ჰანსი ფლიკს “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 100 თამაში დაუგროვდა. “ვილიარეალთან” გუშინ გამართულ შეხვედრაში (4-1) ფეხბურთელებმა მას კარგი საჩუქარი გაუკეთეს და საიუბილეო მატჩში მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
“ბარსელონას” დამრიგებლის პოსტზე ჩატარებულ 100 შეხვედრაში გერმანელ სპეციალისტს 75 მოგება, 9 ფრე და 16 მარცხი დაუგროვდა.
ჰანსი ფლიკი მოგების პროცენტული მაჩვენებლის მხრივ “ბარსელონას” ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგის მქონეა იმ დამრიგებლებს შორის, რომლებსაც “ბლაუგრანა” მინიმუმ 100 შეხვედრაში გაუწვრთნიათ. ამ მხრივ რეკორდსმენი ლუის ენრიკეა, ფლიკი კი პეპ გვარდიოლასაც კი უსწრებს.
“ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე კარგი მოგების პროცენტის მქონე მწვრთნელები, ვისაც “ბლაუგრანა” 100 მატჩში მაინც გაუწვრთნიათ:
- ლუის ენრიკე – 76.2%
- ჰანსი ფლიკი – 75%
- პეპ გვარდიოლა – 72.5%
- ელენიო ერერა – 70.6%
- ერნესტო ვალვერდე – 66.9%
ვალვერდე მაგარი მასტი იყო :დდ აქაც რომ გაერია :დდ
ახლა შეადარეთ როგორი სასტავი ყავდა გვარდიოლას და ენრიკეს და როგორი ფლიკს. მარტო მესის ყოფნა რამდენს ნიშნავდა, დანარჩენ მხეცებზე არაფერს ვამბობ.
Don Leo, ფლიკიც მაგრად კუზავს. ანჩელოტი დაასამარა.
ფლიკი ტოპ 1 თუარა ტოპ 2 მაიმც არი
ვალვერდე სულ რომ არაფერი რეალს მაგრად კუზავდა 😁😁
100% კრუიფის შემდეგ ბარსას საუკეთესო მწვრთნელია. და კი მახსოვს რომ
გვარდიოლაც წვრთნიდა ბარსელონას.
ამ დაცვის ფონზე სასწაული სტატისტიკაა
ენრიეს შედეგს რო ახსენებთ, ამათი შედარება როგორ შეიძლება ენრიკეს მესი, ნეიმარი, სუარესი, ინიესტა ყავდა, დანარჩენებზე ნახევარდაცვაზე და დაცვაზე აღარაფერს ვიტყვი.
კაი დამძიმებულია გუნდი. სწრაფად ვერ ვუტევთ, მეტოქის დაცვის შეცდომებით ვიგებთ თამაშებს. მომეჩვენა რო დაღლილია გუნდი. მგონია რო ატლეტიკოსთან თავის შეკლა სისულელეა, ვერ მოვუგებთ და ტყუილად დაღლა არ ღირს. როტაციას მივმართავდი მე. ენერგია ლა ლიგის დარჩენილ თამაშებზე და ნიუკასლზე მივმართოთ. ატლეტიკოსთან კიდე მოგვიწევს 1/4 ფინალური ჯახი ლიგაზე