ხვალ გამთენიისას სამხრეთ ამერიკული კლასიკოა – არგენტინა vs ბრაზილია. მაგრადაც შეხურდა, მატჩის წინ რაფინია იმუქრებოდა, საპასუხოდ დი მარიამ დასცინა, ბრაზილიელმა თქვა არგენტინას მუხლზე გადავიმტვრევთო, დი მარიამ იცინა და მაგასაც ვნახავთ ვინ ვის გადაიმტვრევსო, ამათ ხალხი აჰყვა და არის ერთი ამბავი. აბა, როგორია? “მონუმენტალზე” ჩადიან და იქით იმუქრებიან. თუმცა, ვის უკვირს.. ეს ხომ კლასიკოა?! პელესა და მარადონას კლასიკო, მეფეების კლასიკო.
მანამდე კი შეგვიძლია პატარა ისტორიული ექსკურსი მოვაწყოთ და საუკეთესო შეხვედრები გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, “ბარსელონელების” შესრულებით.
მარადონა vs რომარიო
რომარიო თავის კუმირს პირველად 1989 წლის კოპა ამერიკაზე შეხვდა. ამ დროს თავად ნიდერლანდებში დაფრინავს, მაგრამ დიდი აღიარება ჯერ არ აქვს, არც მუნდიალზე უთამაშია და არც ჩემპიონთა ლიგაზე გამოსდის რამე, ესე იგი, ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ყველა ხვდება რომ განსაკუთრებულია, ყველა ხვდება, რომ ამ კაცმა მომდევნო ტიტული უნდა მოუტანოს ბრაზილიას. დიეგო მარადონა კი უკვე ღმერთია, ოფიციალურად. უკან აქვს მოტოვებული ისტორიაში საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი, ცაზე ხელით შეხება, სკუდეტო, ჯახი ბასკებთან, და წინაც ისეთი დრამები ელოდება სხვების მთელ კარიერას რომ გადასწონის.
ამ დროს გადაიკვეთნენ. კოპას ჯგუფურ ეტაპზე. ბრაზილია უკეთესი გუნდი იყო, არგენტინა კი ვერ გადაეწყო 86 წლის ტრიუმფის მერე, ხვდებოდნენ რომ რაღაც სხვა იყო საჭირო, მაგრამ ვერა და ვერ იპოვეს საჭირო სქემა. რომარიოს ბრაზილიამ 2:0 დაამარცხა დიეგოს არგენტინა. რომარიომ ერთი გოლი შეაგდო და ერთიც საგოლე პასი მიითვალა. ტანმორჩილი ბრაზილიელი საუკეთესო იყო მოედანზე და თავის კუმირს ორჯერ ფეხებშიც გაუძვრინა ბურთი.
“ჩვენ გვყავს ჩვენი მარადონაო” – ღრიალებდნენ ბრაზილიელები მატჩის დროს და მატჩის მერეც. მაგრამ, ცხოვრებას სხვა კანონები აქვს, კაცი რომ ბჭობს – ღმერთი იცინის, ღმერთი კიდევ მარადონა იყო.
ერთ წელში კლასიკო უკვე იტალიაში შედგა, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში. არგენტინამ მუნდიალი მძიმედ დაიწყო, დაცვითი, ხისტი გუნდი იყო, არ ჰგავდა 86 წლის არგენტინას, აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილიყო. არც მარადონა იყო საუკეთესო ფორმაში, ფავორიტად ბრაზილიას მიიჩნევდნენ მიუხედავად იმისა, რომ რომარიო ტრავმით წაიყვანეს მუნდიალზე და ძირითადად სკამზე იჯდა. ბრაზილიის ნაკრებმა სამჯერ მოარტყა ბურთი ძელს, არ იყო მათი დღე, ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, დიეგომ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, დრიბლინგით წავიდა, სამი კაცი მიაწვინა და კანიჯა მეკარეს შეატოვა ერთი-ერთზე – 1:0. მორჩა. არგენტინა მეოთხედფინალში გავიდა, მერე ნახევარფინალში, მერე ფინალში. არაფერი გუნდი არ იყო, მაგრამ მარადონა ჰყავდათ.
3R
1999 წელს ბრაზილია და არგენტინა სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ერთხელ კოპა ამერიკაზე და ორჯერ ამხანაგურად. კოპაზე მეოთხედფინალში გადაიკვეთნენ და რა თქმა უნდა, ბრაზილიამ მოიგო, რადგან ასეთი ძლიერი ბრაზილიის ნაკრები ალბათ პელეს დროიდან მოყოლებული არ ყოფილა. კოპას კლასიკოზე პატარა რონალდინიო სკამზე დატოვეს. შემტევ ტრიოში მესამე კაცის როლი მარსიო ამორუზოს ხვდა წილად.
