Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ბოიან კრკიჩისთვის (რომელიც კლუბში უკვე მუშაობს) ახალი როლი შექმნა, რომელსაც მომავალ კვირაში გააოფიციალურებს.
“ბარსას” ორგანიზაციული სქემის მიხედვით, რომელსაც კრკიჩი და დეკუ უხელმძღვანელებენ, ბოიანს ახალგაზრდა ტალანტებისთვის რჩევების მიცემა და პირველ გუნდში გზის გაკვალვა დაევალება.
გარდა ამისა, კატალონიურმა გრანდმა კიდევ ერთი ინოვაციური როლი მოიფიქრა – კრიკიჩი შეეცდება, იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებს აგრძნობინოს, რომ “ბარსელონა” მათ როგორც მატჩებში, ისე ვარჯიშებზე აკვირდება, რადგან კლუბმა აღმოაჩინა, რომ განათხოვრებული მოთამაშეები ხშირად თავს მიტოვებულას გრძნობდნენ.
ბოიანი კადეტ ბ-ს სამწვრთნელო შტაბშიც იქნება.




მოკლედ დიდ მისია დაეკისრა ბოიანს, ოღონდ როგორ უნდა მოიზიდოს წასული ფეხბურთელები? უთხრას მე რო წავედი დედიჩემისა ვჭამეო?
თუ კრიკიჩი ვერ მოერგო ბარსას, ბარსა უნდა მოერგოს კრიკიჩს.
სხვები რომ აღარ ჩაქრნენ ალბათ
თან სად გვყავს პუიოლი და სხვა ლეგენდები მრჩეველებად 😁 ისე კრკიჩს რო ლაპორტამ აკოცა რუბიალესის გზას არ მიუყოლონ 😁
ძალიან კარგი არჩევანია თავის შეცდომებით ბევრს ასწავლის.არ უნდა წასულიყო ეს იყო სუფთა ბარსას დნმს იგროკი სხვაგან ვერ ითამაშებდა არიან ფეხბურთელები რომლებიც ძირითადად სკამზე არიან და ცხოვრობენ ბედნიერად ხდებიან ვეტერანები და ყველას უყვარს.ამბიციებმა დაღუპეს პლიუს ტრავმები.გყვავდა კეიტა უმაღლესი დონის იგროკი შემოდიოდა აკეთებდა თავის საქმეს
ახალგაზრდების კარიერის გზამკვლევად ჩამქრალი ტალანტი რატომ შეარჩიეს?
ძაან არ გაუმართლა ამ ბიჭს…საოცარი ნიჭი ჰქონდა და ძაან უკვალოდ გაქრა ამას რომ ის ფეხბურთი ეთამაშა რასაც ველოდით ძაან დიდ ისტორიას დაწერდა
მაგარი ვინმე შეურჩევიათ😀
ძაან გავდა მართლა😄ვიღაცას ამის თამაშის შორი კადრი რო ჩაურთო და უთხრა ვინააო გეტყვის მესიაო
ხო უამრავი ვერ გამოყენებული ტალანტი უნახავს მსოფლიო ფეხბურთს,მაგრამ ჩემი აზრით,ბოიანი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა🥲ტიპი ფიზიკურადაც ჰყავდა მესის😀ეხლა შეიძლება გაეცინოს ვინმეს,მაგრამ ყველაზე ახლოს ვისაც მესისთან ახლოს მისვლა შეეძლო ეგ კაცია და ცუდია,რომ ასე უსახელოდ დაასრულა კარიერა💘