ტრავმების ეპიდემია – რა ხდება ბარსელონაში

ტრავმების ეპიდემია – რა ხდება ბარსელონაში

   სანაკრებო პაუზამდე ვწერდით – კარგი იქნება თუ ყველა ჯანმრთელი დაბრუნდება, წინ მნიშვნელოანი მატჩებია. დაწყებულიც არ იყო ევრო მატჩები, ფეხბურთელებმა რომ ტრავმები მიიღეს და სხვა ტრავმირებულებს შეუერთდნენ. ახლა მხოლოდ ერთი კითხვაა აქტუალური – ვინ მოასწრებს მადრიდამდე გამოჯანმრთელებას? 

გასული სეზონი მახსენდება, მეოთხედფინალური მატჩის წინ “დორტმუნდთან”, კლუბის უმაღლესი ხელმძღვანელები ჟურნალისტებს არაოფიციალურ ბრიფინგზე შეხვდნენ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მოახლოვებულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. ერთი მხრივ აღინიშნა რომ კლუბი ვერ გამოიყენებდა იმ ფინანსურ შესაძლებლობებს, რასაც ეს ტურნირი მოიტანდა, მეორე მხრივ კი ითქვა, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია. კარგ დასვენებაზე კარგი აღგენა უბრალოდ არ არსებობს. 

დიდებულია ფეხბურთელებისთვის, რადგან მათ ზაფხულში დიდი დრო ექნებათ დასასვენებლად,“ — თქვა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, – „არ ვიცით, როგორ გაუმკლავდებიან ტურნირში მონაწილე გუნდები ასეთ რეჟიმს, ფეხბურთელებს აღდგენის საშუალება ფაქტობრივად აღარ ექნებათ”. 

“ბარსამ” დაისვენა, მაგრამ ამის შედეგი ვერ ვნახეთ, პირიქით, იმდენი ფეხბურთელია ტრავმირებული უკვე ლა მასიას შევსებაც ვეღარ გვშველის. ბოლოს რობერტ ლევანდოვსკი დაშავდა, კუნთის ტრავმა აქვს და მინიმუმ ერთი თვით იუქმებს. რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ელ კლასიკოს გამოტოვებს. 

 

ტრავმა მიიღო ოლმომ და დიდი ალბათობით ისიც გამოტოვებს კლასიკოს. ტრავმა მიიღო ფერან ტორესმა, მაგრამ როგორც იწერება მომდევნო ტურშივე მზად იქნება. დაზიანება უმნიშვნელო გამოდგა. 

რაფინიამ ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო, მეკარე ჟოან გარსიამ მენისკი დაიზიანა. უკვე ტრავმირებული იყო ამ დროისთვის საოცარ ფორმაში შესული ფერმინ ლოპესი. ასევე, გავი, რომელმაც ძლივს მოირჩინა უმძიმესი ტრავმა მუხლზე და ისევ შავ დღეში ჩავარდა. ყველაზე დიდხანს უქმობა მას მოუწევს. ტრავმა აქვს ლამინე იამალსაც, ამ ამბავმა ძალიან გააბრაზა ჰანსი ფლიკი, რომელიც მის დასვენებას ითხოვდა, ასევე მოითხოვეს პედრის დასვენებაც, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს სულ სხვა გეგმები აქვს. იამალი სახლში დაბრუნდა და მცირე დატვირთვით ვარჯიშიც დაიწყო. წესით და რიგით, მადრიდისთვის მზად იქნება. 

კინაღამ გამომრჩა ტერ შტეგენი, რომელმაც ზურგის ტრავმა მიიღო და ამას ისეთი ამბავი მოჰყვა დავიწყება როგორ იქნებოდა, მაგრამ გარსიას გადამკიდე მიმავიწყდა. ახლა გარსიამაც ტრავმა მიიღო და ისევ გამახსენა შტეგენმა თავი. “ბარსას” 9 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და აქედან შვიდი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. გუნდის შიგნით ქაოსზე საუბრობენ, რადგან ამ ყველაფერს არაფერი მოასწავებდა, ჰანსი ფლიკი პასუხებს ითხოვს, მაგრამ ვერ იღებს. ექიმები ამბობენ, რომ სეზონი სწორად დაიგეგმა, დასვენების დრო საკმარისზე მეტიც კი იყო, ფეხბურთელები კარგ კონდინციაში დაბრუნდნენ, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. 

ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო გავისა და გარსიას ტრავმების თავიდან აცილება, მაგრამ სხვა ტრავმების პროფილი გადაღლილობაზე მიუთითებს, სწორედ ასეთ დროს იღებენ კუნთის ტრავმებს, ამას კი ექიმები ვერ ხსნიან. 

 

“გასულ სეზონში ჩვენი მატჩები ვარჯიშებს ჰგავდა, პირველ ტაიმში წყვეტდნენ მატჩის ბედს და მერე თითქოს ვარჯიშობდა გუნდი, ასე ძალებს ვზოგავდით, ახლა ასე არ არის, ყველა მატჩის მოსაგებად დიდი ძალისხმევა გვჭირდება”, – თქვა სამწვრთნელო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა. (The Athletic-თან ანონიმურად დარჩენა არჩია) 

მომდევნო მატჩისთვის ელიან ფერანის, ლამინესა და ფერმინის დაბრუნებას. თუმცა, მაინც სიფრთხილეა საჭირო. რაფინია ისევ აღდგენით პროცესებს გადის, ოლმოსა და გარსიას თითქმის აღარ აქვთ შანსი ელ კლასიკოსთვის დაბრუნდნენ, ლევანდოვსკი კი ნამდვილად ვერ დაბრუნდება. გავისა და შტეგენზე საუბარიც ზედმეტია. 

ბევრი თვალსაზრისით ეს თვე გადამწყვეტი იქნება, მომდევნო სანაკრებო პაუზამდე. ფლიკის ამოცანაა სეზონის პირველი ნახევარი ისე ჩაამთავროს, რაც შეიძლება ახლოს იყოს მადრიდთან. მეორე ნახევრიდან კი სივრცეც ექნება ცვლილებების გასაკეთებლად. 

არც გასული სეზონის პირველი ნახევარი ყოფილა იდეალური. მერე კი ვნახეთ.. 

“ჟირონა”, “ოლიმპიაკოსი” და “რეალის” ჯერიც მოვა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (19)

  • TTT
    19 ოქტ 2025, 12:35

    ლიგის მოგება თუ გვინდა გრძელი სკამია საჭირო, პრემიერ ლიგის კლუბებს ლამის 2 გუნდი ყავთ, რეალსაც ძაან გრძელი და კაი სკამი აქვს და ჩვენ?
    1-2 ტრანსფერი ჰაერივით ჭირდება გუნდს ზამთარში, ერთადერთი ნ/დაცვაში არ გვიჭირს, 1 თავდამსხმელი და 1 ფლანგის მცველი გვინდა მარჯვენა მინიმუმ, მერე კუნდეც შეძლებს ცენტრში თამაშს და მარცხნივ ბალდეა მარტინია და გაჭირვების დროს გარსია…
    მარჯვენა მცველი 100 % ით საყიდელია!! თავდამსხმელი სასურველია,

    ისე ვლაჰოვიჩზე დაიწერა თან უფასოდ რას ფიქრობთ მაგაზე???

  • Barca
    17 ოქტ 2025, 18:54

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Barca
    ვისაც გგონიათ რომ ფლიკის ბრალია ეს ჩავარდნა რაღაც მიზეზების გამო ან ამოწეული დაცვა ან სხვა რამე მიზეზის გამო დარეფლეთ…


    რა თქმა უნდა სამწვრთნელო და ფიზმომზადების შტაბია დამნაშავე, როცა კუნთის პრობლემაა თორე ახლა მოედანზე რომ მომხდარიყო რამე სერიოზული ვინ რას იტყოდა, მაგრამ ფაქტია ამდენი ხალხიდან 70% ან კუნთის ან ვარჯიშზე მიღებული დაზიანებითაა დამტვრეული და ეს რომ არანორმალურია ცხადია.
    ასევე ყველაზე ნერვების მომშლელი ისაა რომ როცა იწერება რომ ტიპი ვთქვათ 2 თვეს გამოტოვებს, მართლა 2 თვეში კი არა შეიძლება 3 თვეში ვერ დაბრუნდეს, აგერ მაგალითად გარსიაზე და რაფინიაზე იწერებოდა რომ 5-6 კვირას იუქმებენო და კლასიკოსთვის იქნებიანო, მაგრამ ახლა უკვე რაფინია საეჭვოა და გარსია გამოირიცხაო, ამ დროს კიდე რეალში საოცრებებს ახდენენ ისე სწრაფად აბრუნებენ ფეხბურთელებს, აგერ ბელინგემს 4 თვე უნდა გაცდენოდა და 2ში დაბრუნდა, არადა ჩვენი ფეხბურთელი რომ ყოფილიყო შეიძლება 6 თვეშიც ვერ დაბრუნებულიყო…
    ერთი სიტყვით ბოლო 3-4 წელია სულ ტრავმების გამო გვივარდება სეზონი, არც ძლიერი მენეჯმენტი გვყავს რომ სკამი გააძლიერონ, სკამი კი არა ძირითადის სტრაიკერი, მცველი და ფულბექი ვერ მოუყვანიათ ამ დროში და ისევ ლამასიას გამო არიან მოწოდების სიმაღლეზე, ხოდა იმედია ამ არჩევნებზე გააჯმევინებენ ლაპორტას თავისი დეკუინად და მართლა საქმის მცოდნე ხალხი გადაიბარებს ამხელა მოვალეობას.
    4 წელში არც ფინანსური პროგრესი, არც სატრანსფერო პროგრესი, არც სტადიონი, არც წესიერი სამედიცინო შტაბი, მხოლოდ ლამასია და ფლიკი.. რავი ამათმა რა გააკეთეს ტყუილების შეთხზვის გარდა?