ბრაზილიამ 2:1 მოიგო. სამივე გოლი “ბარსელონელების” ანგარიშზეა. პირველი ხუან პაბლო სორინმა შეაგდო. მერე კი ბრაზილიელების ჯერი დადგა – რივალდომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა, რონალდომ კი გამარჯვების გოლი შეაგდო. ბრაზილიამ ეს ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრა და გამარჯვებით დაასრულა. სწორედ ამ ტურნირზე გაიბრწყინა პირველად რონალდინიომ. ’98 წლის საფინალო მარცხის მერე ფორმა დაიბრუნა რონალდომ და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო რივალდო.
თუმცა, ის ამხანაგური მატჩი, რომელიც ბრაზილიაში სექტემბრის თვეში გაიმართა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. შემტევ ტრიოს ერთად ასე მაგრად არასდროს უთამაშია, თანაც, არგენტინის წინააღმდეგ. ეს მართლაც ზღაპრული შეხვედრა გამოდგა. ბრაზილიამ 4:2 დაამარცხა არგენტინა. პირველივე წუთებიდან ჯადოქრობდა რონალდინიო, მცველებს საშინელ დღეში აგდებდა რონალდო, რივალდომ კი სულაც ჰეთთრიქი შეასრულა, პლუს ორი გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს. ბრაზილიამ უბრალოდ გადათელა არგენტინა. ქომაგი კი მიხვდა – ეს ტრიო 2002 წლის მუნდიალზე შეუჩერებელი იქნებოდა. თუმცა, ამ მატჩიდან სულ რამდენიმე კვირაში რონალდომ ჯერ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო, მერე დაბრუნებისთანავე მეორე. უკვე აღარავის სჯეროდა მისი დაბრუნების, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უდიადესი დაბრუნება ვიხილეთ – კიჭა “შეჭმული” მუხლით დაბრუნდა, ტრიომაც გააკეთა ის, რაც დიდი ხნის დაწერილი იყო – მეხუთე და ჯერჯერობით ბოლო მუნდიალი მოიგეს.
კიჭა
ეს უკვე სულ სხვა რონალდო იყო, მსუქანი რონალდო, ისევ სასწაულად ტექნიკური, არანორმალური აჩქარებით, მაგრამ მაინც განსხვავებული, უფრო მეტად საჯარიმოს ფორვარდად იქცა, დიდი მანძილის დაფარვა აღარ შეეძლო, ამ დროს ერთი მითიც გავრცელდა, რომ თითქოს მისი სახსრებისთვის იყო საჭირო წონა, ამიტომ ვერ იკლებს წონაშიო – სხვათა შორის, ფეხბურთელები ავრცელებდნენ ამ მითს, მაგრამ სულ პირიქით იყო ყველაფერი. ზედმეტი წონა ზედმეტი რისკი იყო. პრობლემა კი თურმე ის პრეპარატები ყოფილა, რომელსაც რონალდო ნიდერლანდებში იღებდა, ექიმები უნიშნავდნენ კუნთის განვითარებისთვის და საბოლოოდ ნივთიერებათა ცვლა ისე განვითარდა, რომ წონის კონტროლს ვეღარ ახერხებდა.
2004 წელს ჭარბწონიანმა რონალდომ მარტო მოიგო არგენტინასთან მატჩი. სამი პენალტი აიკიდა, სამივე თავად დაარტყა, სამივე გაიტანა. თითქოს რა მარტივი იყო ეს ყველაფერი, კლასიკო ისე მოიგო გეგონება ვარჯიშზეა გამოსულიო. მართლაც, ფენომენალური ფეხბურთელი იყო.
რონალდინიო vs რიკელმე
რიკელმე გაბრაზებული ჩანდა ხოლმე ბრაზილიისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ. მიზეზი ბევრი იყო, “ბარსაში” რივალდოს შემცვლელად მიიყვანეს და გუნდმა არ მიიღო, ლიდერად ვერ აღიარეს, რივალდოსთან ახლოსაც არ არისო, წერდა პრესა და მდუმარედ ეთანხმებოდნენ ფეხბურთელებიც. ვან გაალმა ტაქტიკის გამო რივალდო გაუშვა და რიკელმეს ნამდვილად არ მისცემდა ზედმეტ თავისუფლებას.
ასე შეურაცხყოფილი წავიდა “ბარსადან”, სულ რაღაც ერთი სეზონის მერე. მოვიდა რონალდინიო და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აჩვენა არგენტინელს როგორ უნდა “ბარსას” ლიდერობა. ამის მერე რიკელმემ რამდენიმე რევანში აიღო, როგორც “ვილიარეალთან”, ისე არგენტინის ნაკრებთან ერთად.
