“ბარსას” ყოველთვის ჰყავდა ფეხბურთელები შავი სამუშაოს შესასრულებლად, ამ სეზონში კლუბს არტურო ვიდალი დატოვებს და მის შემცვლელად ჯორჯინიო ვეინალდუმი განიხილება. თვალი გადავავლოთ ბოლო პერიოდის “ხიშნიკებს” და ვნახოთ, ვინ გაამართლა იმედები.
ედგარ დავიდსი
დავიდსმა “ბარსაში” სულ რაღაც ნახევარი სეზონი დაჰყო, ზამთარში გაუფორმეს კონტრაქტი და ისე მაღალ დონეზე ითამაშა, რომ სიამოვნებით დაიტოვებდნენ, მაგრამ ჰოლანდიელმა რონალდინიოს მსგავსი კონტრაქტი მოითხოვა, რაც არარეალური იყო. მისი მოსვლის შემდეგ, “ბარსამ” საოცარი მოგებების სერია შემოგვთავაზა, რის შედეგადაც ჯერ მადრიდის “რეალს” გადაუსწრეს, შემდეგ კი სულ ცოტა დააკლდათ, რომ “ვალენსიასთვის” გადაესწროთ და ჩემპიონობა ეზეიმათ. დავიდსმა მხოლოდ 18 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა, მაგრამ შავ სამუშაოს თავი იდეალურად გაართვა და ამავე დროს, მარცხენა მახრეს იდეალური დუეტი შექმნა რონალდინიოსთან. ახალ სეზონში, მისი პოზიცია დეკუმ დაიკავა, რომელიც უფრო გამთამაშებელი იყო, ვიდრე შავი მუშა.
სეიდუ კეიტა
გვარდიოლას ესეც კი იდეალურად ჰქონდა აწყობილი. კეიტას დახმარებით “ბარსა” მეტად აგრესიული ხდებოდა და დაცვაშიც უკეთესი იყო. მაგალითად, საყრდენ ზონაში კარგი იყო იაია ტურე, მაგრამ სეიდუს გაცილებით განსხვავებული დავალება ჰქონდა მოედანზე. დაცვას რომ თავი დავანებოთ, შეტევაშიც საკმაოდ პროდუქტიული იყო და იმასთან შედარებით, რა სათამაშო დროსაც იღებდა, ყოველთვის ბევრი გაჰქონდა.
სეიდუმ “ბარსაში” 4 წელი გაატარა, გაიტანა 22 გოლი და შეასრულა 15 საგოლე გადაცემა, რაც მისი პოზიციისა და მისთვის განკუთვნილი სათამაშო დროის გათვალისიწნებით, ძალიან კარგი შედეგია.
“ბარსამ” კეიტა 8 მილიონ ევროდ შეიძინა “სევილიადან” და 8 მილიონ ევროდ გაყიდა ჩინურ “დალიანში”.
ალექს სონგი
კეიტას შემცვლელად “ბარსამ” “არსენალიდან” ალექს სონგი შეიძინა, 25 მილიონ ევროდ. ალექსი ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო და პარაზიტი ფეხბურთელი გამოდგა, სულ მცირე ხნის წინ ინტერვიუში განაცხადა – “ბარსაში” ყველაფერი კარგად იყო, მაღალ ხელფასს ვიღებდი და ხანდახან ვთამაშობდი, სხვა არაფერი მჭირდებოდა.”
სონგის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა, თუმცა სტატისტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერც შავ სამუშაოს გაართვა თავი.
პაულინიო
სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა პაულინიოს დამატება, კლუბი ბევრმა გააკრიტიკა ამ ტრანსფერის გამო, მაგრამ პაულინიოზე ამან საწინააღმდეგოდ იმოქმედა და დამატებითი მოტივაცია მიეცა. გარდა იმისა, რომ თავის სამუშაოს იდეალურად ასრულებდა, შეტევაშიც ძალიან კარგი იყო და ის მენტალური სიმტკიცე რაც ვალვერდეს გუნდს პირველ სეზონში ახასიათებდა, მეტწილად მისი დამსახურება იყო.
ვალვერდემ პაულინიო რომში არ ათამაშა, მის ნაცვლად ცენტრი რაკიტიჩს დაუთმო, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ის ორი კაცი დააყენა, ვინც “ბაიერნთანაც” ვნახეთ, სერჟი რობერტო და ნელსონ სემედუ. უკვე კარგად ვიცით, რომ ეს მომაკვდინებელი დუეტია.
ბრაზილიელმა ერთადერთ სეზონში, 9 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
არტურო ვიდალი
სუბიექტურად რომ შევაფასო, ვერც კეიტაზე მაღალ შეფასებას დავუწერ და ვერც პაულინიოზე. აი ალექს სონგს ბევრად აჯობა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მისი ტრანსფერი პოზიტიურად შეფასდეს. ვიდალი ერთ-ერთი ლიდერი იყო “ბაიერნსა” და “იუვენტუსში”, “ბარსაში” კი ერთ ჩვეულებრივ ფეხბურთელად იქცა, რა თქმა უნდა, კარგი შეხვედრებიც ჰქონდა, მაგრამ მისგან მაინც უფრო მეტს ველოდით, რადგან ყველაზე მეტი სათამაშო დრო სწორედ მას მიეცა და ყველაზე მეტიც მასში გადაიხადეს.
“ბარსამ” ვიდალს სავარაუდოდ “ინტერში” გაყიდის.
არტურომ ორი სეზონის განმავლობაში, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ვეინალდუმი
მომდევნო ფეხბურთელი, რომელიც შავი სამუშაოსთვის მოვა, დიდი ალბათობით ჯორჯინიო ვეინალდუმი იქნება, რომელიც გარდა ჩამშლელობისა, შეტევაშიც სასარგებლოა. ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელებისაგან განსხვავებით, ეტყობა, რომ უფრო ევროპულ ფეხბურთს თამაშობს, ჰოლანდიური სკოლა აქვს გამოვლილი და წესით ადაპტაციის პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს.
ვნახოთ რა იქნება..
ვიდალი გოლების მხრივ წელს ძალიან კაი იყო
არამარტო ყიდვა წელიწადში 9 მილიონს უხდიდენ, თუმცა მგონი უფასოდ დაიმატეს..ნუ საერთოდ ვიდალისნაირ ფეხბურთელს ბარსაში არაფერი ესაქმება ნაჯახია ტიპი მეტი არ იცის უაზროდ დარბოდა და ბავარიასთან ეგეც ვერ შეძლო..
ყველას პაულინიომ აჯობა და ისიც ლეოს რეკომენდაციით მოიყვანეს. იძახეთ ეხლა მესი განაგებს ტრანსფერებსო, რა რო მოუსმინონ ცუდი იქნება?
რა ვეინალდუმი რის ვეინალდუმი მაგ პოზიციაზე ისედაც გვყავს ხალხი ამაზე უკეთესები
ვიდალს ბაიერნიდან 35 ად მარტო აუტისტი იყიდდა 🙂
ხო, ვიფიქრე მაგაზე და რატომღაც ყველა შავკანიანი აღმოჩდა.
არადა როი კინსაც შავ მუშას ეძახდნენ და მატიას ზამერსაც, რავიცი..
p.s: გატუზოც..
აჰა, ჩავასწორე : )
:დ რა რასისტული სათაურია