workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუნი ბარდგჯი: ბარსელონაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ პირველ გუნდში ვითამაშებდი

რუნი ბარდგჯი: ბარსელონაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ პირველ გუნდში ვითამაშებდი

“ბარსელონას” ახალწვეული რუნი ბარდგჯი უკვე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს კლუბის ხელმძღვანელობისა და მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის მიმართ. შვედი ტალანტი, რომელიც ზაფხულში “კოპენჰაგენიდან” €2.5 მილიონად შეუერთდა “ბლაუგრანას”, აცხადებს, რომ არანაირი განზრახვა არ აქვს “ბარსა ატლეტიკში” თამაშის.

“არ ვფიქრობ, რომ კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, თუკი ეს ახალგაზრდულ გუნდში თამაშს ნიშნავდა. უკვე 100-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული ძირითადი გუნდისთვის და ვერ დავთანხმდებოდი B გუნდში გადასვლას. ეს უბრალოდ სიმართლე არ არის,” – თქვა ბარდგჯიმ Expressen-თან, რომელსაც Mundo Deportivo ციტირებს.

ამ დროისთვის ფეხბურთელი “ბარსა ატლეტიკშია” რეგისტრირებული, თუმცა კლუბი მუშაობს მის პირველ გუნდში ოფიციალურად ჩარიცხვაზე. არსებობდა ვარაუდი, რომ 19 წლის ტალანტს შეიძლებოდა დრო დაეყო ძირითად გუნდსა და სარეზერვოებში, ან თუნდაც იჯარით წასულიყო, თუმცა თავად ბარდგჯიმ ეს სცენარი კატეგორიულად გამორიცხა.

“პირველი დღიდან ვიცოდი, რომ მთავარი გეგმა იყო პირველ გუნდში თამაში. სხვა ყველაფერი სიმართლეს მოკლებულია და ჩემზე გავლენა არ მოუხდენია,” – დასძინა მან.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ლა ლიგას უკვე გადასცა გარანტია ფეხბურთელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო დადასტურებას ჯერ კიდევ ელიან. მიუხედავად ამისა, ბარდგჯი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში უკვე როგორც ძირითადი გუნდის წევრი ფიგურირებს. მისი დებიუტი ლა ლიგაში, შესაძლოა, 14 სექტემბერს “ვალენსიას” წინააღმდეგ შედგეს.

“ყველამ იცის, რომ ბოლო წლებში კლუბს მუდმივად ჰქონდა სირთულეები ფეხბურთელების რეგისტრაციაში. ეს მხოლოდ მე არ მეხება, ასე ბევრჯერ მომხდარა. ვიმედოვნებ, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება,” – აღნიშნა ბარდგჯიმ.

ახალგაზრდა ფორვარდმა “ბარსელონას” პრესეზონშიც თავი გამოიჩინა, სადაც აზიის ტურნეზე გოლის გატანაც მოახერხა და ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ვარიანტად გამოჩნდა შეტევაში, თუმცა მას წინ კონკურენცია ელოდება – მისი საყვარელი პოზიცია ამჟამად ლამინ იამალს უჭირავს.

ბარდგჯის თქმით, “ბარსელონაში” ადაპტაცია სწრაფად მოახერხა:

“ყველაფერი ფანტასტიკურია – ქალაქიც, კლუბიც. აქაურობა სრულიად განსხვავებულია, მაგრამ ძალიან მომწონს. გასახდელში კი ისეთი ატმოსფეროა, თითქოს ოჯახში ვიმყოფები.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 09 სექ 2025, 02:27
    #5

    შენგან კარგი რეზერვისტი მაინც თუ დადგა არაფერზე ვიწუწუნებ

  • Rick Sanchez
    schedule 08 სექ 2025, 14:07
    #4

    ციტატა: nika 54
    ჯერ იამალის ამბიციები ვერ მოგვინელებია და უკვე ახალი "რაინდი" გამოჩნდა ჰორიზონტზე. ასე 2,5 მილიონად ნაყიდი ფიქრობს რომ ძირითადის კაცია? იმ ადგილზე სადაც 180 მილიონად შეფასებული იამალი თამაშობს? ბარაქალა ამათ მონდომებას, მაგრამ მარტო მონდომება საქმეს ვერ უშველის, ერთი თამაში ჩაატაროს ლა ლიგაში და გაგვაკვირვოს ეგება მართლა დასვან იამალი სათადარიგოზე გამოსასწორებლად.


    ძირითადი სად ახსენა? პირველ გუნდში დაპირდნენ თამაშს და არა ესპანეთის მეოთხე ლიგაში. რა არის გასაკვირი?😃

  • Barca
    schedule 06 სექ 2025, 14:39
    #3

    ციტატა: nika 54
    ჯერ იამალის ამბიციები ვერ მოგვინელებია და უკვე ახალი "რაინდი" გამოჩნდა ჰორიზონტზე. ასე 2,5 მილიონად ნაყიდი ფიქრობს რომ ძირითადის კაცია? იმ ადგილზე სადაც 180 მილიონად შეფასებული იამალი თამაშობს? ბარაქალა ამათ მონდომებას, მაგრამ მარტო მონდომება საქმეს ვერ უშველის, ერთი თამაში ჩაატაროს ლა ლიგაში და გაგვაკვირვოს ეგება მართლა დასვან იამალი სათადარიგოზე გამოსასწორებლად.


    პირველ გუნდში რო თამაშობდი ბუნდესლიგაში და ლა ლიგაში გადმოყავხართ ბ გუნდში სათამაშოდ მოტყუებით ისე რო გეუბნებოდნენ პირველ გუნდში ითამაშებო მართალია რუნი, ხოარამბობს უეჭველი სასტარტო ვიყოო სკამზე თანახმაა პირველ გუნდთან ერთად ითამაშოს და იამალთან დრო გაიყოს და მართალია რუნი და კიდე ეს კამპ ნოუ როდის ბრუნდება

  • nika 54
    schedule 06 სექ 2025, 13:52
    #2

    ჯერ იამალის ამბიციები ვერ მოგვინელებია და უკვე ახალი "რაინდი" გამოჩნდა ჰორიზონტზე. ასე 2,5 მილიონად ნაყიდი ფიქრობს რომ ძირითადის კაცია? იმ ადგილზე სადაც 180 მილიონად შეფასებული იამალი თამაშობს? ბარაქალა ამათ მონდომებას, მაგრამ მარტო მონდომება საქმეს ვერ უშველის, ერთი თამაში ჩაატაროს ლა ლიგაში და გაგვაკვირვოს ეგება მართლა დასვან იამალი სათადარიგოზე გამოსასწორებლად.

  • Bus-5-quets
    schedule 05 სექ 2025, 23:55
    #1

    ნიჭიერი ბიჭი ჩანს და იმედია გაამართლებს, მაგრამ რატომღაც, მგონია, რომ ჰალილოვიჩი ვოლ 2.0 იქნება