    პ.ს. ფლიკს ბაიერნშიც ჰქონდა ანალოგიური პრობლემა და მაგიტო ჩაიჯვა ბაიერნმა მეორე სეზონში რის მერეც გაუშვეს.
    ნუ ჩემი აზრით ამ ჰაილაინს თუ არ დაამატებს სათადარიგო გეგმას და არ გამოჩენს რომ ამ გუნდის მენტალური და ფიზიკური მოხოდვა შეუძლია, მაშინ ეგეც მიყვება იმ 2 დეგენერატს და ზაფხულიდან საერთოდ ახალი პროექტით, პრეზიდენტით, მწვრთნელითა და ტრანსფერებით დავბრუნდებით.


    ფიზ მომზადების პრობლემა არის ნამდვილად და ფლიკიც არ არის კმაყოფილი მაგაში, ფიზ მომზადების მწვრთნელს შეხვდა სანკრებო პაუზამდე ფლიკი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და სამედიცინო შტაბსაც. აგერ დაიწერა იამალი მზად იქნება ელ კლასიკოსთვისო რაფინიაც.

    ჰაილაინს რაც შეეხება, ეგ არ არის ფლიკის ბრალი და არ არის საჭირო სხვა გეგმა, როგორც თქვენ ამბობთ.
    ამოწეული დაცვის ხაზით თამაში და პრესინგით და შემტევი სტილით არის გამორჩეული ფლიკი. ეგ ბაიერნშიც ასე იყო. ახლა ის გოლები რომლებიც ამოწეული დაცვის ხაზის გამო გავიდა მანდ პრობლემა ამოწეულ დაცვის ხაზში კირა პრესინგშია. ჩვენ არ გვყავს ფორვარდი, რომელიც პრესინგში ერთ ერთი მთავარი ფიგურა არის. ამ ყველაფრის ფონზე რაფინიაც არ იყო ამ თამაშებში და ამის გამო პრესინგი არ იყო ეფექტური, ამის გამო მიეცათ მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს პასის თავისუფლად გაკეთების დრო. ეს არ არის ტაქტიკის და ამოწეული დაცვის გამო ეს არის ფეხბურთელების არ ყოლის გამო. ფლიკმა ფორვარდის ყიდვა მოთხოვა დეკუს, ამ ზამთარში და მცველისაც მგონი. და თუ მოვუყვანთ ფორვარდს მაღალუ დონის მაგალითან ხულიან ალვარეზი და მცვრლს მაგალითად დორტმუნდის მცველი როა სახელი არ ვიცი, მაგ დონის ფეხბურთელები მოუყვანონ და ეს პრობლემა თუ იქნება ისევ მაშინ იქნება გამართლებული ის აზრი რომ ამოწეული დაცვა დაამუღამეს ან ცუდია და მსგავსი მოსაზრებები

  • joy
    17 ოქტ 2025, 14:16

    ციტატა: Albicelecte

    ციტატა: LEVANII

    ციტატა: Visca-barca
    ვლაჰოვიჩზე იწერება ბევრი ზაფხულში უფასოდ აოირებენ ყიდვასო და მგონი ჯობია რო დაითრიონ აბა ალვარესის ფული ამგენს არააქვთ და პლიუს ლევანაც უეჭველი უნდა გაუშვან თვითონ ლევანამ თქვა დავრჩებიო და ხელფასსაც დავიკლებო რაც ცუდია ფაქტია რო სეზონის ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ იამალი ფერმინი უეჭველი დაიწყებენ ძირითადს რეალთან რაფა არამგონია არადა ძაან საჭირო კაცია ორესინგის დროს


