კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავიდ ვილა ოპერაციას ორშაბათს გაიკეთებს. როგორც მოგეხსენებათ, მან ტრავმა კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, “ალ სადის” წინააღმდეგ თამაშისას მიიღო.
დავიდმა, რამდენიმე დღის წინ მარცხენა ფეხის წვივის ძვალი გაიტეხა და ჯერ არ იყო არანაირი ინფორმაცია ოპერაციის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთის წინ, კატალონიელებმა ოფიციალურად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მას ოპერაცია ორშაბათს, ბარსელონაში, ადგილობრივი დროით 19:00 სთ–ზე ჩაუტარდება.
როგორც გაირკვა, მთავარი ექიმები რამონ კუგატი და რიკარდ პრუნა იქნებიან. დოქტორი კუგატი და დოქტორი პრუნა პრეს–კონფერენციას ორშაბათს, ოპერაციის დაწყებამდე “კამპ ნოუს” საკონფერენციო დარბაზში გამართავენ.