workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავი მარტინესი ხიხანტესის ეთერში ლევანდოვსკისა და ჰანსი ფლიკზე საუბრობს

ხავი მარტინესი ხიხანტესის ეთერში ლევანდოვსკისა და ჰანსი ფლიკზე საუბრობს

“ოსასუნას”, “ბილბაოს” & “ბაიერნის” ყოფილი და “კატარის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, ხავი მარტინესი “ხიხანტესის” ეთერში, ჟერარ რომეროსთან “ბარსელონაზე” საუბრობს.

გუნდის მდგომარეობაზე:

“ბარსაში” ბევრი ფეხბურთელია, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ მოუკლო. ინტენსივობა ძალიან დაბალია. ასე თამაში რთულია.

ყველა გუნდს სჭირდება ფეხბურთელი, ვინც მუდმივად ფიქრობს, რა მოხდება, როცა ბურთი დაიკარგება. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ “ბლაუგრანას” ბუსკეტსისნაირი ფიგურა აკლია.

ჩავის გადადგომაზე:

შოკირებული ვიყავი, როცა ჩავის გადაწყვეტილებაზე გავიგე. ისინი (პრესა) მას ძალიან სასტიკად მოექცნენ – ბარსელონასა და მადრიდში პრესა გკლავს. უნდა იცოდე, ამას როგორ გაუმკლავდე, მაგრამ ზოგჯერ ეს ძალიან რთულია. გერმანიაში მწვრთნელს ბევრად დიდ პატივს სცემენ.

ლევანდოვსკის ფორმაზე:

ლევანდოვსკი იმედგაცრუებულია, რადგან საჯარიმოში ბურთს საკმარისად არ იღებს. “ბაიერნში” ამაზე გვისაუბრია. ის ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან ითხოვს, სადაც პოლონელი სახიფათოა. თუ ასე არ ხდება, რობერტი თავის დონეს ვერ აჩვენებს.

შეიძლება ითქვას, რომ სეზონის სტარტზე ეს პრობლემა ნამდვილად ჩანდა, როცა ჩავი ერნანდესი ამბობდა, რომ თანაგუნდელებს რობერტი უკეთ უნდა მოემარაგებინათ, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა – პოლონელი საკმაოდ ბევრ საგოლე შანსს იღებს, მაგრამ ვერ გააქვს.

ჰანსი ფლიკის “ბარსაში” შესაძლო დანიშვნაზე:

ჰანსი ფლიკის ფილოსოფია “ბარსელონას” იდეალურად ერგება. მასთან ერთად “ბაიერნი” გვარდიოლას სტილში თამაშობდა.

ფლიკის სავარჯიშო სესიები ინტენსიურია, მაგრამ ეს ყველაფერი ბურთის გამოყენებასაც მოიცავს. მიუნხენში ყოველ დილით ფიტნესმწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობდით – სწორედ ამ დროს ვიცვლებოდით, მოტოციკლებად ვიქეცით. ეს განსხვავებული კულტურაა.

ფლიკი პირდაპირ გეუბნება, შენზე რას ფიქრობს. ის ძალიან მშვიდია და ბევრი უნდა დააშავო, რომ გააბრაზო. ჰანსი გასახდელ ოთახში ყველას ამშვიდებს და შემდეგ საუბარს იწყებს. 

არ ვიცი, “ბარსაში” ეს ყველაფერი როგორ იმუშავებს. ენობრივი ბარიერიც გასათვალისწინებელია. 

“ბარსელონას” ფანები იმედოვნებენ, რომ ფლიკის ხელში გუნდის ფიზიკური კონდიციები საგრძნობლად გაუმჯობესდება და “ბარსა” ბურთის ფლობაზე ორიენტირებულ, შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. თუმცა, ქომაგებში ეჭვს ერთი რამ იწვევს – “ბაიერნში” ჰანსის მოღვაწეობა ხანგრძლივი არ ყოფილა, გერმანიის ნაკრებში კი წარმატებას ვერ მიაღწია. 

გავრცელებული ცნობებით, ფლიკი ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატია. “ბარსელონას” პრეზიდენტს ისეთი მწვრთნელის მოყვანა სურს, ვინც გუნდში მკაცრ დისციპლინას დანერგავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Rick Sanchez
    schedule 08 თებ 2024, 21:11
    #8

    ფლიკი მოსაყვანია რა, იქნებ ფიზიკურად მოხოდოს კამანდა.

  • nika 54
    schedule 07 თებ 2024, 15:20
    #7

    ციტატა: La Pulga10
    ზაფხულამდე ისწავლის ესპანურს ელემენტარული რომ გააგებინოს ფეხბურთელებს. მერე ურთიერთობაში უფრო დაამუღამებს კიდე.


    რის სწავლასაც ვერ მოასწრებს, შტეგენი, გიუნდოგანი და ლევანდოვსკი დაეხმარებიან და თარგმანში არ დაიკარგებიან.

  • R-10
    schedule 07 თებ 2024, 12:19
    #6

    აშკარად ეტყობა ფლიკს რო ფიზმომზადებას ყურადღებას აქცევს კოუტინიო იჯარით როიყო ბაიერნში მაშინ დადგა ტანზე

  • CHEPE
    schedule 07 თებ 2024, 11:23
    #5

    ციტატა: Bus-5-quets
    ფლიკი ერთადერთი ნათელი ვარიანტია სხვებს შორის, ბარსას ფილოსოფიას ერგება, ამავე დროს იმედის ნაპერწკალს გააჩენს გუნდში + გიუნდოგანი, შტეგენი და დიდი ალბათობით კიმიხი ეყოლება, რაც ძაან მნიშვნელოვანი იქნება გუნდის შეკვრის პონტში


    ნოა დარვიხი კიდე მისგან სასწაულს დააყენებს ფესვებში ეტყობა რომ ფლიკისნაირი ჭირდება მაგ ბიჭს და კიდე ჩვენებს ლამასიელებს

  • Ferran7
    schedule 07 თებ 2024, 10:52
    #4

    სწორი შეფასება გააკეთა პლიუს ბუსკეცი მაგრად დაგვაკლდა მიტო გვაქ ცენტრი ასე მორღვეული

  • La Pulga10
    schedule 07 თებ 2024, 10:33
    #3

    ზაფხულამდე ისწავლის ესპანურს ელემენტარული რომ გააგებინოს ფეხბურთელებს. მერე ურთიერთობაში უფრო დაამუღამებს კიდე.

  • Bus-5-quets
    schedule 07 თებ 2024, 03:35
    #2

    ფლიკი ერთადერთი ნათელი ვარიანტია სხვებს შორის, ბარსას ფილოსოფიას ერგება, ამავე დროს იმედის ნაპერწკალს გააჩენს გუნდში + გიუნდოგანი, შტეგენი და დიდი ალბათობით კიმიხი ეყოლება, რაც ძაან მნიშვნელოვანი იქნება გუნდის შეკვრის პონტში

  • Jorkaeff
    schedule 07 თებ 2024, 02:02
    #1

    მოდი მოდი ფლიკ და გააძვრე სული ამათ ნარბენი და ნავარჯიშები. 60 წუთსაც ვერ თამაშობენ ერთ ტემპში