ესეც ასე. სეზონის ნახევარი დასრულებულად გამომიცხადებია. მე რა… განაწესით ასეა. ბარსა კიდევ ზამთრის ჩემპიონია. შუა ნაწილში ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან “მადრიდს” კარგი სვლა ჰქონდა, ბარსაში კიდევ ბევრი რამ აირია, აბა გაიხსენეთ – ინიგო ვერავინ შეცვალა, ტერ შტეგენი არ წავიდა, ტრავმა მიიღო, მერე იწუწუნა და კლუბის ინტერესები ფეხქვეშ გაიფინა, (ვერ არის კაპიტნისგან კარგი საქციელი) სტადიონი ვერა და ვერ გაიხსნა, ლამინე იამალი საკუთარ თავს არ ჰგავდა, მოედნაზე ვეღარ ბრწყინავდა, მოედნის მიღმა ლილიპუტებს აპანღურებდა. ფლიკი სათადარიგო სკამზე ტიროდა, გავიმ ისევ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ლევანდოვსკი ისევ ბერდება, და ა.შ.
მაგრამ, ფლიკმა როგორღაც შეძლო და ამ პრობლემებს მოერია. მხოლოდ ფლიკი არა, მარტო კაცი ვერაფერს გახდება, მთელმა გუნდმა შეძლო. დასაფასებელი ამბავია. ბარსამ დაიმსახურა ზამთრის ჩემპიონობა. წინ სატრანსფერო ფანჯარაა და ფლიკს გაძლიერება სურს, ლაპორტას არჩევნები ელის და როგორმე რაიმე ტრანსფერი უნდა მოიგონოს. მით უმეტეს, რომ…
ისევ ცუდი ამბავი
მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ კრისტენსენმა მუხლი დაიზიანა და რამდენიმე თვით გამოაკლდა ბარსას. ისედაც პრობლემა იყო კუბარსის მეწყვილის შერჩევა და ახლა დანიელიც გამოაკლდა გუნდს. არადა, წინა შეხვედრაში შევაქეთ, ძირითადი ვუსურვეთ, გოლიც შეაგდო, ფორმაში შედიოდა თითქოს ნელ-ნელა და, ეჰ, არა ჰქონია ბედი კრისტენსენს. ედმილსონი გამახსენა, ისიც ეგრე წავიდა “ბარსელონადან”. მძიმე ტრავმით. მე მგონი, რომ ამის ბედიც ეგ იქნება. ტრანსფერი ისედაც საჭირო იყო, ახლა კიდევ უბრალოდ ვალდებულია ხელმძღვანელობა, რომ ცენტრალური მცველი მოიყვანონ, უბრალოდ შეუძლებელია ასე თამაში. ჟერარ მარტინი მართლა მალდინი ხომ არ ჰგონიათ?!
კარგი სანახაობა
მატჩი კიდევ მშვენიერი გამოვიდა, როგორც ვივარაუდეთ. ამ გუნდებს შორის თამაში ყოველთვის სანახაობრივია და გოლიც ბევრი გადის. “ვილიარეალმა” მაგრად დაიწყო, მომენტებიც მათ შექმნეს დასაწყისში. უბრალოდ, ბარსას კარს ჟოან გარსია იცავს, ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო. არა და არ გაატანინა გოლი ყვითლებს. არც მატჩის დასაწყისში მისცა საშუალება წინ გასულიყვნენ, მოგვიანებით არც გათანაბრების შანსი დაუტოვა და ბოლოს თამაშში დაბრუნების შანსიც მოუსპო. აიღო ყველაფერი რაც მისი კარისკენ წავიდა. ძლიერად თუ ტექნიკურად დარტყმული, აიღო ძალიან ჭკვიანურად დარტყმული ბურთიც, როცა მიქაუტაძე ერთი-ერთზე შეიჭრა საჯარიმოში და თითქოს უნდა გაეტანა კიდეც, მაგრამ გარსიამ არ დაანება. ბარსას მომავალია. ამ სეზონში უკვე მერამდენედ გვაჩვენა, რომ უმაღლესი კლასის მეკარეა და მისი დიდი დამსახურებაც არის იმაში, რომ ბარსა პირველ ადგილზეა.
