დღეს, ახალგაზრდული ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს აზ ალკმაარისა და ბარსელონას 19-წლამდელთა გუნდები შეხვდნენ.
ბარსამ ხუან ერნანდესის გოლით, 1-0 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ტრაბზონსპორს დაუპირისპირდება. საფინალო მატჩი 28 აპრილს, 20:00 საათზე, ნიონში გაიმართება.
ბარსელონას XI: იააკობიშვილი; ესპარი, კოშპო, ა. კუენკა, ფარე (⮂ ნომოკო ტურე); დიარა (⮂ პ. როდრიგესი), ფარინიასი, ჟუნიენტი (⮂ ტ. მარკესი); პრადასი, უგო ალბა (⮂ შ. კლუივერტი), ხ. ერნანდესი (⮂ უოლტონი).
ალკმაარის XI: ზეგენი; მენუ (⮂ ს. სიმონსი), ოუდი (⮂ ვან დერ კლააუვი), ვან ოიტსელი, დაიკსტრა; ბუგაარდი, ბუდკო; სმიტსი (⮂ ჰარტოგი), ოერიპი, ბუზიანი (⮂ ინგე); ვან დენ ბანი.
ქალებიც მანდ არიან ახლომახლოს.
ლოგიკურია რაფა მარკესი გაუშვეს სეზონის სტარტზე მოაყოლეს ნახევარი გუნდი. სხალგაედულიდან შევსებას ვერ მიიღებენ წელს ლიგის გამო მწვრთნელიც <<ცენზურის დარღვევა>> ყავთ
როგორც იქნა ბოლო 2 თამაში მოიგეს, მაგრამ მინიმუმ 6 ქულა ჭირდებათ, რომ გასავარდ ზონა გასცდნენ. ან რა უბედურებაა 5 გუნდი რომ ვარდება, 3 არ ეყოფა?
დღეს ბოლო ადგილოსანს ხვდებიან სახლში და იმედია მოიგებენ.
ძალიან კარგი, განვითარდებიან იმედია და მომავალში გამოგვადგებიან.
ბარსა ბ არის ზატო გაფარჩაკებული მესამე ლიგიდან ვარდება მიაშველეთ ეს ბიჭები
კუენკა ძაან მაგარი ბიჭია
წარმატებები. იმედია ამ გუნდიდან ბევრს, ახლო მომავალში პირველ გუნდშიც ვიხილავთ
იდეალურიაა ბევრი კარგი ბიჭია ამ გუნდში და თან ყველა ის პოზიცია რაც გვაკლია