    Ხელფას თუ დაიკლებს და ზამენაზეც დაჯდება რატო ვუშვებთ? Ლევანდოვსკის ნაირი ზამენა ფუფუნებაა გუნდში


    დუშმანის უფასოდ თრევა მშვენიერი იდეაა, ტანმაღალი, ჯანიანი, ბურთიც იცის, დარტყმაც აქვს…
    აბა ბიანკონერიში რა უნდა გააკეთოს ფორვარდმა? შეტავა იმათ არ უნდათ და smiley


    ნამდვილად ძალიან ცუდი იქნება თუ ლევანდოვსკი დარჩება თუნდაც დაკლებული ხელფასით. ეს იქნება პირდაპირი მიზეზი რომ ახალ ფორვარდს აღარ შეიძენს ორი გასიებული ღორი, ისედაც უკვე შეაპარა დეკუმ რომ ფერანი გვყავსო.

  • Rick Sanchez
    17 ოქტ 2025, 09:43

    ანუ ოფიციალურად ტრა*ში ვართ ფეოლა?

  • Albicelecte
    17 ოქტ 2025, 01:25

    ციტატა: LEVANII

    ციტატა: Visca-barca
    ვლაჰოვიჩზე იწერება ბევრი ზაფხულში უფასოდ აოირებენ ყიდვასო და მგონი ჯობია რო დაითრიონ აბა ალვარესის ფული ამგენს არააქვთ და პლიუს ლევანაც უეჭველი უნდა გაუშვან თვითონ ლევანამ თქვა დავრჩებიო და ხელფასსაც დავიკლებო რაც ცუდია ფაქტია რო სეზონის ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ იამალი ფერმინი უეჭველი დაიწყებენ ძირითადს რეალთან რაფა არამგონია არადა ძაან საჭირო კაცია ორესინგის დროს


    Ხელფას თუ დაიკლებს და ზამენაზეც დაჯდება რატო ვუშვებთ? Ლევანდოვსკის ნაირი ზამენა ფუფუნებაა გუნდში


    დუშმანის უფასოდ თრევა მშვენიერი იდეაა, ტანმაღალი, ჯანიანი, ბურთიც იცის, დარტყმაც აქვს…
    აბა ბიანკონერიში რა უნდა გააკეთოს ფორვარდმა? შეტავა იმათ არ უნდათ და smiley

  • Barca
    17 ოქტ 2025, 01:08

    ვისაც გგონიათ რომ ფლიკის ბრალია ეს ჩავარდნა რაღაც მიზეზების გამო ან ამოწეული დაცვა ან სხვა რამე მიზეზის გამო დარეფლეთ…

  • LEVANII
    17 ოქტ 2025, 01:01

    ციტატა: Visca-barca
    ვლაჰოვიჩზე იწერება ბევრი ზაფხულში უფასოდ აოირებენ ყიდვასო და მგონი ჯობია რო დაითრიონ აბა ალვარესის ფული ამგენს არააქვთ და პლიუს ლევანაც უეჭველი უნდა გაუშვან თვითონ ლევანამ თქვა დავრჩებიო და ხელფასსაც დავიკლებო რაც ცუდია ფაქტია რო სეზონის ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ იამალი ფერმინი უეჭველი დაიწყებენ ძირითადს რეალთან რაფა არამგონია არადა ძაან საჭირო კაცია ორესინგის დროს


    Ხელფას თუ დაიკლებს და ზამენაზეც დაჯდება რატო ვუშვებთ? Ლევანდოვსკის ნაირი ზამენა ფუფუნებაა გუნდში

  • Barca
    17 ოქტ 2025, 00:11

    ციტატა: Visca-barca
    ვლაჰოვიჩზე იწერება ბევრი ზაფხულში უფასოდ აოირებენ ყიდვასო და მგონი ჯობია რო დაითრიონ აბა ალვარესის ფული ამგენს არააქვთ და პლიუს ლევანაც უეჭველი უნდა გაუშვან თვითონ ლევანამ თქვა დავრჩებიო და ხელფასსაც დავიკლებო რაც ცუდია ფაქტია რო სეზონის ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ იამალი ფერმინი უეჭველი დაიწყებენ ძირითადს რეალთან რაფა არამგონია არადა ძაან საჭირო კაცია ორესინგის დროს