სათადარიგოდან ადევნებდა თვალყურს ტერ შტეგენი. რომ სცოდნოდა ვინ მოჰყავდათ გუნდში იქნებ აღარ გაჯიუტებულიყო და წასულიყო სადმე, ვინ იტყოდა მის სამსახურზე უარს? ახლა კიდევ აერია კარიერა. არადა, მსოფლიო ჩემპიონატია წინ. ძლივს დაეხსნა მანუელ ნოიერს, ნორმალურია ახლა ეს? ძლივს შანსი მიიღო ნაკრების კარი დაიცვას და სკამზე უწევს ყოფნა. ძალიან სულელურად მოიქცა.
ანგარიში კიდევ რაფინიამ გახსნა. ბარსას გულმა. ბარსას ჯიგარმა. მამოძრავებელმა ძალამ. თავადვე გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი და ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ მთავარ ჰაილაითად მაინც მისი დარტყმა იქცა ასე 27 მეტრიდან, თითქმის იდეალურად დაატრიალა, ძალიან ძლიერად, ცხრიანში გაუშვა და კინაღამ ხარიხა ჩამოიღო. ულამაზესი გოლი კი იქნებოდა, მაგრამ არ გადის ყველაფერი რასაც კარისკენ ურტყამ. იმსახურებდა რაფინია ასეთ გოლს. ბექემის გოლს ჰგავდა, “დეპორტივოს” კარში. გასულიყო და აუცილებლად გაახსენდებოდა ვინმეს. თუ არ გახსოვთ, გაიხსენეთ, თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. 2001/02 წლების სეზონის მეოთხედფინალში შეაგდო, “რეაზორზე” მოგებულ მატჩში.
ტაიმის მიწურულს კი მატჩი დამთავრდა. რენატო ვეიგამ ლამინე იამალიც კინაღამ დაამთავრა. უკნიდან ვარდნაში მაგრად ხია ფეხში, მიარტყა ქაცვები და კინაღამ დაგვღუპა. გვითქვამს ადრეც რატომ ისჯება უკნიდან ვარდნა წითელი ბარათით. იმიტომ, რომ აქილევსს უქმნის საფრთხეს. და როცა აქილევსი ზიანდება იქ მთავრდება სპორტსმენის ამბავიც. მოკლედ, მეტად მოსაფრთხილებელი ამბავია. ასე არ უნდა იმეტებდეს სპორტსმენი სპორტსმენს.
ჰოდა, აირტყა წითელი.
ნუ ღრიალებ
“ვილიარეალის” პუბლიკის შემხედვარე შევარდნაძეს დავემსგავსე. რა გაყვირებთ კი მაგრამ? იამალს უსტვენდნენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ვეიგა მასთან უხეშობის გამო გააძევეს. მერე იამალი რა შუაშია? სიმულაციას ჰქონდა ადგილი? არა. წითელს ითხოვდა? არა, არ ჰქონდა მაგის თავი, გორავდა მინდორზე. ყვითელს ითხოვდა ყვითელი ქომაგი? მაშინ, მსაჯისთვის უნდა ესტვინათ, ამან რა დააშავა? მოკლედ, დიდი უტვინო ხალხი გამოდგა. იამალმა კიდევ თამაშს მოუმატა ამ სტვენის ფონზე და მეორე ტაიმში მეორე გოლიც შეაგდო. კარგი გოლი, სხვათა შორის.
“ვილიარეალის” თამაში მიქაუტაძემ გამოაცოცხლა, ვითომ რატომ არ ათამაშა თავიდანვე? ეჭვი არ არის, უფრო მეტ ხიფათს შექმნიდა ჟორჟი ბარსას კართან. თავის თავს დააბრალოს მარსელინიომ.