2005 წელს ორი კლასიკო ვნახეთ, მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ივნისის დასაწყისში ითამაშეს და არგენტინამ 3:1 მოიგო. რიკელმე საუკეთესო იყო მოედანზე, ულამაზესი გოლიც შეაგდო და მთელი მატჩი იდეალურად დირიჟორობდა არგენტინას. დაჩრდილა რონალდინიო. ბრაზილიამ პრესტიჟის გოლი ბოლოსღა შეაგდო, რობერტო კარლოსმა გაისროლა სადღაც დასაკარგავიდან.
ივნისის მიწურულს კი ფინალური კლასიკო ვნახეთ კონფედერაციის თასზე, აქ უკვე ბრაზილიამ გადაუარა არგენტინას – 4:1. ვერ ვიტყვი რომ რონალდინიო განსაკუთრებით მაგარი იყო, რადგან ყველა ბრწყინავდა – კაკა, ადრიანო, რობინიო, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა ყველამ იცის ვინ არის მთავარი კაცი. ფინალში გუნდს სწორედ რონალდინიო კაპიტნობდა და ლამაზი გოლიც შეაგდო.
მესია
2012 წელი, ეს უკვე მსისა და ნეიმარის დუელია. უბრალოდ, მესის ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, არგენტინელმა ბევრი ფინალი კი წააგო, მაგრამ მერე ადგა და ყველაფერი მოიგო. მათ შორის, კოპას ფინალი მოუგო ნეიმარის ბრაზილიას. მესის შემთხვევაში ბევრი მატჩის გახსენება შეგვიძლია, მაგრამ ამ ბევრთაგან განსაკუთრებული აშშ-ში გამართული ამხანაგური მატჩია, რომელიც არგენტინამ 4:3 მოიგო. მესიმ ჰეთთრიქი შეასრულა. ზემოთ დავწერეთ რივალდოსა და რონალდოს ჰეთთრიქებზე კლასიკოში, თუმცა, მესის ჰეთთრიქი ალბათ მაინც ყველას აღემატება. სულ სხვა დრამატურგია აქვს, ჯერ ერთი ანგარიშის გამო – ლეომ ბოლო გადამწყვეტი გოლი შეაგდო, თან, ბოლო წუთებზე შეაგდო, თან რა გოლი შეაგდო!
ეს საუკეთესო პერფორმანსი იყო, რომელიც სამხრეთამერიკულ კლასიკოში მინახავს. მეეჭვება, ან მანამდე, ან მას მერე, ვინმეს ასეთ დონეზე ჩაეტარებინოს კლასიკო.
აბა, დაველოდოთ რას მოგვიტანს ალიონი, ამჯერად, რაფინია იმუქრება.
Goalkeepers
Juan Musso – 30 🇦🇷
Right
Nahuel Molina – 26 🇦🇷
Gonzalo Montiel – 28 🇦🇷
Juan Foyth – 27 🇦🇷
Forwards
Lautaro Martinez – 27 🇦🇷
Paulo Dybala – 31 🇦🇷
Julian Alvarez – 25 🇦🇷
Alejandro Garnacho – 20 🇦🇷
Nico Gonzalez – 26 🇦🇷
Valentin Castellanos – 26 🇦🇷
Angel Correa – 30 🇦🇷
Joaquin Correa – 30 🇦🇷
Emiliano Buendia – 28 🇦🇷
Nico Paz – 20 🇦🇷
Giovanni Seimeone – 29 🇦🇷
Guliano Simeone – 22 🇦🇷
Lucas Ocampos – 30 🇦🇷
Matias Soule – 21 🇦🇷
Claaudio Echeverri – 19 🇦🇷
Luka Romero – 20 🇦🇷
Chimy Avila – 31 🇦🇷
Luciano Vietto – 31 🇦🇷
Matteo Retegui – 25 🇮🇹×🇦🇷
Santiago Gimenez – 23 🇲🇽×🇦🇷
Defenders
Cristian Romero – 26 🇦🇷
Lisandro Martinez – 27 🇦🇷
Leo Balerdi – 26 🇦🇷
Facundo Medina – 25 🇦🇷
Marcos Senesi – 27 🇦🇷
Nahuel Perez – 24 🇦🇷
Emmanuel Mamana – 29 🇦🇷
Lucas Martinez – 28 🇦🇷
Juan Foyth – 27 🇦🇷
Lisandro Mallagan – 31 🇦🇷
მესი, მესია და წერტილი.
დიდი "მსუქანი" წერტილი.
