შემოდგომას კარგი განწყობითა და იმედებით ვხვდებით. ფინანსური სირთულეების მიუხედავად “ბარსელონამ” სატრანსფერო ფანჯრის წარმატებით დახურვა მოახერხა და ბოლო დღეს ჟოაუ კანსელუ და ჟოაუ ფელიში დაიმატა.
ვინ როგორ გაამართლებს, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ თუ სახელებით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში ყველაზე ვარსკვლავური ტრანსფერები “ბარსელონასი” იყო – ილქაი გიუნდოგანი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუ. მათგან ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გავიფორმეთ და დღეს პორტუგალიური დუეტის დებიუტს ველით.
სათამაშო ფორმა
“ოსასუნა” კარგ ფორმაშია, მაგრამ მხოლოდ სტუმრად. პამპლონელებმა ლა ლიგაში მეტოქის მოედანზე სტუმრად ჩატარებული ორივე შეხვედრა მოიგეს, რასაც ევროპა ლიგაზე “ბრიუგესთან” ფრე მოაყოლეს. საკუთარ კედლებში კი იაგობა არასატეს გუნდი ორივეჯერ დამარცხდა – ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატში და ერთხელაც ევროპა ლიგაზე.
დღევანდელ მასპინძლებს 31 აგვისტოს “ბრიუგესთან” რთული გასვლა ჰქონდათ, რომელიც ტურნირიდან გამოვარდნით დასრულდა. შესაბამისად არასატეს გუნდი “ბარსელონას” დაღლილი და ცუდ ხასიათზე მყოფი დაუხვდება.
“ბარსელონამ” პირველ ტურში “ხეტაფესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო, მაგრამ ორივეში გაუჭირდა. ჩავის გუნდი სასურველ ფორმაში აშკარად არაა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ და ამის ნახვის იმედი გვაქვს დღეს.
დანაკლისი
“ბარსელონას” კვლავ დიდი დანაკლისი აქვს. კატალონიელებს ტრავმირებული პედრი და რონალდ არაუხო არ ეყოლებათ. სამაგიეროდ 2-2 მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ გუნდს უბრუნდებიან რაფინია და მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი.
მასპინძლების დანაკლისს მარკო ბრასანაცის არყოფნა შეადგენს.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებულ 94 თამაშში “ბარსელონას” 56 მოგება, 19 ფრე და 19 მარცხი, 210 გატანილი და 79 გაშვებული გოლი დაუგროვდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ “ოსასუნას” “ბარსას” კარში გოლის გატანა ძალიან უჭირს.
“ბლაუგრანამ” მეტოქეს ბოლო 3 თამაში მოუგო, გასული 10 წლის განმავლობაში ჩატარებულ 14 თამაშში კი კატალონიელებს მხოლოდ ერთი წაგება აქვთ, ისიც საკუთარ კედლებში.
სტუმრად გამართულ 47 შეხვედრაში “ბარსას” 19 მოგება, 15 ფრე და 13 წაგება აქვს. ამ 13 მარცხიდან 10 გუნდების პირველ 14 დაპირისპირებაზე მოდის. 1984 წლამდე “ოსასუნას” ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ ჩატარებულ 33 თამაშში პამპლონელებმა საკუთარ კედლებში მხოლოდ 3-ჯერ მოიგეს.
მეტოქის მოედანზე “ბარსას” 2012 წლის შემდეგ არ წაუგია. დროის ამ მონაკვეთში “ბლაუგრანა” ყოველ მეორე თამაშს იგებს, დანარჩენს კი ფრედ თამაშობს. ასე გრძელდება უკვე 7 მატჩია. ამ ლოგიკით დღეს ფრე უწევს.
არბიტრი
შეხვედრას მიგელ ანხელ ორტის არიასი განსჯის.
ორტის არიასი 38 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2021 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში არიასი თამაშში საშუალოდ 24.4 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.3 ყვითელ და 0.39 წითელ ბარათს უჩვენებს. მის მიერ განსჯილი თამაშების 44%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 33%-ში – სტუმრები.
