საუკეთესოები ევროზე – N1: ანდრეს ინიესტა / და ევროც გაიხსნა!

საუკეთესოები ევროზე – N1: ანდრეს ინიესტა / და ევროც გაიხსნა!

და აი, ევროც გაიხსნა გერმანიაში. მასპინძლებმა შოტლანდიას გადაუარეს, ეს კიდევ არ არის მარტივი საქმე. არასდროს არ ყოფილა. რატომღაც 1998 წლის ბრაზილია გამახსენდა, ვიფიქრე, აიღებენ ეს რონალდო-რივალდო და გადახევენ შოტლანდიელებს-მეთქი, მაგრამ ბავშვური ფიქრები გამოდგა. გაუჭირდა ბრაზილიას. 

გერმანიამ კი დანდობა არ იცის. არც ნელ-ნელა მომატება, როგორც ბრაზილია უმატებს ხოლმე. თავიდანვე მხეცებივით იწყებენ. თავიდანვე იმას გაჩვენებენ რასაც ტურნირის ბოლომდე იზამენ. 

დღეს კი ესპანეთის ნაკრები დაგვენახება. თავის “ბარსელონელებით”. პედრიმ და ლამინემ გვაჩვენეს რომ ღირს მათთვის თვალის მიდევნება, არა მხოლოდ ესპანეთისა და “ბარსას” ფანებისთვის, არამედ, საერთოდ, ფეხბურთის ქომაგისთვის, რადგან, ფორმაში არიან და რაც მთავარია, ფეხბურთის თამაში იციან. 

ჩვენი პირველადგილოსანი კი ანდეს ინიესტაა. ინიესტა იმ ყველაფრის განსახიერებაა, რაც კი ადამიანს შეიძლება ფეხბურთში უყვარდეს. 

პატარა ფლეშბექი 

ევრო 2016 ზე ესპანეთი ხორვატიას შეხვდა და გახსნა კიდეც ანგარიში. წესით და რიგით უნდა მოეგოთ ეს თამაში, სულ სხვა ბადეზე გასულიყვნენ, მერე კი ვინ იცის, იქნებ მესამე ევროზეც გაეწიათ, მაგრამ როგორღაც წააგეს მატჩი ხორვატებთან. იმათი ამბავი ხომ იცით?! ბოლომდე თამაშობენ და საქმე მომთავრებული რომ გგონია ზუსტად მაშინ გაგიცოცხლდებიან. წააგო ესპანეთმა და შეხვდა იტალიას, ყველაზე უხერხულ მეტოქეს, და გამოეთიშა კიდეც ბრძოლას. 

საქმე ის არის, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული ხორვატია F ჯგუფში მესამეზე გასულ პორტუგალიას შეხვდა. ამ წელს პირველად მოხდა რომ ჯგუფში საუკეთესო მესამეადგილოსნები გავიდნენ პლეიოფში. ესპანეთს რომ ასე უეცრად არ წაეგო პორტუგლიას შეხვდებოდა და რატომღაც მგონია რომ წინ აღარ გაუშვებდნენ, არადა, გემახსოვრებათ, ამ წელს სწორედ პორტუგალიამ მოიგო ევრო. 

ხორვატები დამატებით დროში დაამარცხეს, ყოფილი “ბარსელონელის”, რიკარდო კვარეჟმას გოლით. 

გული დამწყდა, რადგან ინიესტა ჯგუფის სამივე შეხვედრაში ძალიან კარგი იყო. ხორვატებთანაც საუკეთესო იყო, ადრე თუ “მესამეზე პასი” ითვლებოდა ეფექტურად და ფეხბურთელის კარგ აზროვნებას უსვამდა ხაზს, ინიესტამ ზუსტად ხორვატებთან მატში “მეექვსე” კაცზე დაინახა ეს პასი. ესე იგი, შეტევა რომ დაიწყო, ისე მოძრაობდა უბურთოდ რომ ზუსტად იცოდა, აი, იმ მეექვსე კაცისგან დაუბრუნდებოდა. მეორე დღეს მიხაზ-მოხაზეს კიდეც ინის გადაადგილების არეალი, როგორ დაიძრა მარცხენა ფლანგიდან და ამ გაუთავებელი ტიკი-ტაკას მერე როგორ დაუბრუნდა ბურთი მარჯვენა ფლანგზე. 