ამის გამო იტყლარწებოდა რაფო?🤣 კაი ერთი ბრაზილიისიც ბარსაში ითამაშე მაგრად და დდდ
Miidfildiers
Rodrigo De Paul – 30 🇦🇷
Leandro Paredes – 30 🇦🇷
Giovanni Lo Celso – 28 🇦🇷
Enzo Fernandzez – 24 🇦🇷
Alexis MacAllister – 26 🇦🇷
Exequiel Palacios – 26 🇦🇷
Guido Rodriguez – 30 🇦🇷
Tiago Almada – 23 🇦🇷
Lucas Ocampos – 30 🇦🇷
Emiliano Buendia – 28 🇦🇷
Nicolas Dominguez – 26 🇦🇷
Nico Paz – 20 🇦🇷
Maximo Peronne – 22 🇦🇷
Matias Soule – 21 🇦🇷
Claudio Echeverri – 19 🇦🇷
Facundo Bounanote – 20 🇦🇷
Matias Kranevitter – 31 🇦🇷
რადგან მესი ახლა ასაკშია და ევროპაში არ თამაშობს, ზოგს მიავიწყდა და დღეს ჰორიზონტზე მბაპე, ვინიციუს ყლინჯინიუსი, სალახი და მისთანები უფრო ჩანან. დიდი პატივისცემის მიუხედავად რაფინიას ჯიბეში ჩაისვამდა და თავსაც არ ამოაყოფინებდა. დღეს ზოგიერთმა ერთი ოქროს ბურთი, რომ მოიგოს ამისთვის რეალში გადადის სათამაშოდ, რადგან მიაჩნიათ, რომ პერესის რეალი ოქროს ბურთის გასაღებია, მესის კი არც ახსოვს ეს ჯილდო რამდენი აქვს, თანაც კრისტინას ეპოქაში.
მესი, მესია და წერტილი.
90 ის იგრა პირდაპირში მაქ ნანახი,6 წლის ღლაპი ვიყავი,ახლაც მახსოვს მაშინდელი ემოციები,მარადონამ რა პასი გაუკეთა კანიჯას ბლიად,პახოდუ მეკარე სასწაულებს ჩადიოდა სერხიო გოიკოეჩეა,არადა ზამენის მეკარე იყო თავიდან. სოიუზთან დაიმტვრა პომპიდუ.
Forwards
Lautaro Martinez – 27 🇦🇷
Paulo Dybala – 31 🇦🇷
Julian Alvarez – 25 🇦🇷
Alejandro Garnacho – 20 🇦🇷
Nico Gonzalez – 26 🇦🇷
Valentin Castellanos – 26 🇦🇷
Angel Correa – 30 🇦🇷
Joaquin Correa – 30 🇦🇷
Nico Paz – 20 🇦🇷
Giovanni Seimeone – 29 🇦🇷
Guliano Simeone – 22 🇦🇷
Lucas Ocampos – 30 🇦🇷
Matias Soule – 21 🇦🇷
Claaudio Echeverri – 19 🇦🇷
Luka Romero – 20 🇦🇷
Luciano Vietto – 31 🇦🇷
Matteo Retegui – 25 🇮🇹×🇦🇷
Santiago Gimenez – 23 🇲🇽×🇦🇷
4-1 კონფედერაციის თასზე მახსოვს განა მარტო ფინალი, მთელი ტურნირი, მექსიკა მაგარს ყომარობდა კოსტა რიკა მარა ბრაზილიას რონალდინიო ათრევდა რასაც ქვია
ჩემი აზრით ეგ შემადგენლობა მსოფლიოსაც მოიგებდა 2006-ში(ძაან მაგრად იყვნენ შეთამაშებულები) უბრალოდ ჩამოშალეს შემადგენლობა ….
მესის შემთხვევაში ბევრი მატჩის გახსენება შეგვიძლია, მაგრამ ამ ბევრთაგან განსაკუთრებული აშშ-ში გამართული ამხანაგური მატჩია, რომელიც არგენტინამ 4:3 მოიგო. მესიმ ჰეთთრიქი შეასრულა. ზემოთ დავწერეთ რივალდოსა და რონალდოს ჰეთთრიქებზე კლასიკოში, თუმცა, მესის ჰეთთრიქი ალბათ მაინც ყველას აღემატება. სულ სხვა დრამატურგია აქვს, ჯერ ერთი ანგარიშის გამო – ლეომ ბოლო გადამწყვეტი გოლი შეაგდო, თან, ბოლო წუთებზე შეაგდო, თან რა გოლი შეაგდო!
ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩატარდა, მაშინ ესპანეთში ვიყავი და ტელევიზორში ლაივში ვუყურე.
სასწაული მატჩი გამოვიდა, მაგის შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვისაც კი აღარ მიმიდევნებია თვალი, აღარ მაინტერესებდა. მესის მე4 გოლზე საჯარიმოს გარედან სუნთქვა შემეკრა, კინაღამ გავგიჟდი.