ხვალ “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში “ნიუკასლს” უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ნიუკასლი”? ისინი მაღალ პრესინგს მიმართავენ, ძალიან სწრაფები არიან და თავს კარგად იცავენ. რთული, ძალიან ფიზიკური მატჩი იქნება. იდეალურთან ახლოს უნდა ვიყოთ.
კონტრაქტის გახანგრძლივება? ვფიქრობ, ახლა ამაზე სასაუბროდ შესაფერისი დრო არაა. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. ყველამ იცის, რომ აქ ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ოჯახს უნდა ვესაუბრო. ამის დრო მოვა. ეს ჩემი ბოლო კლუბი იქნება, მაგრამ ახლა კონტრაქტზე საუბრის მომენტი არაა.
ლაპორტას სტუმრობა ვარჯიშზე? კარგი სტრუქტურა გვაქვს, რაც სტაბილურობას გვაძლევს. მისი ვიზიტით ყველა ბედნიერი იყო.
რა ეწერა წერილში, რომელიც ლაპორტასგან “ბარსაში” მოსვლამდე მივიღე? შეტყობინებაში საუბარი იყო “ბარსელონაზე”. მან აღნიშნა კრუიფი, რომელმაც ახალი “ბარსა” შექმნა; ასევე ისაუბრა ფილოსოფიაზე, რომლითაც კლუბი ამაყობს, კერძოდ, თამაშის სტილზე. ასე რომ, საქმე არა მხოლოდ გამარჯვებაშია, არამედ იმაში, როგორ აკეთებ ამას. გუნდური სულისკვეთება უნდა გქონდეს.
ეს ფეხბურთია და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. დადებითად უნდა ვიყოთ განწყობილნი, რადგან ძალიან ხარისხიანი გუნდი გვყავს. ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია, მაგრამ გაუმჯობესება გვჭირდება.
“ნიუკასლის” ფიზიკურობა და პრესინგი? ამაზე ვისაუბრეთ. თავდაჯერებულად უნდა ვითამაშოთ, რაც მნიშვნელოვანია.
იამალი არის ფეხბურთელი, რომელიც სხვაობას ქმნის. გუშინ მან ფანტასტიკურად ივარჯიშა. ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია, სადაც თამაში ყველას სურს. ეს ყველა მოთამაშისთვის დამატებითი მოტივაციაა.
დანი ოლმო ცრუ ცხრიანად? ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი ვარიანტი იყოს. ასეთ მატჩებში ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია. ჩვენი მიზნების მისაღწევად გვჭირდება, რომ ტორესი და ლევანდოვსკი სეზონის ბოლომდე თავიანთ საუკეთესო დონეზე იყვნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თერთმეტმეტრიანებს არასდროს ვუყურებ და ეს მუშაობს. შესაძლოა, გამეორება ვნახო. უბრალოდ ასეთი ვარ. არ მომწონს იმის ყურება, როგორ ასრულებენ პენალტებს.
“რეალ მადრიდისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება? “რეალ მადრიდმა” პირველ მატჩში ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეხვედრას ვუყურებ და სიამოვნებას მივიღებ.
ვოლტემადეს ნახევარდაცვაში თამაში მისი ბრალი არაა. ის თავდაჯერებული უნდა იყოს. ვფიქრობ, ედი ჰოუმ უკეთ იცის, სად უნდა ათამაშოს და რა პოზიციაზე. ვოლტემადე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ხვალინდელი მატჩის შემდეგ მას წარმატებებს ვუსურვებ.
მიდი ჰანს
მიდი ფლიკ კიდევ ერთხელ გაგვაგიჟე.
წარმატებები ფლიკ, ეს ხვალ აუცილებლად დაგჭირდება.