ტრანსფერებს გააკეთებს და ვსო , უბრალოდ სუსტი წერტილი არ აქვს ამ გუნდს , ჩვენს ბარსელონას რაც ჭირდა რომ თუ ავტობუსი ჩაუდგებოდა არ ქონდა სხვა იარაღი არც მეორე სართული და არც შორიდან გასროლები და ხდებოდა მარტო მესი , აქ ეგრე არაა , აქ ეგენიც აქვს , ყველანაირი წინააღმდეგობისთვის მზადაა , დაცვა , მეკარე , შეტევა ,ნახევარდაცვა , სკამი იდეალური აქვს ყველაფერი , ფიზიკა მენტალიტეტი , ბრძოლისუნარიანობა , მოტივაცია , ფული აი ვაფშე ყველაფერი , ტაქტიკების შეცვლაც შეუძლია , თამაშის ტემპისაც , მიმდინარეობისაც , სკამზე ისეთი ფეხბურთელები ყავს ზოგ გრანდს ძირითადში არ ყავს ( მაგალითად ჩვენ ) მმართველობა იდეალური , მწვრთნელი იდეალური გენიოსი მოტივატორი , ექიმები , სკაუტინგი აი ყველაფერი აქვს , ისეთი ფეხბურთელები ყავს არავინ იცის როგორ ითამაშებს , სულ შეუძლია შეცვალოს თამაში , ტრავმას ვინმე მიიღებს და იმის ჩანაცვლებაც შეუძლია , ერთ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული მიუხედავად ჰალანდისა , თამაშით ხო იდეალურად ლამაზად ლაღად თამაშობენ , სანახაობრივსაც ითამაშებს , თუ დაჭირდა ჩაკეტავს კიდეც და იბრძოლებს კიდეც , აი პროსტა ერთი ლიგა აკლდათ წნეხი რომ დაეძლიათ და ახლა ეგეც მოახერხეს თან ტრებლით , რეალის ბარიერიც გადალახეს , ფინალიც მოიგეს და ამოისუნთქეს , და ამ ყველაფრის შემოქმედი ეს გენიოსი კაცია , ტიპმა ყველაზე რთული ლიგა ერთი გუნდის ლიგად აქცია , ყველაფერს ანადგურებს , ფული ფულიო მაგრამ მანჩესტერმა და ჩელსიმაც დახარჯეს , პსჟმაც , ზოგმა ამათზე მეტიც კი , მაგრამ ახლოსაც კი ვერ მიდიან , რადგან ამ გუნდს გუარდიოლა ყავს და იცის მენეჯმენტიც , სკაუტინგიც , და ყველაფერი მარტო მწვრთნელი არაა , ნდობა აქვს , ძალაუფლება აქვს და სანამ არ დაიღლება სიტიში და ინგლისში , იქამდე ამ გუნდს ვერავინ გააჩერებს , მხოლოდ იღბალმა უნდა აქციოს მაქსიმალურად ზურგი თორე სხვანაირად არ ვიცი , არ გამიკვირდება შემდეგ სეზონში ტრებლი კიდე დადონ ან საერთოდ უფრო მეტი ტიტულით დაამთავრონ , მონსტრები არიან გენოისის ხელმძღვანელობით , გუარდიოლამ აქცია ფეხბურთელები ვარსკვლავებად და ახლა საერთოდ გუნდი აქცია გრანდად , იმით მაინც ვიამაყებ რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელიც ჩვენია და ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელიც ჩვენია , მაგრამ ნეტა ჩვენთვის როდის გამოჩნდება ახალი პეპი , რადგან ძველი არამგონია დაბრუნდეს..


    ახალი პეპი და ახალი მესი🥰🥰აღარც ერთი განმეორდება აღარც მეორე,,გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა❤️

