ჰანსი ფლიკის მიერ დასახელებულ სიაში ბერნალი არ იმყოფება, თუმცა არაუხო განაცხადშია.
დიდი დღე დადგა, რადგან “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” კიდევ ერთხელ უპირისპირდება, თუმცა ამჯერად შეხვედრას ჩვეულებრივზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ეს ორი გუნდი ერთმანეთს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ხვდება. ეს დაპირისპირების მხოლოდ პირველი ნაწილია, რომლის ბედიც საბოლოოდ მომავალ სამშაბათს, მადრიდში გასამართ საპასუხო მატჩში გადაწყდება.
ჰანსი ფლიკმა უკვე იცოდა, რომ თამაშს ტრავმირებული ანდრეას კრისტენსენის, ფრენკი დე იონგისა და რაფინიას გარეშე ჩაატარებდა, თუმცა გუნდს ახლა მარკ ბერნალიც დააკლდება, რომელმაც შაბათს, ლა ლიგის მატჩში ამავე გუნდების შეხვედრისას, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ კოჭი იღრძო. მიუხედავად ამისა, რონალდ არაუხოს მდგომარეობა მხოლოდ მცირე შეშფოთების მიზეზი აღმოჩნდა და ურუგვაელი თამაშს შეძლებს.
“ბარსელონას” განაცხადი დღევანდელი მატჩისთვის: ჟოან გარსია, შჩესნი, კოჩენი, კანსელუ, ბალდე, არაუხო, კუბარსი, გავი, ფერანი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაშფორდი, ფერმინი, კასადო, ჟერარ მარტინი, რუნი, ოლმო, კუნდე, ერიკ გარსია, კორტესი, ჩავი ესპარტი, ტომი.
საერთოდ არასდროს არ გვიჭირდა და ეხლა რა უნდა ეტაკოთ ამ ჩვენი ცოდვით სავსეებს.
რაც მოხდა მოხდა, ვანდაზე უნდა მოვიგოთ
პიზდეცია… ის <<ცენზურის დარღვევა>> რატო არდაიმტვრა მაგ გორილას გამო შემოიყვანა ბერნალი საერთოდ 🤦🏻♂️ ყველანაირად უვარგისია მოშორდეს კლუბს ხომ შეიძლება