workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი: ინტერ მაიამი ჩემი ბოლო კლუბი იქნება

ლუის სუარესი: ინტერ მაიამი ჩემი ბოლო კლუბი იქნება

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ “ინტერ მაიამის” შემდეგ კარიერას დაასრულებს.

“ინტერ მაიამი” ჩემი ბოლო კლუბი იქნება. მეტი აღარ შემიძლია. ჩემმა ოჯახმა ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე იცის. თარიღი ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი საფეხბურთო კარიერის ბოლო ნაბიჯია. ამის შემდეგ დიდებული ცხოვრების მოწყობაზე უნდა ვიფიქრო.

– განაცხადა ურუგვაელმა ლეგენდამ.

“ელ პისტოლერომ” “გრემიოში” თამაშისას თქვა, რომ მუხლის პრობლემების გამო 1 ნაბიჯის გადადგმაც კი ძალიან უჭირს, რის გამოც მუდმივად გამაყუჩებლებით თამაშობს, ეს კი მისი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

სუარესი “ბარსელონაში” 2014-2020 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგო. ამასთან, მის ანგარიშზე 283 მატჩი, 195 გოლი და 113 ასისტია. 2015/16 წლების სეზონში ის 40 გოლით ლა ლიგის ბომბარდირიც გახდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 16 თებ 2024, 22:21
    #3

    ისე უნდოდა მესისთან ერთად კარიერის დამთავრება, ჯანმრთელობას იგდებს საფრთხეშიი

  • nika 54
    schedule 16 თებ 2024, 19:43
    #2

    რონალდუს რატო არაფერი აწუხებს, სადაა სამართალი უკვე მე-40 წელშია და ისევ ისე დარბის. აღარ ბერდება ეგ ჩემისა.

  • isakichi
    schedule 16 თებ 2024, 05:56
    #1

    ეეჰ სუარეს რა დრო იყო შენ რო გვყავდიი,ამას როგორ ადარებენ ბენზემას ან ლევანდოვსკის არ მესმის,პრაიმ სუარესი საერთოდ სხვა მოვლენა იყო