  • Gaucho24
    schedule 11 ივნ 2023, 21:23
    #19

    როგორც ნათქვამია პირველი ჭირსო ხოდა ახლა ამათმა გემო გაუგეს , პირველის შიში და დაძაბულობაც მოიხსნეს და თუ მიაყოლეს შეიძლება სანამ არ დაბერდებიან არ გაჩერდნენ , როგორც ჩვენს ოქროს ბარსელონას ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას ისეთი გუნდია ეს სიტიც , ყველაზე მაღლა დგას , ტოლსწორად ვერავინ უდგება და გუარდიმაც არამგონია კიდე დაუშვას იგივე შეცდომები რაც იმ ოქროს ბარსელონაში , ახლა უფრო გამოცდილია და მონსტრებით სავსე მონსტრი გუნდი ყავს და რა გააჩერებს რომ კიდე არ მოიგოს? დღეს დღეობით ვინ გაუწევს კონკურენციას? კიდევ უფრო გაძლიერდებიან , წერტილოვან , სწორ ტრანსფერებს გააკეთებს და ვსო , უბრალოდ სუსტი წერტილი არ აქვს ამ გუნდს , ჩვენს ბარსელონას რაც ჭირდა რომ თუ ავტობუსი ჩაუდგებოდა არ ქონდა სხვა იარაღი არც მეორე სართული და არც შორიდან გასროლები და ხდებოდა მარტო მესი , აქ ეგრე არაა , აქ ეგენიც აქვს , ყველანაირი წინააღმდეგობისთვის მზადაა , დაცვა , მეკარე , შეტევა ,ნახევარდაცვა , სკამი იდეალური აქვს ყველაფერი , ფიზიკა მენტალიტეტი , ბრძოლისუნარიანობა , მოტივაცია , ფული აი ვაფშე ყველაფერი , ტაქტიკების შეცვლაც შეუძლია , თამაშის ტემპისაც , მიმდინარეობისაც , სკამზე ისეთი ფეხბურთელები ყავს ზოგ გრანდს ძირითადში არ ყავს ( მაგალითად ჩვენ ) მმართველობა იდეალური , მწვრთნელი იდეალური გენიოსი მოტივატორი , ექიმები , სკაუტინგი აი ყველაფერი აქვს , ისეთი ფეხბურთელები ყავს არავინ იცის როგორ ითამაშებს , სულ შეუძლია შეცვალოს თამაში , ტრავმას ვინმე მიიღებს და იმის ჩანაცვლებაც შეუძლია , ერთ ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული მიუხედავად ჰალანდისა , თამაშით ხო იდეალურად ლამაზად ლაღად თამაშობენ , სანახაობრივსაც ითამაშებს , თუ დაჭირდა ჩაკეტავს კიდეც და იბრძოლებს კიდეც , აი პროსტა ერთი ლიგა აკლდათ წნეხი რომ დაეძლიათ და ახლა ეგეც მოახერხეს თან ტრებლით , რეალის ბარიერიც გადალახეს , ფინალიც მოიგეს და ამოისუნთქეს , და ამ ყველაფრის შემოქმედი ეს გენიოსი კაცია , ტიპმა ყველაზე რთული ლიგა ერთი გუნდის ლიგად აქცია , ყველაფერს ანადგურებს , ფული ფულიო მაგრამ მანჩესტერმა და ჩელსიმაც დახარჯეს , პსჟმაც , ზოგმა ამათზე მეტიც კი , მაგრამ ახლოსაც კი ვერ მიდიან , რადგან ამ გუნდს გუარდიოლა ყავს და იცის მენეჯმენტიც , სკაუტინგიც , და ყველაფერი მარტო მწვრთნელი არაა , ნდობა აქვს , ძალაუფლება აქვს და სანამ არ დაიღლება სიტიში და ინგლისში , იქამდე ამ გუნდს ვერავინ გააჩერებს , მხოლოდ იღბალმა უნდა აქციოს მაქსიმალურად ზურგი თორე სხვანაირად არ ვიცი , არ გამიკვირდება შემდეგ სეზონში ტრებლი კიდე დადონ ან საერთოდ უფრო მეტი ტიტულით დაამთავრონ , მონსტრები არიან გენოისის ხელმძღვანელობით , გუარდიოლამ აქცია ფეხბურთელები ვარსკვლავებად და ახლა საერთოდ გუნდი აქცია გრანდად , იმით მაინც ვიამაყებ რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელიც ჩვენია და ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელიც ჩვენია , მაგრამ ნეტა ჩვენთვის როდის გამოჩნდება ახალი პეპი , რადგან ძველი არამგონია დაბრუნდეს..

