ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ბარსელონამ მიკაილ ფაის შეატყობინა, რომ ჰანსი ფლიკს მისი პრესეზონზე ნახვა სურს.
სენეგალელს ფლანგზე თამაში არ უნდა და ხედავს, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე პირველ გუნდში დიდი კონკურენციაა. შესაბამისად, ის კლუბისგან ან გარანტიებს ითხოვს, ან გაშვებას, მაგრამ ბარსას პოზიცია მტკიცეა.
მატეო მორეტოს ცნობით, ფაი პრესეონზე ბარსელონასთან ერთად იქნება და მხარეები გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. ამჟამად, “ბლაუგრანასა” და პორტუს შორის შეთანხმება არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიური კლუბი მისი ტრანსფერით ინტერესდება.
ბარსელონა სენეგალელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს, პორტუ კი 5-ს იხდის. მიკას მათთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული აქვს. სავარაუდოდ, თუ პორტუგალიელები €10-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებენ, გარიგება შედგება.
ფაბრიციო რომანოს თქმით, ბარსელონას მოთხოვნა თავიდანვე ნათელი იყო: €15 მილიონი ფიქსირებული სატრანსფერო თანხა, €30/32-მილიონიანი უკან გამოსასყიდი პუნქტი და მომავალი ტრანსფერიდან წილი – პორტუ ამ პირობებს არ აკმაყოფილებს.
ჰანსი ფლიკმა ფაის უკვე უთხრა, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდში ყოლა სურს. ბარსელონა მიკაილის შენარჩუნებით ძალიან ბედნიერი იქნება. კატალონიური გრანდი სენეგალელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ €15/€16 მილიონს შესთავაზებენ.
მიკა ფაის ბარსელონასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლენგლეს მხოლოდ პანჩურით თუ მოვიცილებთ, აბა ფულით ვის რა ჯანდაბად უნდა::დდდ
ფაის ყიდიან და ლენგლე კიდე გუნდში ჰყავთ ამ სი*ებს
წადით და მიჩივლეთ
სწორედ ასეა, მითუმეტეს ჩვენ რო არ გავყიდოთ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, უკვე მიგვანიშნა. ასე რომ სანამ მუქთად გაგვქცევია დროზე მოიცილონ.
წადით და მიჩივლეთ
არაუხო უფრო ჩაჯდება ფლიკის სისტემაში ვიდრე კუნდე ჩემი აზრით. კუნდე შედარებით ნელი და ნაკლებად აგრესიულია. კუნდე მოუხდებოდა ვალვერდეს ბარსელონას და მის სტილში მოთამაშე სხვა გუნდებს.
უბრალოდ მარჯვენა მცველად კუნდე ბევრად უკეთესია არაუხოზე. კუნდეს გაყიდვით სუფთა ფულს ვერ იხეირებს გუნდი, 60 ად გვყავს ნაყიდი. არაუხოს შემთხვევაში კიდე მთლიანად მოიხმარს იმ ფულს, 5 მილიონადაა ნაყიდი. მარა კუნდე თუ წავა მარჯვენა მცველი დაგვჭირდება.
წადით და მიჩივლეთ
ჩემი აზრით მანდ სიტუაციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. თუ არაუხო, როგორც იწერება, მართლა აჯანჯლებს კონტრაქტზე ხელის მოწერას და ოდნავ მაინც ყოყმანობს დარჩენაზე, მაშინ კი, ეგრევე უნდა გაიყიდოს ზემოთ ხსენებულ მსუყე თანხაში, მაგრამ თუ რაც იწერება ჭორებია და სიმართლე სხვაგვარადაა, არაუხოს დარჩენა უნდა, მაგ შემთხვევაში უდიდესი შეცდომა იქნება, მხოლოდ იმიტომ რომ ერთ ერთი ყველაზე გულიანი და ბარსაზე შეყვარებული კაცია არაუხო. მაგას თუ გაყიდი ფულის გამო, ისედაც შერყეული გვაქ ერთგულების და ნდობის ფაქტორები კლუბში და ეგ ვაბშე ყველას დაანახებს რო ერთ მშვენიერი დღეს შეიძლება ტრაკში წიხლი ამოგკრან. ბარსა ყოველთვის იყო სამაგლითო კლუბი, მესის თემის მერე დიდი სირცხვილი ვჭამეთ, მერე ხავი და ეხლა ამასაც თუ უთხრეს ფული გვინდა და უნდა წახვიდეო მე მაგრა გამიტყდება.
წადით და მიჩივლეთ
არაუხო უფრო ჩაჯდება ფლიკის სისტემაში ვიდრე კუნდე ჩემი აზრით. კუნდე შედარებით ნელი და ნაკლებად აგრესიულია. კუნდე მოუხდებოდა ვალვერდეს ბარსელონას და მის სტილში მოთამაშე სხვა გუნდებს.
მიდი ფლიკ დაიტოვე რაა უმაგრესი ბიჭია
მე მაინც მგონია რომ ბარსელონას ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, არაუხო 90-100 მილიონად რომ გაიყიდოს, შემდეგ სეზონში კუნდე, კრისტიენსენი, კუბარსი, ფაიე და მარტინესი მშვენივრად გააკეთებენ საქმეს.
წადით და მიჩივლეთ