workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთმა მოიგო, ნიდერლანდები და პოლონეთი ფრეს დასჯერდნენ

ესპანეთმა მოიგო, ნიდერლანდები და პოლონეთი ფრეს დასჯერდნენ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა და რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებებთან ერთად საქმეში “ბარსელონას” ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ.

ესპანეთი ბულგარეთს ესტუმრა და მეტოქე 3-0 დაამარცხა. “ფურია როხას” რიგებში 79 წუთი ითამაშა ლამინ იამალმა, რომელმაც ასისტი მიითვალა. პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს პაუ კუბარსი, სრული მატჩი ჩაატარა პედრიმ, ხოლო დანი ოლმო მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. ფერან ტორესი და ფერმინ ლოპესი სათადარიგოზე დარჩნენ.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ფრენკი დე იონგის ნიდერლანდები და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთი. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. დე იონგმა მასპინძელი გუნდის რიგებში მოედანზე 83 წუთი გაატარა, ლევანდოვსკიმ კი 64 წუთი ითამაშა.

დღეს გამთენიისას ჩილეს წინააღმდეგ თავისი საშინაო მატჩი ჩაატარა რაფინიას ბრაზილიამ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე განაღდებული ჰქონდა. “სელესაომ” 3-0 მოიგო, რაფინია 79-ე წუთზე შეცვალეს.

იმავე ანგარიშით მოიგო სახლში პერუს წინააღმდეგ რონალდ არაუხოს ურუგვაიმ, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ფრეც ჰყოფნიდა. არაუხომ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 09 სექ 2025, 02:26
    #4

    ამ ნიდერლანდების საშველი არაა

  • Rick Sanchez
    schedule 05 სექ 2025, 17:13
    #3

    არაუხო რომ დისკვალიფიკააცის გამო ტოვებს სანაკრებო მატჩს ძალიან სიმბოლურია

  • MESSI 2017
    schedule 05 სექ 2025, 14:40
    #2

    გერმანიას ძან დანხრეული აქ შტეგენის გარეშე😀 რას ვიფიქრებდი გერმანიას მეკარის პრობლემა თუ ექნებოდა

    ციტატა: nika 54
    ესპანეთის თამაში აჩვენეს ქართულ არხებზე? ყაზახეთი-უელსიც კი აჩვენეს და ესპანეთმა რა დააშავა.


    კი უნივერსალზე იყო😂 სიმსივეს დებიუტით

  • nika 54
    schedule 05 სექ 2025, 13:43
    #1

    ესპანეთის თამაში აჩვენეს ქართულ არხებზე? ყაზახეთი-უელსიც კი აჩვენეს და ესპანეთმა რა დააშავა.