  • nika 54
    schedule 11 ივნ 2023, 20:54
    #18

    ციტატა: isakichi
    ლაიპციგთან 8-1, ბაიერნთან 4-1 და რეალთან 5-1,ფინალი ვერ ითამაშეს ჩვეულ სტილში ბოლოვოლო ფინალია წნეხი დიდია და ფინალს ვერ დაგეგმავ,რა გზაც გამოიარა სიტიმ ფინალამდე ან მათ სეზონს რო გადავავლოთ თვალი ობიექტურად სულ რომ არ იყო ადამიანი პეპის და სიტის ფანი უნდა თქმა რომ წელს ლიგის ტიტული ნამდვილად და დამსახურებულად ეკუთვნიდათ,რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი


    ხოდა ამ ინტერმა რა წინააღმდეგობაც გაუწია, ძალიან საკვირველი იყო. რეალის მერე მეგონა ამათ სულ გააპობდა. ჩვენ კი გაგვიტყდა ინტერმა როგორ გამოგვაგდოო, ჩვენ კი არა ლამის სიტიც დაჩაგრა.

  • Tomasa
    schedule 11 ივნ 2023, 13:53
    #17

    რა გუნდში მივიდა და საიდან სად გაიქაჩა. ემოციაც არ ქონდა იმდენად უნდოდა სიტისთან ერთად ლიგის მოგება იმედენად დიდი შრომა ჩადო ამ გუნდის ჩემპიონობაში. გენიალური მწვრთნელია პეპი და ისიც კარგად ჩანს მოედანზე როგორი პიროვნება ფეხბურთელების მიმართ.ასეთი მწვრთნელის დაკარგვა როგორ მოახერხეს საღოლ.ყველანაირად პიკში იყო ბარსა სა მაჩინ ჩავუსვარეს საქმეში.

  • რივალდო-მესი
    schedule 11 ივნ 2023, 13:26
    #16

    პეპი დიდი ნარცისი გენიოსია❤️ მაგრამ თუ ვინმეს გონია რომ თავისას გამოიღებს და ბარსელონასას შედებს ძაან ცდებით. იასნია უყვარს ბარსა მაგრამ არა თავისთავზე უფრო. არც ისეთ გუნდში მივა სადაც პრეზიდენტი გადაწყვეტს ყველაფერს და თითონ მეორე ვიოლინო იქნება, დაჟე პრეზიდენტი რომ პერესის ნაირი იყოს იქაც არ მივა ნიტოშტო ლაპორტასნაირთან. ასე რომ პრპი დავივიწყოთ სავარაუდოთ სამუდამოდ. ნუ სიბერეში თუ ჩააბარებენ რამე მნიშვნელოვან თანამდებობას კარგი იქნება ძალიან.

  • marco reus 11
    schedule 11 ივნ 2023, 12:58
    #15

    ფეოლა , ბრწყინვალე იყო ! ყოჩაღ .
    პეპი ქამრებშემოჭერილი მე ვერ წარმომიდგენია , ფეხბურთელები უნდა ყავდეს. ისე კი გავი პედრისგან დადეიონგისგან რაღაც კარგს რო შექმნიდა მაგისი კი მჯერა , თან დაცვაც გვყავს. ამ გუნდდს ერთი ორი კაი შემტევი მოუყვანე და ნახევარმცველს ვიღაცისგან გამოძერწავს თითონ, აი ჩავის რო არ დაესიზმრება ისეთ გუნდს დააყენებს პეპი

  • Frenkie de Jong_
    schedule 11 ივნ 2023, 09:51
    #14

    ჯონ სტოუნზისგანაც კაი ბომბა ნახევარმცველი დააყენა.

  • gio-rakitich
    schedule 11 ივნ 2023, 02:53
    #13

    გამიხარდა ნამდვილად მთელი გულით ვგულშემატკივრობდი პეპს და ესეთ მონსტრ გუნდს როგორადაც სიტი აქცია ამკაცმა. ხო და გილოცავთ ვისაც გაგიხარდათ❤️❤️❤️❤️
    და არავინ გამომიხტეს ეხლა აქ, ეს ბარსას საიტია და რატომ გიხარია სიტიმ თუ მოიგოვო. ფეხბურთი იმაზე მეტია ვიდრე ბარსაა და იმას ვერავინ მეტყვის რადგან ბარსას ფანი ხარ ნეიტრალური უნდა იყო როდესაც ბარსა არ თამაშობსო :დდ
    მალე სიტის წყალი გადმოგვხსმოდეს ვისკა ბარსა❤️❤️❤️

  • Genius8
    schedule 11 ივნ 2023, 02:14
    #12

    კარგი სტატიაა ბრავო ფეოლა!რაც შეეხება გვარდის იმედი მაქვს ოდესღაც ბარსელონაში დაბრუნდება😔❤️