ორტის არიასის სტატისტიკა “ოსასუნასა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| ოსასუნა | ბარსელონა | |
| თამაში | 6 | 2 |
| მოგება | 2 | 1 |
| ფრე | 1 | 0 |
| წაგება | 3 | 1 |
| მოგების % | 33% | 50% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 0 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 2 | 0 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 1 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 3 | 0 |
სტატისტიკა
- ამ გუნდებს შორის პამპლონაში გამართული ბოლო 10 თამაშიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “ოსასუნასთან” სტუმრად გამართული ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 6 თამაშიდან 5 “ბარსელონამ” მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა;
- “ოსასუნა” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 11 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- “ბარსელონა” “ოსასუნასთან” გამართული ბოლო 6 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ოსასუნამ” მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე გამართული ორივე თამაში წააგო;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.6 ანიჭებენ, რაც მოგების 63%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 58%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-2-3): ტერ შტეგენი, კანსელუ, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, გავი, იამალი, ლევანდოვსკი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- WhoScored: 1-3
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 1-3
- 90min: 0-1
გუშინ არ ყოფილა შემადგენლობაში.
რაფინია სასტარტოში?=პირველ75 წუთი 0:0
გამორიცხე ეგ წამზომის თემა.ხავი იმისთვის არ მოიყვანიათ ტიტულები მოიგოს სხვა ფუნქცია აქ.ამ წღალწაღებულ ბარსელონას არცერთი ნორმალური და ამბიციური მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში და ხავი ყავთ იმისთვია რომ უარესობისკენ არ წავიდეს გუნდი სანამ ფეხზე დადგება ფინანსურად.აშკარაა ერთად აქვათ გრძელი პროექტი ეს გამოუცდელი ხავი არ მოვიდოდა გარანტიების გარეშე გარანტიაში დროს ვგულისხმობ.ეს ჩვენ გვინდა 2-3 წელიწადში დავძლიოთ კრიზისი თორე რეალირად ნებისმიერ გუნდს 5-6 წელი ჭირდება აზრზე მოსასვლელად .თაობათა ცვლა ვერ განვახორციელედ სწორად ამას ემატება ფინასნების პრობლემა რაც უსარგებლო ტეანსფერებმა გამოიწვია საოცნებო ხელფასებთან ერთად.იმედია ამ სეზონს კარგი ნიშნებით დავამთავრებთ შემადგენლობა ნარმალნა ხავის ხელშია აწი რას გვანახებს რა შეუძლია ამ გუნდს სამომავლოდ
როკეს არ მოუთხოვია 10 ნომერი.არსად წამიკითხია მსგავსი და არც ხელმძღვანელობას დაცდენია ნომერზე რამე.გოლის ალღო თუ გაქ ლა ლიგა და პრემიერლიგა ორივე ერთი იქნება შენთვის.როკეს კიდე აქ გოლის ალღო ნებიამიერ წერტილიდან შეუძლია გაიტანოს სულ ცდილობს დასარტყმელ პოზოცოაზე აღმოჩნდეს როგორც სუფთა სისხლის ფორვარდს შეფერის.კოუ რო იყო შემდგარი მიტო აგვაშენა.
აბსურდი მგონია რაც დაწერე. მაგრამ დაუშვათ და მართალია ეგ ამბავი, ანუ? 5-6 წელი კლეობა ვითამაშოთ იღონდ რაო? რატომ ხავიო? მოტივაცია? ან რანაირად უნდა მოხდეს თუნდაც 5-6 წელში გამოსავალი? მილიარდ სამასი მილიონი ცუდი ფეხბურთით და ჩემპიონთა ლიგის გარეშე უნდა გასწორდეა? რითი?