    ზამთარში ფორვარდი და მცველი თუ არ იყიდეს ლაპორტა უნდა წავიდეს დეკუსთან ერთად

  • Visca-barca
    17 ოქტ 2025, 00:00

    ვლაჰოვიჩზე იწერება ბევრი ზაფხულში უფასოდ აოირებენ ყიდვასო და მგონი ჯობია რო დაითრიონ აბა ალვარესის ფული ამგენს არააქვთ და პლიუს ლევანაც უეჭველი უნდა გაუშვან თვითონ ლევანამ თქვა დავრჩებიო და ხელფასსაც დავიკლებო რაც ცუდია ფაქტია რო სეზონის ბოლოს უნდა დავემშვიდობოთ იამალი ფერმინი უეჭველი დაიწყებენ ძირითადს რეალთან რაფა არამგონია არადა ძაან საჭირო კაცია ორესინგის დროს

  • rivaldo80
    16 ოქტ 2025, 23:00

    ოსიმენზე არის ბაზრები არადა კაი ფორვარდია უბრალოდ ხასიათების კაცია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    16 ოქტ 2025, 17:52

    არ შეიძლება ამდენი მატჩის ჩატარება და იმიტომ

  • Gaucho97
    16 ოქტ 2025, 16:43

    ხომ არ იცით სინერი-ჯოკოვიჩის თამაშს სად შეიძლება ვუყურო? ლინკი თუ არის რამე საიტის

  • JasoN
    16 ოქტ 2025, 13:09

    11 კაცს გამოვიყვანთ მოედანზე თუ ვერა? უკვე ეგ მაინტერესებს

  • walker599
    16 ოქტ 2025, 11:24

    ფრენკის ხელფასი რამდენი აქ ახალი კონტრაქტით და რამდენი ქონდა ხო არავინ იცით?

  • Barsamani messi
    16 ოქტ 2025, 10:14

    ციტატა: SHOTEX_ERADZE1992
    დაწყევლილია ბარსა


    ცხვარია დასაკლავი.

  • Barca
    15 ოქტ 2025, 21:32

    ლაპორტა და დეკუ სანამ არ წავა გაგვიჭირდება მოგება თასების, ტრანსფერებს არ აკეთებენ და როგორ უნდა ითამაშონ ზამთარში მცველი და ფორვარდი მოიყვანონ

  • C.PC5
    15 ოქტ 2025, 21:17

    ყველაზე დიდი შეცდომა იყო ლევანდოვსკის დატოვება ამ სეზონში, დავჯერო დაბალ ფასში მაინც არავის სურდა არაბეთიდან მაგის ყიდვა? სტარტზე ტრავმა ქონდა, ითამაშა 5 თამაში და ისევ ტრავმა აქვს თან 1 თვიანი, ანუ 1 თვე მთლიანად ტორესზე უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული და თან ისიც ტრავმირებულია და არ ვიცით რამდენად მართლა მცირე ტრავმა აქვს. დრო იყო ლევანას გაცილების, ბოლო ძალები დაახარჯა წინა სეზონს და ამ სეზონში აღარ იყო კიდე დატოვება საჭირო, ხელფასსაც გამოათავისუფლებდნენ და სულ ნუ მოიყვანდნენ ფორვარდს ამოეწიათ ლამასიიდან ვინმე, რაშფორდიც შეიწევდა ხოლმე ცენტრში როცა იქნებოდა საჭირო, ის გათვლა ქონდათ ვითომ სკამიდან კაი ძალა იქნება და შევსება აღარაა საჭიროვო მარა ჰა, დაგვჭირდა და მაშინ დაიმტვრა. რაღაც ვერაა კარგად საქმე ფლიკის შტაბში ეგ ცალსახაა, მემგონი ინტერის მერე აირია მონასტერი მანდ, რაღაც ვერ დაგეგმეს, რაღაც ვერ შეასრულეს და ისე გამოდის რო ყველაზე კარგად რომ უნდა დაგვეწყო სეზონი ყველაზე ცუდად დავიწყეთ.

  • araujo4
    15 ოქტ 2025, 21:01

    ფატის გამოსასყიდი 11 მილიონი ყოფილა… ესე თუ გააგრძელა ნაჩუქარია მაგ ფასში და აგვაცლიან ფუკასავით

  • SHOTEX_ERADZE1992
    15 ოქტ 2025, 20:36

    დაწყევლილია ბარსა