ჰგავდა ეს მატჩი პირველ წრეში გამართულ შეხვედრას, მაშინ “ბარსამ” 5:1 მოიგო, ოღონდ, საერთოდ არ გამჩენია ის განცდა, რომ “სევილიას” ცუდი დღე ჰქონდა, ან სუსტი გუნდი იყო, პირიქით, ბევრ რამეში აჯობეს კიდეც “ბარსას”, მაგრამ მაინც 5:1 წააგეს. ასე მოხდა ამჯერადაც, ჯერ კიდევ 1:2 ზე იყო საკამათო მომენტი, როცა “სევილიას” გათანაბრება შეეძლო, მაგრამ “ბარსა” გადარჩა. მერე რაფინიამ თითქოს გატეხა მასპინძლები, დასვა წერტილი, მაგრამ ფერმინ ლოპესი გააძევეს და ისევ გამოცოცხლდა მეტოქე. მოკლედ, დიდი ანგარიშით კი მორჩა, მაგრამ მაინც იყო სანერვიულო მონაკვეთები.
სასწორზეც ბევრი რამ იდო, მადრიდული დერბი ფრედ დასრულდა, ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის. “ბარსა” ატლეტიკოს” ერთი, ხოლო “რეალს” ორი ქულით ჩამორჩება. ერთი ხელის გაწვდენაზე არიან, ფლიკი მდევრის როლშია და კარგად ესმის რომ ფსიქოლოგიური უპირატესობაც აქვს.
საყაიმო ტაიმი
ჯერ გადაწყვეტილებაზე ვთქვათ, კარში შესნი ვნახეთ, რომელიც ნელ-ნელა შედის ფორმაში, გაცილებით ნაკლებ შეცდომას უშვებს და უფრო დამაჯერებელი ჩანს. დრო სჭირდებოდა თურმე. ცენტრალურ მცველებად არაუხო და ინიგო ვიხილეთ. ვერ არის მაინცდამაინც საუკეთესო დუეტი, თითქოს იდენტური უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვთ, ამიტომ, ბალანსი იკარგება. საყრდენ ნახევარმცველად ფრენკი დე იონგი ვნახეთ და საერთოდ არ იქნება გასაკვირი თუ სეზონის ბოლომდე ასე გასტანს, რადგან ფლიკი ძალიან კმაყოფილია მისი ბოლო დროინდელი ფორმით. ფრენკი დიდ როლს თამაშობს ბურთის კონტროლში და დაცვაშიც კარგად გამოიყურება. საინტერესო იქნება კასადოზე დაკვირვებაც, ყურებს ჩამოყრის თუ გამოავლენს ბრძოლის უნარს? სკამზე დასმა იმას არ ნიშნავს, რომ ნდობა დაიკარგა, სკამზე დასმა ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გააგრძელოს. გარანტირებული არავის არაფერი აქვს.
სხვა ყველაფერი მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ფერანის გაბრწყინებისა, ძირითად შემადგენლობას რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდა, როგორც ვნახეთ მაგრად წაადგა დასვენება. უკვე მეშვიდე წუთზე გახსნა ანგარიში, ინიგო მარტინესის პასის შემდეგ. ეს გოლი კუთხირს მოჰყვა, კუთხური კიდევ ულამაზეს სეივს, ნილანდის სეივი ასევე ბრწყინვალე დარტყმას. პედრის პასის შემდეგ ურტყამდა ლამინე იამალი, ერთი შეხებით, დაუშვებლად, ძალიან ლამაზი გოლი დაიხატა გონებაში, მაგრამ ნილანდმა წაგვართვა ეს სილამაზე. სამაგიეროდ, მალევე მიიღო გოლი საკუთარ კარში.
ზუსტად ერთ წუთში “სევილიამ” გაათანაბრა. ცენტრიდან გაითამაშეს თუ არა სამ პასში უკვე რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ “ბარსას” საჯარიმოში, რონალდ არაუხომ ჯერჯერობით ვერ აითვისა ფლიკის მოდელი, ყოველ ჯერზე აგვიანებს ნაბიჯის გადადგმას და მეტოქის დატოვებას თამაშგარეში. ამჯერადაც ასე მოხდა და “ბარსა” დაისაჯა. სულ მცირე ხანში არაუხომ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა, მის ნაცვლად კუბარსი გამოვიდა, “ბარსას” გოლი აღარ გაუშვია.
ისტორია 16 წუთში
ფლიკს შეტევაში უფრო მეტი აქტიურობა სურდა, თამაშიდან გავი მოხსნა და ფერმინი გამოიყვანა. გავიმ პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო და პედრისგან განსხვავებით ვერ ვიტყვით რომ კარგი თამაში ჰქონდა. ისიც არ ვიცით ექიმებმა რამდენი წუთის თამაშის ნებართვა მისცეს. აი, ფერმინის გამოსვლამ კი ბევრი რამ შეცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლო გოლის გატანა, საგოლე პასი პედრიმ ჩაიწერა, ისეთივე პასი იყო, როგორიც იამალს გაუკეთა მატჩის დასაწყისში, მეკარე ამჯერად უძლური აღმოჩნდა. ლევანდოვსკიმაც ჭკვიანურად ითამაშა, აშკარად გაატარა ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფი ფრემინისთვის. რა ვიცი, ასე მომეჩვენა, თავი დახარა თითქოს.
