workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ მარტინი: თავაწეულები უნდა ვიყოთ

ჟერარ მარტინი: თავაწეულები უნდა ვიყოთ

“პარი სენ-ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის დაძაბულ შეხვედრაში განცდილი მარცხის (2-4) შემდეგ, “ბარსელონას” მცველმა ჟერარ მარტინმა მატჩი შეაფასა და ოპტიმისტური დასკვნები გამოიტანა.

ახალგაზრდა უკანახაზელი, რომელსაც შეხვედრამდე ტერფის ანთება აწუხებდა და მისი თამაში საეჭვო იყო, მოედანზე მაინც გავიდა და გუნდს ურთულეს მომენტში დაეხმარა.

ტრავმით თამაში ასეთ დონეზე

მატჩის შემდეგ მარტინმა აღიარა, რომ მსგავსი რანგის დაპირისპირებისთვის ფეხბურთელები დისკომფორტს ყურადღებას არ აქცევენ:

“საბოლოო ჯამში, ყველა ფეხბურთელი თამაშობს გარკვეულ მატჩებს დისკომფორტით, ასეთ შეხვედრაში კი ყველაფერს აკეთებ საიმისოდ, რომ ითამაშო”.

მატჩის ანალიზი: პრესინგი, სივრცეები და გადამწყვეტი დეტალები

ჟერარ მარტინმა დეტალურად ისაუბრა იმ ტაქტიკურ თავისებურებებზე, რამაც თამაშის მიმდინარეობა განსაზღვრა:

“ძალიან მომთხოვნი შეხვედრა გამოვიდა. ორივე გუნდს საკუთარი მომენტები ჰქონდა, რადგან ორივე მაღალ პრესინგს მივმართავდით და პრესინგიდან გამოსვლისას როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის ბევრი სივრცე ჩნდებოდა. საბოლოოდ ყველაფერი დეტალებმა და მომენტების კარგად გამოყენებამ გადაწყვიტა. ის, რაც ცუდად გავაკეთეთ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, თუმცა ახლა ოქტომბერია და მომატების დიდი რესურსი გვაქვს”.

მზადება ელ კლასიკოსთვის

დასასრულს, მცველმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შედეგი გუნდის მორალურ მდგომარეობას ვერ შეარყევს და მთელი ყურადღება “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ პრინციპულ ჯახზეა გადატანილი:

“ეს მარცხი ჩვენზე უარყოფითად არ იმოქმედებს, რადგან უმაღლეს დონეზე ვიბრძოლეთ და შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ – თუ არ ჩავთვლით იმ დეტალებს, რომლებიც რამდენიმე გოლად დაგვიჯდა. თავაწეულები უნდა ვიყოთ. წინ, უქმეებზე ელ კლასიკო გველის და იქ მოსაგებად გავალთ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • joy
    joy გულშემატკივარი
    schedule 21 ოქტ 2026, 12:15
    #3

    ცოტა დეტალები დაგვიჯდა რამდენიმე გაშვებულ გოლებადო!!!! ვახ რა სირიცაა დასკვნაც ეგეთი სირული დააბრეხვა!!! მაგ დეტალებით და გაშვებული გოლებითაა ყოველ წელს ლიგას შორიდან რომ ვუყურებთ 😡

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 21 ოქტ 2026, 12:09
    #2

    შენ თავი დახარე და წადი ჯობია მასტს ეტყობა რო რა როჟაცააა ის მცველია, ამის დაგდებას არაუხო დაეგდოთ ჯობდა

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 21 ოქტ 2026, 11:58
    #1

    ერთადერთი ვისაც თავი აქ ასაწავი და შეუძლია იამაყოთ თავისი თამაშით იყო პედრი ესპარტი გარსია დანარჩენებმა ყველამ ჩაიჯვით ფლიკიდან დაწყებული დროზე მორჩეს დეიონგის ამოჩემებას თუა სიმართლე ეგ და დაიწყოს თამაში თორე ნახევარ ფინალშიც ვერ ვითამაშებთ გავის და ბერნალის გადამკიდე ბალდეს თამაშიც უნდა დაიწყოს ესპარტი თავის ადგილას დააყენოს და ნუ აფაფხურებს მარცხნივ მშვენივრად ითამაშა დაცვაში მარჯვენა ფლანგზე გამოჩინა ამ თამაშმა რაც აქ მინუსი ბარსას და ვინ არაა ბარსას დონე და ვინაა გასაყდიი ზამთარში მარა მოსაგები თამაში იყო