“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიასთან” სტუმრად გასამართი მატჩის 22-კაციანი განაცხადი დაასახელა.
კარგი სიახლე ისაა, რომ სრულად გამოჯანმრთელდა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო პედრიმ.
განაცხადში სიფრთხილის მიზნით ვერ მოხვდა გიუნდოგანი. ამის მიზეზი “მონაკოსთან” მიღებული მცირე დაზიანებაა, სერიოზული არაფერია.
“ბარსას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, კუბარსი, ბალდე, ინიგო, ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, რაფინია, პენია, ტორე, კრისტენსენი, კასადო, ვიქტორი, იამალი, კუნდე, გარსია, ასტრალაგა, ბერნალი, ვალიე, ფორტი, მარტინი, დომინგესი.




პირად საქმეზეაო ფლიკმა თქვა პრესკონფერენციაზე, წასვლას აპირებსო.