ბარსა ოთხი ქულით უსწრებს “მადრიდს”. კარგი ფორაა. “ატლეტიკო” არც კი ჩანს ისე შორს არის.
სადამდე ვისვენებთ?
სადამდე და 4 იანვრამდე. მერე დერბია “ესპანიოლთან”. ხშირად ხდება ასე, ზამთრის პაუზის მერე დერბი გვაქვს ხოლმე. “ესპანიოლის” მერე სუპერ თასის ჯერი მოვა, ბარსა “ბილბაოსთან” ითამაშებს ნახევარფინალს. ფინალში კი მადრიდულ დერბიში გამარჯვებულს შეხვდება (თუ გავიდა, რა საკვირველია).
საინტერესო იანვარი გველის, როგორც ყოველთვის.
ასეა თუ ისე ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ
ბევრი რამეა ტაქტიკაზე დამოკიდებული, მოძრავ ფეხბურთში რაფინია კარგია ეადგან სივრცეებში გაძრომა და ადგილის მოძებნა არ სჭირდება, ადგილზე კაცის მოტყუება დემბელეს უფრო შეეძლო და მაგიტომ ჰყავდა სკამზე რაფინია
ამ სათაურს არაფერს არ ვუწუნებ, მაგრამ სხვას ველოდი, უფრო ჟორჟთან დაკავშირებით. მაგალითად ,,ბოდიში ჟორჟ, შეგვინდე". ან ,,ვწუხვართ ჟორჟ, მაგრამ ქულები გვჭირდებოდა."
რაც შეეხება გარსიას, ის მალე ჩააჩოჩებს ნაკრებში სიმონსს, თუ ტვლიპინამ თავისი კალთა არ გადააფარა ამ უკანასკნელს.
სანამ რაფინია დაარტყავდა 11 მეტრიანიდან, მისი პენალტების გრაფიკა აჩვენეს: 3 დარტყმა-3 გოლი, 3-ვე მეკარისგან მარცხენა კუთხეში. ერთი წამით ვიფიქრე ეს ნახატი ამათ მეკარესაც ექნება ნანახი და ინსტიქტურად არ გადახტეს მარცხნივ თქო, თუმცა თითქოს თითონაც ამაზე დაფიქრდაო ზუსტად მარჯვნივ დაურტყა და ის უბედური კი მართლაც მარცხნივ გადახტა. წვრილმანია თუმცა სასიამოვნო. მოკლედ მაგარი გვყავს, ერთი არ მესმის მანამდე სად იყო? ჩავი არ მოსწონდა თუ ფლიკი მოეწონა ძალიან.
აპანღურებდას მაგივრად ჟიმავდა უფრო ჩაჯდებოდა ფეოლა, სხვა მხრივ იდეალური სტატიაა🤣🤣
Visca-barca, ფორტის დაბრუნება კი შეიძლება თუ უფასოდ დაბრუნება შეიძლება. კუნდე ცენტრში ვერ გაქაჩავს, ხშირად არის სრულად გათიშული, ბევრ შეცდომებს უშვებს, ფლანგზე დაზღვევა მაინც აქვს. თან არაზუსტი პასები ხშირად აქვს
🐐
საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ისტორიაში საუკეთესო მეკარე.
სხვა დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხია. ⏳
ფორტი საკაიფო ფორმაშია და მემგონი ღირს მაგის დაბრუნება და კუნდეს შუაში დაბრუნება
ჟოან გარსია ბარსას ისტორიაში საუკეთესო მეკარე გახდება, ასეთ დონეზე თუ ითამაშა სტაბილურად
დელა ფუენტემ კიდე გაახილოს თვალი რო აქ ჩაჭერა უნაი სიმონზეეეეეეე. ამ მომენტში რაიც ჯობს სიმონსს და გარსიაც.