workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაოს ჩივილის მიზეზი არ აქვს – ედუარდ რომეუ ბარსელონას იცავს

ბილბაოს ჩივილის მიზეზი არ აქვს – ედუარდ რომეუ ბარსელონას იცავს

“ბარსელონას” ყოფილი ფინანსური ვიცეპრეზიდენტი ედუარდ რომეუ “ბილბაოს” შემტევის, ნიკო უილიამსის “ბლაუგრანაში” სავარაუდო ტრანსფერის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და კატალონიურ კლუბს იცავს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ბილბაო” მიიჩნევს, რომ “ბარსას” ფინანსური პრობლემები ისევ აქვს და აპირებს, ამასთან დაკავშირებით ლა ლიგასა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართოს.

ისინი ცდებოდნენ. მათ ჩივილის მიზეზი არ აქვთ. ეს უბრალოდ ორ კლუბს შორის ცუდი კოორდინაციის საკითხია.

ვფიქრობ, “ბილბაო” პოპულიზმის აქტს მიმართავს, რადგან ისინი გაბრაზებულები არიან იმით, რომ “ბარსელონაა” ის კლუბი, რომელსაც მათგან ნიკო უილიამსი სურს.

მათ საკუთარ ინტერესებზე უნდა იზრუნონ და სხვა კლუბისგან ინფორმაცია არ უნდა მოითხოვონ. ეს წაგებულებისთვის ცუდი ტონია.

– ციტირებს ედუარდ რომეუს სიტყვებს RAC1.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 02 ივლ 2025, 17:08
    #4

    ციტატა: Flying Dutchman
    ანანასი გვჭირდება!


    ხო უყენია თავზე ანტენასავით relaxed

  • me da barca
    schedule 01 ივლ 2025, 23:24
    #3

    ისე გავიზარდე, რომ ყოველთვის ,,მეპაზორებოდა", არაკაცურ საქციელად მიმაჩნდა ჩივილი, ჩაშვება, დასმენა და ასე შემდეგ. სად ჩივი, ვისთან ჩივი. წადი და ნიკოს დაელაპარაკე უნდა წასვლა თუ არ უნდა. თუ უნდა რა, ძალით დააბამ და ძალით ათამაშებ? ან რად გინდა ასეთის დატოვება გუნდში. ფუ თქვენი არასწორი დედაც…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 01 ივლ 2025, 20:14
    #2

    ერთი ეს გარიგება დროზე დაიხუროს

  • Flying Dutchman
    schedule 01 ივლ 2025, 12:58
    #1

    ანანასი გვჭირდება!