თუმცა, იმ ესპანეთს დიდად გამორჩეული შემტევები არ ჰყავდა, აღარც ვილა იყო, აღარც ტორესი, მორატას იმედზე კი მტერი იყოს. 

ასე რომ, მარტო ჩანდა ინი. აბა რა იქნებოდა? ჩავი აღარ ჰყავდა გვერდზე. 

უგოლოდ, მაგრამ.. ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო? 

თუ მეშლება შემისწორეთ – მე არ მახსოვს ანდრეს ინიესტას გოლი ევროპის ჩემპიონატზე. პასები იცოცხლე, მაგრამ გოლი? არასდროს! არ მახსენდება.. 

ის არის ევროს ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელი, რომელსაც არასდროს გოლი არ გაუტანია. თითქოს არ იყო გოლის კაცი, სხვა ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ისეთები აქვს შეგდებული ავტომატურად ისტორია რომ დაწერა. უბრალოდ, ევროზე არ მომხდარა ეგ არასდროს. მომხდარა ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არა ევროზე. 

ჩავი თუ ევრო 2008-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ანდრეს ინიესტას ევრო 2012 ის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ერგო. აბსოლუტურად დამსახურებულად. 

მე კი ძალიან პრეტენზიულად მიმაჩნია, რომ ესპანეთს ისტორიაში არ ჰყოლია მსგავსი ფეხბურთელი. ლუის სუარეს მირამონტესი? არა მგონია.. არც მინახავს, მხოლოდ მსმენია. გასაგებია, რომ ერთადერთი ეპანელია ოქროს ბურთით, მაგრამ ეს არ არის განმსაზღვრელი. 

ვინ იყო ინიზე უკეთესი? იერო? რამოსი? კასილიასი? რაული? არ ვიცი, არა მგონია. “მადრიდელები” ალბათ სხვაგვარად ჩათვლიან, მაგრამ ინიზე დიდი ფეხბურთელები ნამდვილად არ ყოფილან. სერხიო რამოსი ალბათ ყველაზე ახლოს იქნება მასთან, თავისი მიღწევებით და ძალიან დიდი კარიერით. 

ჩავი? პუიოლი? ბუსკეტსი? რატომღაც აქაც ინიესტას ვარჩევ, მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელი იყო. რთულია ერთი-მეორეზე მაღლა დააყენო. 

გამხდარი სუსტი ბიჭი იყო ყოველთვის, გაფითრებული კანის ფერით. ხანდახან მესიზე დიდი ფანტაზიით, ზიდანივით ელეგანტური და ბურთის გამაოგნებელი კონტროლით. ძალიან მენატრება ეს ოხერი. ეს მეღვინე და მოაზროვნე კაცი, ხანდახან ძალიან დეპრესიული. 

მისი ფასი ყველაზე მეტად ალბათ პეპ გვარდიოლამ იცოდა. ხშირად მეფიქრება ამაზე, რა იქნებოდა ინიესტა ბოლომდე მის ხელში რომ დარჩენილიყო. ეგ კი არა, რა იქნებოდა “ბარსელონა” პეპი რომ სულ აქ დარჩენილიყო.. ეგ ფიქრები სხვაგან წამიყვანს. ბევჯერ დაგვიწერია და აღარ შევყვები. 

ჩემი ნომერი პირველი კი ანდრეს ინიესტა იქნება. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • F.C.B. ბარსელონა
    17 ივნ 2024, 02:32

    ინიესტა ჩემი კუმირი.🇪🇸👍❤️⚽️

  • nika 54
    16 ივნ 2024, 17:00

    მისი აღმომჩენის სიტყვები წავიკითხე სადღაც, ბარსელონას ბორდს რო მოუყვა: ისეთი ბიჭი გიპოვეთ მინდორზე კი არ დარბის დასრიალებსო.

  • Don_Andresito
    15 ივნ 2024, 16:49

    2012 იყო მგონი, ცარიელ კარში ხესუს ნავასს გაატანინა. სუ ეკიდა გოლი. გოლამდე კიდე ყველაფერს აკეთებდა

  • C.PC5
    15 ივნ 2024, 16:13

    უფრო გუშინ ველოდი ამ სტატიას მარა არაუშავს, დღეს თამაშობს ეპანეთი და ლოგიკურია საუკეთესოს დღეს დასახელება, მითუმეტეს რომ "ახალი ინიესტას" იმედები გვაქვს ამ ევროზე.

  • cruyff9
    15 ივნ 2024, 16:08

    გენიალური ანდრესი❤️❤️