შემოვიდა, გაიტანა და გააძევეს. ბევრი რამ მოასწრო. გაორებული გრძნობით დატოვებდა თამაშს. იყო ფერმინი გასაძევებელი, ბურთზე ითამაშა, ვარდნაში, მაგრამ ვეღარ გაჩერდა და გაშლილი ფეხით წავიდა მეტოქისკენ. ეს წითელი ბარათია. თუმცა, ამ მომენტამდე კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი სეზონის აღმოჩენამ, უმაგრესი გოლი შეაგდო რაფინიამ, მარჯვენა ფეხით, საჯარიმოს გარედან. ამას არ ველოდი. ამ სეზონში მისგან უკვე ყველაფერს ველით, მაგრამ მარჯვენას თუ ასე კარგად მოარტყამდა ნამდვილად არ ველოდი. ცაციებს როგორც წესი, უჭირთ ხოლმე მარჯვენა ფეხის გამოყენება, რაფინიაც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ნახეთ რა ქნა. ჩვეულებრივი პასი მიიღო კუბარსისგან, ერთი გაწია და დე ბრუინივით შეაგდო დიაგონალური დარტყმით.
ასე რომ, ტრიო ისევ ბრწყინავს. რაფინიამ და ლევანდოვსკიმ გაიტანეს. იამალის ყურება ისევ დიდი სიამოვნება იყო. ყველა შეხებაზე ეტყობა, რომ ძალიან დიდი ფეხბურთელია. ბედნიერებაა, რომ “ბარსაშია”, ბედნიერებაა, რომ ყველაფერი წინ აქვს, ახლა იწყებს, მთავარია არასდროს დაკარგოს შიმშილის გრძნობა, უფრო მეტის მიღწევის სურვილი.
71-ე წუთზე ფლიკმა ერიკ გარსია გამოიყვანა დე იონგის ნაცვლად და დანი ოლმო ლევანდოვსკის ნაცვლად. უფრო კონტრშეტევებზე გადაეწყო. ერიკ გარსიას ენდობა და ეს კაციც ყოველ ჯერზე ამართლებს. ამჯერად ბოლო გოლი შეაგდო და გამანადგურებელი გახადა ანგარიში. ფლიკი კმაყოფილი დარჩა.
წინ “რაიოსთან” მატჩია. ყველაზე საინტერესო ახლა იწყება.
ნილანდმა კი წაართვა ლამინეს ლამაზი გოლი, მაგრამ შჩესნიმაც წაართვა სევილიას არანაკლებ ლამაზი გოლი, როცა ის შავი ტიპი მაკრატელათი ურტყამდა.
პედრი არის ფენომენალური მოთამაშე.
ფეოლა რო აქებს მიტოა იამალი რომ გადაი … თავზე, კითხულობს ბარსამანაის მა მამაძაღლი 🤣 ბოლო თამაშები დრიბლინგი დრიბლინგათ მარა ზოგჯერ ძაან და ძაან-ზე ზედმეტი მოსდის იმედია გერმანელი ჩაქუსლავს …. კუნდე კიდე დეიჭრება ბარძაყში ლამარას რომ უსმენს 😂უსმინეთ ბიძია ემინემს!
მოდი მე ესე ვიტყვი რა, პედრი და გავის დუეტით ვერ ვკაიფობ. ანუ გავის ამბავში, თითქოს პედრის პოზიციაა, ორივე 8 ია და ერთად რაღაც არ გამოსდით, პედრის გამოსდის უფრო სწორად, გავის კარგი თამაში იშვიათIა, გავისგან ხშირია კარგი მომენტებში თამაშში, კლასის დემონტრირებას ახერხებს, მებრძოლია მარა იდეალური დუეტი რამდენად დადგება გავი პედრისგან არ ვიცი. ნელ ნელა თU გამოიმუშAვეს ქიმია ერთი ეგაა. მე ასე მგონია. ამ ეტაპზე გავის ფერმინიც მირჩევნია, გოლის გატანა შეუძლია, სხვანაირად აქტიურია, შემტევია უფრო. ფორმაში მყოფ ოლმოსაც მეტი ხიფათის მოტანა შეუძლია ვიდრე გავის. გავიმ პედრი რო დაასვენოს ხოლმე ხანდახან და ბოლო 20 წუთი ითAმაშოს ამ ეტაპზე საკმარისია სანამ ბოლომდე ფორმაში შევა. საყრდენზე კიდე ვერც მე ვხედავ ფრენკის და კასადოს. ბერნალის დაბრუნების იმედი მაქვს ყველაზე მეტად. ბერნალი იყო ზუსტად ის ტიპი ვინც 10 და მეტი წლით მოხსნიდა საყდენის პრობლემას. კიხიმს კიდე არ იყიდიან იმედია. კიმიხი მარჯვენა მცველად წავა ხანდახან მარა საყრდენზე არ მინდა არც ეგ
ფლიკმა ყველა აათამაშა, ფერანი, დე იონგი, კასადო, გარსია, რაფინიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… იმედია არაუხოსგანაც დააყენებს ჭკვიან ფეხბურთელს
ისე ვაკვირდები და შეიძლება ესპანეთს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თაობა ჰყავთ არსებობის ისტორიაში. 17-21 წლამდე ბავშვებს ევროპა აქვთ უკვე მოგებული და ყველა ტურნირის მოგებაზე აქვთ პრეტენზია. მსოფლიოზე ძალიან მაგარი ნაკრებით ჩავლენ და ბირთვი ისევ ბარსელონაა რა თქმა უნდა, არადა მაინც ყველა ამათ ებრძვის. ეხლა კატალონია უფროა ესპანური საქმის გამკეთებელი თუ მადრიდი დასკვნას ბავშვიც კი გამოიტანს აქედან.
