workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეალ მადრიდი და სხვა გრანდები ლამინ იამალზე ოცნებას არ წყვეტენ

რეალ მადრიდი და სხვა გრანდები ლამინ იამალზე ოცნებას არ წყვეტენ

ლამინ იამალი რომ თანამედროვე ფეხბურთის მთავარი ამომავალი ვარსკვლავია, ეს სადავო არავისთვისაა. როგორც ირკვევა, ამას ევროპული გრანდებიც ხვდებიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით 17 წლის ესპანელის დამატებით არაერთი კლუბია დაინტერესებული. მათ შორისაა “რეალ მადრიდიც”, რომელიც ფეხბურთელის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ხშირად ეხმიანება და ინტერესდება, რამდენად შესაძლებელია ლამინის ტრანსფერი. პასუხად კი მადრიდელები ყოველთვის უარს იღებენ.

იამალით დაინტერესებულია “პარი სენ-ჟერმენიც”. ფრანგებს სჯერათ, რომ ფეხბურთელის დიდი ხელფასით დაინტერესებას შეძლებენ.

მადრიდულ და ფრანგულ კლუბებს უერთდებიან პრემიერ ლიგის გრანდებიც. კატალონიური მედიის ცნობით ინგლისურ გრანდებს ფინანსური სტრატეგია აქვთ შემუშავებული და ისინი იამალის ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობენ.

ჟორჟე მენდეში კი ყველას მკაფიოდ უმარტავს, რომ ტრანსფერი არ განიხილება და ლამინი ყველა შეთავაზებას უარით გაისტუმრებს. ფეხბურთელის სურვილი “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებაა, რომელიც მას “ბლაუგრანასთან” 2030 წლამდე დააკავშირებს.

მხარეებს შორის უკვე არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც როდესაც იამალი 18 წლის გახდება, ახალი ხელშეკრულება გაფორმდება, თუმცა მისი ბოლოდროინდელი პროგრესის გათვალისწინებით იგეგმება, რომ კლუბის წარმომადგენლები და მენდეში უახლოეს მომავალში ერთმანეთს პორტუგალიაში შეხვდებიან და უკვე შეთანხმებულ პირობებს გადახედავენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 26 თებ 2025, 21:38
    #12

    ამ რეალს აღარ მობეზრდა თავდასხმის გაძლიერება, დაცვას მიხედე ბაბუა პერეს დაცვას.

  • Football
    schedule 26 თებ 2025, 15:15
    #11

    CHEPE,
    ვაიმე ეს რა მითხრა🫣ყველაფერი რაც თქვი შენ თავს რო ასწავლო ხოლმე კარგი იქნება🤭კრეკს რო მოეშვები მერე მომწერე

  • Rick Sanchez
    schedule 24 თებ 2025, 21:56
    #10

    დიდი ჭორია მადრიდი.

  • CHEPE
    schedule 24 თებ 2025, 15:14
    #9

    ციტატა: Football
    CHEPE,
    ჭუჭუს ფანები აქეთ ადარებენ ყამალს მბაპესთან😂😂😂მბაპე რომ მაგის ხნის იყო 1 სეზონში ლიგაზე უფრო მეტი ქონდა გატანილო ვიდრე ყამალს წელს და წინა წელს აქვს😂😂😂


    რა მაგრად ურიკინებ ბიოის თავი დაანებე ძმაჯან😉🤭🤭 დიდხანს იცოცხლებ კაიფის გარეშე დამიჯერე🤭🤭 ნეტა ეგ გამოხტომები სკოლაშიც გქონდა პედაგოგების მიმართ🤭🤭🤭

  • me da barca
    schedule 24 თებ 2025, 15:04
    #8

    ოცნებას კაცი არ მოუკლავს

  • ზებულონი
    schedule 24 თებ 2025, 14:14
    #7

    იამალი ბარსას მომავალი ლიდერია.გამოექანეთ ლუბოი სხვა გუნდი

  • C.PC5
    schedule 24 თებ 2025, 13:48
    #6

    გამოექანონ სათითაოდ და ლაპორტას დაახტნენ მსუქან პეპეზე😆

  • Football
    schedule 24 თებ 2025, 13:45
    #5

    CHEPE,
    ჭუჭუს ფანები აქეთ ადარებენ ყამალს მბაპესთან😂😂😂მბაპე რომ მაგის ხნის იყო 1 სეზონში ლიგაზე უფრო მეტი ქონდა გატანილო ვიდრე ყამალს წელს და წინა წელს აქვს😂😂😂