როკეს მოსვლით მათ მოწონებულ ფეხბურთელებს მოუწევთ ან სკამი ან წასვლა და მაგიტოა რო ლანძღავენ კულტურულად 18 წლის ბიჭს.🙃მე ეს დასკვნა გაკომაქ თორე სხვა მოზეზი რავიცი რაუნდა იყოს გოლები გააქ და არ იმტვრევა წითელ ბარათებს არ იღებს ხალხს არ ჩეხავს და რატო ვიფიქროთ რო ცუდია?😀მიზეზი პირადულია😂
როკეს პოსტებზე სულ ვკითხულობ კომენტარებს სადაც ეჭვის თვალით უყურებთ და ვერ ვხვდები რატომ. 18 წლის ფორვარდს თითქმის ყოველ თამაშში გააქვს გოლები, აკეთებს პასებს და მეტი რა უნდა ქნას ფორვარდმა? მაინცდმაინც მესი უნდა იყოს რომ მოგეწონოთ? რაც ევალება აკეთებს, იმას იძახით იოლი გოლები გააქვსო და მერე ბელინგემი 2 მეტრიდან გაიტანს გოლს და იმას აღმერთებთ😃 ჯერ მარტო იმიტომაა დასაფასებელი, რომ ნამდვილი კულეა და მიუხედავად უკეთესი შემოთავაზებებისა ბარსას მეტი არავინ სურდა
გამორიცხე ეგ წამზომის თემა.ხავი იმისთვის არ მოიყვანიათ ტიტულები მოიგოს სხვა ფუნქცია აქ.ამ წღალწაღებულ ბარსელონას არცერთი ნორმალური და ამბიციური მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში და ხავი ყავთ იმისთვია რომ უარესობისკენ არ წავიდეს გუნდი სანამ ფეხზე დადგება ფინანსურად.აშკარაა ერთად აქვათ გრძელი პროექტი ეს გამოუცდელი ხავი არ მოვიდოდა გარანტიების გარეშე გარანტიაში დროს ვგულისხმობ.ეს ჩვენ გვინდა 2-3 წელიწადში დავძლიოთ კრიზისი თორე რეალირად ნებისმიერ გუნდს 5-6 წელი ჭირდება აზრზე მოსასვლელად .თაობათა ცვლა ვერ განვახორციელედ სწორად ამას ემატება ფინასნების პრობლემა რაც უსარგებლო ტეანსფერებმა გამოიწვია საოცნებო ხელფასებთან ერთად.იმედია ამ სეზონს კარგი ნიშნებით დავამთავრებთ შემადგენლობა ნარმალნა ხავის ხელშია აწი რას გვანახებს რა შეუძლია ამ გუნდს სამომავლოდ
როკეს არ მოუთხოვია 10 ნომერი.არსად წამიკითხია მსგავსი და არც ხელმძღვანელობას დაცდენია ნომერზე რამე.გოლის ალღო თუ გაქ ლა ლიგა და პრემიერლიგა ორივე ერთი იქნება შენთვის.როკეს კიდე აქ გოლის ალღო ნებიამიერ წერტილიდან შეუძლია გაიტანოს სულ ცდილობს დასარტყმელ პოზოცოაზე აღმოჩნდეს როგორც სუფთა სისხლის ფორვარდს შეფერის.კოუ რო იყო შემდგარი მიტო აგვაშენა.
მაგრამ ამ სტადიონზე ყველას უჭირს თამაში მაინც
ისე რამაინტერესებს რა ნომრებით ითამაშებენ ჟოაუები
კანსელო 2 და ფელიქსი 14, ასეა როგორც ვიცი.
ანუ როკე 10 იანი როგორც რივალდო რონალდინიო და ბრაზილიელების კვალზე წავა იმედია ლეგენდების

10-მა უკვე ერთი ფეხბურთელი შეიწირა
აი იცით რას დავაკვირდი, რომ უმეტესად ვისი იმედიც გვქონდა იმან ვერ გაამართლა, აი დესტი, ძველი სტატიები წავიკითხე დესტზე და კომენტარებში წერდნენ რომ 10 წელი მარჯვენა მცველის პრობლემა აღარ გვექნებოდა და აი შედეგიც. ასევე რაფინიაც, ძაან დიდი იმედი გვქონდა მაგის, თუ გახსოვთ ჟურნალისტები რომ მოატყუა ყურადღება რომ არ მიექცია თუ რაღაც ეგეთი, ესე ვამბობდით დემბელეს რომ ჯობია უკვე ჩანსო, თუმცა დემბელეზე უარესი გამოდგა.ასევე უმტიტის, პიანიჩის, არტურის და ბევრი სხვა ფეხბურთელის იმედი გვქონდა მაგრამ არაფერიც გამოვიდა. თუმცა მაგალითად პედრი რომ გამოჩნდა არსაიდან თითქოს დიდი არაფერი განსაკუთრებული ტრანსფერიაო მაგრამ კი გახდა გუნდის ლიდერი, ასევე ბალდეც, ზოგი წერდა ალონსო ჯობიაო და აი შედეგიც. ვიტორ როკეს ყველა ეჭვის თვალით უყურებთ და უმეტესობას არც აქ მისი იმედი, ასევე ფელიქსზედაც ეგრეა და იმედი მაქვს, დიდი იმედი რომ ამ მაგალითებიდან გამომდინარე ორივე გაამართლებს. კანსელუ კი სხვა თემაა, ის უკვე შემდგარი ვარსკვლავია და რამე ჯადო თუარ გაუკეთეს მაგეც გაამართლებს ყველას იმედებს…
მაგრამ ამ სტადიონზე ყველას უჭირს თამაში მაინც
ისე რამაინტერესებს რა ნომრებით ითამაშებენ ჟოაუები
კანსელო 2 და ფელიქსი 14, ასეა როგორც ვიცი.