დეიონგი და კასადოდან რომელი აჯობებს საბოლოოდ არ ვიცი და დიდად არცერთს არ ვანიჭებ უპირატესობას, არცერთი არაა იმ ტიპის ჩამშლელი რომელიც ზუსტად გვჭირდება, ორივე ექვსიანია, ნუ დეიონგი მაინც რა ფენომენია დღემდე ვერ ვხსნი, ამ სიტუაციაში როცა მაგ პოზიციაზე მეტი ალტერნატივა არაა ორივეს აქვს თავისი პლიუსები და სხვადახვა მატჩებში ხან ერთი ჯობს ხან მეორე, სწორად შერჩევაა საჭირო მხოლოდ, ამიტო არც კასადო დარჩება სეზონის ბოლომდე სკამზე ჩემი აზრით, კი აურია ბოლო თამაშებში მარა გამოასწორებს ისევ ხარისხს. გუშინ კიდე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო მარტო პედრი იყო ბარსას ნახევარდაცვა, დეიონგი სად იყო საერთოდ და რას თამაშობდა ვერ გავიგე, გავიც არ გავდა საკუთარ თავს, არასწორ ადგილას იყო ეგეც აშკარად, კასადოსთან ერთად პედრი აშკარად უფრო მსუბუქად თამაშობს, დაცვაში იმდენად არ იტვირთება და შედარებით თავისუფალიცაა შეტევების დროს, გუშინაც აფრქვია ბიჭმა ინტელექტი მარა ძალიან გადაიღალა მთელი გუნდის თრევით, მეტი ბალანსია საჭირო ნახევარდაცვაში ერთი სიტყვით.
ამდენი წითელი ბარათი რა უბედურებაა მე-4 უკვე ამ სეზონში.
იამალს უფრო გუნდურად თამაში მართებს, ბევრი პასი დააგვიანა, გასაგებია გოლების გემო გაიგო და სულ თვითონ უნდა გატანა, მაგრამ ჯობია ასე დიდხანს არ ათრიოს ბურთი მისთვისვეა ცუდი. მცველებს ნერვები ეშლებათ და უხეშობაზე გადადიან, ეს კი 17 წლის ბავშვისთვის სულ უფრო საშიში ხდება. ყველამ გაიგო რო ტალანტია და უკვე მინიმუმ 2 მცველი ყარაულობს მუდმივად ისე რო არ ღირს ბეწვის ხიდზე სიარული აქ საქმე ჯანმრთელობას ეხება.
როგორ არ ამბობენ, გოლი არ გაუტანია და მატჩის მვპ გახდა.
იმედია ესე გავაგრძელებთ
ყველა შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის იამალიც, მაგრამ პედრი არის ამ გუნდის ტვინი, ხერხემალი, გული და თუ გინდათ თირკმელიც. ეჰჰ ამას ყავდეს გიოკერეში ან ვინმე ეგეთი მკვლელის ინსტინქტის მქონე ფორვარდი, უკვე ექნებოდა მინიმუმ 15 ასისტი. და თან ჯერ 21 წლისაა.
ასე თუ ისე ყველა ფეხბურთელის შეცვლა შეგვიძლია ჩემი აზრით, მაგრამ არა პედრის. მაგის გაფიქრებაც არ მინდა პედრის გარეშე რას დაემსგავსება ამ გუნდის თამაში. ყველაფერს ეგ ბიჭი აკეთებს საერთოდ.
პედრიზე რატომ არავინ არაფერს ამბობს, ან ერთი-ორი სიტყვი იფარგლებიან. სასწაული სეზონი აქვს საოცრად თამაშობს. ყველა რაფინიაზე და იამალზე ლაპარაკობს, არადა პედრი გუნდის ქვაკუთხედია. ამოიღე და დაერხევა მთელ სისტემას, მაესტროა ტიპი.