  • RONALDINHO-10
    schedule 24 თებ 2025, 13:02
    #4

    17 წლისაა ტიპი და უკვე ვარსკვლავია. ანუ 3 წელში ჯერ ისევ პატარა ხო იქნება ასაკით 20 რო გახდება და უკვე რა შედეგებს დადებს მაგ ასაკში. არსად უნდა გადავიდეს რა!!! ამასთან იასკი იქნებ მოიყვანონ ნახეთ რა დღეშია პრემიერ ლიგაში, ჰალანდსაც გაადასწრო ბომბარდირთა დავაში და მეორეზეა. ძაან მინდა რა ეკ კაცი ბარსაში.

  • Vamsdreini.1
    schedule 24 თებ 2025, 13:01
    #3

    თუ ტვინი აქვს სად უნდა წავიდეს, არ წავაო ვერ ვიტყვით, ნეიმარი ყავს კუმირად და იმან რაც იკადრა კი ვიცით ყველამ. რა თაობა და პროექტი არის, უდიდესი მომავლის მქონე ბიჭები, უფრო სწორად ბავშვები და ამ პროექტის მთავარი გმირი. ერთადერთი ვინც ასე სტაბილურ პროექტს შექმნის რეალია და იქ რომ წავიდეს ფაქტობრივად სუიციდზე მიდის.

  • CHEPE
    schedule 24 თებ 2025, 12:56
    #2

    ხოდა იმ ჭუჭუ ფანებს რა ატლიკინებს მბაპეს მიდარებენ სკოლის მოსწავლესო😅😅😅 მაგ ასაკშ მბაპე სად ზილავდა ცემენტს ამან კიდე ევროპა მოიგო გოლდენ ბოიც გახდა და კიდე აქ პრეტენზია მეორედ მიჯღოს ჯილდო რატომაც არა პირველი შემთხვევა იქნება ვინც ორჯერ მიიღებს მერე ოქროს ბურთსაც ჩაიხუტებს და მოკლედ მესიმ რა ჩაბანა ამნაირი ამ ჩემაალას😅😅😅

    ციტატა: Lasha Mamuladze
    რეალ მადროდიოოო 😆😆😆😆😆 სასაცილოააა ეგრე იყვნენ ეგენი მესიზეც არაუშავს ოცნებად დარჩებათ ყველას…იამალი კი იმედიაა ლეოსავით ტრავმებისგან შორს იქნება რააა.აი მერე კიი მართლაა ჩახდილია ისედაც სულ ჩავხდით მადრიდს….💙❤️ ჰო იმედია ნეიმარივით არ იზამს ესეც თან ბარსას აღზრდილია და მაგრად მგონია რო არსად არ წავა ნეიმარი
    კიდე კი ვნახეთ რაც ქნა


    პროსტა სად უნდა წავიდეს როცა ხედავს რა ოქროს თაობა მოდის მასთან ერთად კარგი პარტნიორები უნდა ეხლა ამას ფორვარდი და მეორე ფლანგზე კაი გარემარბი რაფიკას მიუხედავად მაინც გვინდა რაც უფრო დიდია შემადგენლობა მით მეტი ტიტულია… ეჰ მუსიალა ყავდეს ილამას მეორე ფლანგზე დახატავდა

  • Lasha Mamuladze
    schedule 24 თებ 2025, 12:28
    #1

    რეალ მადროდიოოო 😆😆😆😆😆 სასაცილოააა ეგრე იყვნენ ეგენი მესიზეც არაუშავს ოცნებად დარჩებათ ყველას…იამალი კი იმედიაა ლეოსავით ტრავმებისგან შორს იქნება რააა.აი მერე კიი მართლაა ჩახდილია ისედაც სულ ჩავხდით მადრიდს….💙❤️ ჰო იმედია ნეიმარივით არ იზამს ესეც თან ბარსას აღზრდილია და მაგრად მგონია რო არსად არ წავა ნეიმარი
    კიდე კი ვნახეთ რაც ქნა