ანუ როკე 10 იანი როგორც რივალდო რონალდინიო და ბრაზილიელების კვალზე წავა იმედია ლეგენდების
მოსაგები თამაშია დიდი ანგარიშით.
მაგრამ ამ სტადიონზე ყველას უჭირს თამაში მაინც
ისე რამაინტერესებს რა ნომრებით ითამაშებენ ჟოაუები
კანსელო 2 და ფელიქსი 14, ასეა როგორც ვიცი.
ეგრეა კი
მაგრამ ამ სტადიონზე ყველას უჭირს თამაში მაინც
ისე რამაინტერესებს რა ნომრებით ითამაშებენ ჟოაუები
კანსელო 2 და ფელიქსი 14, ასეა როგორც ვიცი.
დღეს კაი თამაშს ველოდები რატომღაცმ ვილიარეალის მერე წესით ოსასუნასთანაც არუნდა გაუჭირდეთ არაა ჩაკეტილი გუნდი
მაგრამ ამ სტადიონზე ყველას უჭირს თამაში მაინც
ისე რამაინტერესებს რა ნომრებით ითამაშებენ ჟოაუები
შარშან მოვიგეთ ორივე მინიმალური ანგარიშით, სტუმრად 1:2 და სახლში 1:0
ხალხო, ტორეზე ვინმემ რამე იცით? რას შვება აბა ჟირონაში ?
ვნახოთ რამდენს გაბედავს დღეს პატარა კვერცხებიანი და დიდ თავიანი😁 მშვენიერი მოწინააღმდეგეა ოსასუნა, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე. ვნახავთ 5 ნახევარმცველს, ჩაკიდებებს ლევანაზე,მოყვარულ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაურით მოედანზე, პირველ ტაიმში 1 კარში დარტყმას, თუ იქნება იმის განაცხადი, რომ ჩვენ მაგარი გუნდი ვართ, ჩვენ შეტევა გვიყვარს და შეგვიძლია, ჩვენ გვაქვს ამის კლასი, კვერცხები, ტაქტიკა და ცოდნა. მოკლეთ დღეს ბევრ კითხვას გაეცემა ჩემთვის პასუხი. იასნია ფელიშს ძირითადში არ ველოდები ( სასიამოვნოდ გამიკვირდება თუ ამას გაბედავს თავგასა მაგრამ ალბათ შეცვლაზე შემოვა) იმედი მაქვს ასევე რომ ძველი მეგობრობის, რევერანსების და სიმბოლური კაპიტნობის მიუხედავად ხელის ტორმუზი რობერტო დღესაც და მთელი სეზონი სკამზე იქნება და კანსელო დაიწყებს. მოკლეთ დარწმუნებული ვარ თაღლითი პრეზიდენტი ყველაფერს კარგად აფასებს რაც მოედანზე ხდება, იმაშიც დარწმუნებული ვარ რაღაც წამზომივით აქვს სადაც თავგასასთვის დრო ჩართულია. დღეის შემდეგ კაკრას სანაკრებო შესვენებაც მოდის და იმედია თავგასა თავის დიდ თავში რამე ტაქტიკურ სქემებს დაალაგებს და გუნდი მართლა ფეხბურთის თამაშს დაიწყებს. თუ არა და ჩემი პროგნოზით ზამთრიდან ახალი მწვრთნელი გვეყოლება. დიიიდი იმედი მაქვს რომ ასე არ მოხდება, თავგასა ბოლო ბოლო გაამართლებს და სულ მცირე მებრძოლ, კვერებიან გუნდს ვიხილავთ მოედანზე როგორც დღეს ასევე მთელი სეზონი. უთავდამსხმელო რეალს თუ წელს ჩემპიონობა დავუთმეთ არათუ აქედან ზოგადად სამწვრთნელო კარიერა უნდა დაამთავროს ;მაესტრომ; წარმატებები დღესაც და მომავალშიც . აბა თავგას ეცადე არ ჩააჭყაპუნო❤️
ჩემი აზრით სასტარტოში არ დააწყებინებს ახალწვეულებს.
ამ შემადგენლობით გამოვა და მეორე ტაიმში შემოიყვანს ჟოაოებს
გავი-გიუნდოგანი-ტორესი
დე იონგი-რომეუ
ბალდე-ქრისტენსენი-კუნდე-რობერტო
ტერ შტეგენი
რობერტო – კანსელო
გავი – ფელიქსი
ტორესი – რაფინია ან იამალი
გიუნდოგანი – ფერმინი