“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გულწრფელად აღიარებს, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან კომუნიკაციაში შეცდომები დაუშვა.
ფლიკის თვითკრიტიკა
Sport Bild-თან ინტერვიუში ფლიკმა ღიად ისაუბრა: “ყველა საკითხი კომუნიკაციის თვალსაზრისით ყოველთვის საუკეთესოდ მოვაგვარეთ? ვფიქრობ, გასაუმჯობესებელი ბევრია, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც,” – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
მტკივნეული გადაწყვეტილება
“ბარსელონას” ფინანსურმა შეზღუდვებმა კლუბს აიძულა რთული გადაწყვეტილებები მიეღო. გუნდმა პრიორიტეტად 25-მილიონიანი შენაძენი, ჟოან გარსია, გამოაცხადა, რის შედეგადაც ტერ შტეგენი, ათწლეულის განმავლობაში უპირობო პირველი მეკარე, უკანა პლანზე აღმოჩნდა.
ამ გადაწყვეტილებამ მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია. გერმანელი მეკარე კატალონიიდან წასვლას არ აპირებდა, მაგრამ “ბარსელონამ” ლა ლიგის განაცხადიდან მისი ამოღება სცადა. წინააღმდეგობის გამო კლუბმა დისციპლინარული წარმოებაც დაიწყო.
საბოლოოდ, საკითხი მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც ტერ შტეგენმა ლა ლიგას სამედიცინო დასკვნა წარუდგინა, თუმცა მანამდე დროებით კაპიტნობის სტატუსიც დაკარგა.
ფლიკის პოზიცია
“ჟოან გარსია ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც უკვე მაღალ დონეზეა. ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის უნდა გახდეს “ბარსელონას” მომავალი, ამიტომ ჩვენი მიდგომა თავიდანვე გასაგები იყო,” – განაცხადა ფლიკმა.
ბოდიშს მოუხდის, ასე რო დაიჩაგრა?
ტერ შტეგენს უფრო მეტი შეეშალა