  • isakichi
    schedule 11 ივნ 2023, 02:03
    #11

    ლაიპციგთან 8-1, ბაიერნთან 4-1 და რეალთან 5-1,ფინალი ვერ ითამაშეს ჩვეულ სტილში ბოლოვოლო ფინალია წნეხი დიდია და ფინალს ვერ დაგეგმავ,რა გზაც გამოიარა სიტიმ ფინალამდე ან მათ სეზონს რო გადავავლოთ თვალი ობიექტურად სულ რომ არ იყო ადამიანი პეპის და სიტის ფანი უნდა თქმა რომ წელს ლიგის ტიტული ნამდვილად და დამსახურებულად ეკუთვნიდათ,რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი

  • El Guaje
    schedule 21 იან 2021, 04:46
    #10

    ყოჩაღ მეგობარო ! მე არ მინდა პეპის დაბრუნება… ის აღარ განმეორდება რაც იყო ამიტომ ჯობია ტკბილ მოგონებად შემოვინახოთ

  • me da barca
    schedule 19 იან 2021, 18:39
    #9

    სტატია კარგი იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ რადგან გვარდიოლაზე იყო ეს სტატია, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ბრუნდება ბარსაში? მესმის, რომ როსელ-ბართომეუსთან არ უნდოდა მუშაობა, მაგრამ თუ ლაპორტა მოვიდა, რომელმაც მოიყვანა მწვრთნელად, მაშინ რა მოხდება? თქვა, რომ არასდროს დაბრუნდებოდა, მაგრამ დაავიწყდა გამოთქმა, "არასდროს თქვა არასდროს".
    მე კი მგონია, რომ 4 წელიწადში წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია. შემდეგ შეეშინდა, რომ დავრჩე უკეთეს შედეგს ვერ დავდებო და მიღწეულის გაუფერულება არ უნდოდა. უნდოდა ამ შედეგით დამახსოვრებოდა ხალხს.
    იგივე გააკეთა ზიდანმაც. 3 ლიგა დადო ზედიზედ. ნუ როგორ და რანაირად ეს სხვა საკითხია, მაგრამ დადო და ამას ვერავინ წაართმევს. ამის მერე ადგა და თავისი ნებით გადადგა. მერე იმ მელამ ისევ დააბრუნა, ამითი შეცდომა დაუშვა თუ გმირობა ჩაიდინა, ამას ისტორია გვიჩვენებს.
    მიმაჩნია, რომ სიტის მერე პეპი დაბრუნდება, მაგრამ არა, როგორც მწვრთნელი.

  • ბასქუ10
    schedule 19 იან 2021, 11:22
    #8

    დიდი ხანია სსეთი მაგარი სტატია არსად შემხვედრია❤️ ეჰჰ პეპის ბარსელონა, ლაპორტა მოვა და იმედია გამოჩნდება ვინმე ისეთი მწვრთნელი ვინც შეძლებს ძველი ბარსელონას მსგავსი კლუბის შექმნას. " ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერნი ვიდრო ოდესმე ვყოფილვართ"

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 19 იან 2021, 01:55
    #7

    ნეტა შესაძლებელი იყოს მისი დაბრუნება,
    როგორ ჭირდება გუნდს ასეთი მწვრთნელი.

  • C.PC5
    schedule 19 იან 2021, 01:02
    #6

    ფეოლა ყოჩაღ! უმაგრესი სტატიაა❤️

  • Clever liar
    schedule 19 იან 2021, 00:47
    #5

    გუნდი მორალურად განადგურებულია, მენტალურად გაფარჩაკებული, სტრუქტურა ჩამოქცეული, ვალები ყელამდე, გულშემატკივარი გაწბილებული და ფეოლა მწვრვალზე, ისევ ისე როგორც O Captain! my Captain!_ის ბრილიანტ ეპოქაში :))

  • Always cule
    schedule 19 იან 2021, 00:44
    #4

    ძალიან მაგარი სტატიაა, როგორც ყოველთვის❤

  • Memphis Depay
    schedule 19 იან 2021, 00:40
    #3

    მსოფლიოში საუკეთესოა პეპი, დაუვიწყარი წლები აჩუქა ბარსას და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს 😍

  • M10 S9 D11
    schedule 19 იან 2021, 00:16
    #2

    გვარდი დაბრუნდიი (და გამოიყოლე KDB)

  • BEQA BARCA
    schedule 19 იან 2021, 00:05
    #1

    სააღოლ ავტორს. მაგარი სტატიაა ვისიამოვნე❤