workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას განაცხადი ატლეტიკოსთან თამაშისთვის

ბარსელონას განაცხადი ატლეტიკოსთან თამაშისთვის

ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში “ატლეტიკოს” სტუმრად დავუპირისპირდებით. წინ ძალიან რთული გამოწვევა გვაქვს, ვინაიდან ნახევარფინალში გასასვლელად 2-ბუთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა გვჭირდება.

“ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა შეხვედრის განაცხადი დაასახელა, რომელშიც ტრავმის გამო რაფინია და ანდრეას კრისტენსენი ვერ მოხვდნენ. მადრიდში გუნდთან ერთად მიემგზავრებიან მარკ ბერნალი და პაუ კუბარსი, თუმცა ბერნალი ჯერ სრულად გამოჯანმრთელებული არაა, კუბარსი კი დისკვალიფიცირებულია.

“ბალუგრანას” განაცხადი ასე გამოიყურება:

კანსელუ, ბალდე, არაუხო, გავი, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, ჟ. გარსია, რაშფორდი, ფერმინი, კასადო, მარტინი, ოლმო, დე იონგი, კუნდე, ე. გარსია, შჩესნი, ბარდჯი, კოჩენი, კორტესი, ესპარტი, მარკესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 14 აპრ 2026, 15:25

    ციტატა: BarCa7
    შორიდან დარტყმებზე იმედია კარგად ვარჯიშობენ, ოლმო და ფერმინი გვჭირდება რომ შორიდან ურტყან, ლამინი და რაშფორდიც არ დააკლებს და იმედია ფრენკი დაიწყებს ძირითადიდან. ვნახოთ შეუძლებელი არაფერია, დაცვაში თუ სისულელე არ აკეთეს და არ ვაჩუქეთ გოლები, შემდეგზე გასვლის შანსი გვაქვს!


    11 მეტრიდანაც თუ ივარჯიშებენ არ იქნება ზედმეტი.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 14 აპრ 2026, 00:56

    ჟ.გარსია – ე.გარსია, მარტინი, კუნდე, კანსელუ – დე იონგი, პედრი – რაშფორდი, ფერმინი, იამალი – ლევანდოვსკი

  • rivaldo80
    schedule 13 აპრ 2026, 21:30

    თასის მეორე თამაშზე რაც ქნეს ის უნდა გაიმეორონ მეორე გოლი არ უნდა გაგვეშვა რა მაგაზე მეშლება ნერვები 0:1 არაფერი იქნებოდა საერთოდ.

  • BarCa7
    schedule 13 აპრ 2026, 19:06

    შორიდან დარტყმებზე იმედია კარგად ვარჯიშობენ, ოლმო და ფერმინი გვჭირდება რომ შორიდან ურტყან, ლამინი და რაშფორდიც არ დააკლებს და იმედია ფრენკი დაიწყებს ძირითადიდან. ვნახოთ შეუძლებელი არაფერია, დაცვაში თუ სისულელე არ აკეთეს და არ ვაჩუქეთ გოლები, შემდეგზე გასვლის შანსი გვაქვს!

  • La Pulga10
    schedule 13 აპრ 2026, 17:50

    ოლმო ცრუ ცხრიანზე

  • jacky iakovenko
    schedule 13 აპრ 2026, 17:40

    ფლიკის ადგილას მე ოლმოს დავაწყებინებდი და მერე შემოვიყვანდი ფერმინს აბა ეგ სტარტიდან სულ 💩-ა და არც თავშეკავების უნარი გააჩნია. ხვალ რო ლამინას თამაში არ ექნება იასნია ხოდა აი მანდ ფრენკის+პედრის უნდა წაუვიდეთ თამაში …. ამ ორმა თუ ხვალ არ ივარგა იმედი გასვლის ისედაც არ მაქვს მე ამ დაცვის გადმკიდე მარა მაინც თუ უნდა მოხდეს მოსახდენი მაშინ ფრენკი+პედრიმ უნდა იკისრონ

  • Visca-barca
    schedule 13 აპრ 2026, 17:27

    ატლეტიკო ითამაშებს ავტობუს მაგას წყალი არ გაუვა და შორიდან უნდა ურტყან აუცილებლად რასაც იშვიათად აკეთებენ ბარსელონას ფეხბურთელები

  • walker599
    schedule 13 აპრ 2026, 17:25

    ერთი ტაიმი ბერნალი და ერთი ტაიმი დეიონგი, თუ გაქაჩეს კაი იქნება.

  • Barca
    schedule 13 აპრ 2026, 17:09

    თქვენ რას იზამდით ბერნალს ათამაშებდით? გარისკავდით?